მარიამ ჯაშს „კოვიდ 19“ დაუდასტურდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ჩვენი საქართველო – დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში „კოვიდ ინფიცირებულია“. აღნიშნული ინფორმაცია „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად თავად მარიამ ჯაშმა დაუდასტურა. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავართან“ აღნიშნა, პირველი ტესტი უარყოფითი იყო, თუმცა, დღეს გაკეთებული ტესტით, კოვიდ დადებითია. „პირველი ტესტი 5 ნოემბერს გავიკეთე და პასუხი უარყოფითი იყო. სავარაუდოდ. 5-დან 13 ნოემბრამდე მოხდა ჩემი ინფიცირება და წყარო, ალბათ  ბათუმია. ბოლო ერთი კვირაა, მინიმალური კონტაქტები მქონდა. სიცხე არ მქონია, მაქვს მსუბუქი ხველა და სისუსტე. მინიმუმ 10  დღე სახლის პირობებში ვიქნები, რადგან ჰოსპიტალური საწოლები უნდა დაიზოგოს. 1 კვირაა შეხვედრები არ მქონია, მხოლოდ ერთხელ…

მეტი...

ბაჩალიაშვილის საქმისთვის დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს გირაოთი გაათავისუფლებენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდის გამო დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. საუბარია მტკიცებულებების ფალსიფიკაციისა და ცრუ ჩვენების მიცემაზე, კერძოდ ფოტოზე, რომელიც ფურცხვანიძემ ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა და რომლითაც ამტკიცებდა, რომ გარდაცვლილი გოგონას ავტომანქანა შემთხვევის ადგილას არ იდგა. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გირაოზე შეთანხმების მიზეზი  დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გახდა. აღნიშნულის გამო, ბრალდების მხარემ ადვოკატის შუამდგომლობაზე თანხმობა განაცხადა. საუბარია საპროცესო გარიგებაზე ბრალის აღიარების სანაცვლოდ. „დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და ითანამშრომლა გამოძიებასთან. გარდა აღნიშნულისა, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა  სტაციონარული მკურნალობაა“ – აცხადებენ პროკურატურაში. დავით ფურცხვანიძეს გირაოს თანხა…

მეტი...

„წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა“ – ევროკავშირის განცხადება

“წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა. ასევე, ვწუხვართ, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა. “2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, კვლავ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო დამკვირვებლების ერთობლივ განცხადებას, რომელიც პირველი ტურის შემდეგ გამოქვეყნდა და ველოდებით ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, რეკომენდაციების ჩათვლით, გამოვლენილი ხარვეზების მოსაგვარებლად. წუხილს გამოვთქვამთ იმ უნდობლობასთან დაკავშირებით, რომელმაც საარჩევნო პროცესზე ზეგავლენა მოახდინა, ასევე, იმის გამო, რომ მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებმა საპარლამენტო ადგილებისთვის ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღეს. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს…

მეტი...

სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე ამოქმედდა ცხელი ხაზი

სოფელ ზარდიაანთკართან მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გრძელდება ინტენსიურ მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება. „საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ, ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას, განსაკუთრებით, როდესაც უკვე ერთ წელიწადზე მეტია, პანდემიის პირობებშიც კი, დაკეტილია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის სამედიცინო…

მეტი...

“მათ ჯახი აინტერესებთ” – გია ვოლსკი ოპოზიციაზე

“რიგგარეშე არჩევნები რომც დაინიშნოს, ოპოზიციას არც ის აინტერესებს – მათ ჯახი აინტერესებთ, რომელიც პოლიტიკურ ველზე შესაძლო წარმატებას მოუტანს,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისივე თქმით, “პოლიტიკურ ველზე, რა თქმა უნდა, რთული მდგომარეობაა, მაგრამ კრიზისი ხელოვნურია“. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. “უნდა გავიგოთ, რომ ის, რაზეც ოპოზიცია საუბრობს, რეალობასთან არანაირ კავშირში არ არის. მათ განცხადებებს ლოგიკური საფუძველი არ გააჩნიათ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე ვაცხადებდით, რომ მათი ნებისმიერი საქმიანობა, ნებისმიერი საქციელი, თუნდაც პარლამენტის ბოიკოტირება…

მეტი...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს, პროკურატურამ ბრალი ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანაში წარუდგინა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ პირს, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ლევან ზურაბაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,”გ” ქვეპუნქტით წარედგინა,რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. “საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი წარუდგინა. საქართველოს პროკურატურამ  მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,”გ” ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის” შენობაში შეიჭრა ლ.ზ.…

მეტი...

“დავით ფურცხვანიძის დაკავება ემსახურებოდა ჩემზე ზეწოლას” – მიხეილ რამიშვილი

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის დაკავება მასზე ზეწოლას და დაშინებას ემსახურებოდა. ამასთან, რამიშვილის თქმით, დანაშაულის არავითარი ნიშანი არ არსებობდა და ფურცხვანიძის დაკავების კიდევ ერთი მიზანი მისი (მიხეილ რამიშვილის) დისკრედიტაცია და ბაჩალიაშვილის საქმიდან ჩამოშორება იყო. „მისი დაკავება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, რომ ჩემზე მომხდარიყო გარკვეული ფორმით ზეწოლა, რომ ჩემი დაშინება. ჩემი ინფორმაციით, მასზე ჩემს გასაგონად ხორციელდებოდა გარკვეული ფორმით ვითომ ზეწოლა, რომ ჩემზე გაჟღერებულიყო, თითქოს მე ვიყავი აღნიშნული სურათების შეკვეთის მიმცემი, ორგანიზატორი და ვითომ როგორც ყველას კარგად გვახსოვს პროკურატურის განცხადება, რომ ეს ყველაფერი იყო სიყალბე, მიდიოდა…

მეტი...

“მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში” – ჯანმო ევროპის ქვეყნებზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ნაბაროს განცხადებით, 2021 წლის დასაწყისში ევროპაში “კოვიდ-19”-ის მესამე ტალღაა მოსალოდნელი. ამის შესახებ მან შვეიცარიულ მედიაკომპანიების წარმომადგენლებს განუცხადა. ნაბაროს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს მეორე ტალღის თავიდან აცილება მას შემდეგ, რაც მათ პირველი ტალღის გაკონტროლება შეძლეს. „ევროპული რეაქცია იყო არასრული. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, აეშენებინათ საჭირო ინფრასტრუქტურა ზაფხულის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც შეძლეს, ინფექციის პირველი ტალღის გაკონტროლება. ახლა მეორე ტალღაა. თუკი ისინი არ ააშენებენ საჭირო ინფრასტრუქტურას ახლა, მათ ექნებათ მესამე ტალღა მომდევნო წლის დასაწყისში“ , – განაცხადა ნაბარომ. ჯანმოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბევრი დასავლეთევროპული ქვეყნის წინაშე…

მეტი...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს დღეს წარუდგენენ. ლევან ზურაბიშვილი, რომელიც პარასკევს საფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა, ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მისმა ინტერესების დამცველებმა საქმის მასალები უკვე გამოითხოვეს. ლევან ზურაბიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმის მასალები გვიან ღამით ჩააბარეს, მათივე თქმით, საქმის მასალებში ისეთი მტკიცებულებები არსებობს, რაც საქმის შემსუბუქების შესაძლებლობას იძლევა. ერთ-ერთის ადვოკატი ირმა ჭკადუას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა არც იძულებას და არც შეზღუდვას, რაც ჩვენებებში ჩანს. “აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სწორი კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. არის საქმის მასალებში ჩვენებები…

მეტი...

17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 17-ვე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს. ცესკოს წინასწარი მონაცემები შემდეგია: №1 – მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი – №2 – შალვა შავგულიძე 1727 ხმა (8.43%) და №41 – ბექა ოდიშარია 18769 ხმა (91.57%). №2 – ვაკე – №2 – ელენე ხოშტარია 1378 ხმა (6.28%) №41 – ნოდარ ტურძელაძე 20549 ხმა (93.72%). №3 – საბურთალო – №24 – ალექსანდრე ელისაშვილი 2770 ხმა (10.08%), №41 – დავით სერგეენკო 24697 ხმა (89.92%) №4 – ისანი – №5 – ხატია დეკანოიძე 1879 ხმა (7.85%), №41 – კახა კახიშვილი 22055 ხმა (92.15%) №5 –…

მეტი...

„პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს” – ევროკავშირის ელჩი  

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მისი თქმით, დიპლომატები ამ მოლაპარაკების პროცესში სწორედ შედეგის მისაღწევად ჩაერთვნენ. „საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს, რომლებიც ახლა ქვეყნის წინაშე მოკლევადიან პერსპექტივაშია… ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები ოპოზიციასთან, რაც იყო ძალიან სასარგებლო და ნაყოფიერი. შეხვედრის მიზანი იყო მოგვენახა სამომავლო განვითარების გზები საქართველოსა და მისი პარლამენტისთვის. საქართველოს სჭირდება პარლამენტი, რომელიც გადალახავს იმ გამოწვევებს… სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ ბოლოს მივაღწიოთ შეთანხმებას და საქართველოს ჰყავდეს პარლამენტი, სადაც მისი წევრები აიღებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს. ეს ისაა,…

მეტი...

კარანტინში 2000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება

22 ნოემბრის მონაცემებით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 159 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 470, აჭარაში -1 100, ხოლო იმერეთში – 26. სულ  6 ოქტომბრიდან – 21 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 17 241 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 608 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 16 201 პირი, აჭარაში – 18 088, იმერეთში – 5 313.

მეტი...

ინფიცირებულთა რაოდენობით ისევ თბილისი ლიდერობს

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 048 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 602 შემთხვევა, აჭარა – 447, იმერეთი – 772, ქვემო ქართლი – 223, შიდა ქართლი – 241, გურია – 114, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 389, კახეთი – 164, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 44, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   2 774, აჭარაში – 1 021, იმერეთში – 1 241. ამ…

მეტი...

ერთ დღეში, კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში,  კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, თბილისში –  24,  აჭარაში – 13, იმერეთში – 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო შიდა ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 976 გარდაცვალების შემთხვევა.

მეტი...

„კოვიდ 19“-ს 4 048 ახალი შემთხვევა

საქართველოში კორონავირუსი მატულობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში 4 000 შემთხვევას გადავაბიჯეთ და 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  104 732-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 856 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  85 639-მდე. 

მეტი...