“მონაწილეებს არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას” – მამუკა მდინარაძე

“სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს – ამის შესახებ “ქართული ოცნება” წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრფინგზე განაცხადა. როგორც მდნარაძემ აღნიშნა,  აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით.  “აქციის ორგანიზოტორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით.  მას  შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა. ესროდნენ ქვებსა და სხადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან. როგორც…

მეტი...

„როდესაც თავს დამესხმები გაფრთხილებას ვერ დავიწყებ“ – მამუკა მდინარაძე

„აქციის ჩაფლავების“ შემდეგ გადაინაცვლეს ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცესკოსთან, სადაც შენობაში „შეჭრა სცადეს“, – ამის შესახებ „საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეებმა ცესკოში შეჭრა სცადეს: „დღეს ჩვენ ვნახეთ მოცემულობა, როდესაც აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდ-ინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხეტათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან. როგორც ჩანს, მათ…

მეტი...

“არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ” – სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შსს-ს მიმართავს, რომ შეწყვიტოს ძალის გამოყენება. „უკიდურესად სამწუხარო მოვლენები განვითარდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ძალის გამოყენება აქციის მონაწილეების მიმართ იმ ვითარებაში, როდესაც არ მომხდარა ხმამაღალი ფორმით აქციის მონაწილეების გაფრთხილება, ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას! პოლიციას, ასევე, არა აქვს უფლება გამოიყენოს ძალა, თუნდაც გაფრთხილების შემდგომ, როდესაც აქცია არ სცდება კანონიერ ფარგლებს. მოვუწოდებ პოლიციას, შეწყვიტოს და არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა აქციის მონაწილეების მიმართ!“, – ვკითხულობთ  ომბუდსმენის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ, შსს ცესკოსთან შეკრებილებს აფრთხილებს დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ ადეკვატური ძალის გამოყენება.

მეტი...

„გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა” – ნიკა მელია

“ამ ქვეყანაში „გავრილოვის ღამე“ არ დასრულებულა და გრძელდება”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მსვლელობაზე „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ეს ყველაფერი პასუხია იმაზე, რომ ხალხი ითხოვს პატიოსან არჩევნებს. „ხალხი ითხოვს მართალ არჩევნებს, სამართლიან ცესკო-ს, ქვეყანაში არჩევნები ჩატარდეს და არა დაწერონ. ქართველი ხალხის უზენაესი ნება აღსრულდეს, რა ნებასაც მე გამოვხატავ, ის ნება აისახოს და არა დამიწერონ და დამცინონ, არა სულში შეურაცხყოფა მომაყენონ, მთელი ქვეყანა თანხმდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა. ბრძოლა იქნება ბოლომდე. იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლომდე. ყველა უნდა მოვიდეთ. „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და…

მეტი...

“პოლიციას გაზი არ გამოუყენებია” – შსს

შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, კახაბერ საბანაძემ განაცხადა, რომ პოლიციას გაზი არ გამოუყენებია. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დეზინფორმაცია ვრცელდება. “სამწუხაროდ ვრცელდება დეზინფორმაცია. პოლიციას არ გამოუყენებია გაზი და ყველამ კარგად მინდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება მიზანშეუწონელია,” -​ განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

მეტი...

ცესკოსთან გაზის მსგავსი ნივთიერება გაუშვეს

ვითარება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კიდევ უფრო იძაბება, გაშვებულია მხუთავი აირი, რაც გადაადგილებაშიც უშლით ხელს. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც: „რამდენიმე ადამიანი იდგა და მათ წინააღმდეგ დაიწყეს წყლის ჭავლის გაშვება, ვიდრე თამარ ჟვანია არ გადადგება არავინ ფეხს არ მოიცვლის, თუ დღეს არ ვიბრძოლეთ გადაგვივლიან ბოლომდე,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  ცესკოს მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ჩაკეტილი აქვს სპეცრაზმის წარმომადგენლებს.

მეტი...

აქციის მონაწილეებს აფრთხილებენ, რომ დატოვონ ტერიტორია – სპეცრაზმი ადგილზეა 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაზე შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება იძულებითი მექანიზმები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები, სპეცდანიშნულების რაზმიც გამოჩნდა. ადგილზე, სპეციალური ხმოვანი შეტყობინებით, ცესკოსთან შეკრებილებს აფრთხილებენ, დაემორჩილონ მათ მითითებებს და ნუ გასცდებიან პროტესტის გამოხატვის კანონიერ ფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ძალის გამოყენება. აქციის მონაწილეები და ლიდერები, ამ წუთებში ცესკოს შენობასთან იმყოფებიან და ცდილობენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან მისვლას და შენობაში შესვლას.

მეტი...

წყლის ჭავლის გამოყენებაზე შსს გაცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს მიმართავს  

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცესკოსთან შეკრებილებს მიმართავს და მოუწოდებს დაემორჩილონ კანონს წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი იქნება აღკვეთილი. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყებას. სამინისტრო მთელი დღის განმავლობაში აქციაზე უზრუნველყოფდა, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდა კანონით დასაშვებ ფარგლებს. დღის ბოლოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციის დროს, აქციის მონაწილეები შეეცადნენ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, რაც კადრებშიც კარგად ჩანს და რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. ვინაიდან აქციის მონაწილეები იყენებდნენ ძალადობრივ მეთოდებს და არ ემორჩილებოდნენ პოლიციის მითითებებს,…

მეტი...

აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით შლიან

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობის ირგვლივ განთავსებული რკინის ღობის გარღვევა სცადეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა, წყლის ჭავლი გამოეყენებინა. ამ წუთებში, ცესკოს შენობასთან სპეცდანიშნულების რაზმი იმყოფება. აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალეს. ისინი ისევ ტერიტორიაზე იმყოფებიან და აცხადებენ. რომ არსად წასვლას აპირებენ. რაც შეეხებათ ოპოზიციის ლიდერებს, ისინი ცესკოს შენობასთან ფეხით მიემართებიან და ჯერ ადგილზე არ იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ცესკოს შენობის ბლოკირება უნდა მოხდეს. იქ არავინ შევა და არავინ გამოვა – ასეთია ოპოზიციის გადაწყვეტილება.  

მეტი...

“პიკზე იყო შვიდი ათასამდე ადამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე შემცირდა” – ირაკლი კობახიძე

“დღეს ყველამ კარგად დაინახა ყველაფერი. პიკზე იყო შვიდი ათასამდე დამიანი და ამ ადამიანების რაოდენობა წამზომის გამორთვამდე შემცირებული იყო, დაახლოებით სამი ათასამდე, შეიძლება 2 500 კაცამდეც იდგა იმ დროისთვის აქციაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ოდენობა იყო რეალისტური. „მათ სჭირდებათ ხოლმე აქციის დასრულების დროს გასასვლელი და ეს გასასვლელი აღმოჩნდა ცესკო. მივლენ ცესკო-სთან, მერე დაიშლებიან. მერე როგორ გააგრძელებენ არ ვიცი. ამ 7 ათას კაციანი აქციის ფონზე ამ მოთხოვნების დაყენება არ არის რეალისტური თავისი შინაარსით. ამ ჩიხური მდომარეობიდან ოპოზიცია ჩვენი დახმარებით გამოვა.…

მეტი...

„ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, ეს არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი“ – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდიდან მოლაპარაკება და კომუნიკაცია ნიკანორ მელიასთან არავის ჰქონია და მან მოიტყუა. „რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა – მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება…

მეტი...

ბათუმში, აქციაზე კასრები და კარავი გამოჩნდა

ბათუმში გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე კასრები და კარავი გამოჩნდა. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისინი ადგილზე მთელი ღამე დარჩებიან. აქციის მონაწილეები ელოდებოდნენ თბილისში გადაწყვეტილების მიღებას, თუ რას მოიმოქმედებდა მთავრობა, წაყენებულ ულტიმატუმზე. მათი თქმით, არ აპირებენ დამორჩილებას და არ შეეგუებიან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ოპოზიციური პარტიის “ლელოს” წევრის ირაკლი კუპრაძის თქმით კი, ისინი არ აპირებენ დაშლას მანამ სანამ არ მოხდება მოთხოვნის დაკმაყოფილება. “ჩვენ ვიცნობთ ამ ხელისუფლებას, ჩვენ ვიცით რას წარმოადგენს “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი. მათ ხელმოწერილ დოკუმენტებზე თქვეს არაერთხელ უარი, გადააგდეს საქართველოს მოსახლეობა. ეს იყო პროპორციული არჩევნები, ეს იყო უამრავი პოლიტიკური მოლაპარაკება.…

მეტი...

„ჟვანიას პოლიტიკური თავი…ვერავინ შევა და ვერავინ გამოვა“ – ოპოზიცია ცესკოს ბლოკირებას იწყებს

ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებით, აქციის დისლოკაციის ადგილი იცვლება და იწყება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბლოკირება. როგორც ნიკანორ მელიამ და გიგა ბოკერიამ აქციაზე განაცხადეს, ცესკოში ვერც ვერავინ შევა და ვერც ვერავინ გამოვა. „ბრძოლა გამარჯვებამდე“ – ასეთია ოპოზიციის სლოგნი. ამ წუთებში, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ დაიძრნენ. ისინი ცესკოსთან კარვების გაშლასაც გეგმავენ. „ეს ბრძოლა შეიძლება არ იყოს ერთდღიანი, ორდღიანი და სამდღიანი.  შეუწყვეტელი იქნება. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში, ყველა რეგიონში. ნდა გადავინაცვლოთ, წავიდეთ და დავრჩეთ, კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ იქ ვეღარ შევა და ვერავინ გამოვა, სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები.…

მეტი...

„დავიძრათ „ქაჯეთის ციხისკენ“ – იქ არავინ შევა და არავინ გამოვა“ – აქციის მონაწილეები ცესკოსკენ იძრებიან

20:00 საათის შესრულების შემდეგ, ნიკანორ მელიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და ყველას ცესკოს შენობისკენ დაძვრისკენ მოუწოდა, რომელსაც „ქაჯეთის ციხე“ უწოდა. მისივე თქმით, უმრავლესობის ლიდერები მასთან კავშირზე გავიდნენ და მოლაპარაკება ხვალისთვის შესთავაზეს.   „ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს, ამბობენ ხვალ დავილაპარაკოთო… სანამ შეხვედრა არ შედგება, არც ერთ ჩვენგანს დაპირებების არ სჯერა. მოქმედების დროც არის ყველაფერთან ერთად. მივიღეთ გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეყოლებას სჭირდება შესრულება. ეს ბრძოლა შეუწყვეტელი იქნება. ხალხი იქნება გარეთ სულ, ყველა ქალაქში და რეგიონში. ჩვენ, ახლა, ყველა ერთად უნდა გადავინაცვლოთ და წავიდეთ  იქ, დავრჩეთ იქ  და კომენდანტის საათი დავუწესოთ ცესკოს შენობას. ვერავინ…

მეტი...

აქციაზე ბუბა კიკაბაძეც მივიდა და იმღერა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეც იმყოფება. მან ამომრჩევლებს მიმართა,  იმღერა და გაამხნევა. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ყველაფერი გამოვა.   „ამაყი ვარ, რომ თქვენი თანამემამულე ვარ… სულ მეგონა, რომ ხალხი სახლში წასვლას დაიწყებდა. ამაყი ვარ, რომ თქვენი თანამემამულე ვარ. ჩვენ სამშობლოს ასეთი ბიჭები და გოგოები სჭირდება თქვენ რომ ხართ“, – განაცხადა კიკაბიძემ და აქციაზე მისულებს უმღერა.

მეტი...

„ჩვენი ქვეყანა დავიბრუნოთ უკან“ – ბადრი ჯაფარიძე

„ეს ბრძოლა არ არის ერთ დღიანი, მთავარია, რომ მოსახლეობა ვიყოთ ერთად, ისე, როგორც დღეს“ – ეს განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე „ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა. მისი თქმით, მით, ქართველი მოსახლეობა ერთად დგას ყველაზე რთულ დროს, როდესაც ქვეყანას სჭირდება.  მისივე თქმით, აქციის მონაწილეთა ხელშია  სიმართლე, რომელსაც დიდი ძალა აქვს.  “ყოველთვის ვართ ერთად ყველაზე რთულ დროს, ყველაზე მეტად როცა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ახლა ერთად იმიტომ, რომ ქვეყანას უჭირს, ქვეყანა არის დიდი განსაცდელის წინაშე. “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა გვითხრეს – ჩვენს ხელშია ძალა, ჩვენს ხელშია პროკურატურა, ჩვენს ხელშია…

მეტი...

„გვინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება; გვინდა წავიდეთ უკან?“ – გიორგი მარგველაშვილი ოპოზიცია ბრძოლისკენ მოუწოდებს

“როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და საერთოდ ვერ გრძნობდე ამ საზოგადოებას; როგორ შეიძლება საკუთარ თავს ამ ხალხის მთავრობას უწოდებდე და საერთოდ არ იცოდე ამ ხალხის ისტორია” – ეს განცხადება პარლამენტი წინ, აქციაზე მისულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა და აქციის მონაწილეები ბრძოლისთვის გაამხნევა.    „ჩვენ დღეს ვდგავართ აქ გაბრაზებულები, ჩვენ ვდგავართ აქ შეურაცხყოფილები და ცოტა გაოცებულებიც, რადგანაც ვერცერთი გაკვეთილი ვერ ისწავლა ამ ხალხმა ისტორიის; ვერ ისწავლა იმის გაკვეთილი, რომ ქართველ ხალხს ვერ დაამონებს. ეს თვალნათლივ ჩანდა მთელი ჩვენი ქვეყნის ისტორიის მანძილზე, როგორ შეიძლება ამ ხალხის ხელისუფლება გერქვას და…

მეტი...

აქციის მონაწილეს თავზე დრონი დაეცა

 რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთ მონაწილეს თავზე დრონი დაეცა.  დაზარალებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ადგილიდან გაიყვანა. ამ დრომდე უცნობია, ვის ეკუთვნის დრონი.  შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ საპროტესტო აქცის მართავენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. მათ, ხელისუფლებას ვადა 20:00 საათადე მისცეს.

მეტი...

“ჩვენ ვართ ვარდების რევოლუციის თაობა” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ “ვარდების რევოლუციის თაობას მიეკუთვნება” და სიყალბეს არასოდეს მიიღებს. გიგი უგულავამ ასევე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას პოლიტპატიმრები გაამხნევა და მათ მალე გათავისუფლებას დაჰპირდა. “ეს არის რეჟიმი, რომელმაც გუშინ ორ ადამიანს საკუთარი ძმაკაცის მკვლელობა დააბრალა, რადგან ამ მოლოხს აჭამოს და კვებოს თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით. მეგობრებო, სირცხვილია, ვინც ამ პროპაგანდაში ხართ. სირცხვილია, შვილები გყავთ, რას აკეთებთ?! გარეჯი მართლაც საქართველოა, სად არის, რატომ აღარ წერია თქვენს ეკრანზე, თუ ეს არჩევნებისთვის არ იყო გამიზნული?! თქვენ ხართ აფერისტები. მინდა, ყველა პოლიტპატიმარი გავამხნევო, მალე გათავისუფლდებით,…

მეტი...

ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო

„ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობლივი მიმართვა გააცნო. „მინდა, გაგაცნოთ საერთო ოპოზიციური მიმართვა, რომელიც გახდება მიმართვა მას შემდეგ, რაც მივიღებთ თქვენს მხარდაჭერას. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. ჩვენ, ოპოზიციური ძალები მივიჩნევთ, რომ ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური, რადგან ის არ ასახავს ხალხის ნებას. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე. ეს პოზიცია სრულად გაიზიარა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, რომელიც შევიდა და ვერ შევიდა გაყალბებული ციფრებით პარლამენტში. დაფიქსირდა უპრეცედენტო ოპოზიციური ერთიანობა. აქ შეკრებილი ადამიანები ვითხოვთ – ხელახალ, თავისუფალ და…

მეტი...

“რვა საათამდე ივანიშვილმა გადააყენოს ჟვანია ” – ნიკა მელია

“რვა საათამდე ივანიშვილმა გადააყენოს ჟვანია და მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე”, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, „უკან დასახევი გზები, ჩახერგილია“. „საღამოს რვა საათამდე ჩამოყალიბდეს ივანიშვილი, გადააყენოს ჟვანია, ქალბატონი გამყალბებელი და თქვენის სახელით, ოპოზიციის წარმომადგენლები მზად ვართ, შევხვდეთ ივანიშვილს ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. ივანიშვილო, საქართველოს არის ეს, საქართველო არ ხარ შენ. შენ ხარ უზურპატორი და უზურპატორი წავა და თუ არ წავა, გაგიშვებთ. უკან დასახევი გზები, ჩახერგილია. ყველაფერი ფარსი, ფლიდობა და თვალთმაქცობა იქნება, თუ ჩვენ იმ თავზე ლაფის დასხმას,…

მეტი...

ბათუმში ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. აქციის ორგანიზატორების თქმით ისინი გაყალბებულ საპარლამენტო არჩევნებს აპროტესტებენ. მათივე თქმით მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.

მეტი...

პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. აქციის გამო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. ამ წუთებში, ტრიბუნასთან ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან და ხალხს მიმართავენ. საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება. თბილისში კი რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც იმყოფებიან. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის არჩევანი. “ჩვენ ვდგავართ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს, გადმოგვცეს თავისუფლება. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის არჩევანი. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს…

მეტი...

პარლამენტთან უსაფრთხოების ნორმები გაძლიერდა

პარლამენტთან უსაფრთხოების ნორმები გაძლიერებულია. საკანონდმებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან რკინის ჯებირები დადგეს. სამართალდამცველები არიან მობილიზებულები პარლამენტის ეზოში და შენობის გარე პერიმეტრზეც. გაერთიანებული ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 15 საათზეა დაგეგმილი. 

მეტი...

ოპოზიციური პარტიები ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან მსვლელობებს იწყებენ

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” მსვლელობას ორი ადგილიდან იწყებს. ერთი კოლონა რუსთაველის მიმართულებით რესპუბლიკის, მეორე კი კოლმეურნეობის მოედნიდან დაიძრა. “უნდა გადადგეს თამარ ჟვანია თავისი მთელი ადმინისტრაციით, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა.

მეტი...

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა. მირიან ქათამაძე ბინაზე მკურნალობს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მერი თავს კარგად გრძნობს. თვითიზოლაციაში გადავიდნენ მერის მოადგილეები, თანაშემწე, ადმინისტრაციული და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელები. „პასუხისმგებელი პირები, მათ შორის მერი მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ“, – აცხადებენ პრესსამსახურში

მეტი...

ხვალიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ

“9 ნოემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ”, – ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. „როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემენ 4 000-ზე მეტ სერვისს; თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციისა და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას“ – აღნიშნულია განცხადებაში. ის მოქალაქეები, რომლებსაც იუსტიციის სახლის თბილისის, ბათუმის და ქუთაისის ფილიალებში 9 ნოემბერს და შემდგომ…

მეტი...

“ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე

“ესკალაციის არავითარი რისკი არ არსებობს”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ დღეს, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას. „ამის გარანტია ის პოზიცია, რომელიც, მათ შორის, გუშინდელ განცხადებაში დაფიქსირდა და ამის გარანტი არის ის, რომ, ბუნებრივია, ისინი დღეს ვერ მოახერხებენ ადამიანების იმ რაოდენობის მობილიზებას, რომელიც, შეიძლება, საკმარისი იყოს ვითარების ესკალაციისთვის“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

“ზეწოლა, მუქარა და მკვლელობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა” – ირაკლი კობახიძე

“ზეწოლისა და მუქარის აღნიშნული ფაქტი შეგვახსენებს, თუ რამდენად დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს ჩვენ საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ სახით”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „სწორედ თავისი დანაშაულებრივი წარსულისა და აწმყოს გამო მიიღო ამ პოლიტიკურმა ძალამ მკაცრი პასუხი ქართული საზოგადოებისგან და იწვნია მძიმე მარცხი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში“ „გვინდა გამოვეხმაუროთ „ნაციონალური მოძრაობის“ ორი აქტივისტის დაკავებას, რომლებმაც განახორციელეს ზეწოლა და მუქარა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის მიმართ, რის შედეგადაც…

მეტი...

დღეს ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციას მართავს

ოპოზიცია პარლამენტის წინ აქციის გამართვისთვის ემზადება. ისინი უნდობლობას უცხადებენ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და მის ლეგიტიმურობას არ ცნობენ. ოპოზიციის ლიდერებმა 3 ნოემბერს ერთობლივ განცხადებასაც მოაწერეს ხელი, სადაც ისინი თანხმდებიან, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს და საპარლამენტო მანდატებზე თითოეული მათგანი უარს ამბობს. პარლამენტის წინ  საპროტესტო აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475 გარდაცვალების შემთხვევა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 475-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 901 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 57 753 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 2 799 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 42 572-ს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 799 პირი

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 57 753-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 42 572-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 3, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 475…

მეტი...

გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ქართველი ხალხის სახელით ვულოცავ გამარჯვებას არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს. მოუთმენლად ველით აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაძლიერებას“, – დაწერა გიორგი გახარიამ Twitter-ზე.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, – ამის შესახებ ის Twitter-ში წერს. „საქართველოს, კავკასიის რეგიონსა და მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი, ძლიერი და დემოკრატიული ამერიკა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი ორი ქვეყნის თანამშრომლობა და კავშირები კიდევ უფრო გავამყაროთ და გავაღრმავოთ“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ახლად არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ულოცავს და როგორც აშშ-ის ისტორიაში პირველ ვიცე-პრეზიდენტ ქალს, წარმატებას უსურვებს.

მეტი...