ეკლესიამ პრეზიდენტი ანათემას გადასცა

ბელორუსი ხალხის მწამებლობისთვის ბელარუსის  მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ანათემას გადასცა. განცხადების მიხედვით, რომელიც  ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის ელექტრონულ მისამართზე გამოქვეყნდა, ალექსანდრე ლუკაშენკო დიქტატორი, მკვლელი და ბელარუსი ხალხის მწამებელია. „ეშმაკით შეპყრობილი მმართველის ბრძანებით, ჩვენი შვილები ჩვენს ძმებსა და დებს კლავენ და აბუჩად იგდებენ“, – ვკითხულობთ.  განცხადებაში.

მეტი...

„ბიზნესი „ლოქდაუნს“ ვერ გაუძლებს“ – „ბრიკორამას“ წარმომადგენელი

მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნესს შორის დასრულებული შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენება ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მორიგ „ლოქდაუნს“ ბიზნესი ვერ გაუძლებს. როგორც კომპანია „ბრიკორამას“ წარმომადგენელმა მამუკა დოლიძემ  განაცხადა, კონკრეტული შეზღუდვების გამკაცრებაზე არ უსაუბრიათ. „ჯერჯერობით, დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით  არ არიან ჩამოყალიბებული. ეს შეზღუდვები აუცილებელია, რადგან რთულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. შევეხეთ რამდენიმე საკითხს და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ბიზნესი გაუძლებს, თუ შეზღუდვები გლობალური იქნება, მაგალითად, „ლოკდაუნი“, მაშინ ვერ გაუძლებს. ჯერჯერობით კონკრეტულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის“, – აღნიშნა  დოლიძემ.

მეტი...

„წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება აუცილებელია“ – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აუცილებელია, წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდეს. მისი თქმით, ბიზნესთან კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების შენელებისთვის გარკვეული შეზღუდვების დამატება საჭიროა. „ეპიდემიის მართვას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრები, როგორც სარესტორნო სექტორთან, ისე სავაჭრო ცენტრების და ძირითადი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა იქნას გამოყენებული. ეს გვინდა, რომ გავაკეთოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით, ეს შეხვედრები გაგრძელდება კიდევ და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან იმ წესების და რეგულაციების დაცვა, რომლებიც დადგენილია. ბუნებრივია, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა…

მეტი...

„სრულ „ლოქდაუნზე“ არ იქნება საუბარი“ – „ლილო მოლის“ გენერალური დირექტორი

„სრულ „ლოქდაუნზე“ არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება“ – ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბაზრობების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოხდება პოზიციების შეჯერება, რომელიც არ დააზიანებს არც ეკონომიკას და არც ადამიანის ჯანმრთელობას. „მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან. ვიმსჯელეთ იმ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ რეგულაციების მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს და არც ჯანმრთელობას. შესაბამისად, სრულ „ლოქდაუნზე“ არ იქნება საუბარი და ამას მთავრობა ითვალისწინებს, მაგრამ იქნება…

მეტი...

„მნიშვნელოვანია, განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია“ – შეხვედრა პრემიერთან

პრემიერ-მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებთან დამატებითი რესურსის მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და “საწოლფონდის” ეფექტურ მართვაზე მორიგი შეხვედრა გამართა.   არსებული “საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, საქართველოს მასშტაბით მოქმედი კოვიდ-კლინიკების წარმომადგენლებს ესაუბრა.  პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული “საწოლფონდის” რაოდენობის შესახებ, ასევე – რა ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდან ბოლო შეხვედრის შემდეგ დამატებითი რესურსის მობილიზების მიმართულებით. გარდა ამისა, რა საჭიროებებს ხედავენ კლინიკის ხელმძღვანელები, რათა გაიზარდოს როგორც მოქნილობა, ასევე ეფექტურობა. კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გაცხადებული გეგმის შესაბამისად, გამოათავისუფლეს დამატებითი საწოლები, როგორც თერაპიის,…

მეტი...

„თუ არ არის ჟანგბადის დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“ – კლინიკის ხელმძღვანელი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, ხალხმრავალი თავყრილობები უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსის დაძლევა შეუძლებელია. ეს განცხადება დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრთა შეხვედრაზე გააკეთა. „არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლებია და ერთ-ერთი წარმატებული ვართ სიკვდილობის მაჩვენებლით. ჩვენ ვითარებას ვმართავთ ჯერჯერობით, თუმცა თუ არ იქნება ყველა ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და…

მეტი...

ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა აკრძალულია

კურორტ ბახმარომდე მისასვლელ გზაზე მოძრაობა 5 დღეა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მიმდინარე წლის 18 ნოემბრიდან. მათივე ცნობით, გზის ამ მონაკვეთზე შეზღუდვა, გასული წლების მსგავსად, სეზონურად მოქმედებს და აკრძალვა გაუქმდება გაზაფხულზე, ამინდის ცვალებადობის მიხედვით. „ მიუხედავად იმისა, რომ ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია მედიასაშუალებებით გავრცელდა 18 ნოემბერს და გზის შესაბამის მონაკვეთზეც დამონტაჟებულია აკრძალვის ნიშანი და ბარიერები, ადგილი აქვს დამსვენებელთა მხრიდან წესების დარღვევას და…

მეტი...

„თუ ასე გაგრძელდა, ვერანაირი სისტემა ვარ გაუძლებს ამდენს და დაიღუპებიან ადამიანები“ – აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დღეს ყველაზე სუსტი წერტილი სამედიცინო პერსონალია. მისივე თქმით, სადაც არ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტალი, აზრი არ აქვს, თუ მედპერსონალი არ გვეყოლება. „ვითარება საკმაოდ მძიმეა, კატასტროფულს ვერ დავარქმევ, მაგრამ, ახლოსაა ამ ზღვართან. პრობლემა მასშტაბურია – ჰოსპიტალიზაცია, სასწრაფოს გამოძახება, ტესტირება, ყველაფერი პრობლემაა, მაგრამ ჯერ კიდეც ჯანდაცვის სისტემა მძიმე პაციენტების მართვას ახერხებს. თუმცა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუ არ შეიცვალა აღმავალი ტენდენცია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის, ვერანაირი სისტემა ვარ გაუძლებს ამდენს და დაიღუპებიან ადამიანები, რომელიც ვერ მიიღებენ გადაუდებელ დახმარებას, რადგან არ იქნება საკმარისი ოდენობის სუნთქვის აპარატი“ –…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მანამდე მთავრობის ეკონომიკური გუნდი სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, პრემიერი გიორგი გახარია მორიგ შეხვედრას მართავს კლინიკების ხელძღვანელებთან.

მეტი...

მთავრობის ეკონომიკური გუნდი, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ – მინისტრის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა ვირუსის გავრცელების შენელების კუთხით გასატარებელი დამატებითი ღონისძიებები და ამ პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნება იყო მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის მთავარი თემა. პრემიერ – მინისტრის დავალებით ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა რესტორატორებისგან დეტალურად მოისმინეს პოზიციები პანდემიის პერიოდში არსებული გამოწვევების შესახებ და განიხილეს, თუ რა სახის წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს ვირუსის გავრცელების შენელების მიზნით. საუბარი შეეხო ქვეყანაში დღეს…

მეტი...

ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. “13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას”, – წერს ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე”.

მეტი...

„პირველად საქართველოს ისტორიაში პარლამენტში შესვლა “ტეხავს” – იაგო ხვიჩია

 „მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტიის პოზიცია პარლამენტში შესვლაზე თავიდანვე ცნობილი იყო, თუმცა ახლა, როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო, იქ შესვლის სურვილი არცერთ ოპოზიციურ სუბიექტს არ აქვს. იაგო ხვიჩია ევროკავშირის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ დასავლეთის განწყობები ეტაპობრივად აუცილებლად შეიცვლება.  “ჩვენ პარლამენტში შესვლა რომ გვინდოდა და ყველა სლოგანზე “გირჩი პარლამენტში” რომ გვეწერა – გასაგებია. მე კი ვარ პარლამენტის წევრი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტი გააქრო. ეს ის პარლამენტი არ არის, სადაც შესვლა…

მეტი...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე ლევან ზურაბაშვილისთვის დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობას ითხოვდა, დაცვის მხარე კი – 1 000 ლარიან გირაოს. ბრალდებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ პატიმრობის შეფარდების სახით უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. “თითქოს და გაანადგურებს გამოძიებისთვის საინტერესო მასალებს, რომელთანაც არანაირად ხელი არ მიუწვდება, ზემოქმედებას მოახდენს მოწმეებზე, რომლებსაც საერთოდ არ იცნობს. ვთვლი, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო სრული უსამართლობის ზეიმი,” – აცხადებს უფლებადამცველი გიორგი ჭაჭუა. როგორც საქმის პროკურორი ლუკა გამყრელიძე ამბობს, სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებიც, მათ…

მეტი...

“დიდ კლინიკებთან საველე ჰოსპიტლები, 100-500 პაციენტზე გათვლილი კარვები უნდა გაიხსნას” – მიმართვა მთავრობას (ვიდეო)

საქართველოს კლინიკების ასოციაცია მთავრობას კორონავირუსის წინააღმდეგ რეგულაციებთან დაკავშირებით მიმართავს და აცხადებს, რომ დიდი კლინიკების მიმდებარედ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტლები – 100, 300, 500 პაციენტზე გათვლილი კარვები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი ინვენტარით. მათი განმარტებით, კორონავირუსთან ბრძოლის მწვავე ფაზაში ჯანდაცვის სისტემაში თავი იჩინა მთელმა რიგმა ნაკლოვანებებმა და ხარვეზებმა. როგორც კლინიკების ასოციაციაში აცხადებენ, სასიცოცხლოდ აუცილებლობას წარმოადგენს სისტემის დაკომპლექტება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიული ნიშნით შერჩეული მაღალკავალიფიციური კადრით, რომელიც მრავლადაა აკადემიურ წრეში. „ამავე დროს, სასურველია, არ დავკომპლექსდეთ და საჭიროების შემთხვევაში, მოვიწვიოთ უცხოეთიდან ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც დაუგროვდათ საკმაო კვალიფიკაცია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში, კლინიკურ მენეჯმენტსა და ჯანდაცვის სისტემის…

მეტი...

„წარმოუდგენელია სპორტის სასახლე „კოვიდ ცენტრად“ გადაკეთდეს და ყველა პაციენტი ჟანგბადით იყოს უზრუნველყოფილი“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გვაკლდება პერიოდულად პერსონალის ნაწილი, რომელიც გადადის თვითიზოლაციაში, როცა ეს მიიღებს მასიურ ხასიათს ძალიან დამძიმდება მდგომარეობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. ლიკა მუმლაძის მოსაზრებით, სხვადასხვა შენობების და მათ შორის სპორტის სასახლის „კოვიდ ცენტრად“ გადაკეთება მძიმე პაციენტების მოთავსების პრობლემას ვერ მოაგვარებს. მედიკოსის ინფორმაციით, პაციენტების დასახმარებლად ხდება რეზიდენტების მომზადებაც: „მიდის გადამზადება სტუდენტების და რეზიდენტების პაციენტების დასახმარებლად. საუბარია ახალი კოვიდ ცენტრების გახსნაზე ასევე,  თუ სპორტის სასახლე გადაკეთდა კოვიდ ცენტრად იქ მოხვდებიან ის პაციენტები, ვისაც არ სჭირდებათ ჟანგბადის მოხმარება, რადგან წარმოუდგენელია სპორტის სასახლე აღიჭურვოს ჟანგბადის აპარატებით, გვაქვს…

მეტი...

“სამუდამო მომეცით, მიღირს” – ლევან ზურაბაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე, რომელზეც მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს, სიტყვით გამოვიდა თავად ბრალდებული. ლევან ზურაბაშვილმა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონები უნდა შეიცვალოს. „პროკურორი სულ ამბობს შესაძლოა, შესაძლოა, ამას იძახით სულ, მაგრამ რეალურად ნახევარი საქართველო დაიღუპა ამ პრობლემებით წლების განმავლობაში. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, ყველა ჩვენ, თქვენი შვილები, ყველა იღუპება. რამდენს მოუკლია თავი, რამდენი ოჯახი გამწარდა. ვიღაცამ ხმა თუ არ ამოიღო, 4 საათი იქ ვიყავი, ტელევიზია არ მოსულა, როგორ მელაპარაკა აბა, ლაპარაკობდა პარტიის წარმომადგენელი და ამდენი წელია, პოლიტიკაშია,…

მეტი...

“ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება” – ანდრია ჯაღმაიძე

“ჩვენი მოწოდებაა, შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, გარკვეული კორექტულობა ადამიანთა ურთიერთობებში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი. „ჩვენი მოწოდება მუდმივად არის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, ვილოცოთ ამ მშვიდობაზე. ჩვენი მოწოდება ყოველთვის არის, რომ იყოს გარკვეული კორექტულობა შენარჩუნებული ადამიანთა ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები. ამიტომ, ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მეტი...

“უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა” – მეუფე შიო პატრიარქზე

“უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,” – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კათოლიკოს პატრიარქზე საუბრისას განაცხადა. როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, პატრიარქის ცხოვრება მოწამეობრივია და 43 წელია ის ეკლესიისა და ხალხის წინამძღოლია. „მინდა დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი და ჩვენ მადლობა ვუთხრათ დღეს უწმინდეოსობას და უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა, მოგვივლინა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და…

მეტი...

„რესტორნებში ვერ იხდიან დაბადების დღეებს და იკრიბებიან სახლში – თავყრილობა პრობლემაა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის დაკეტვის, თუ ის ოცი კაცი წავა და ვიღაცის ბინაში გადაიხდის დაბადების დღეს, აქ არ აქვს მნიშვნელობა რესტორნის კედელს აქ აქვს მნიშვნელობა თავყრილობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძე მოსახლეობას თავყრილობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რაც შეეხება „ლოკდაუნს“ მედიკოსი ფიქრობს, რომ გამოსავალი რესტორნების დაკეტვაში არაა: “მკაცრი ლოკდაუნი ეს მთავრობის გადასაწყვეტია და დასაფიქრებელია რა შედეგს მოგვიტანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად რესტორნის დაკეტვას, თუკი ის 20 კაცი წავა და ვიღაცის ბინაში შეიკრიბება? აქ აქვს მნიშვნელობა ადამიანების თავყრილობას, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა ადგილას მოსიარულე ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ…

მეტი...

„არის შემთხვევები, როცა სასწრაფო გირეკავს, პაციენტს ჟანგბადი სჭირდება და უარს ეუბნები“ – მცხეთის „კოვიდ ცენტრის” კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

„სახლში იმართებიან პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდებიან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მუმლაძე აცხადებს, რომ ხშირად მედიკოსებს უწევთ უარი თქვან მძიმე პაციენტების მიღებაზე, მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაციისთვის „რიგში დგომა“ უწევთ: „პაციენტის გაწერიდან ათ წუთში შემოდის ახალი პაციენტი, სახლში იმართებიან მძიმე პაციენტები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის რიგს ელოდებიან, თავისუფალი ადგილის მცნება საქართველოში კლინიკებში არსად არ არის, უარის თქმა სამწუხაროდ ხშირად მიწევს ჰოსპიტალიზაციაზე. გვიწევს ჩვენ ისეთ პირობებში მუშაობა, როცა პაციენტი ვერ ხვდება პალატაში. ეს უკვე არჩევანია, როცა სასწრაფო გეუბნება პაციენტს უჭირს სჭირდება ჟანგბადი და მიწევს მიღებაზე უარის თქმა,“…

მეტი...

„მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა, მათ შორის ჩვენს კლინიკაში“ – მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“

„ჩვენს კლინიკაში ამჟამად, 108 პაციენტი მკურნალობს, ყველა მათგანი არის მძიმე,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მედიკოსი ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას მძიმედ აფასებს, მისვე ინფორმაციით პრობლემა იქმნება მედ პერსონალთან და საწოლ ფონდთან დაკავშირებით. როგორც ლიკა მუმლაძე აღნიშნავს, მხოლოდ თანხმლები დაავადებების მქონდე პაციენტები არ არიან საყურადღებოები: „მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მძიმეა, მათ შორის ჩვენს კლინიკაში, ბავშვებში დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობას, თუმცა მძიმე სიმპომატიკით გვყავს პაციენტები 24 წლის ასაკიდან ხანდაზმულობამდე, არავინ არ იფიქროს, რომ ეს ინფექცია მხოლოდ თანხმლები დაავადების მქონე პირებისთვისაა საშიში. გვყავს პაციენტები სრულიად…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 2 157 თბილისში გამოვლინდა, 417 – აჭარაში, 537 – იმერეთში

“ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 108 690-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 89 170-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 012-ს შეადგენს. დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 49 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 531 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 531 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 108 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 89 170 გამოჯანმრთელდა, 1 012 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3736, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 6 221 პაციენტი. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 048 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 856 პაციენტი.

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აშშ-ში, სავარაუდოდ, 11 დეკემბერს დაიწყება

ამერიკელების კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 11-12 დეკემბერს დაიწყება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ვაქცინების პროგრამის ხელმძღვანელმა მონსეფ სლაუიმ განაცხადა. “ჩვენ ვგეგმავთ, რომ ვაქცინის იმუნიზაციის ადგილებზე გადატანა დამტკიცებიდან 24 საათის განმავლობაში შევძლოთ. ვფიქრობ, ამისთვის ერთი ან ორი დღე დაგვჭირდება, ასე რომ, ეს პროცესი 11 ან 12 დეკემბერს დაიწყება“, – აღნიშნა მონსეფ სლაუიმ CNN- სთან ინტერვიუში. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer– მა და მისმა პარტნიორმა BioNTech–მა კოვიდ 19-ის ვაქცინის გადაუდებელი ავტორიზაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადი პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის საკითხის განსახილველად 10 დეკემბერს შეიკრიბება.…

მეტი...

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან ზურაბაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე ბრალდებულის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალი უკვე წარუდგინეს. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. გამოძიება ამჟამად სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

მეტი...

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ტაძრებში ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. 23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული. „მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.  გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.  გეწეოდეთ წმინდა გიორგი მადლი! მშვიდობა და სიმშვიდე  გქონდეთ ირგვლივ.

მეტი...