ქუთაისში კოვიდცენტრის სამეანო განყოფილებაში გოლიათი ჩვილი დაიბადა

ქუთაისში “კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში გოლიათი ახალშობილი გაჩნდა. მამრობითი სქესის ახალშობილი, რომელიც ჩვენებით ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა, ხუთ კილოგრამს იწონის, ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.  ბავშვის დედა ქუთაისის მკვიდრია, რომელიც კლინიკაში 39 კვირის ორსული, დადასტურებული კორონავირუსით, ერთი დღის წინ შეიყვანეს. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ზოგადი სისუსტე და ტემპერატურის მატება.  ჩვილი კოვიდინფიცირებული არ არის.  “ჩვენს კოვიდგანყოფილებაში მიჩვეული ვართ ტყუპების დაბადებას, თუმცა დღეს სასიხარულოა ის ფაქტი, რომ “გოლიათი“ დაიბადა. ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად, მამრობითი სქესის ახალშობილი გაჩნდა, რომლის წონა 5 კილოგრამი, ხოლო სიმაღლე 54 სანტიმეტრია. ამ დროისთვის დედაც და ახალშობილიც თავს კარგად გრძნობენ. ჩვენი განყოფილების მთელი გუნდი, ექიმებიდან დაწყებული ექთნითა და ექთნის დამხმარეებით დამთავრებული, მუდმივად ზრუნავს იმაზე,…

მეტი...

“დამირეკა ბუშმა, ჩამიხუტა, მომილოცა, ჩამოვიდა” – სააკაშვილი საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს ეხმაურება

“2003 წელს ელჩი რიჩარდ მაილსი მუდმივად მეუბნებოდა, მეორე ადგილს დავთანხმებოდი. არ დავთანხმდი, გავიმარჯვე, რის შემდეგაც ჯორჯ ბუშმა დამირეკა, მომილოცა და ჩამიხუტა,” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა. ამით სააკაშვილი გამოეხმაურა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებს ოპოზიციისადმი, რომ პარლამენტში შევიდნენ. „2003 წელს საქართველოში იყო ასეთი ელჩი, რიჩარდ მაილსი, რომელიც თავის რეზიდენციაში მოლაპარაკების რაუნდს აწარმოებდა ჩემსა და ჯორბენაძეს შორის და მუდმივად მეუბნებოდა, დათანხმდით მეორე ადგილს, თუმცა ჩვენ მყარი პირველი ადგილი გვქონდა. ბოლოს გვეუბნებოდა: დათანხმდით მესამე ადგილს იმიტომ, რომ არ გვინდა არეულობა რაღაცაზე უნდა შეთანხმდეთ, ჩვენი ინტერესია თქვენ შეხვიდეთ პარლამენტში…

მეტი...

“პომპეოს ვიზიტი თბილისში, როგორც შესაძლებლობა და მხარდაჭერის დადასტურება” – Middle East Institute სახელმწიფო მდივნის ვიზიტზე

პომპეოს ვიზიტი პატარა პოსტსაბჭოთა დემოკრატიულ ქვეყანაში – საქართველოში, განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ის ასახავს აშშ-ის მხრიდან საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერის განმტკიცებას.- ამის შესახებ ნათქვამია  Middle East Institute ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.  მაშინ, როცა აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ჩართულობის შესაძლებლობები სულ უფრო იკლებს, რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის ფონზე, ეს ვიზიტი წარმოადგენს შესაძლებლობას, მოხდეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან რეგიონზე კონცენტრირების კონსოლიდაცია ჩინეთსა და რუსეთთან ძალაუფლებისთვის დიდი ბრძოლის კონტექსტში. მხარდაჭერის დადასტურება რეგიონში უსაფრთხოების ნაკლებობის პირობებში რეგიონული უსაფრთხოება, დიდი ალბათობით, იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა პომპეოს შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და სხვა ქართველ…

მეტი...

“სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა” – ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უმნიშვნელოვანესი გზავნილების შესახებ ისაუბრა, რამაც, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს დონეზეა. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ხაზი გაუსვა იმ საკითხებს, რაზეც შეხვედრის დროს გამახვილდა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს იყო მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შეხვედრა.  “რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებული მხარდაჭერის მნიშვნელობას. ხაზგასმით აღინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის, აგრეთვე, დემოკრატიის განვითარების და…

მეტი...

„მიღებულია, რომ 15-20 % გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა“ – დავით გადელია

„მიღებულია, რომ 15-20 % გადიოდეს მკურნალობას ჰოსპიტალურ სექტორში, ჩვენთან ეს რიცხვი 37 % -მდეა, რასაც ვერ გაუძლებს ალბათ ვერც ერთი ქვეყანა,“ – ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკურ ჯგუფს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა შედარებით მსუბუქმა პაციენტმა იმკურნალოს სახლის, ან კოვიდ-სასტუმროს პირობებში, რისი საშუალებაც ქვეყანას აქვს. „გამახვილდა ყურადღება რამდენიმე საკითხზე, რით შეუძლია სახელმწიფოს, მთავრობას, დაეხმაროს ჰოსპიტალურ სექტორს მძიმე ავადმყოფების მკურნალობისთვის საჭირო საკითხებში, როგორიცაა, მაგალითად, სასუნთქი აპარატები და ა.შ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის ძალიან მაღალი თანაფარდობა…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი კლინიკურ ჯგუფს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებზე ესაუბრა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს კოვიდინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები. „მსჯელობისას აღინიშნა, რომ აუცილებელია, მაქსიმუმი გაკეთდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების კუთხით, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე – ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. კლინიცისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რესურსების მაქსიმალურად რაციონალური გამოყენებისა და კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების…

მეტი...

“მუშაობა გაგრძელდება შედეგისთვის, რომელიც იქნება ახალი არჩევნები” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ოპოზიციასთან შეხვედრისას ყურადღებით მოისმინა მათი პოზიციები.  შალვა ნათელაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ვერ გააკეთებენ მოწოდებას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რადგან ეს დიპლომატიურ ეტიკეტს არღვევს.  “მომლაპარაკებელმა მხარემ ინტერესით მოისმინა ჩვენი პოზიციები და, ვფიქრობ, მუშაობა გაგრძელდება შედეგისთვის, ხოლო შედეგი იქნება ახალი არჩევნები. არც ერთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორი და მოკავშირე არ გეტყვის, რომ პარლამენტში არ შეხვიდე. ის ვალდებულია დაიცვას დიპლომატიური ეტიკეტი და, გარდა ამისა, დაიცვას ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი,”-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო მაიკ პომპეოსა და ილია მეორის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ილია მეორესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტი საქართველოს ეკლესიასა და აშშ-ს შორის ჩამოყალიბებული კეთილგანწყობის დადასტურებაა.  “ითქვა, რომ საქართველო და საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო შემწყნარებლური ტრადიციული რელიგიების მიმართ და რომ ეს დღესაც ასეა. ამდენად, რელიგიის თავისუფლების იდეა ჩვენთვის უცხო არ არის. აღინიშნა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის აშშ-ში შარშანდელი სტუმრობის და ბ-ნ  სემუელ ბრაუნბეკთან შეხვედრის შესახებაც და ყურადღება გამახვილდა უშუალო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ასევე, შეეხნენ ამერიკის კონგრესის მიერ ერთი წლის წინ მიღებულ ორპარტიულ დოკუმენტს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ მადლობა გადაუხადა…

მეტი...

“მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებასთან” – ბადრი ჯაფარიძე

ოპოზიციასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ის შეთანხმების მიხედვით, საუბრის დეტალებს ვერ გაასაჯაროებს.   “იმისათვის რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, ეს ჩვენი შეთანხმებაა. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებასთან, იმისათვის რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ძალიან ყურადღებით წავიკითხე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, იქ არის აღნიშნული თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი,” – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.  ოპოზიციასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

მეტი...

“შემოთავაზება იყო, ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს” – ზურაბ ჯაფარიძე

შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არ სჯობს ინსტიტუტების გამოყენებით სცადოთ ბრძოლის გაგრძელება, რაზეც ჩვენ ავუხსენით, რომ ამ ქვეყანაში ინსტიტუტები არ არსებობს, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შეხვედრის მიზანი იყო, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან საპარლამენტო არჩევნების შეფასება მოესმინა. „შეხვედრის მიზანი იყო, მოესმინა უშუალოდ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას, ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა მან საკუთარი ხედვაც გაგვიზიარა. არანაირი პირდაპირი მოწოდება არ ყოფილა. მისი მხრიდან შემოთავაზება იყო ის, რომ ხომ არს სჯობს…

მეტი...

“სახელმწიფო დეპარტამენტის გზავნილია, სასწრაფოდ მოინახოს კომპრომისი საქართველოში” – გრიგოლ ვაშაძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ოპოზიციამ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტები მიაწოდა.  “ჩემი 45 წლის გამოცდილებით გეუბნებით, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, როგორც წესი, ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ნიშნავს, რადგან აშშ-ს პოლიტიკა საქართველოს მიმართ არის ორპარტიული. ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე, როგორც ევროკავშირს, შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეთა დახმარება, რომ გამოსავალი მოვნახოთ. ყურადღებით მოისმინეს,…

მეტი...

„კობახიძის ლოგიკით ივანიშვილი რუსულ საქმეს ემსახურება“ – დავით ჭიჭინაძე

„კობახიძე ბიძინა ივანიშვილს პრორუსულ საქმიანობაში ამხელს? სხვა არანაირი ახსნა არ აქვს კობახიძის მორიგ „სიბრძნეს“, – ამის შესახებ მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ მაიკ პომპეო მმართველი პარტიის ლიდერსაც არ შეხვდა, აქედან გამომდინარე მისთვის ირაკლი კობახიძის რიტორიკა გაუგებარია: „როდესაც აცხადებს, რომ თურმე სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო, იმ ოპოზიციის ლიდერებს არ შეხვდა, ვინც თურმე რუსულ საქმეს ემსახურება. მისი ლოგიკით, ივანიშვილი რუსულ საქმეს ემსახურება, რადგან ივანიშვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა და პომპეო მას არ შეხვედრია,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მეტი...

“ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია: ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება დაუშვებელია” – თინა ბოკუჩავა

“ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია, რომ ამ არჩევნების, ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება და დაუშვებელია, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ეს ერთიანი პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება, “- ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებულია მოლაპარაკების პროცესზე. “ოპოზიცია ახლა ჩართულია მოლაპარაკებებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობების ფასილიტაციით, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის. საბოლოო შედეგი ამ მოლაპარაკების განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. ოპოზიციას კარგად ესმის, რომ აშშ-ისა და ზოგადად ჩვენი პარტნიორების სურვილი და მოლოდინი ნამდვილად არის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობდეს სამართლებრივი პროცესი და…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ რიკერისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში” რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ცალკეული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნეს, რომ ისინი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

მეტი...

დედოფლისწყაროში კორონავირუსით ინფიცირებული ქალი გარდაიცვალა რომელიც ბინაზე მკურნალობდა

დედოფლისწყაროში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლამდე ქალი გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულს ძლიერი პნევმონიია ჰქონდა და ოჯახის ექიმის რეკომენდაციით მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომრეობა გუშინ გაუარესდა, რის შემდეგაც ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის შესაუაბამო აღმოჩნდა. კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ფაქტი დადასტურდა.

მეტი...

“ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ” – ირაკლი კობახიძე

“საჯაროდაც ვლინდება, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს გარკვეული მზაობა აქვთ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება შეაფასა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ „საქართველოში პოლიტიკური აქტორები ჩიხიდან უნდა გამოვიდნენ და ახალი პარლამენტის მუშაობაში ჩაერთონ“. ირაკლი კობახიძის თქმით, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, თუმცა ის ამ კონტროლს მალე დაკარგავს. „ეს არის მათი დამოკიდებულების გამოვლინება ჩვენის საერთაშორისო, დასავლელი პარტნიორების მიმართ, თუმცა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი პოზიციას შეიცვლიან და ამ ოპტიმიზმის, კონკრეტული, მყარი საფუძველიც გვაქვს. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ისინი…

მეტი...

მმართველი გუნდი ოპოზიციას დებატებს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში სთავაზობს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპოზიციას კლასიკურ დებატებს  ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ეთერში სთავაზობს: “ჩვენ ოპოზიციას ვთავაზობთ კლასიკურ დებატებს და არა შოუს. ჩვენ ვთავაზობთ მარტივ დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, გამომდინარე იქიდან, რომ პირველად ეს ინიციატივა გაჟღერდა კონკრეტულ ტელეკომპანიაში, ეს არის “რუსთავი2″. ჩვენ მზად ვართ მათ მივანიჭოთ ეს, ერთგვარი ექსკლუზივი, დებატების ორგანიზებასთან დაკავშირებით. შეგვიძლია დავსხდეთ კონკრეტულ ტელევიზიაში და მშვიდ გარემოში ერთად გავცვალოთ არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იყო რაიმე არსებითი ხარვეზი გამოვლენილი ამ არჩევნებში. თუ მათ არ აქვთ შიში სიმართლის მიმართ, ისინი უნდა დათანხმდნენ კლასიკურ დებატებს და ესაა ჩვენი შეთავაზება,” – განაცხადა…

მეტი...

აჭარაში კორონავირუსით ექიმი და ექთანი გარდაიცვალა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. 62 წლის მამაკაცი 9 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელი იყო. კიდევ ერთი მედპერსონალი გარდაიცვალა აჭარაში კორონავირუსით.  გარდაცვლილი შუახევის მუნიციპალიტეტის კლინიკის მედდა იყო. ის მკურნალობას ბათუმის მედცენტრში გადიოდა.

მეტი...

ოპოზიციური ლიდერები მაიკ პომპეოს წარმომადგენლებს დღეს შეხვდებიან

დღეს, „შერატონ მეტეხი პალასში“ ოპოზიციური პარტიის ლიდერებისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერის შეხვდება გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ყოფილი პრეზიედნტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს. „მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან – ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან, რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა, ჩემი აზრით არ იყო სწორი – ახლა ის ჩაინიშნა. ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული“, – აცხადებს სააკაშვილი. შეგახსენებთ,…

მეტი...

„სახელმწიფო მდივანს სასამართლოში არსებულ უსამართლობაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ“ – არასამთავრობოები პომპეოსთან შეხვედრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ბოლო შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან დამართა და ამით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ამოწურა. როგორც ორგანიზაცია  „უფლებები საქართველოსთვის“  ხელმძღვანელმა კახა წიქარიშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, საუბარი პოლიტიკურ პროცესებს არ შეხებია და მხოლოდ სასამართლოში არსებულ უსამართლობაზე ისაუბრეს. “ჩვენი შეხვედრის მთავარი პრიორიტეტი იყო ის საკითხები, ის უსამართლობა, რაც სასამართლო სისტემაშია. სასამართლო ხელისუფლება რომ კარგ მდგომარეობაში არ იმყოფება ეს ნათელია. სახეზეა „კლანი“ და ასევე, გვყავს უვადოდ დანიშნული მოსამართლეები, რომლებსაც 30 წლიანი ვადა გააჩნიათ. არსებული სასამართლო სისტემა არის მახინჯი და მის შესაცვლელად არც არაფერი გაგვიკეთებია, პირიქით, დავაკანონეთ და გავაძლიერეთ.  არსებული რეალობიდან გამომდინარე, ძალიან…

მეტი...

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში დასრულდა

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა. მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეს წუთია გაფრინდა. აშშ-ს სახელწიფო მდივანი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისიდან თელავივში მიემგზავრება. 

მეტი...

ოპოზიციური პარტიები მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

მაიკლ პომპეოს ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა არ გამართულა ქართულ ოპოზიციასთან,  პარტიებმა  ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 23 ოპოზიციური პარტიის მიერ გამოქვეყნებულ წერილში წერია, რომ ახლა საჭიროა უსაფრთხოების სფეროში დინამიკის ჩვენება, რაც ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებასა და NATO-ში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს. “აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში იმ დროს ჩამოვიდა როცა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის და მთელი ევროატლანტიკური სივრცისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეები და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდა. პუტინის რუსეთი და სხვა ტოტალიტარული რეჟიმები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიან რეგიონში მშვიდობას და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. სახელმწიფო მდივნის ვიზიტი მკაფიო გზავნილია რომ აშშ რჩება რეგიონში და დგას მისი პარტნიორების გვერდით, იცავს მეგობრების სუვერენიტეტსა…

მეტი...

“ამერიკა საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა” – დავით ზალკალიანი

“მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეხვედრაზე შეეხო თუ არა საუბარი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და გაკეთდა თუ არა რაიმე მოწოდება სახელმწიფო მდივნის მხრიდან ამ მიმართულებით. დავით ზალკალიანის განცხადებით, “აშშ საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა”. „მისი მხრიდან რაიმე სახის პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა. ეს ჩვენი შიდა პოლიტიკური პროცესია. ამერიკა არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, რომ პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, სამართლებრივ…

მეტი...

“მაიკ პომპეომ და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით” – საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. ილია მეორისა და მაიკ პომპეოს შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, მოგვიანებით მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პომპეოს შეხვედრა გამართა გიორგი გახარიასა და დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო დღესვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით…

მეტი...

მაიკ პომპეოს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრა დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შორის შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ დახურულ კარს მიღმა იმართება და პროტოკოლით 35 წუთია გათვალისწინებული. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაუკეთებიათ. თუმცა, უკვე ცნობილია ის საკითხები, რაზეც მაიკ პომპეო სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ისაუბრებს. კერძოდ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე და იმაზე, თუ რამდენად არის დაცული ქვეყანაში ადამიანის უფლებები. შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ის უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.…

მეტი...

„ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში“ – მაიკ პომპეო გიორგი გახარიას

„მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო, იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის,“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან მიხარია, რომ აქ ვიმყოფები. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განსახილველი და ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ასპექტი შესაბამისად მოვინიშნეთ. ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ…

მეტი...

„გაყალბებულია” – პლაკატები თბილისში და ოპოზიციის გზავნილი მაიკ პომპეოს

თბილისის ცენტრალური ქუჩები აჭრელებულია პლაკატებით შემდეგი წარწერით: „გაყალბებულია“. ოპოზიცის ნაწილი, სწორედ ამ გზით ცდილობს გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით ხმა საერთაშორისო მედიას და მათ შორის, სახელმწიფო მდივანს მიაწვდინოს. ამ ეტაპზე, რუსთაველის გამზირზე მოძრაობაც შეზღუდულია. აქცია 11:00 საათზე დაიწყო. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეები ერთ მეტრიანი დაშორებით გადგნენ, ფეხქვეშ „სტიკერები“ დაიფინეს და ასე გამოხატავენ პროტესტს.    აქციის მონაწილეები, ფილარმონიიდან ოპერის თეატრამდე ცოცხალ ჯაჭვს აკეთებენ და ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით „სტიკერებს“ აკრავენ. ასევე, „მშვიდობის ხიდთან“ მათ უზარმაზარი პლაკატი გადმოფინეს შემდეგი ინგლისურენოვანი წარწერით: „არჩევნები გააყალბა რუსმა ოლიგარქმა“.

მეტი...

„რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი დადგა“ – გიორგი გახარია მაიკლ პომპეოს

„თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს გლობალური პანდემიის პერიოდში საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. „რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით შეერთებული შტატების მხარდაჭერისთვის ახალი კორონავირუსის დაძლევის საქმეში. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაკავშირებს ლუგარის ლაბორატორიის სახით, რომელიც მეტად საკვანძო ასპექტია ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში. უპირველეს ყოვლისა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად…

მეტი...

“მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე” – როგორია თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე, რომელსაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდა, თავს სუსტად გრძნობს და ტემპერატურამაც აუწია. როგორც ინფიცირებული აცხადებს, ცდილობს, მხნედ იყოს.     „მადლობა ყველას!… მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ, ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ – ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით. რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას-მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ…

მეტი...

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირებულების დიდი ნაწილი ისევ თბილისზე მოდის

„კოვიდ 19“- ით ინფიცირებულთა გადანაწილება რეგიონების მიხედვით შემდეგია:   დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა; აჭარა – 512; იმერეთი – 562; ქვემო ქართლი – 163; შიდა ქართლი – 178; გურია – 64; სამეგრელო და ზემო სვანეთი – 368; კახეთი – 85; მცხეთა-მთიანეთი – 54; სამცხე-ჯავახეთი – 106; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 33.

მეტი...

24 საათში „კოვიდ 19“-მა 37 ადამიანი იმსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით  ბოლო 24 საათში  37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში –  19 ადამიანი,  აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

მეტი...

ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 4 000-სს უახლოვდება

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 539 პირი დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 89 395. დღეის მდგომარეობითაც ნარჩუნდება   პოზიტიური დინამიკა გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 71 468-მდე. 

მეტი...

„სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა“ – მაიკ პომპეო საქართველოში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, მაიკ პომპეოს სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „სახელმწიფო მდივან პომპეოსთვის  სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ორბელიანის ისტორიულ სასახლეში, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა“ – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.  

მეტი...

მაიკ პომპეო კანცელარიაში გიორგი გახარიას ხვდება

ამერიკის სახელმწიფო მინისტრი მაიკმ პომპეო და ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო კანცელარიაში იმყოფებიან. დელეგაციას კანცელარიის ეზოში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დახვდა. მხარეები ჩვეული  – მუშტის მიდებით მიესალმნენ ერთმანეთს და სამუშაო სივრცეში გადაინაცვლეს. დღის წესრიგით, შეხვედრა დაახლოებით 45 წუთი უნდა გაგრძელდეს. ამის შემდეგ კი დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოში გადაინაცვლებს, სადაც კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება. სახელმწიფო მდივანი საქართველოს დაახლოებით 14:00 საათზე დატოვებს.   სახელმწიფო მდივნის დღის წესრიგით ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა არ არის გათვალისწინებული. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ე.წ. მდუმარე აქციისთვის ემზადება, რომელიც რუსთაველის გამზირზე 11:00 საათისთვის გაიმართება.

მეტი...

“მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას​” – გიორგი გახარია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი twitter-ზე ეხმაურება. გიორგი გახარიას თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა: “მოუთმენლად ველი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ჩვენი ევროატლანტიკური დღის წესრიგის განხილვას. მისი ვიზიტი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სიმტკიცის კიდევ ერთი გამოვლენაა,” – წერს გიორგი გახარია twitter-ზე.

მეტი...

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება

საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. ამ წუთებში, მაიკ პომპეო დელეგაციის წევრებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესი რანგის სტუმარი სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლებს, სადაც პრემიერ-მინისტრსა და საგარეო მინისტრს შეხვდება. შემდეგ კი საქართველოს საპატრიარქოში გადაინაცვლებს. პატრიარქთან აუდიენციის დასრულების შემდეგ, მაიკ პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც გაესაუბრება, სადაც დიდი ალბათობით არჩევნების საკითხსაც დააყენებენ. ასეთია მაიკ პომპეო დღის წესრიგი, რის შემდეგაც სახელმწიფო მდივანი თბილისს დატოვებს.

მეტი...