„ვირუსმა მოკლა მილიონ 200 000 ადამიანი, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მაღალია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები ყოველ დღე იზრდება. შესაბამისად, გასაფრთხილებელია, როგორც მედპერსონალი, ისე საწოლ ფონდი და რეანიმაციული აპარატები.    „სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები მაღალია. ექიმის მომზადება მარტივი არ არის, მას სერიოზული მომზადება სჭირდება. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მარალი მაჩვენებელი გვაქვს საყოფაცხოვრებო პირობებიდან. გარედან უფრო ინფიცირდებიან, ვიდრე შიგნიდან. უფრო მეტი კოორდინაცია სჭირდება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა რგოლს. არსებობს ეს კორონავირუსი ვირუსმა მოკლა მილიონ მილიონ 200 000 ადამიანი და უნდა დავიჯეროთ, რომ ის არსებობს. ის არა რის ჩვეულებრივი გრიპი, ის გრიპზე უფრო რთულია. ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ…

მეტი...

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. ოლქმა მიიღო განკარგულება სამი უბნის შემაჯამებელი ოქმების შესწორების შესახებ, კერძოდ, უბნებში მისული ამორჩევლების გრაფაში შეიტანა შესწორება. სხდომა დაახლოებით 5 წუთში დასრულდა. პროცესი ოპოზიციის დამკვირვებლებმა გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ჩასწორება მოხდა არა საჩივრების საფუძველზე, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლების სურვილის მიხედვით. საოლქო კომისიის იურისტის, ზვიად სურმანიძის შეფასებით კი, აჟიოტაჟი უსაფუძვლოდ შეიქმნა, რადგან ოქმებში ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. „ოთხი ბიულეტენი ჰქონდა ბათუმელ ამომრჩეველს, შესაბამისად, დაიწერა 4 შემაჯამებელი ოქმი. სამ უბანზე აღმოჩნდა ისე, რომ ამომრჩევლების რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, საუბარია ორ ან სამ ადამიანზე. ეს ტექნიკური ხარვეზი გავასწორეთ, რასაც არ სჭირდება…

მეტი...

თბილისის მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება

“ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მეტროსადგურებში – ახმეტელის თეატრი, დიდუბე, სადგურის მოედანი და ვარკეთილი, პიკის საათებში, რიგების მართვის მეშვეობით, მგზავრთა ნაკადის კონტროლი გრძელდება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებები მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვას ემსახურება. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრებს რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებს. „ვიცით, რომ გაიზარდა ვირუსით ინფიცირების შემთხვევები თბილისსა და ზოგადად, საქართველოში, ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ, მოქალაქეებმა დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი ყველა რეგულაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, მაქსიმალურად გააკონტროლოს…

მეტი...

“ამ რთულ მომენტში საფრანგეთი სომხეთის გვერდით დგას” – ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადების შემდედ საჭიროა მდგრადი პოლიტიკური დარეგულირების მიღწევა, რომელიც სომხეთის ინტერესებს დაიცავს. ემანუელ მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ თურქეთმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ირგვლივ პროვოკაციები უნდა შეწყვიტოს. „დაუყოვნებლივ უნდა განისაზღვროს კონფლიქტის ხანგრძლივი პოლიტიკური დარეგულირების პარამეტრები, რაც უზრუნველყოფს მთიანი ყარაბაღის სომხური მოსახლეობის კარგ პირობებში ცხოვრებასა და ათიათასობით ადამიანის დაბრუნებას. ამ რთულ მომენტში საფრანგეთი სომხეთის გვერდით დგას“, – ნათქვამია ემანუელ მაკრონის განცხადებაში. საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საბრძოლო მოქმედებების ბოლომდე შეჩერება პრიორიტეტული მიზანია. „საფრანგეთი მტკიცედ მოუწოდებს თურქეთს, შეწყვიტოს მთიანი ყარაბაღის ირგვლივ პროვოკაციები, გამოიჩინოს თავშეკავება…

მეტი...

„კლინიკა გადავსებულია, უკვე რესურსი არ გვაქვს, პაციენტი მივიღოთ“ – ლევან რატიანი

კლინიკები პაციენტებს ვერ იღებენ. გადავსებული ადგილების გარდა, დაინფიცირებულთა ათასობით ახალ შემთხვევას ვერც მედიკოსები უმკლავდებიან. როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, მათი რესურსი ამოწურულია.    „ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც, ეს იყოს ჩვენი ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას მეტის საშუალება არ გააჩნია. მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს, ექიმები, მედდები და სანიტრები აქ 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან”, – აცხადებს ლევან რატიანი. შეგახსენებთ, რომ, „კოვიდ 19“-ს ახალი შემთხვევები 3 000 ინფიცირებულს უახლოვდება.  

მეტი...

“პარალელური დათვლისას მცირე ცდომილება იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგებთან” – მამუკა მდინარაძე

“პარალელური დათვლისას მცირე ცდომილება იყო მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შედეგებთან, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ბევრი, ჩვენ მივმართეთ „სამართლიან არჩევნებს“, რომ ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ მათ მიერ გადათვლილ 1 500 უბანზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ჩვენ მივმართეთ „სამართლიან არჩევნებს“ რომ ჩვენთვის მეთოდოლოგიის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ მათ მიერ გადათვლილ 1 500 უბანზე, რომელთან დადარების შედეგადაც კიდევ უფრო დეტალურად გავერკვეოდით რაშია საქმე, რამ გამოიწვია თუნდაც ის მცირე სხვაობა. თუ ისინი იტყვიან, რომ გათვალისწინებული იყო ბათილი ბიულეტენებიც, გამოდის, რომ არც ერთ პარტიას არც ერთი…

მეტი...

“გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტისადმი არ იყო ეთიკური” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტის, რუსა შელიასადმი არ იყო ეთიკური, თუმცა უგულავას კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს. „რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად გვიკავშირდება, სურთ სახალხო დამცველის კომენტარი ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავას მიერ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ გამოხატულ შეფასებებზე. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მოვლენებს. ბევრი მათგანი დაშავდა და დაუზიანდათ აპარატურა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი! სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები,…

მეტი...

“გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე” – კახა კალაძე

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს პოლიტიკური კონსესუსისა და მოლაპარაკებებისკენ, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან. „ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია. ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა. დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – თავისუფალი არჩევნები ჩვენ თვალწინ დაიხვეწა. გუშინდელი დღესავით გვახსოვს უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ხალხის შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება. გუშინდელი დღესავით გვახსოვს დრო, როდესაც ქვეყნის ლიდერები, თითქმის, ასპროცენტიან მოდელირებულ მხარდაჭერას იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად,…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი იმ ქართველ პოლიციელებს ემუქრება, რომლებიც შუბლს ტყვიას უშვერენ და გინებას ითმენენ” – მამუკა მდინარაძე

“მიხეილ სააკაშვილს ძალიან ზედმეტი მოსდის, ემუქრება პოლიციას, საჯარო მოხელეს, ქართველ პოლიციელს, რომელიც არის გმირი და ყოველდღე შუბლს ტყვიას უშვერს, რომელიც სიფრთხილით ეკიდება ნებისმიერ თემას და გმირულად ითმენს ბევრ რამეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ნახეთ, რისი მოთმენა უწევს ქართველ პოლიციას, როდესაც აგინებენ, ეს გასათვალისწინებელი კონტექსტია, ამ დროს სააკაშვილი გამოდის და ისეთ უხამს პროვოკაციას მიმართავს ამ ადამიანების მიმართ, არც მინდა გავიმეორო. ეს არ გაუვა მას. მას თავისი თანაგუნდელებიც არ ეთანხმებიან და დიდი ბზარი გაჩნდა ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მიხეილ სააკაშვილმა სამართალდამცველებს დოქსოპულოები უწოდა და განაცხადა, რომ…

მეტი...

გიორგი გახარიასა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის სრულმასშტაბიანი შეწყვეტის თაობაზე მიღწეული შეთანხმების მნიშვნელობას და გამოთქვა იმედი, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. მხარეებმა მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები. ორივე მხარემ აღნიშნა რეგიონში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით სამშვიდობო პროცესების გააქტიურების მნიშვნელობა.

მეტი...

„ჩვენ გვინდა ცივილური საუბრის დაწყება პოლიტიკოსებს შორის” – იაგო ხვიჩია

“ჩვენ ვართ ყველაზე არაკონფლიქტური, მშვიდობიანი პარტია, რომელსაც არ უნდა არც ქუჩის გამოსვლები, არც რევოლუცია, არც შუა აზიისკენ წასვლა”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ „გირჩს“ პოლიტიკოსებს შორის ცივილური საუბრის დაწყება სურს. „ჩვენ გვინდა ცივილური საუბრის დაწყება პოლიტიკოსებს შორის, მაგრამ მართლა ლაპარაკის დაწყება და ის კი არა, სიტყვით რომ გამოდიან. მართლა თუ საუბარს ვიწყებთ და სერიოზულად ვართ განწყობილი სასაუბროდ ერთმანეთის მიმართ, მაშინ პირობების დაყენებას უბრალოდ შინაარსი არ გააჩნია. ოღონდ სერიოზულობა არის ჩემთვის კრიტერიუმი და ის არანაკლები კრიტერიუმია, ვიდრე სხვა რამ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა/არშესვლას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის ან არშესვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. ამ თემაზე განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, უარყოფითია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ დაკავებულია იმით, თუ როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას. „უარყოფითია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ დაკავებულია იმით, თუ როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას და მათგან საგნობრივი კამათი ჩვენ არ გვინახავს. მხოლოდ რაღაც რადიკალური ზომები არის მიღებული პარლამენტში მათი მხრიდან და ყოველთვის რაღაც არეულობის სცენარს გვთავაზობენ-ხოლმე. რაც შეეხება დადებით მხარეს, ეს არის ის, რომ გამოვჩნდეთ ცუდად ჩვენს…

მეტი...

„მართლა, მე პირადად ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს” – მამუკა მდინარაძე

“ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, დღეს რასაც ვხედავთ ოპოზიციურ სპექტრში, არის დიდი დაბნეულობა”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ქართული იცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია. „მართლა, მე პირადად ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს“, – განაცხადა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე შეიტყო, რომ გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებამდე 10 წუთით ადრე იგივე ტექსტი ნიკა გვარამიას Facebook-ზე გამოჩნდა. „აქ რა ხდება, არ ვიცი, ისინი ალბათ ერთმანეთში გაერკვევიან. გაერკვიონ და თუ მათი მესიჯი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამას ვამბობთ…

მეტი...

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. რაც შეეხება იმ მთავარ პრინციპებს, რაზეც ოთხი პარტია შეთანხმდა, ბოკერია ამბობს, რომ აუცილებელია, ყველა ამ საკითხში ერთიანი, მყარი პოზიცია არსებობდეს. „მე ვამბობდი, დააზუსტოს-მეთქი, ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო კომენტატორმა იხუმრა, მომეწონა. მან თქვა, მიმითითეთ, თუ შეიძლება, სად არის ბატონი ვაშაძის მეორე განცხადების დაზუსტების ოქმიო, ამით ნათქვამია ყველაფერი. თავისთავად, თუ პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს. თუ მისი და მისი გუნდის პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, რადგან…

მეტი...

“ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა” – ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, პარტიის თავმჯდომარის სიტყვებმა კი მას „ადამიანურად გული დაწყვიტა“. „თავისთავად, როდესაც განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი ან ისმენს ამას მსმენელი, ის უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. მთავარი, რაც აქვს ფართო საზოგადოებას გაცხადებული ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც უნიკალური ერთობა არის სახეზე. ძალიან სამწუხაროა და გაუგებარი, მით უფრო, როდესაც არსებობს პარტიაში პრესსამსახური და არასოდეს ბატონ გრიგოლს არც ერთი განცხადება არ…

მეტი...

“გრიგოლის განმარტება თავსებადია საერთო პოზიციასთან” – გიგი უგულავა

“ჩვენ ვიხილეთ ბატონი გრიგოლის განმარტებაც, რომელიც ამ შემთხვევაში სრულად თავსებადია საერთო პოზიციასთან, ისევე როგორც მისი პარტიის პოზიციასთნ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. ამასთან, გიგი უგულავა ამბობს, რომ ერთსულოვანია პოლიტიკური ოპოზიციის პოზიცია, რომ დღევანდელ პარლამენტში მონაწილეობა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. „პოლიტიკური ოპოზიციის, მათი, ვინც გაყალბებული ციფრებით ფორმალურად გადალახა ბარიერი, პოზიცია არის ერთსულოვანი, ისევე როგორც გარეთ დარჩენილების პოზიცია არის აბსოლუტურად ერთსულოვანი, დღევანდელ პარლამენტში, ამ სიყალბეში მონაწილეობა არ ნიშნავს პარლამენტში შესვლას, არამედ ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. მეტიც, ნიშნავს პირდაპირ კომპარტიაში შესვლას „ქართული ოცნების“ გავლით. ამიტომ რაც უნდა…

მეტი...

“გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

4 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. “გირჩის”, “ევროპული საქართველოს”, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელის” მიერ შემუშავებულ წერილში ნათქვამია, რომ მათი მიზნები და მოთხოვნები არ იცვლება. მთავარი მოთხოვნებია არჩევნების ხელახალი ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.  “ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე.  ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ…

მეტი...

„მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“ – მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განმარტებას ეხმაურება. როგორც მიხეილ სააკაშვილის აღნიშნავს, ის გრიგოლ ვაშაძის მიერ გავრცელებულ განმარტებას სრულად ეთანხმება. „მთლიანად ვეთანხმები, უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებამდე!“,-წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ დილით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გავრცელა, სადაც აღნიშნავს: „მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“,…

მეტი...

“თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!” – ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვასაძის სახელით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ წერს. “რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე. შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე…

მეტი...

გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  გრიგოლ ვაშაძე, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს. „დამატებით განვმარტავ: მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს; ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით; სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ; ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეგახსნებთ, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას პარტიის ერთ – ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა, სადაც…

მეტი...

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია” – ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრი ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სპეციალურ განცხადებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძე წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. “გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია. სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს.. ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე. შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციას მოპალარაკებების, მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდებს, ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ…

მეტი...

“მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან” – “ენმ” მეორე ტურზე საუბრობს

“საქართველო ძალზედ სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება, სახეზეა ოთხი უმძიმესი გამოწვევა – ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და დემოგრაფიული. ამას ემატება კორონავირუსის კონტროლიდან გასული მსოფლიო ეპიდემია,“ – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისშია და საჭიროა, მოლაპარაკებების ქუჩიდან მაგიდაზე გადატანა მოხდეს, მისივე თქმით „ენმ“ მეორე ტურში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძოლებს: „უკიდურესად გამწვავებულია სამხედრო-პოლიტიკური სიტუაცია ჩვენს რეგიონში. საქართველოში კი ეროვნული კონსოლიდაცის ნაცვლად საქმე გვაქვს პოლიტიკური პროცესის უკიდურეს გამწვავებასთან, რომელსაც შიშის მომგვრელი სისწრაფით მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისა და ქაოსისკენ. თუ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი არ გააცნობიერებს არსებული საფრთხეების სიღრმეს, იმას, თუ საით მიექანება ჩვენი სახელმწიფო, არ გაითვალისწინებს…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, მარსზე გაფრინდება” – ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, მის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ მზაობაზე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმი მდივანი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველაფერზეა წამსვლელია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაც შესაბამისად იმოქმედებს. “მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე, რომ არის წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა, როდესაც ცხრა წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როდესაც არის ოპოზიციაში და ოპოზიციის ლიდერი. რა თქმა უნდა, ის არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ. შესაბამისად, მას ამისთვის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება,” – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“უმეტესი უბნის შემთხვევაში შედეგები უცვლელი დარჩა” – ცესკო

“კენჭისყრისა და შემდგომ დღეებში საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შევიდა 1941 საჩივარი, აქედან საარჩევნო სუბიექტებმა წარადგინეს 1272, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა – 564,” – ამის შესახებ ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც სანტურიანმა განმარტა, კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად შეეხებოდა პროცედურულ საკითხებს, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. „აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო საარჩევნო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარმოდგენილი, რის გამოც საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი 901 საჩივარი შესწავლისა და სათანადო სამართლებრივი შეუსაბამობის გამო დარჩა განუხილველი, ხოლო ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი…

მეტი...

“ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ” – ირაკლი კობახიძე

“ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ ისინი სწორ გზაზე დავაყენოთ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, ქართული საზოგადოების მიმართ არასწორი მიდგომაა. „ოპოზიციის განცხადება, რომ უნდა ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები და ამის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან, არასწორი საუბარია საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების მიმართ. ოპოზიციამ მიდგომა უნდა შეცვალოს და ჩვენ ვმუშაობთ, რომ სწორ გზაზე დავაყენოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

“აქ ცხოვრობს რატომ დამიჭირე? რატომ მცემე? რატომ მჩაგრავ? რატომ ემსახურები საქართველოს მტერს?” – მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პოლიციელებისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების სახელები, გვარი და მისამართები უნდა გამოქვეყნდეს და მათ სახლებთან უნდა მიაკითხონ. მიხეილ სააკაშვილის ფიქრობს, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი უნდა გახდეს მათი ოჯახის წევრების მიმართ მორალური წნეხის განხორციელება, რაც საბოლოო ჯამში “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან ბრძოლის ერთ-ერთი გამორჩეული მეთოდი იქნება, რადგან მისი აზრით,  “ოცნება” ამ შემთხვევაში სამართალდამცავებს უკანონოდ იყენებს. “ჩვენ გვაქვს ყველა ამ პოლიციელის ტელეფონის ნომერი, ბევრმა თქვენგანმა იცის სად ცხოვრობენ. ჩვენ უნდა მივიდეთ მათ სახლებთან, ველაპარაკოთ მათ მშობლებს. უნდა გავუკეთოთ წარწერები-  აქ ცხოვრობს რატომ დამიჭირე? რატომ მცემე?…

მეტი...

ოპოზიცია მორიგ აქციას 14 ნოემბერს გამართავს

ამ დროისთვის, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან, ორგანიზატორები კი შაბათისთვის ემზადებიან, შემდეგი შეკრება 14 ნოემბერს იგეგმება. რუსთველის გამზირზე დღეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. “ამ ადამიანებში დაინახა ივანიშვილმა საფრთხე და ეს შიში არ არის უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა არ შეეგუება პუტინის რუსეთის ქვეყნის ჩამოყალიბებას. სამწუხაროა, რომ პოლიციელები გაუსწორდნენ ერთ-ერთ დაკავებულს. ეს არის უკვე შევარდნაძის დროინდელი პოლიცია, რომელიც ქუჩაში ცემს ადამიანებს. ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს. რაც შეეხება ოპოზიციის გეგმებს, უნდა იყოს პრესინგი მთელ საქართველოში,”- აცხადებს “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ირმა ნადირაშვილი.  “პროტესტი გაგრძელდება და…

მეტი...

“გაიტანეთ სახლიდან ისეთი დანადგარები, რომლებიც სიკვდილს გიქადით“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„2019 წელი ფაქტობრივად იყო კატასტროფების წელი და ვერ ავიცილეთ თავიდან დიდი აფეთქებები და მსხვერპლი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. ვარდიაშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს კატასტროფების მაჩვენებელი მკვეთრად შეიცვალა, როგორც ენერგოომბუდსმენი განმარტავს სახელმწიფო მუშაობს ნორმატიულ აქტებზე, რაც ხანგრძლივი პროცესია. ვარდიაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ „მკვლელი“ დანადგარები სახლიდან გაიტანონ: „დავიწყეთ ნორმატიულ აქტებზე მუშაობა, მაგრამ ეს არ არის მცირე პროცესი, რომ ყველაფერი ნაჩქარევად გაკეთდეს, ბაზარი არაა მზად, ამიტომ ეს პროცესი ძალიან ნელა მუშავდება და ეს რჩება ნაღმად, გვინდა, რომ მოწესრიგებული იყოს ნორმატიული აქტები. ჩვენ არ გვაქვს ახალი შემთხვევები, რადგან ბევრი ვიმუშავეთ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 22 პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 22 ადამიანიდან 11 თბილისში მკურნალობდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 11 , აჭარაში – 4, იმერეთში – 6, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 521 გარდაცვალების შემთხვევა“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა. ცნობისთვის, დღეს, საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 63650-ს…

მეტი...

„მთავრობამ დაასუბსიდირა ზამთრის მთელი პერიოდი“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„თავიდან საუბარი იყო მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების დასუბსიდირებაზე, თუმცა ეს შეეხო საშუალო რგოლსაც,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ენერგოომბუდსმენმა,  სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა. ვარდიაშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ფარავს სახელმწიფო ელექტოენერგიის და ბუნებრივი აირის მომარაგების ხარჯებს. ენერგოომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ზამთრის თითქმის მთელ სეზონს მოიცავს: „მთავრობამ დაასუბსიდირა დიდი ნაწილი მოქალაქეების, როგორც მაშინ ახლაც ეს გადაწყვეტილება ემსახურება სოციალურ ხელშეწყობას, ეს არის დროულად გადადგმული ნაბიჯი. უკვე ოთხი თვე ითვლება სუბსიდიებულად, იწყება ნოემბრიდან და სრულდება თებერვლის ჩათვლით, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 კილოვატ ენერგიას და 200 კუბ გაზს. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2970 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

“24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა ბოლო 24 საათში ჩვენს მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. “დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 970 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 63 650-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 47…

მეტი...

„ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები, ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგი კი მედიას“ – არჩილ თალაკვაძე რადიკალ ოპონენტებზე

„ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები, ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგიც კი მედიას.  რეალურად, ამ ადამიანების უკან არის უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიები, სისტემური დანაშაულები და ადამიანის და საზოგადოების ღირსების ხელყოფა, – დღეს გადაფუთულები მოდიან საზოგადოებასთან მშვიდობის და დემოკრატიის სახელით“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „რა თქმა უნდა ყველა პარტიაში არიან ადამიანები, ვისთანაც პარლამენტში ნორმალური თანამშრომლობა შეიძლება, როგორიც ევროპულ პარლამენტებში არსებობს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ახლა არის დრო, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, გამოვიდნენ ცხელთავიანი ლიდერების პოლიტიკური დღის წესრიგიდან და მხარდამჭერთა რეალური დაკვეთა შეასრულონ – შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ“,- აღნიშნა არჩილ…

მეტი...

„ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ“ – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენ ვართ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ “,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, პარლამენტში დამოუკიდებლად 8 ოპოზიციური პარტია შევიდა და მათ ახლა, უფრო ძლიერი ბერკეტები და მექანიზმები აქვთ ოპონირებისთვის.

მეტი...

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე კორონავირუსით გარდაიცვალა. ავთანდილ ოსეფაიშვილი ინფექციურ საავდმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი კვირის წინ შეიყვანეს. ის რეანიმაციაში იმყოფებოდა. მას პნევმონია და სხვა თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდა, რის გამოც მისი მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.  

მეტი...

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების განლაგების პროცესი დაიწყო

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობოების გაგზავნის პროცესი დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსი სამშვიდობოები ულიანოვსკის აეროპორტიდან U-76-ის ტიპის თვითმფრინავით გადაჰყავთ. მთიან ყარაბაღში, საერთო ჯამში, 1 650 რუსი სამშვიდობო განლაგდება.

მეტი...