“კანონის წინაშე პასუხისმგებელია ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს” – გიორგი კახიანი

  •  

მმართველი გუნდის წარმომადგენლის, გიორგი კახიანის განცხადებით, როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, მას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება.

მისივე თქმით, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯურის გადაგდებით დაარღვია კანონი, კანონის უზენაესობა კი გულისხმობს იმას, რომ ყველა პასუხისმგებელია კანონის წინაშე, იქნება ეს პარლამენტის წევრი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე.

„ძალიან მარტივადაა საქმე. როდესაც კანონი ირღვევა, ბუნებრივია, კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. ამ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კონკრეტული რეაგირება მოხდა, მიმართვა სასამართლოსთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. სრულიად ლოგიკური შემთხვევა, ჩვეულებრივი ამბავია, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, მაგრამ მეორე მხრივ, პოლიტიკურად თუ მკითხავთ, მე პირადად საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მელია არჩევნებში დამარცხდეს რაღაც სამართლებრივი რეგულაციების პირობებში. პირადად, ვისურვებდი, რომ ჩვეულებრივად შეძლოს, მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში, იმედი მაქვს, ასე მოხდება, თუმცა ასევე ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ მან დაარღვია კანონი და ამ კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

დავანებოთ თავი ამ შემთხვევაში მელიას, წარმოვიდგინოთ ნებისმიერი სხვა ადამიანი, ზუსტად იგივე დარღვევა რომ ჩაიდინოს, მოიხსნას სამაჯური და გადაადგოს რბილად რომ ვთქვათ, აუცილებლად შესაბამისი სამართლებრივი შედეგი დადგება. მელია რამეთი განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან, თუ პოლიტიკოსობა ინდულგენციაა? პოლიტიკურად თუ მკითხავთ, ვისურვებდი, არანაირი სამართლებრივი რეაგირება მასზე არ მოხდეს, რადგან ყოველგვარი რეაგირების გარეშე უნდა დამარცხდეს არჩევნებში და ეს აუცილებლად მოხდება, მაგრამ სამართლებრივი თვალსაზრისით თუ მეკითხებით, კანონის უზენაესობა გულისხმობს იმას, რომ არ აქვს მნიშვნელობა, პარლამენტის წევრი ჩაიდენს დანაშაულს, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონის წინაშე ყველა პასუხისგებელია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““კანონის წინაშე პასუხისმგებელია ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს” – გიორგი კახიანი”

  1. ანონიმური

    რათქმაუნდა კანონის წინაშე ყველა თანასწორები ვართ

  2. ანონიმური

    აბსოლიტურად გეთანხმებით

Comments are closed.