საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 7 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან,…

მეტი...

ერთ-ერთი თავდამსხმელი ე.წ “ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო კავშირში

4-მდე გაიზარდა მსხვერპლის რაოდენობა ვენაში. ავსტრიელი სამართალდამცველები უკვე ადასტურებენ, რომ დაღუპულთა შორის ერთ-ერთი თავდამსხმელია, რომელიც ე.წ “ისლამურ სახელმწიფოსთან” იყო კავშირში. მასშტაბური სპეცოპერაცია და შეირაღებული პირების ძებნა ავსტრიის დედაქალაქში კვლავ მიმდინარეობს. კონტროლი გამკაცრდა ჩეხეთ-ავსტრიის საზღვარზე. ტერაქტი ვენაში ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის მოხდა. დაშავებულია 14 ადამიანი – რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კრიტიკული რჩება. ცეცხლი შეიარაღებულმა პირებმა ვენის ცენტრში, 6 სხვდასხვა ადგილზე, მათ შორის ქალაქის მთავარ სინაგოგასთან ახლოს გახსნეს. ავსტრიის კანცლერმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.

მეტი...

ლევან დავითაშვილმა ევროპის 32-ე რეგიონულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კონფერენციაზე, პანდემიის პირობებში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აგროსასურსათო სისტემების მდგრადობის, მოსახლეობის ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფისა და საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ,,მოხარული ვარ, მოგესალმოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ფარგლებში. გლობალურ პანდემიას საქართველოც ებრძვის. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით,…

მეტი...

პარლამენტში შესვლაზე უარს ოპოზიცია ხელმოწერით რამდენიმე საათში ოფიციალურად დააფიქსირებს

ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებას, არ შევიდნენ პარლამენტში ხელმოწერით რამდენიმე საათში დააფიქსირებს. გაკეთდება ერთობლივი განცხადებაც. პარალელურად, პოლიტიკური პარტიები შიდა კონსულტაციებს განაგრძობენ. ოპოზიცია უკვე მეორე დღეა ამტკიცებს, რომ ისინი უკან დახევას არ აპირებენ და დეპუტატობის საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ. მათი მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. პარლამენტში შესვლაზე უარის შემთხვევაში, მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურში მმართველი პარტია შესაძლოა მარტო დარჩეს.

მეტი...

აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს აშშ-ში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება და ამერიკელი ხალხი მომავალ პრეზიდენტად მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ან ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატს, ჯო ბაიდენს აირჩევს. BBC-ის ინფორმაციით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც კი დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს…

მეტი...

ტერორისტული აქტი ავსტრიაში, ქალაქში სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება

დაღუპულია 3 და დაშავებულია 15 ადამიანი. ვენაში შეიარაღებულ თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ, რომლებიც ქალაქში გადაადგილდებიან. ქვეყნის ხელისუფლება მომხდარ თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს და ყველას მოუწოდებს, სახლიდან გარეთ არ გავიდნენ, რადგან, თავდამსხმელები ქუჩაში გადაადგილდებიან და საფრთხეს წარმოადგენენ.    ”ამ დროისთვის, შემიძლია დავადასტურო, რომ ეს აშკარა ტერაქტია”, – აცხადებს შს მინისტრი. ვენაში სპეცოპერაცია მთელ ქალაქში მიმდინარეობს. ტერორისტებმა თავდასხმა ვენაში, სინაგოგასთან განახორციელეს. დაშავებულია არაერთი ადამიანი. ასევე, ლიკვიდირებულია ერთ-ერთი თავდამსხმელი. თავდასხმა ექვს სხვადასხვა, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. რამდენიმე დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ავსტრიას სოლიდარობას მსოფლიო ლიდერები უცხადებენ.

მეტი...