“მინიმუმ უნდა გვქონოდა 6-დან 7%-მდე სამართლიანი დათვლის პირობებში” – “ლელო”

პარლამენტის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან “ლელო საქართველოსთვის” ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებზე მათი ვარაუდით 6-7% უნდა აეღოთ.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მათ პარტიას ხმები მოპარეს.

“ჩვენ არჩევნების დღეს დავარეგისტრირეთ 250 000 ჩვენი მხარდამჭერი, მოვიდა 160 000. ჩვენ დავაგროვეთ 60 000 ხმა. კითხვა ჩნდება, 160 000 მხარდამჭერიდან ყველამ “ქართულ ოცნებას” მისცა ხმა?! – ეს ხომ დაუჯერებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ხმა მოგვპარეს, იმდენივე რამდენიც ავიღეთ. ვთქვათ 160 000 მოვიდა მხარდამჭერი და 40 000-მა მისცა სხვა პარტიას, რაც არის საკმაოდ წარმოუდგენელი, როგორ შეიძლება მიგვეღო 60 000 ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინიმუმ უნდა გვქონოდა 6-დან 7%-მდე სამართლიანი დათვლის პირობებში,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

მსგავსი თემები