“სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე” – ანრი ოხანაშვილი ნიკა მელიაზე

  •  

ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესზე და პროკურატურის შუამდგომლობაზე, შეფასებები გაკეთდა მმართველ გუნდში. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნიკა მელიას მიმართ რაიმე ტიპის დევნაზე საუბარი სპეკულაციაა.

“სპეკულაციაა საუბარი რაიმე ტიპის პოლიტიკურ დევნაზე. ყველამ ერთად ვიხილეთ საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში, როგორ დაარღვია ის პირობა, რომელიც ნიკა მელიას დაკისრებული ჰქონდა სასამართლოს წესით. ხომ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ დემონსტრაციულად სამაჯურის მოხსნა და გადაგდება. ეს არის სასამართლოს მიერ დაკისრებული მოვალეობის არაკეთილსინდისიერად შესრულება და პირობის დარღვევა. არსებობს სამართლებრივი მექანიზმი, როდესაც პირს, ვისაც აქვს დაკისრებული შესაბამისი პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში გირაოს სახით და არღვევს ამ პირობებს, პროკურატურა უფლებამოსილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე შესაბამისი პირობით. ამიტომ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი საკითხი, ვინც არ ასულებს კანონს და არ ემორჩილება, ლოგიკურია, რომ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები