“კოვიდ 19“-მა 12 წლის ბავშვი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტრო 12 წლია ბავშვის გარდაცვალების საქმეს კონტროლზე აიყვანს და შეისწავლის. აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა და აღნიშნა, რომ შემთხვევის მართვა ადეკვატური იყო. საუბარია 12 წლის ბავშვზე, რომელიც „კოვიდ 19“-მა იმსხვერპლა. შემთხვევა კი ბათუმში მოხდა.   „ძალიან სამწუხარო ფაქტია. შევისწავლით ამ შემთხვევას, საყურადღებოა და სამინისტრო შესაფერის რეაგირებას მოახდენს, იმ კლინიკასთან მიმართებაში, ვისთანაც იმართებოდა ეს შემთხვევა.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შემთხვევის მართვა იყო სრულიად ადეკვატური. დანარჩენ სხვა ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო მოიძიებს”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ბავშვის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, ის ბათუმიდან თბილისში გადმოჰყავდათ, თუმცა, გზაში გარდაიცვალა.

მეტი...

“ვაქცინა როგორც კი იქნება, საქართველო იმ ქვეყნების რიგშია, რომელიც მას მიიღებს” – თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველო შეუერთდა კოვაქსის გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყნებს შორის კორონავირუსის ვაქცინის სამართლიან გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე აქვს გაკეთებული შეკვეთა და როგორც კი ვაქცინა იქნება, ქვეყანა მას მიიღებს.  “ვაქცინასთან დაკავშირებით საკმაოდ იმედისმომცემი შედეგებია. ბოლო პერიოდში რამდენიმე საკმაოდ კარგი შედეგი გაჟღერდა სხვადასხვა მკვლევარების ჯგუფის მიერ წარმოებულ ვაქცინებთან მიმართებაში. საქართველო უკვე შეუერთდა კოვაქსის გლობალურ ორგანიზაციას, რომელიც არის იმ მიზნით შექმნილი, რომ ქვეყნებმა ვაქცინა მიიღონ როგორც კი იქნება და ვაქცინის გადანაწილება ქვეყნებს შორის იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ 20%-ზე გვაქვს შეკვეთა გაკეთებული. ეს არის, პირველ ეტაპზე, ის მაქსიმალური რაოდენობა…

მეტი...

“ამ წუთის მოცემულობით, მოქალაქეებისთვის სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ ვაპირებ” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, სირცხვილის კორიდორების მოწყობას არ აპირებს. მისი შეფასებით, სწორი იქნება, გაბრაზებულმა ადამიანებმა დისტანციის დაცვით, მდუმარებით გამოხატონ პროტესტი არსებული ვითარების მიმართ. „მე არავის ვუწყობ სირცხვილის კორიდორებს. ადამიანები, რომლებიც არიან გაბრაზებული იმის გამო, რომ მათ არჩევნები მოპარეს, როგორც მაგალითად, მე გავხდი პარლამენტის წევრი და არ არსებობს ადგილი, სადაც შეიძლება შესვლა, რადგან უხერხულია იქ შესვლა, ეგრე მოპარეს ადამიანებს მეორე ტური, უბრალოდ ფორმალურადაც უხერხულია მათი წასვლა არჩევნებზე. ფაქტობრივად, ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში ეს ადამიანები ვერ მონაწილეობენ, ხოდა ეს ადამიანები ხომ გაბრაზდნენ, მეც ხომ ასე ვარ გაბრაზებული. მე ვთვლიდი, რომ სწორი პროტესტი…

მეტი...

“საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა” – IRI

“31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი კონსტიტუციური უფლებების დაცვით ჩატარდა. ცესკო მოქმედებდა შესაბამისი კანონმდებლობის ფარგლებში, შედეგების შეჯამების პროცესის გარდა, ტექნიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა ეფექტურად იყო განხორციელებული,” – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ტექნიკური საარჩევნო შეფასების მისიის შუალედურ ანგარიშია ნათქვამი. გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშში აღნიშნულია, ძირითადად, არჩევნების დღე მშვიდ გარემოში ჩატარდა, იზოლირებული ინციდენტები დაფიქსირდა გლდანსა და მარნეულში. წინასაარჩევნო პერიოდში კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრად იყო დაცული, თუმცა არჩევნების დღეს უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ნორმების დაცვა შესუსტდა. როგორც ჩანს, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა სურათმა ხელი არ შეუშალა ამომრჩევლის აქტივობას, რომელმაც შეადგინა 56.11%,…

მეტი...

შტაბი „კობიაშვილ-კალაძესთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ე.წ. “კანონიერი ქურდის“ დავალებით გადაწვეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, გლდანში მესამე მიკრორაიონში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი შტაბი კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო ურთიერთობაში მყოფი, “კანონიერი ქურდის” ნოდარ შუკაკიძის დავალებით გადაწვეს. ამის შესახებ მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული უბანი მმართველმა გუნდმა პირწმინდად წააგო და ახლა მოძალადეობრივი აქტი განახორციელეს. „ახლა ვარ „გაერთიანებული ოპოზიციის“ გლდანის ერთ-ერთი შტაბის წინ, ეს გახლდათ გლდანის რაიონის მესამე მიკრორაიონში არსებული შტაბი. ესაა ის რაიონი, სადაც დამაჯერებლად მოვიგეთ ჩვენ ოპოზიციამ და კობიაშვილ-კალაძე დავამარცხეთ. შედეგად მოჰყვა ის, რომ რევანშისტულმა, მოძალადე ხელისუფლებამ გადაწვა შტაბი. ახლა, დავასახელებ კონკრეტულ პირებს, რომლებმაც ამაში მონაწილეობა მიიღეს ესაა – კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან ახლო…

მეტი...

“21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს” – მამუკა მდინარაძე ამომრჩეველს მომართავს

“როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების ნაწილი დაბნეულია ოპოზიციის განცხადებების გამო, სადაც ისინი ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მონაწილეობენ,” – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა. „ზოგიერთ ადამიანს, ამ ფონზე რჩება შთაბეჭდილება, რომ მეორე ტური საერთოდ არ ტარდება, თუმცა ეს რა თქმა უნდა, მართალი არ არის. ამიტომ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მიმდინარე კვირის შაბათს, 21 ნოემბერს, გაიმართება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – მთაწმინდა-კრწანისის, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბე-ჩუღურეთის, ნაძალადევის, გლდანის, თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის, მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის, რუსთავის და გარდაბნის რამდენიმე სოფლის, ხაშური-ქარელის, ზესტაფონი-ტყიბული-თერჯოლა-ბაღდათის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, ხელვაჩაური-ქედა-შუახევი-ხულოს საარჩევნო ოლქებში.“,- განაცხადა მდინარაძემ. ​მისივე თქმით, ბიულეტენებში მითითებული იქნება მეორე ტურში…

მეტი...

კომპანიებს სემეკისთვის ტარიფების მატების მოთხოვნით არ მოუმართავთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმაურება  ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ არც ერთ კომპანიას სემეკისათვის ტარიფების მატების მიზნით არ მოუმართავს. “სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს –  სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები,…

მეტი...

„მხილებული იქნეს ერის, ბერისა და ქვეყნის წინაშე“ – აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დავით გარეჯზე  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია “ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა“ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით  განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.   „დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულმა ვნებათა ღელვამ, რომელმაც გულგრილი ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების არც ერთი ფენა არ დატოვა, დევნილი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის განცდებიც მოიცვა. ჩვენთვის, აფხაზეთიდან იძულებით წამოსული ადამიანებისათვის მშობლიურ მიწას და ჩვენი ღირსეული წინაპრების მიერ რუდუნებით შექმნილ ტაძრებსა და სალოცავებს განსაკუთრებული ფასი გააჩნიათ. სწორედ მათი მადლი და ძალა გვამოძრავებდა საუკუნეების მანძილზე გაგვეძლო მრავალი განსაცდელისთვის, შეგვექმნა გამორჩეულად მიმზიდველი, ორიგინალური და მაღალი სულიერებით დატვირთული საკუთარი ისტორია. ამ მაგალითს წარმოადგენს აფხაზთა და ქართველთა…

მეტი...

ვირუსი გვიტევს, ინფიცირებულია 4 000 სამედიცინო პერსონალი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს 120 წარმომადგენელი, რაც სერიოზული შემოტევაა. „ვირუსის შიდა გავრცელება საკმაოდ სერიოზულია. არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი. დღეს, ბოლო 24-საათის განმავლობაში, ინფიცირებულია დამატებით 120 სამედიცინო პერსონალი.  აქ იგულისხმება ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა გაუმჯობესდა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პერიოდულად ისინი ინფიცირდებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებთან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იტესტება, „კოვიდკლინიკების“ პერსონალი იტესტება შვიდ დღეში ერთხელ, ხოლო…

მეტი...

“მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს” – ჯანმო

“მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა. „პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა. მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა.

მეტი...

“ჩემი საქმე არ არის, რაც უნდა, ის ქნას” – ზურაბ ჯაფარიძე მიხეილ სააკაშვილზე

“მიხეილ სააკაშვილი ჩამოვა თუ არა, მისი გადასაწყვეტია, ჩემი საქმე საერთოდ არ არის, რაც უნდა, ის ქნას,” – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. „თუ გადაწყვეტს ჩამოვიდეს, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტი იქნება. პატარა ბავშვი ხომ არ არის? ამ ადამიანმა გადაწყვეტილება ამ ყველაფრის გათვალისწინებით უნდა მიიღოს. პოლიტიკურ პარტიებს სხვადასხვა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ, ფაქტორებზე და პიროვნებებზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც არის. ის არის კომპრომისული ფიგურა ოპოზიციის შიგნით. ნებისმიერი პოლიტიკური ძალის გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნება და რა პოზიციას დაიჭერს. თუ უნდა აქციაზე ჩართვა, ჩაერთოს. თუ აქციის მთავარი თემა იქნება „მიშა ჩამოდი“, „გირჩის“…

მეტი...

პრემიერი კორონავირუსის მართვის პროცესში, კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კორონავირუსის მართვის  პროცესში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კლინიკების ხელმძღვანელებთან ინტენსიურ შეხვედრებს განაგრძობს.  არსებული საწოლფონდის რაოდენობასა და დამატებითი რესურსების მობილიზებაზე მთავრობის მეთაური, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან ერთად, დღეს „ევექსის“, „ჯეო ჰოსპიტალსის“ და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებს ესაუბრა.  პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მოისმინა ინფორმაცია თითოეულ კლინიკაში არსებული საწოლფონდის რაოდენობის შესახებ და დაინტერესდა, რა ახალი საჭიროებების წინაშე დადგებიან კლინიკები დამატებითი რესურსის მობილიზების აუცილებლობის შემთხვევაში.  კლინიკების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ აქვთ დამატებითი საწოლფონდის მობილიზების შესაძლებლობა, მათ შორის როგორც თერაპიის, ისევე რეანიმაციის მიმართულებით და ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე…

მეტი...

„მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია

ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია,  აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპზე ჩატარებული კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. „მოდერნაში“ აცხადებენ, რომ დღეს მათთვის „დიდი დღეა“ და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შევსებას უახლოეს კვირებში აპირებენ. კვლევაში, რომელსაც კომპანია „მოდერნა“ ეყრდნობა, 30 000 ადამიანი მონაწილეობდა და ის აშშ-ში ჩატარდა. კვლევაში მონაწილე პირთა ნახევარმა ვაქცინა ოთხკვირიანი ინტერვალით მიიღო. ხოლო დანარჩენებს პლაცებო გაუკეთეს. ანალიზი კი ეფუძნება იმ 95 პაციენტის მონაცემებს, რომლებსაც „კოვიდ-19“ დაუდგინდა. როგორც აღმოჩნდა, 95 პაციენტიდან კორონავირუსის დიაგნოზი, ვაქცინის მიღების შემდეგ მხოლოდ ხუთ პირს დაუდასტურდა. დანარჩენი 90 შემთხვევა იმ პირებთან გამოვლინდა, რომელთაც პლაცებო მისცეს. „მოდერნაში“…

მეტი...

მინისტრი მოქალაქეებს სთხოვს, გადაწყვეტილების უფლება თეთრხალათიანებს მიანდონ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას მიმართავს, მედპერსონალს დაემორჩილონ და მათ მითითებებს მიყვნენ. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ, თეთრხალათიანებს უნდა დაუტოვოს გადაწყვეტილების მიღების უფლება. „მნიშვნელოვანია, რომ ჩივილები, პირველ რიგში ოჯახის ექიმებმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა შეისწავლონ. როდესაც ჩვენ ამ ფორმატში ვაჟღერებთ გარკვეულ ჩივილებს, შემდეგ არის რიგი შემთხვევები, როდესაც არამიზნობრივი გამოძახებები ხდება, ვინაიდან მოქალაქეებმა იციან, რა შემთხვევაში შეიძლება მათი საავადმყოფოებში გადაყვანა. ძალიან გთხოვთ, თეთრხალათიანებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების უფლება დავუტოვოთ“,-განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკვე ამოქმედდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, კლინიკებს „კოვიდ 19“-ის მართვაში ჩართული მედპერსონალისთვის გაზრდილი ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება აქვთ. „დავთვალეთ პერსონალის…

მეტი...

“განიხილება სხვადასხვა ადაპტირებული სივრცის მობილიზება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანის მასშტაბით სტაციონარებში კიდევ 3 000-მდე საწოლის მობილიზებაა შესაძლებელი, თუმცა ამავე დროს მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სივრცის მობილიზებაზე. გამყრელიძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. „დღეს სტაციონარებში წევს დაახლოებით 5 000-მდე პაციენტი, აქტიური ინფიცირების დაახლოებით 30 პროცენტი. მობილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია, რომ როგორც სამინისტროს მიერ ვიცი, საავადმყოფოებში დაგეგმილია, მობილიზაცია გაკეთდეს დაახლოებით 8 000-დან 8 500 საწოლამდე, ანუ ჯერ კიდევ 3 000-მდე საწოლის მობილიზაცია შესაძლებელია. ამავე დროს, მიმდინარეობს განხილვა სხვადასხვა სივრცის მობილიზებაზე, თუ საჭიროება დადგა, ეს საკითხები განიხილება, ჯერ გადაწყვეტილება არ არის. ჯერჯერობით ქვეყანაში…

მეტი...

ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება გაფართოვდება. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხოდმის დასრულებისას განაცხადა, ანტიგენზე დამყარებული ტესტები საშუალებას მისცემს მედპერსონალს კორონავირუსის და რესპირაციული ვირუსების დიფენერცირება მოახდინოს. „მოგეხსენებათ ჩვენ ძირითადად ანტიგენზე დამყარებული ტესტებზე ვაკეთებდით აქცენტს იქ, სადაც „პისიარის“ ხელმიუწვდომლობა იყო, ძირითადად დაშორებულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ზემო სვანეთში და ასე შემდეგ. თანდათან ალბათ, ხვალიდან ეს გაფართოვდება. თბილისში, დიდ ქალაქებში აქცენტი იყო სტაციონარზე, რადგან მოგეხსენებათ, რესპირაციული ვირუსების სეზონზე, როდესაც მიდის ადამიანი სტაციონარში დასაწოლად საჭიროა დიფერენცირება, არის თუ არა სხვა რესპირაციული ინფექცია თუ კოვიდინფექცია. მათ აქვთ საშუალება…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს

” სრული ლოკდაუნი – ისეთი, როგორიც იყო ჩინეთში, უხანის პროვინციაში, არ განიხილება, თუმცა შეზღუდვები საქართველოში კიდევ უფრო გამკაცრდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს.  “ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

თემქაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს პატიმრობა შეეფარდა

თემქაზე მომხდარი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის ბრალდებულით დაკავებულ ნიკა ნარიმანიძეს, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ანა უთიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დღევანდელ სადამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას, ნიკა ნარიმანიძის ადვოკატი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ანა უთიაშვილის ადვოკატი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ცნობისთვის, საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 14 ნოემბერს, თემქაზე, პარტიის „კანონი და სამართალი“ წევრის, ლევან შაბურიშვილის სახლში მის მეგობარს, მიშო მელიქიშვილს მეგობარ გოგონასთან ერთად მყოფმა ნიკა ნარიმანიძემ ყელი გამოჭრა, ლევან შაბურიშვილი კი დაჭრა, რის შემდეგადაც სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან გოგონასთან ერთად მიიმალა. სამართალდამცავებმა…

მეტი...

„ჩვენ არ ვაწყობთ სირცხვილის კორიდორებს“ – ოპოზიციური პარტიები პამპეოს ვიზიტისას პროტესტის გამოხატვაზე ვერ თანხმდებიან

პროტესტში მონაწილე ოპოზიციური პარტიების შეხვედრა დასრულებულია. მათი ნაწილი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტისას ე.წ. სირცხვილის კორიდერის“ მოწყობას ემხრობა, ნაწილი კი პროტესტს ემიჯნება. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, პროტესტი იგეგმება და ეს იქნება მშვიდობიანი აქცია: „ეს იქნება მდუმარე, მშვიდობიანი ღონისძიება პომპეოს ვიზიტის დროს.“ გიგა ბოკერია მსგავსი აქციის წინააღმდეგია და აცხადებს: „არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, არ ვიღებთ მონაწილეობას“. აქციაში მონაწილეობას გეგმავს ნინო ბურჯანაძე: „ეს არ არის იმდენად „სირცხვილის კორიდორი“, რამდენადაც გამოფხიზლების კორიდორი“ – ფიქრობს ბურჯანაძე. აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, გადაწყვეტილება არ მიუღიათ „ლეიბორისტებს“.     „რიგითი ამომრჩეველი ამ გაყალბებისა და თავზე ლაფის დასხმის…

მეტი...

“მოქალაქეები ახალი პორტალის საშუალებით შეიტყობენ, თუ ვინ არის მათი ოჯახის ექიმი” – ეკატერინე ტიკარაძე

“ამოქმედდა ახალი პორტალი, რომელიც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, საკუთარი ოჯახის ექიმი იპოვონ,” – ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.  მისი თქმით, პორტალზე პირადი ნომრის მითითებით მოქალაქეები შეძლებენ გაარკვიონ, რომელ პირველადი ჯანდაცვის ცენტრზე არიან მიმაგრებულები, შეიტყობენ მათი ოჯახის ექიმის ვინაობას და ტელეფონის ნომერს.  “ეს ყველაფერი ჩვენ შევიმუშავეთ გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანი არის სამედიცინო მომსახურეს ხარისხის გამოსწორება.ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს 112-ში მიმართულ ზარებს, იმ პაციენტებს, ვისაც უკიდურესად ესაჭიროებათ სასწრაფო დახმარების მომსახურება, ექნებათ ნაკლები ლოდინის დრო,” – აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე. ოჯახის ექიმის/სამედიცინო დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ საინფორმაციო პორტალს: http://ambulatoria.moh.gov.ge/ ან დაუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ…

მეტი...

“პომპეოს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი როგორც საქართველოსთვის,  ასევე რეგიონისთვის” – მინისტრი  

„ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირეა“ – აცხადებს საგარეო მინიტსტრი და ელოდება, რომ  საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა იმ დონეზე ავა, რა დონეზეც თავდაცვისა  და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. „ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი იქნება მაქსიმალურად გამოყენებული იმისთვის რომ კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ხაზგასმა მოხდეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის;  კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმის, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში.   დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტის შედეგად ეს სტრატეგიული პარტნიორობა, თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავა ყველა ძირითადი მიმართულებით,  თავდაცვის და უსაფრთხოების,…

მეტი...

„მანდარინის რთველი” დაიწყო

„მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების პროცესი უკვე დაიწყო. მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 40 ათასამდე ტონას შეადგენს,“ – ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით მოსავლის ხარისხი წელს საუკეთესოა: „მოსავალი უხვი არ არის, თუმცა ხარისხი გაზრდილია. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. არასტანდარტულ მოსავალს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. დღეის მდგომარეობით, უკვე განხორციელდა 653 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 295 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 138%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის…

მეტი...

აჭარაში COVID-19-ით 5 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსის 30 ლეტალური შემთხვევიდან ყველაზე მეტი ისევ თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის გია კაკაბაძის თქმით, აჭარაში გარდაიცვალა 5 ადამიანი: “ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 5 გარდაცვალების ფაქტი, აქედან 1 რეფერალურ საავადმყოფოში, 2 ბათუმის სამედიცინო ცენტრში და 2 მედცენტრში,”- განაცხადა გია კაკაბაძემ. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსს საქართველოში 733 პაციენტი ემსხვერპლა.

მეტი...

„ევროპული საქართველო“ მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში მონაწილეობას არ აპირებს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მათი პარტია არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს არჩევნების მეორე ტურის დღეს, საარჩევნო უბნებთან დაანონსებულ ე.წ. სირცხვილის კორიდორებში. ამის შესახებ ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას ფიქრობს „ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, მეორე ტურის ფარგლებში საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორი“ მოეწყობა. „ჩვენ არ ვაპირებთ „სირცხვილის კორიდორებს“, მონაწილეობას არ ვიღებთ. ოღონდ, მთავარი პრობლემა ის კი არ არის, ვინ როგორი ფორმით გამოხატავს პროტესტს იმ სამარცხვინო ამბების გამო, რაც მოხდა საარჩევნო კამპანიაში და პირველ ტურში, არამედ პრობლემაა ის ზეწოლის და წნეხის კორიდორები, რაც გაკეთებული…

მეტი...

“არჩევნებში მე გავიმარჯვე!” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან გაიმარჯვა. “არჩევნები მე მოვიგე“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ “ტვიტერში“. აღნიშნული პოსტის ქვეშ ადმინისტრაციას აღნიშნული აქვს, რომ „ოფიციალური წყაროები ამ არჩევნებს სხვაგვარად ეხმაურებიან.“ დონალდ ტრამპმა “ტვიტერის” მეშვეობით არჩევნებში დამარცხების შესახებ გუშინ პირველად განაცხადა, თუმცა განცხადებას თან ერთვოდა განმარტებაც, ტრამპმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები გააყალბეს, რის გამოც დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ფედერალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ტრეი ტრენორმაც გააკეთა განცხადება, რომ 2020 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოა.

მეტი...

“7 812 კოვიდინფიცირებული პირი მკურნალობას ბინაზე გადის” – ოპერაციული შტაბი

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა “დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  82 835-ს. 5 658 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 652, აჭარაში – 930, იმერეთში – 1 143. მძიმე პაციენტი გვყავს 787, მათ შორის, თბილისში – 375, აჭარაში – 135, იმერეთში – 173. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის…

მეტი...

“ნაციონალური მოძრაობა” ხელს უშლის მოქალაქეებს დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი” – ბექა დავითულიანი

“ქართული ოცნება” საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიურ კორპუსს მიმართვას და მოუწოდებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ რამდენდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. “ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით,  “ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის განცხადებები, ყოველგვარ ჩარჩოს სცდება. “უკანასკნელი დღეების მანძილზე, “ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არაერთი განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი საკუთარ მომხრეებს მოუწოდებდნენ, პოლიციელებზე საჯარო მოხელეებსა და მათ ოჯახის წევრებზე ზეწოლა მოეხდინათ. მათი გუშინდელი მოწოდება ყველანაირ ჩარჩოს სცდება, “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათივე პარტიის გეგმა და ახსენა, რომ არჩევნების დღეს მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ და ამით შეეცდებიან…

მეტი...

“გლდანში ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დაწვეს” – “ნაციონალური მოძაობა”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი უჩა კოკაია აცხადებს, რომ პარტიის წევრის, ნიკა მელიას ერთ-ერთ ოფისს ცეცხლი წაუკიდეს. მისი თქმით, გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე ოფისი სრულად დამწვარია, ჩამსხვრეულია ფანჯრები და დამწვარია ავეჯი. უჩა კოკაიას განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტი საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც დაფიქსირდა. „დაახლოებით დილის 06:00 საათი იყო, როცა დაგვირეკეს, სასწრაფოც არ იყო მოსული. ფანჯრები ჩამტვრეული იყო, შიგნით ბენზინის ბოთლები იყო შეგდებული შიგნით, დამწვარია აბსოლუტურად ყველაფერი. კამერების ამოღებაზე გვაწვალეს. ფაქტი ის არის, რომ ვერ შეეგუეს ნიკა მელიას გამარჯვებას, ვერ ელევიან და უკვე ოფისების დარბევაზე არიან გადასული. დანახვით…

მეტი...

„ამ ბიჭებზე შური იძია სახელმწიფომ სასამართლოს სახელით“  – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, გ. მ – ს ადვოკატი, „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ბრალდება არის ჯგუფური ქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლდა ძალადობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, გ.მ – ს ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ განაცხადა. ადვოკატი თვლის, რომ სახელმწიფომ დაკავებულ არასრულწლოვნებზე შური იძია, მისივე ინფორმაციით გ.მ – მ აგარაკის ტერიტორია იმ დროს დატოვა, როცა გაიგო, რომ მისი მეგობრები იქ აღარ იმყოფებოდნენ. „ ამ ბიჭებზე, შური იძია სახელმწიფომ სასამართლოს სახელით. ის იყო სტუმარი ჩვეულებრივად იმყოფებოდა შიგნით, რომ გამოვიდა აღმოაჩინა, რომ მისი ყველა მეგობარი წამოსული იყო, ამ დროს დაურეკა ლაშა შერმადინმა დ უთხრა, რომ იყო ავტობანზე და ავიდა მასთან, შერმადინი პარალელურად…

მეტი...

„სამარცხვინო გადაწყვეტილება – დამტკიცდა შეთანხმებული მოქმედება პროკურატურასთან“ – ადვოკატი შაქარაშვილის საქმეზე

„ჩვენ ვაპირებთ გავასაჩივროთ ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამარცხვინო“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული, არასრულწლოვანი გ.მ.-ს ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ განაცხადა. ადვოკატი განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, თუმცა მიაჩნია, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი არაფერი არ შეიცვლება, მისივე ინფორმაციით, გ. მ – ს მიმართ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომლის მიხედვითაც მას დანაშაული დაუმტკიცდება: „პროკურატურა არ ედავებოდა შაქარაშვილის გარდაცვალებას.პირადად გიორგი მერებაშვილს არანაირ ქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა, ფაქტიურად არაფერი არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, ან ჯგუფურ ქმედებაში, ან რამე სხვა სახის ინციდენტში. გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ არ მგონია ამან რამე შეცვალოს. ის არ…

მეტი...

ახალი შემთხვევიდან 1249 – თბილისში, 516 – აჭარაში, 477 – იმერეთში დაფიქსირდა

„ბოლო ორი დღეა გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას,“ –  ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 65 291-მდე. „დღეს გამოვლენილი 3 157 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 249 შემთხვევა, აჭარა – 516, იმერეთი – 477, ქვემო ქართლი – 178, შიდა ქართლი – 181, გურია – 82, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 212, კახეთი – 70, მცხეთა-მთიანეთი – 121, სამცხე-ჯავახეთი – 60, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 30 პაციენტი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 30 პაციენტიდან 15 თბილისში მკურნალობდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 15, აჭარაში – 5, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა“,- განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3157 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

“დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 82 835-ს,” – განაცხადა ალესანდრე ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

აზერბაიჯანში კორონავირუსის 2 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 21 ადამიანი

აზერბაიჯანში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექცია 2 259 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 1 101 კი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანში კორონავირუსული ინფექციის 75 688 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთაგან 55 150 გამოჯანმრთელდა, 967 კი დაიღუპა. ამ დროისთვის აზერბაიჯანში 19 571 აქტიური შემთხვევაა.

მეტი...

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა. „როიტერი“ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორის ჯონსონს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ბორის ჯონსონს სიმპტომები არ აქვს და მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან გააგრძელებს.

მეტი...