“ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო” – ანზორ მელია

  •  

“ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო, ჩემთვის განსაკუთრებით მძიმეა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მშობელი ვარ.” – ამის შესახებ ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ მყოფი.

„თქვენც ხედავდით, თუ რა უპირატესობით იგებდა და შემდეგ როგორ დატრიალდა ყველაფერი. შეუძლებელია, რომ მშვიდად უყურო ამ სიტუაციას, მით უმეტეს, რომ შენი შვილია. ჩემი შვილია და ყოველთვის ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას – რატომ ჩემი შვილი? მაგრამ , თუ არა ჩემმა შვილმა, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც ის აკეთებს? ბავშვობიდან გამოირჩეოდა თავისი გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი მან არ იცოდა ბავშვობაში, ლიდერი იყო. არ უნდა ამ მთავრობას ასეთი ადამიანები, საქართველოს კი სჭირდება იმიტომ, რომ სხვანაირად დავიღუპებით, ყველა დარგი ისპობა, ხომ ხედავენ თვითონაც? კობახიძემ გამოიაროს და ნახოს, როგორ სულს ვღაფავთ ექიმები და კლინიკები, რამხელა ფასები აქვს წამლებს, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი…გირაო ერთხელ გადაიხადა ნიკამ, ბინა ჩავდეთ და ერთი და იმავე საქმეზე ორჯერ ხომ არ გადაიხდის? ამ მთავრობისგან ყველაფერს ცუდს ველოდებით და უკვე მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ აირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს ? ტაშით ივანიშვილი მაგას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ”,- განაცხადა ანზორ მელიამ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულის გამო” – ანზორ მელია”

  1. ანონიმური

    ხო აბა რასამბობ ღამე არ სძინას რა

  2. ანონიმური

    ვაი აპტრიოტია რა

Comments are closed.