“აზრიან წინადადებას ველით!” – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პასუხისმგებლობა „ქართული ოცნების“ მხარესაა და ოპოზიცია მმართველი გუნდის წინადადებას ელოდება. როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, „ქართული ოცნების“ შეთავაზება უნდა იყოს „აზრიანი, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს“. „დღეს გვქონდა კიდევ ერთი ძალიან გულახდილი და კარგი დისკუსია ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან. შექმნილი ვითარება არის მარტივი – ოპოზიცია პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ცდილობს მოძებნოს გამოსავალი იმ პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა ხელისუფლებამ გაყალბებული არჩევნებით შეიყვანა. ასეთი გამოსავლის ძებნას ცდილობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი და საით შეიძლება წავიდეს პროცესები კრიზისის განსამუხტად.…

მეტი...

თავდამსხმელი დაკავებულია

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სპეცოპერაცია დასრულებულია. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, ყველა მძევალი თავისუფალია და 9-ვე მათგანი არის უვნებელი, თავდამსხმელი კი დაკავებული. “ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით,” – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მეტი...

თავდამსხმელი, მეორე ვიდეომიმართვაში პოლიციას და ჯარს მიმართავს

თავდამსხმელმა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, კიდევ ერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ეს უკვე მეორე ვიდეომიმართვაა, რაც ის MBC-ის შენობაში იმყოფება. ორივე მათგანში საკუთარი მოთხოვნების შესახებ საუბრობს, რომელთა შორის არის პოლიტიკური შინაარსის მოთხოვნებიც. “პოლიციასა და ჯარს მივმართავ დიდი სიყვარულით და პატივისცემით, ხალხის გვერდში დადექით, ერთად ვთქვათ ყველამ ჩვენი სიტყვა. ხალხმა ვმართოთ მთავრობა და არა მთავრობებმა გვმართონ ჩვენ,“ – ამბობს თავდამსხმელი. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, 9 მძევლიდან 6 უკვე თავისუფალია. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები, რომელთაც გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ.

მეტი...

საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა

წერეთლის გამზირზე მდებარე საფინანსო ორგანიზაციაში მყოფმა მძევლების ნაწილმა შენობა დატოვა.  BMC-ის ფილიალის შენობა სამმა მათგანმა დატოვა.  გავრცელებული ინფორმაციით, მომლაპარაკებელმა ორი მამაკაცის და ერთი ქალის გამოყვანა შეძლო.  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სადაც თავდამსხმელი შეიჭრა, 9 მძევალი იმყოფებოდა. 

მეტი...

თავდამსხმელი პარლამენტში დეპუტატების შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს

სოციალურ ქსელში წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის ვიდეომიმართვა ვრცელდება. ვიდეო ერთ-ერთი მძევლის მიერაა გადაღებული. კადრების მიხედვით, თავდამსხმელი, მისი საუბრის სტილისა და მანერების გათვალისწინებით, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაშია. ახალგაზრდა მამაკაცი დეპუტატების პარლამენტში შესვლას და სამი კანონის მიღებას ითხოვს: “შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი. თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შესული. შესაბამისად, შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება.

მეტი...

“მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას” – ცესკო

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. საარჩევნო კომისიის სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ არჩევნების დღეს, ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, გათვალისწინებულია ყველა საჭირო ღონისძიება. ცესკოში ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდეს. “21 ნოემბერს, მეორე ტურზე, ამომრჩევლებს 1941 საარჩევნო უბანი და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი მოემსახურება. რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებასა და იზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, მათი არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია 80 სპეციალური უბანი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 მილიონ 140 210-ია. პანდემიის მიუხედავად, არჩევნებზე მისვლა უსაფრთხოა, ვინაიდან, კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ყველა პრევენციული ღონისძიება, რაც ხელს შეუშლის ინფექციის გავრცელებას. მივმართავ ასევე საარჩევნო პროცესში…

მეტი...

“მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირია” – ვაჟა სირაძე

წერეთლის გამზრზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა. მისი ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 9 მძევალი და ერთი შეიარაღებული პირია.  ვაჟა სირაძეს, იმის შესახებ, არის თუ არა თავდამსხმელი შეიარაღებული, ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.  მან ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა ლაივჩართვების შეწყვეტისკენ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის როგორც მოქალაქეებს, ასევე სამართალდამცველებს. 

მეტი...

შსს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “პოლიცია მობილიზებულია თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ოფისთან. პირველადი ინფორმაციით ოფისში შეიარაღებული პირი არის შეჭრილი. თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, თავი შეიკავონ როგორც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენების ტირაჟირებისგან, ასევე, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

“პირს ხელში გაურკვეველი ნივთი ეჭირა, მოგვიანებით კი ერთი მძევალი გამოუშვა” – თვითმხილველი

წერეთლის ქუჩაზე, ამ დრომდე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მათ გზის სავალი ნაწილი ყვითელი ლენტით აქვთ გადაკეტილი. თვითმხილველი აცხადებს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში პირი დაინახა, რომელიც მობილურ ტელეფონზე საუბრობდა და ხელში გაურკვეველი ნივთი ეჭირა. ამ დროისთვის ურთიერგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება მძევლებისა და თავდამსხმელების რაოდენობის შესახებ. თვითმხილველების ნაწილი ამბობს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილია 5 თავდამსხმელი, ნაწილი კი ამბობს, რომ – ერთი. ოფიციალური განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუვრცელებია.  “შიგნით არის ვიღაც, ტელეფონზე საუბრობდა, გაბრაზებული იყო ძალიან, როგორც ჩანდა, ხელში რაღაც ეკავა. ერთი მძევალი გამოუშვა და როგორც თქვეს, სამართალდამცველებმა წაიყვანეს დასაკითხად” – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

მეტი...

წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი

წერეთლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შსს-ში დეტალებს ამ წუთებში არკვევენ.  ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მეტი...

“იმედი მაქვს, სირცხვილის კორიდორი გააუქმეს, რადგან მიხვდნენ, რამხელა აბსურდს ამბობდნენ” – “ქართული ოცნება”

“იმედი მაქვს, სირცხვილის კორიდორი გააუქმეს არა იმიტომ, რომ შსს-მ წინასწარ განაცხადა, ამაზე რეაქცია ექნებოდა, არამედ მათ გაიაზრეს, რამხელა აბსურდს ამბობდნენ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სირცხვილის კორიდორის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეების წინააღმდეგ პროტესტისკენ მოწოდება არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია. ამასთან, პაპუაშვილმა ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „მათ გაიაზრეს, რამხელა აბსურდს ამბობდნენ, როდესაც საზოგადოებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებდნენ, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, დემოკრატიასთან, კონსტიტუციასთან და ადამიანობასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, აქტიურები იყვნენ. სწორედ მეორე ტურია მნიშვნელოვანი, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან…

მეტი...

ბიზნესის მხარდასაჭერ დამატებით ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს მთავრობა, კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში, მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის პაკეტის პარალელურად, ბიზნესის მხარდასაჭერ ღონისძიებებზე მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განიხილეს ეკონომიკაში არსებული ტენდენციები და აღინიშნა, რომ საჭიროა, ხელისუფლებამ დამატებითი ნაბიჯები გადადგას ბიზნესის მხარდასაჭერად, რათა შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გლობალური კრიზისით გამოწვეული გავლენა ეკონომიკაზე მაქსიმალურად შემცირდეს. „მთავრობის წევრებმა ასევე იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმის სამი ფაზის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობაზე, ასევე განიხილეს ის ღონისძიებები, რომელთა გატარება ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ფაზის ფარგლებში იგეგმება. მთავრობის მეთაური ინტენსიური შეხვედრების ფარგლებში თავად…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს პატიმრობა შეეფარდათ.  სასჯელის ვადები ამგვარად განისაზღვრა: ლაშა შერმადინი – 5 წელი და 3 თვე; გიორგი მერაბიშვილი – 5 წელი და 3 თვე; ნიკოლოზ ცუცქირიძე – 5 წელი და 3 თვე; აკაკი ქვრივიშვილი – 6 წელი და 9 თვე; ზ.ხ – 6 წელი და 9 თვე; მსჯავრდებულების ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  შეგახსენებთ, რომ გამოძიება არასრულწლოვნებს ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. 

მეტი...

ოპოზიცია 21 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებს აუქმებს

როგორია ოპოზიციის გეგმა ხვალისთვის, როდესაც ქვეყანაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება – ამ საკითხზე დღეს ოპოზიციის ლიდერებმა “ლელოს” ოფისში იმსჯელეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ისინი ხვალინდელი პროცესის სრულ იგნორირებას მოახდენენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ იგეგმება არანაირი პროტესტი. მათ შორის გაუქმებულია ცოცხალი ჯაჭვიც და წერტილოვანი პროტესტებიც: “ერთადერთი სწორი მიდგომა ოპოზიციის ერთობისგან, ეს არის სრული იგნორი, ანუ ის, რაც ხვალ მოხდება, არის ფიქცია, ჩვენ არ გვინდა არანაირად შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაში თვითონ ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს მეორე ტური არის…

მეტი...

„პოზიტიურია, რომ პარტიები გამოსავალს ეძებენ“ – აშშ-ის ელჩი

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი აშშ-ის ელჩი აცხადებს რომ მხარეები გამოსავალს ეძებენ. მისივე შეფასებით,  მხარეები ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. „საკმაოდ პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. ძალიან  მნიშვნელოვანია, როცა ისინი თანხმდებიან, რომ ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან.

მეტი...

„ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ“ – რა უთხრა ევროკავშირის ელჩმა ოპოზიციას

“ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა – ჩვენ ვართ “ფასილიტატორები”, და მხარეები კრიზისის გადაწყვეტაში. ჩვენ არ ვართ იმისთვის, რომ ვინმეს რამე ვუბრძანოთ“ – ეს ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის სიტყვების რომელზეც მან ოპოზიციასთან შეხვედრისას ისაუბრა. როგორც შეხვედრიდან გამოსული “ერთიანი საქართველოს” ლიდერი  ნინო  ბურჯანაძე ცხადებს, მეგობარი ელჩები გამოსავალს ეძებენ თუმცა, მთავარი ნაბიჯი მმართველმა გუნდმა უნდა გადადგას. „ჩვენი მეგობრები დაინტერესებულები არიან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა ითქვა კარლ ჰარცელის მხრიდან. მან თქვა – ჩვენ ვართ “ფასილიტატორები”, და მხარეები…

მეტი...

„პარლამენტში ვერავინ ვერავის შეიყვანს… ხელისუფლება საკუთარ თავზე ნერვიულობს“ – გიორგი რუხაძე

„ის საკუთარ თავზე ნერვიულობს და ძალიან კარგად ხედავს, რომ მარტო პარლამენტში სერიოზული პრობლემები ექნება და რიგგარეშე არჩევნები მაინც გარდაუვალი იქნება“-  აცხადებს ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ირაკლი რუხაძე და ამბობს, რომ ოპოზიციას მმართველი გუნდი პარლამენტში ვერანაირი მექანიზმით თუ იძულების წესით ვერ შეიყვანს.   „ცხადზე ცხადია, რომ ძალით ვერავინ ვერავის ვერსად შეიყვანს.  პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა და დავინახეთ, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა გრძნობს, რამხელა კრიზისში შეიყვანა სახელმწიფო. მათ განცხადებებსაც ეტყობა რაღაც კუთხით, რომ მათ სჭირდებათ გამოსავალი და მოლაპარაკება ოპოზიციასთან. ეს რომ ასე არ იყოს, საერთოდ არ წავიდოდა მოლაპარაკებაზე ხელისუფლება და საერთოდ არ იდარდებდა იმაზე…

მეტი...

ირაკლი ჩიქოვანი ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლას სთხოვს

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ირაკლი ჩიქოვანი ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოქალაქეებს მეორე ტურზე აქტიურობისკენ მოუწოდებს. ,,ძვირფასო ზუგდიდელებო, პირველ რიგში დიდი მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც თქვენ გამოავლინეთ საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში. ხვალ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურია, მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ თქვენ, მოგმართოთ იმისათვის, რომ მობრძანდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ არჩევანი, არჩევანი რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენმა ქვეყანამ გააგრძელოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება და ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო განვითარებული გახდეს.  აუცილებელია თითოეულმა თქვენგანმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში და ყველამ ერთად გავაკეთოთ არჩევანი, რომელიც უკეთესი მომავლის საწინდარი იქნება“ – აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

მეტი...

ყველა კლინიკას, გარკვეულ შემთხვევებში კოვიდპაციენტების მოვლის ვალდებულება დაეკისრათ

ყველა სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც არ არის ჩართული „კოვიდის“ მართვაში, კოვიდპაციენტების მოვლის ვალდებულება ეკისრება. კერძოდ, თუ მათთან დაინფიცირდება პაციენტი ან სამედიცინო პერსონალი, ასეთ პაციენტებს უნდა უმკურნალონ ადგილზე და არ უნდა მოხდეს მათი რეფერირება სხვა კოვიდსასტუმროში ან კოვიდკლინიკაში. აღნიშნულ სიახლეს „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება ითვალისწინებს, რომელიც უკვე ძალაშია. დადგენილების თანახმად, ნებისმიერი კლინიკა, სადაც მკურნალობაზე მყოფ პაციენტს ან სამედიცინო პერსონალს „კოვიდ-19“ დაუდასტურდება, ვალდებულია, აღნიშნულ პაციენტებს ადგილზე უმკურნალოს იზოლირებულ გარემოში, ინფექციის კონტროლის ზომების მკაცრი დაცვის პირობებში. შესაბამისად, ასეთი პაციენტი კოვიდკლინიკაში აღარ გადამისამართდება.

მეტი...

21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. ცვლილების თანახმად,  არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში,  რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება. მთავრობის დადგენილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

მეტი...

“არავის აქვს უფლება, ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ შეგვიყვანოს ან არ შეგვიყვანოს პარლამენტში” – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა, ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია უკვე დატოვა. მისი განცხადებით, მათი პარტიის პოზიცია ურყევია და ისინი ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.  ირმა ინაშვილმა, გუშინ, “ღამის კურიერში” ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც უპასუხა, სადაც “ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივანმა განმარტა, რომ შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს და უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს, თუ არა პარლამენტს. რაზეც ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ არავის აქვს უფლება, მათი ნების საწინააღმდეგოდ შეიყვანოს ან არ შეიყვანოს პარლამენტში ვინმე.  “ჩვენი პარტიის პოზიცია ურყევია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და არ გვინდა დავუშვათ ფაქტი, რომ არჩევნები ყალბდება. თუ ამას დავუშვებთ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ყველაფერზე თვალს ვხუჭავთ და მხიარულად შევდივართ…

მეტი...

ქობულეთში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქობულეთში 72 წლის ექიმი covid-19-ით გარდაიცვალა. ინფიცირებული მედიკოსი რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა, მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. კოვიდინფიცირებული მედიკოსი თვითიზოლაციაში, სახლის პირობებში გადიოდა მკურნალობას, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს. მიუხედავად ექიმების მცდელობისა 72 წლის პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

მეტი...

„პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“ – შალვა ნათელაშვილი ელჩთან შეხვედრის შემდეგ

“ელჩებს იმისთვის არ ვხვდებით, რომ დათმობაზე წაგვიყვანოს ვინმემ,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, „პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება“ და პროცესში ჩართულობით ელჩები კომპრომისის მონახვას ცდილობენ. „გაიმართა ერთი-ერთზე შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან. კრიზისი ყოველთვის არის ახალი შესაძლებლობა. ეს კრიზისი იმისთვის უნდა გამოვიყენოთ, რომ არასდროს საქართველოში არ მოხდეს არჩევნების გაყალბება. ჩვენი პოზიცია ცხადია, ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს. ეს პოზიცია ჩემი აკვიატება ან პარტიული გადაწყვეტილება ხომ არაა, ესაა საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, რომელიც სრულად გამოხატავს ქართველის…

მეტი...

„კოვიდ 19“-ით სერბეთის პატრიარქი გარდაიცვალა

კორონავირუსმა სერბეთის პატრიარქიც იმსხვერპლა. 90 წლის პატრიარქი ირინეოსი ვირუსს რამდენიმე დღის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პატრიარქს ვირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა და ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, “კოვიდ 19″ით ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა.

მეტი...

„შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები“ – შსს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის – კახა საბანაძის განცხადებით,  არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, შსს  მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას. მისი თქმით, შექმნილია სპეციალური მობილური ჯგუფები. „მედიაცენტრი მთავარი“ შსს-ს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი. როგორც საზოგადოებას უკვე ვაცნობეთ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 443 თბილისში გამოვლინდა, 676 – აჭარაში, 541 – იმერეთში

კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 1 443 შემთხვევა, აჭარაში – 676, იმერეთში – 541. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 96 860-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 055 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 41 ადამიანი გარდაიცვალა

კორონავირუსით საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ 41 პაციენტი გარდაიცვალა. StopCov.ge-ზე განახლებული ინფორმაციით, ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით სულ 894 ადამიანია გარდაცვლილი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 41 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 96 860  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 77 932 გამოჯანმრთელდა, 894 კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 226 ადამიანი, ხოლო კოვიდსასტუმროში – 3 411. სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 879 პაციენტი.

მეტი...

“კოვიდ 19”-ით ეპისკოპოსი გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა. როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ეპისკოპოსს სხვა თანმხლებ დაავადებასთან ერთად “კოვიდ 19”-იც დაემატა, რაც ცუდი შედეგით დასრულდა. როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გვითხრა, ეპისკოპოსი ლაზარე დილით გარდაიცვალა და სიმსივნური დაავადებაც აწუხებდა. 

მეტი...

მოგწონთ სიბნელე? ჩავაბნელოთ ქუჩები? – როგორ განათდება თბილისი 

“აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში“ – აცხადებს თბილისის მერი და დასძენს, რომ თბილისი წელსაც განათდება, თუმცა, მოკრძალებულად.   მინდა, მივმართო მათ, ვინც ბოლო დღეების მანძილზე უსაგნოდ აკრიტიკებს  დედაქალაქის მერიას საახალწლო განათების შესყიდვის გამო;  მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ეს ქალაქი, ქვეყანა, უხარია მისი წინსვლა და დედაქალაქის განვითარება, თქვენ მოგწონთ სიბნელე? ეს ძალიან არასასიამოვნოა. აი, მიმდებარე ქუჩები განათებული და ულამაზესია. ბიუჯეტი დაახლოებით 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს…

მეტი...

„არავის, არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს“ – კახა კალაძე

„ამ ქალაქში არასდროს დაისადგურებს სიბნელე. საქართველო, თბილისი, არასოდეს დაბრუნდება წარსულში და სიბნელეში,“ – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა „ფეისბუქ მიმართვის“ დროს სიმბოლურად ჩაბნელებული კიკვიძის პარკიდან გააკეთა. კახა კალაძე  დედაქალაქის მერიის მიერ საახალწლო განათებების შესყიდვასთან დაკავშირებით გამოთქმულ  კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  წელს დედაქალაქი,  პანდემიის გამო, საახალწლოდ უფრო  მოკრძალებული, თუმცა, მაინც ულამაზესი იქნება. „ახლა ვიმყოფებით კიკვიძის პარკში, რომელიც წელს რეაბილიტირდა, სრულად განახლდა და დასვენების და გართობისთვის ყველა ასაკის ადამიანზეა მორგებული. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მძიმე მდგომარეობა იყო ამ პარკში და რეაბილიტაციის შედეგად როგორ მოწესრიგდა. ახლა ღამის ათი საათია, ეპიდსიტუაციის გამო…

მეტი...

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერები დღეს, ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან შეხვედრებს გამართავენ. შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დილიდან, ყველა პარტიის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე გაიმართება. შეხვედრაზე განსახილველი საკითხი 31 ოქტომბრის არჩევნები და მის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტირება იქნება. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში ფასილიტატორები არიან. რაც შეეხება თავად ოპოზიციურ სპექტრსა და „ქართულ ოცნებას“ შორის აუდიენციას, მესამე რაუნდი, რომელზეც ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლებისგან კრიზისული სიტუაციიდან გონივრულ გამოსავალთან დაკავშირებით შეთავაზებას ელიან, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გაიმართება.

მეტი...

“ჯანდაცვის და სოციალურ მიმართულებას არც ერთი თეთრი მოჰკლებია” – კახა კალაძე

„პანდემიის პირობებში, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით ბიუჯეტით განსაზღვრული ფინანსები უცვლელი დარჩა და მას თანხები არ მოჰკლებია“, – აცხადებს თბილისის მერი.   კახა კალაძემ უსაფუძვლო უწოდა ოპონენტების კრიტიკას იმასთან  დაკავშირებით, რომ საახალწლო განათებების ხარჯები, თითქოს, მერიის  სოციალურ პროგრამებს  მოაკლდა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქის მერია ჯანდაცვასა და სოციალურ მიმართულებებს უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. „ძალიან ბევრი იწერება იმაზე, რომ იმ თანხებით, რაც საახალწლო განათებებზე იხარჯება, დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთადერთი მიმართულება ამ რთულ ვითარებაში და პანდემიის პირობებში, რომელსაც არ შევხებივართ, არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ჩვენ გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების…

მეტი...

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე ტექნიკური მარილი დაიყარა

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისს შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ტექნიკურმა ჯგუფმა უკვე 200 ტონამდე ტექნიკური მარილი დაყარა. თბლისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ყველა შემოერთებულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოსახლეობას შეუძლია დარეკოს შემდეგ ნომერზე:  2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22.

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ნარეკვავის აგარაკის მეპატრონე და იუბილარის სტუმრები დაიკითხებიან

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განხილვა გაიმართება. 8 სრულწლოვნის საქმეზე არსებითი განხილვის ფარგლებში ნარეკვავის დასახლების აგარაკის მეპატრონე და ანა გაბეჩავას დაბადების დღის სტუმრები: გუგა მაჭავარიანი და ლიზა ნადირაძე დაიკითხებიან. ნადირაძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის, რომელმაც იცოდა, რომ 18 ივნისს ავტომაგისტრალზე დაპირისპირება მოხდა, მაგრამ მეგობრის დაბადების დღის აღნიშვნა ფოტოგრაფთან და იუბილართან ერთად თემქაზე გააგრძელა. 8 სრულწლოვანს გამოძიება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, სხეულის დაზიანებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.  

მეტი...