“ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ” – შსს

“შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000-ლარიანი ჯარიმის სახით“, – ამის შესახებ საუბარია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქართველოს დიდ ქალაქებში, უკვე ამოქმედდა გადაადგილების შეზღუდვა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე. „საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით, ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა. მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000…

მეტი...

შეშის მომარაგება პარლამენტთან და დაპირისპირება

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებმა, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრებმა შეშის შეტანა დაიწყეს, რისი უფლებას მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.  აღნიშნულთან დაკავშირებით მომხდარი დაპირისპირების გამო, სამართალდამცველებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. მიუხედევად იმისა, რომ ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები უკვე ამოქმედდა, აქციის მონაწილეები ისევ ქუჩაში რჩებიან და შინ წასვლას არ აპირებენ. „სირცხვილიას“ აქტივისტებმა შეშა პლასტიკატში შეფუთეს და სწორედ ასე აპირებდნენ მის პარლამენტის წინ შეტანას, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შეშით „შეიარაღებული“ აქტივისტები კი სამართალდამცველებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი რეგულაციები სისულელეა.      ადგილზე მივიდა პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელმაც განმარტა, რომ შეშა აალებადია…

მეტი...

ოპოზიციის ნაწილი ე.წ. კომენდანტის საათს არ ემორჩილება

30 წუთში,  22:00 საათზე, ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვები ამოქმედდება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ნაწილი და მათი მხარდამჭერები, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები, დაშლას არ აპირებენ და ქუჩაში რჩებიან. „ბიძინას კომენდანტის საათი“ სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მზაობას აცხადებენ, არსებული რეგულაციები დაარღვიონ. „ვაპირებ, 22:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის დარღვევას, იმიტომ რომ ეს არის როდიონოვ ივანიშვილის გადაწყვეტილება. ვაპირებ, რომ არ დავემორჩილო მას არანაირი კავშირი ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან არ აქვს “კომენდანტის საათს”. 10 საათის მერეც იგივე საფრთხეა. ეს არის იმისთვის, რომ აქციებზე არ იაროს ხალხმა“ – აცხადებს გიგი უგულავა. შეგახსენებთ, რომ პანდემიიდან გამომდინარეს, 22:00…

მეტი...

“ზოგიერთები უაკდრებელს კადრულობთ” – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა სოციალურ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და წერს, რომ სამართალდამცველებიც ადამიანები არიან, მათაც ჰყავთ ოჯახი და არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტები ასე დააკნინო, დაამცირო, ფასი და ღირსება დაუკარგო. მისივე თქმით, ზოგიერთები უაკდრებელს კადრულობს. “პოლიციელიც ადამიანია; პოლიციელსაც ჰყავს ოჯახი, შვილები; პოლიციელიც არის შვილი, მამა, მეუღლე; პოლიციელსაც აქვს გამძლეობა, მოთმინების უნარი, შეურაცხყოფის ატანის ზღვარი; პოლიციელიც ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას – იცავს უსაფრთხოებას და გვიცავს ჩვენ – ადამიანებს ;როცა შეურაცხყოფაზე გადადიხარ, შუბლს-შუბლზე მიადებ და ყველაფერზე მიდიხარ, მდგომარეობიდან გამოიყვანო, რომ იქნებ რამე წამოსცდეს და ამით შენ „იხეირო“, პოლიტიკოსი კი არა,…

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის” – ნიკა მელია

“განა არ შემიძლია გთხოვოთ, რომ დარჩეთ? დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის” – ასე მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს. “რთული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა, რომელიც შექმნა ამ რეჟიმმა, მას ჭკუით უნდა ვებრძოლოთ და პრაგმატულები უნდა ვიყოთ. განა არ შემიძლია გთხოვოთ, რომ დარჩეთ? დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის. პოლიტიკოსებთან ერთად ახალგაზრდებიც რჩებიან და ვნახოთ, რას მოიმომქედებს რეჟიმი, რომელიც ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც გამარჯვებული ვეღარ გამოვა. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, ეს უკვე დროის საკითხია”, – მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.

მეტი...

„ქართული ოცნება“ სრულად იზიარებს ეუთოს-ს განცხადების სულისკვეთებას” – ნიკოლოზ სამხარაძე

„ქართულ ოცნებაში“ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურნენ. პარტიის განცხადება მედიას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო. „გვსურს, გამოვეხმაუროთ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის დღევანდელ განცხადებას, რომელშიც ეუთო მოუწოდებს ერთის მხრივ დემონსტრანტებს თავი შეიკავონ ძალადობისგან და მეორეს მხრივ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს მოქალაქეების მიერ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვა. ეუთო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლება არჩევნებისას იყო დაცული. მისია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით. იგი მიესალმება მოქალაქეების მიერ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენებას, თუმცა აღნიშნავს რომ ძალადობრივი ქმედებები მიუღებელია და მოთმენას არ ექვემდებარება.…

მეტი...

„ბრძოლა ქალაქ შუშისთვის გრძელდება“ – ნიკოლ ფაშინიანი

„ბრძოლა ქალაქ შუშისთვის გრძელდება“, – წერს სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მანამდე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვაჰრამ პოღოსიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ აზერბაიჯანის ძალები სტეპანაკერტის მისადგომებთან არიან. არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ შუშას ვეღარ აკონტროლებენ. ქალაქ შუშას დაკავების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გუშინ განაცხადა.

მეტი...

“ამ პირობებში, უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება” – თამარ გაბუნია

“ამ პირობებში უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება, რადგან ეს კვებავს ეპიდემიის მიმდინარეობას და ზრდის მატების სტიმულირებას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე საუბრისას განაცხადა. „თავშეყრები დაიწყო ცოტა ადრე, ეს არ ხდება მხოლოდ გუშინ და დღეს, ვფიქრობ კორონავირუსის შემთხვევების ამგვარი მატება უკავშირდება ქუჩის აქციებს, რადგან იქ წესი დაცული არ არის და არის აქტიური ხალხმრავლობა. ამან კიდევ ერთხელ მისცა ბიძგი იმას, რომ ჩვენ გვაქვს ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი. ამ პირობებში უკიდურესად სახიფათოა ასეთი თავშეყრის გაგრძელება, რადგან ეს კვებას ეპიდემიის მიმდინარეობს და ზრდის მატების სტიმულირებას“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ. 8 ნოემბერს…

მეტი...

“მივესალმები, რომ ადამიანები იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია” – ეუთო-ს წარმომადგენელი

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. ეუთო-ს ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედგების წინააღმდეგ თბილისში პოლიციასთან მომხდარი შეტაკებების შესახებ, ეუთო-ს სპეციალური კოორდინატორი და ეუთო-ს მოკლევადიანი საარჩევნო მისიის ხელმძღვანელი ელონა გებრეა ხოჯა და ეუთო-ს საპარალამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი პია კაუმა აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ძალადობისგან და ხელისუფლებას მოუწოდებენ, პატივი სცენ შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებას. „კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. ამავე დროს, შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში ბოლო პროტესტებს​. მივესალმები, რომ ადამიანები იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ძალადობის ფაქტები…

მეტი...

ბრძოლა, იმედი, თავისუფლება – ხატია დეკანოიძე   

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოძე ხელისუფლებას მიმართავს, ე.წ. თავების თვლას თავი დაანებოს და სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩაატაროს.    „შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არც ერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერც ერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ –  თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ“ – ასე მიმართა დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციიდან ხელისუფლებას. მისი განცხადებით, უკან დახევას არავინ აპირებს. „თქვენთან ერთად ვართ ამ ძალიან ღირსეულ და დიდ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის და…

მეტი...

ვახტანგ გომელაურმა საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 8 ნოემბერს ცესკო-სთან აქციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შსს-ს ცნობით, უცხოელ დიპლომატებს მინისტრი, ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად შეხვდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტროს მხრიდან პროაქტიულად მიეწოდათ ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. აღნიშნულ საკითხზე მათ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ. შეხვედრის დასასრულს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა…

მეტი...

„ევროპული საქართველო“ არავის მოუწოდებს, აქციაზე დარჩეს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ „კომენდანტის საათის“ პირობებში, პარტია არავის სთხოვს, რომ აქციაზე დარჩეს და თავი საფრთხეში ჩაიგდოს.   “ნოემბრის თვეში, ეპიდემიის პიკზე, როდესაც ადამიანებს ცივი წყლის ჭავლს უშვებ და მერე ეუბნები, რომ შენი დაცვა მინდა “კოვიდისგან” და ამიტომ 22:00 საათის შემდეგ გარეთ არ იყო, ეს ფარისევლობაა და “ევროპული საქართველოს” ამის შესახებ აუცილებლად იტყვის თავის განწყობებს. სხვა მხრივ, ჩვენ ვერავის დავაძალებთ ან წასვლას ან დარჩენას, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა მიიღონ” – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები, ამ წუთებში, პარლამენტის…

მეტი...

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ თ.გ.-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტზე დაკავებულებს – ა.ხ.-ს და ა.კ.-ს ბრალდება წარუდგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 6 ნოემბერს, ქ.თბილისში, ა.ხ. და ა.კ. შეხვდნენ ქ.თბილისის ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თ.გ.-ს და პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის…

მეტი...

გიორგი ვაშაძე აქციაზე არ დარჩება

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ის, კომენდანტის საათის შემდეგ აქციაზე არ იქნება და არც საკუთარ ამომრჩევლებს სთხოვს დარჩენას. „ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც აქციაზე გამოვაცხადებთ, იქნება დღეები, როცა იქნება ფართომასშტაბიანი აქციები. პირადად მე, ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, დარჩნენ აქ. ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ოპოზიციის ლიდერები, ამ წუთებში აქციაზე მიემართებიან, სადაც განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...

პარლამენტის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაწყებად ემზადებიან. პარლამენტთან სიტყვით გამომსვლელთათვის მოეწყო სცენა და დგას დასარტყამი ინსტრუმენტებიც, სავარაუდოდ დღეს მუსიკალური ნომრებიც იქნება. აქციის მხარდამჭერები ადგილზე ოპოზიციის ლიდერების მოსვლას ელოდებიან. ცნობისთვის, პარლამენტის შენობის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება.

მეტი...

„სადაც იქნება დარღვევა, ამაზე ცივილიზებულად ადეკვატური რეაგირება იქნება” – ირაკლი სესიაშვილი

“ჩვენი ოპონენტები ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. ისინი ებრძვიან არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს და ინსტიტუტებს”, – ამის შესახებ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ შემთხვევაში ინსტიტუტები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ. „სადაც იქნება დარღვევა, ამაზე ცივილიზებულად ადეკვატური რეაგირება იქნება. დაიცვან საკუთარი თავი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთს. პოლიტიკური საკითხები დიალოგით უნდა წყდებოდეს და არა იმის მცდელობით, რომ ძალის დემონსტრირება მოახდინონ. დარღვევებისთვის გათვალისწინებულია სანქციები. კანონის შესაბამისად მიუდგებიან დარღვევებს. რადიკალური ძალები ცდილობენ პროვოკაციებით და დესტაბილიზაციით ვიწროპოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიონ, იმას, რაც არ დაიმსახურეს. არჩევნები წააგეს და უნდათ, ძალადობით ფონი შექმნან, რაც ასე არ გამოვა“, – განაცხადა სესიაშვილმა.…

მეტი...

“ვისურვებდი, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს” – ილჰამ ალიევი

“ვისურვებდი, დადგეს დღე, როდესაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა ერთად იმუშავებს, როგორც მაგალითად, ამას ვაკეთებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ საქართველოსთან”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა. „შეხედეთ, რამდენი პროექტი განვავითარეთ მათთან, რამდენად მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ეს კავშირი დაფუძნებულია ისტორიულ მემკვიდრეობაზე, პრაგმატიზმე, ინტერესების ბალანსზე. რატომ არის სომხეთი იზოლირებული? ოკუპაციის გამო. თუ შეხედავთ ჩვენს ენერგეტიკულ, ან სატრანსპორტო პროექტებს, ნახავთ, რომ ისინი სომხეთთან ახლოს გადის. ჩვენი რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე მოხვედრის უმოკლესი გზა სომხეთზე გადის და ეს მათ 1990 წელს შევთავაზეთ. ვუთხარით – გაათავისუფლეთ ტერიტორიები, ავაგოთ მილსადენი, რომელიც სომხეთის გავლით ნახიჩევანში გაივლის, შემდეგ კი…

მეტი...

“არ ენდოთ პირებს, რომლებიც მერიის სახელით კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ” – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უცნობი პირები თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. როგორც მერიაში აცხადებენ, სადარბაზოების დეზინფექცია თბილისის მერიის კომპეტენციაში არ შედის. „დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ. გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მეტი...

“მე არ ვარ კანონმორჩილი, ვარ კანონის პატივისმცემელი” – ალეკო ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებულ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება იზღუდება, არ დაემორჩილება. მისივე თქმით, ეს რეგულაცია, რეალურად, ოპოზიციის დემონსტრაციის წინააღმდეგაა მიმართული და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან კავშირი არ აქვს.  “მე არ ვარ კანონმორჩილი, მე ვარ კანონის პატივისმცემელი კაცი. მე ჯერ უნდა ვეთანხმებოდე, ვაღიარებდე და სამართლიანად მიმაჩნდეს კანონი, რომ დავიცვა. ამ შეზღუდვას მე არ ვეთანხმები და არ დავიცავ, პირდაპირ ვამბობ, რადგან რა შუაშია კორონავირუსის პრევენციასთან, ვინმემ გამაგებინოს. ისეთივე აბსურდია, როგორიც ქუჩების მორეცხვა იყო – პაკაზუხა აღლუმები რომ მოაწყო კალაძემ, ცენტრალურ ქუჩებს რომ რეცხავდა…

მეტი...

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, საიდუმლო შეხვედრას, რომელიც ერთ – ერთ სახლში გაიმართა, ესწრებოდა თედო გობეჯიშვილის ორი მეგობარი. ორივე ახლა დაკავებულია და დანაშაულს არც ერთი აღიარებს. მათ ბრალი უკვე წარედგინათ. აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალი 3 მუხლით (ქრთამის შეთავაზება, ჯგუფური ძალადობა და მუქარა) აქვთ წარდგენილი. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ადვოკატები ფიქრობენ, რომ სასამართლო პროცესზე მათი დაცვისქვეშ მყოფების უდანაშაულობა დამტკიცდება. ადვოკატების თქმით, კობალაძე და ხუსკივაძე ე.წ. პოლიტპატიმრები არიან. “აქ არის სამი ფალსიფიცირებული ჩვენება, რომელზეც დგას ეს უბინძურესი საქმე – თანანაშვილის, ზაალიშვილის და ჯავახიშვილის ჩვენებები. ეს ადამიანები აცხადებენ გარდაცვლილი…

მეტი...

აქციაზე დაკავებულ პირებს, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან

ოპოზიციის აქციის დროს, სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. სამართალდამცველები ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროცესი და საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მოსამართლე, ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ოქმთან დაკავშირებით მსჯელობს.  რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამართლიანობასთან მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს.  “უკანონოა ყველა იმ ადამიანის დაკავება, რომელიც არანაირ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა. არ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და უბრალოდ, ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა პოლიციელთა მხრიდან. სიმართლე რომ ვთქვა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ სასამართლო დეტალურად გამოიკვლევს ამ გარემოებებს და სამართლიან…

მეტი...

“საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ თემებზე სასაუბროდ” – ცესკო

ცესკო გუშინ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება- ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარებული მოვლენები საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმაა, რომელიც, მათი თქმით, უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ, მათ შორის საოლქო საარჩევნო კომისიებში. “აღსანიშნავია, რომ 2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების…

მეტი...

“სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს, ეს არის ჩემი პასუხი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს. „სამწუხაროდ, ნებისმიერი თავყრილობა, ჩემთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რას დაარქმევთ, ნებისმიერი თავყრილობა ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მით უმეტს, თუ არ არის დაცული ელემენტარული წესები, ნიღაბი და დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ. კითხვაზე, „უნდა განიმარტოს თუ არა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან საპოლიციო ღონისძიებების საფრთხეები, რადგან რამდენიმე სპეციალისტი საუბრობს, რომ მათ უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, არის თუ არა საშიში წყლის ჭავლი. როგორ ფიქრობთ, მაშინ, როცა კორონავირუსის პერიოდი გვაქვს, ასევე ჩართული არიან ექიმები ამ ბრძოლაში, უნდა გააკეთონ თუ არა…

მეტი...

“დაგვანებეთ ექიმებს თავი, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ” – ამირან გამყრელიძე

“რამდენად მიზანშეწონილია საპროტესტო აქციის დაშლა წყლის  ჭავლით კორონავირუსის პირობებში” –  ამირან გამყრელიძის თქმით,  მის მიმართ ეს შეკითხვა პოლიტიკური ქვეტექსტით იყო დასმული, რაზეც პასუხის გაცემა არ ისურვა. ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ექიმების ჩათრევა არ უნდა მოხდეს, რადგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ისედაც უზარმაზარი გამოწვევის წინაშე არიან: “ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მკითხეს ეს გუშინ და მერე „გაისეირნეს“ ჩემზე კარგად. ჩვენ, ექიმები, ვართ ჩართულები ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს. პანდემია არ ჩერდება  და ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ,…

მეტი...

“გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი” – ამირან გამყრელიძე

“ჩვენ ვართ პანდემიის პერიოდში – ასეთი დიდი თავშეყრები და შემდგომ უკვე უმართავი, დაუცველი პროცესები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდას ქვეყანაში და ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის შემდეგ,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 8 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციას. მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, თუმცა დაცული უნდა იყოს ბალანსი. „მოგეხსენებათ, რომ გამოხატვის თავისუფლება ეს არის ადამიანის უფლებათა შორის ერთ-ერთი უპირველესი, მაგრამ გამოხატვის უფლებაზე უფრო მაღალი უფლება არის ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება. ამიტომ ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ეს ყველაფერი.…

მეტი...

“ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო” – გიორგი გახარია

მთავრობის მეთაური ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება, რაზეც სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, “ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცესკოს შენობის შტურმის მცდელობა და პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა – ხალხის, რომელზეც დღეს დგას ეს ქვეყანა”: “ბოლო თვეების განმავლობაში, ყველა, ვინც აქ ვართ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ვებრძვით ერთდროულად პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონში ომს და ვცდილობთ, პროცესის შემდგომი დემოკრატიზაციის ხარისხი გავზარდოთ. ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები. 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში,…

მეტი...

თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 22:00 საათამდე იმუშავებენ

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან,  საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში, 22:00-დან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება იზღუდება. ახალი რეგულაციის თანახმად, დღეიდან, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მუშაობას 22:00 საათზე შეწყვეტენ. თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, მგზავრობის დაგეგმვისას აღნიშნული გარემოებები გაითვალისწინონ და სპეციალისტების რეკომენდაციები დაიცვან.

მეტი...

“ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, სასწრაფოდ უნდა გადმოვიტანოთ სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე” – პრემიერი

“ჩვენ, ყველანი ერთად, ყოველდღიურად ვართ პროცესში, რომელსაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა ჰქვია, თითო საწოლადგილს ვითვლით ქვეყანაში, თითო სასწრაფო დახმარების ბრიგადას ვითვლით ქვეყანაში და ვზომავთ, თითოეული ექიმი სად გადავანაწილოთ და ეკონომიკურ განზომილებაში კიდევ უფრო მეტი გამოწვევებია,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლება ცდილობს, ამ ყველაფერს ისე მოერიოს, რომ ქვეყნის დემოკრატიზაციის ხარისხი კიდევ უფრო გაზარდოს. „რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მშვიდობას და დემოკრატიას ალტერნატივა არ აქვს. ყველა პროცესი, რომლის ქუჩაში გადატანის მცდელობაც იყო გუშინ, ჩვენივე ინიციატივით და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინიციატივით და მათი…

მეტი...

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებს კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ. ამასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” (TI), “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაიციამ” (GYLA) და “სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ” (ISFED) ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. არასამთავრობო სექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანამ აიცილოს უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. “2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემით ირჩევდნენ. პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ქმნიდა  წინაპირობას ახალი და შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანო უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო, დასრულებულიყო…

მეტი...

“წყლის ჭავლი გამოყენებული იყო აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე” – შსს

“წყლის ჭავლი გამოყენებული იყო იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე,” – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახაბერ საბანაძემ ჟურნალისტს განუცხადა. მისი თქმით, წყლის ჭავლი გამოიყენეს მხოლოდ აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და ცდილობდნენ ცესკო-ს შენობაში შეჭრას. „წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა იმ მიმართულებით, საიდანაც მომდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიმართ საფრთხე. იმის განსაზღვრა, სად იდგა მედიის წარმომადგენელი, მერწმუნეთ, აქციის მართვის პროცესში იყო რთული, თუმცა დამიზნებით წყლის ჭავლის გაშვება არ მომხდარა. წყლის ჭავლი გამოყენებული იქნა მხოლოდ იმ პროტესტანტების მიმართ, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელებზე და…

მეტი...

“აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს – დაკავებულია 19 პირი” – კახა საბანაძე

“გუშინ თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა პროტესტი გაცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აქციაზე გუშინ სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. „დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე პოლიცია მობილიზებული იყო და უზრუნველყოფდა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მშვიდობიანი ფორმით ჩატარებას. საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის შემდეგ მონაწილეებმა გადაინაცვლეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიდებარე ტერიტორიაზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ძალადობრივად მოანგრიეს ჯებირი, ისროდნენ ქვებს, ბლაგვ სააგნებს და სცადეს უკანონოდ შეჭრილიყვნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციულ შენობაში“, – განაცხადა საბანაძემ. როგორც…

მეტი...

“მოვუწოდებთ ოპოზიციურ პარტიებს, ნუ აჰყვებიან რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს და მოემზადონ მეორე ტურისთვის” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან რადიკალური ოპოზიციის ნაწილს და ლეგიტიმური პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში სამართლებრივ პროცედურებს მიჰყვნენ, ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. კახა კალაძემ გუშინ ცესკოსთან განვითარებული მოვლენებისას სამართალდამცავების ქმედებაც შეაფასა და განაცხადა, რომ მათ კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება  მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით შეძლეს: “გთხოვთ, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ქვეყნისა და კანონის წინაშე. მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს მაქსიმალურად რბილი ძალის გამოყენებით. ქართველმა ხალხმა 31 ოქტომბერს დააფიქსირა პოლიტიკური არჩევანი, მილიონამდე ადამიანმა ქართულ…

მეტი...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარება – არაუმეტეს 10 000 ლარი გადაეცემა, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი…

მეტი...

ღუდუშაურის კლინიკაში ღამით აქციაზე დაშავებული 7 პირი შეიყვანეს – მათგან ერთი სამართალდამცველი იყო

ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ღამით 7 პაციენტი შეიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის არცერთი მათგანი კლინიკაში აღარ იმყოფება. 2 პაციენტს ზედაპირულ ჭრილობებზე თხემზე ჭრილობა დაუმუშავდა და გაუკერეს, მათგან ერთი სამართალდამცველი იყო თავის არეში დაზიანებით. ექიმების განმარტებით, პაციენტებს შესთავაზეს კლინიკაში დარჩენა, თუმცა ყველა მათგანი საკუთარი ინიციატივით გაეწერა.

მეტი...

აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებისთვის დემონსტრაციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის საელჩო დემონსტრაციასთან დაკავშირებით ამერიკის მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. “დემონსტრაცია აშშ-ს საელჩოდან სამხრეთით, 5 წუთის სავალ მანძილზე აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს. პოლიცია ხალხმრავალი აქციის მონაწილეების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ზომებს იყენებს”, – აღნიშნულია განცხადებაში. საელჩოს ინფორმაციით, სპორადული პროტესტი შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდეს. „საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპორადული, მოკლე ვადაში გამოცხადებულ ან გამოუცხადებელ აქციებს ან პროტესტებს შესაძლოა, ადგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს. აშშ-ს სამთავრობო შემადგენლობას მიეცა რეკომენდაცია, რომ მოერიდონ აღნიშნულ ლოკაციას ან ნებისმიერ ადგილს პოლიციელთა მომრავლებული რაოდენობით, რომელიც ხალხმრავალი შეკრებისა და პოტენციური ძალადობის მანიშნებელია. რეკომენდირებულია ყურადღების გამოჩენა სადემონსტრაციო არეალის მიმდებარედ. ისინი,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 24 გარდაცვლილიდან 13 თბილისში მკურნალობდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 499 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მეტი...