“საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა” – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საბურთალოს, ბოლნისის, ხაშურის, ხულოს, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უბნების გადათვლის მიუხედავად, შედეგები უცვლელი დარჩა. რაც შეეხება ვაკის, მთაწმინდის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, გორის და გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიებს, როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, აქაც დასრულდა საჩივრების განხილვის პროცესი, თუმცა, გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოებას ხვალ ეცნობება. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომები, სადაც განიხილება განცხადება-საჩივრები კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, მათ შორის შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ გადაითვალა ერთი საარჩევნო უბნის ბიულეტენები, რის საფუძველზეც საარჩევნო…

მეტი...

ისნის საოლქო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს

ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება. აქტივისტები საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას და საჩივრების განხილვაზე დასწრებას მოითხოვდნენ, თუმცა ამის უფლება პოლიციამ მათ არ მისცა. დაკავებულები, პოლიციამ სავარაუდოდ, განყოფილებაში გადაიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან 6 პირი დააკავეს.

მეტი...

“მაჟორიტარობის კანდიდატები თვითონ არღვევენ კანონს” – ირაკლი კობახიძე

“ამ პროცესს ესწრება საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი მათ შორის არის ყველა პარტიის წევრი” – ამის შესახებ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა. როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნულ პროცედურაზე თითოეულ პარტიას ჰყავს საკუთარი წარმომადგენელი. “ამ პროცესს ესწრება საარჩევნო კოდექსით უფლებამოსილი ყველა პირი მათ შორის არის ყველა პარტიის წევრი. კომისიის წევრები არიან ყველა პარტიიდან. არიან შესაბამისი დამკვირვებლები არასამთავრობო ორგანიზაციები. საარჩევნო კოდექსი დეტალურად არეგულირებს იმას, თუ ვინ შეიძლება დაესწროს ამ პროცედურას, რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იქ შესვლა. ხომ ჰყავთ საკუთარი წარმომადგენლები, რომლებიც იქ ესწრებიან ხმების დათვლას და მათ შეუძლიათ სრული…

მეტი...

“მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ პარტიის წარმომადგენელს და ის არ შეიძლება იყოს კანდიდატი” – მამუკა მდინარაძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიის წარმომადგენელს აქვს. მან ხაზი გაუსვა, რომ კანონის მიხედვით, არ შეიძლება პარტიის წარმომადგენელი, იმავდროულად, არჩევნებში მონაწილე კანდიდატი იყოს.  “მონაწილეობის უფლება, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, აქვს მხოლოდ პარტიის წარმომადგენელს. უფრო მეტიც, პარტიის წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს კანდიდატი. კანონმდებლობა მკვეთრად განსაზღვრავს, რომ კანდიდატი არ შეიძლება იყოს წარმომადგენელი, ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები. ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ აქვთ შესვლის და მონაწილეობის უფლება, ცალსახად იტყუებიან,”-განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

მეტი...

„პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ამ გამჭვირვალობის საფუძველე ხდება მონაცემების დაზუსტება” – ირაკლი კობახიძე

“ხმების გადათვლა, როგორც ასეთი, საოლქო კომისიებში, ქართული არჩევნების ისტორიაში არასდროს არ მომხდარა. ასეთი უპრეცედენტო რამ ხდება საოლქო კომისიების დონეზე, რაც მოწმობს საარჩევნო სისტემის უპრეცედენტო ღიაობასა გამჭვირვალობას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძე ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროცესზე დასწრების უფლება ყველა შესაბამის სუბიექტს აქვს, მათ შორის შესაბამისი კომისიის წევრებს, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. „პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე და ამ გამჭვირვალობის საფუძველე ხდება მონაცემების დაზუსტება. თუ არის სადმე ხარვეზი, რომელიმე უბნის დონეზე, ეს ხარვეზები უნდა დაზუსტდეს და სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს პროცედურა“, –…

მეტი...

ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ბათუმში, იქ სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, შენობის შუშის ფასადი ჩაიმსხვრა და რამდენიმე ადამიანი დაშავდა.   საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო აქციებს მართავენ და საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას ითხოვენ. სამართალდამცველები მატ შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ, რადგან ეს მათი კომპეტენცია არ არის. საპროტესტო აქციაზე, შეხლა-შემოხლისას შენობის შუშის ფასადი ჩამოიშალა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.   შეგახსენებთ, რომ ბათუმის პარალელურად, საპროტესტო აქციები თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს ყველგან მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.   

მეტი...

ისნის საოლქო კომისიის შენობასთან დაპირისპირებისას ერთი პირი შეუძლოდ გახდა

დაპირისპირება ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან – ადგილზე მყოფი ერთ-ერთი პირი შეუძლოდ გახდა. ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციონერი ლიდერები, მათი წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ადგილზე მყოფი პირები მე-5 საარჩევნო უბანში შესვლას ითხოვენ, იქიდან გამომდინარე, რომ საჩივრების განხილვას დაესწრონ, რომელიც ამჟამად ისნის მე-5 საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და შესასვლელ ტერიტორიას იცავენ.

მეტი...

აქციის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საოლქო კომისიის შენობებთან მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა – ცესკოში განმარტეს, რომ საოლქო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლების მქონე პირების სია შეზღუდულია :  “გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების უფლებამოსილების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულ საარჩევნო სუბიექტის 1 წარმომადგენელს, ასევე, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 1 ადგილობრივ დამკვირვებელს, საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის 2 საერთაშორისო დამკვირვებელს თარჯიმანთან ერთად და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.  შესაბამისად, მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით დააკვირდნენ საოლქო საარჩევნო კომისიებთან განვითარებულ მოვლენებს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გამჭვირვალობას და საზოგადოებისთვის ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას,”…

მეტი...

“ვინც პატიოსნად, უფულოდ, ალალად, კაცურად ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მათი ხმა” – ალეკო ელისაშვილი

“მე, ვინც ხმა პატიოსნად მომცა, უფულოდ, კოორდინატორების გარეშე, ალალად, კაცურად, თბილისურად, ქალაქურად მოვიდა და ხმა მომცა, როგორ არ დავიცვა მისი ხმა? შორიდან ვუყურო როგორ აყალბებენ ამას?”, – ამის შესახებ “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ალეკო ელისაშვილი კომისიაში შესვლასა და ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობას ითხოვს, თუმცა მას საოლქო კომისიის შენობაში არ უშვებენ. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, სამართალდამცავებთან დაპირისპირების შედეგად მისი მეგობარი შალვა კარელიძე დააკავეს. “ვარ საბურთალოს ოლქში კანდიდატი, სადაც მიდის ხმის დათვლის პროცესი. აქ ამ ფანჯრებში. იქ მიდის გაყალბება, არაერთი ფაქტი დავდე ამის. მე მაქვს კანონით უფლება, რომ დავესწრო,…

მეტი...

“საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიასთან სამი პირია დაკავებული. მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაკავებულები. ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ოქმების განხილვის პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეებს, პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა.

მეტი...

„მონებო“, „გამყალბებლებო,“ „ქურდებო“ – საოლქო კომისიასთან ტომრით კარტოფილი მიიტანეს, პროტესტი გრძელდება

ისნის, გლდანისა და ვაკის საოლქო საარჩევო კომისიასთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის გაწევ-გამოწევა და ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ოპოზიციური პარტიების ლიდერები, წარმომადგენლები და აქტივისტები სხდომაზე დასწრებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები კი მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ ძლებენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ რომ იმ სხდომას, სადაც მათი საარჩევნო ხმების საკითხი იხილება, თავადაც უნდა ესწრებოდნენ, თუმცა, ამის საშუალებას არ აძლევენ. „მე ვარ მოქმედი დეპუტატი და მაქვს უფლება დავესწრო სხდომას, მაგრამ არ მაძლევენ საშუალებას“ – აცხადებს პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე. „სხდომაზე ოპოზიციური პარტიების საჩივრების განხილვა მიმდინარეობს და ჩვენი კანონიერი უფლებაა, საჩივრების განხილვას დავესწროთ“ – აცხადებს…

მეტი...

„ოპოზიციას ფეხებზე გვკიდია მანდატები“ – საბურთალოზე საოლქო კომისიასთან დაპირისპირებაა

ამ წუთებში, საბურთალოზე საოლქო კომისიასთან ერთმანეთს აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. კომისიასთან, სადაც საჩივრების განხილვა იწყება, პარტია “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილს, ოპოზიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ქურდებო“, „ოპოზიციას ფეხებზე გვკიდია მანდატები“ – სკანირებენ აქციის მონაწილეები. ალეკო ელისაშვილი კომისიაში შესვლას ითხოვს: „არ მოვეშვები ამათ, ესენი არიან ქურდები,“ – აცხადებს ალეკო ელისაშვილი. აქციაზე მივიდა ლევან ხაბეიშვილიც: “ვისგან იცავთ ადმინისტრაციულ შენობას, კრიმინალი ვარ და არ მიშვებთ? სად არის ბადრი ესაბუა?”, – მიმართა სამართალდამცავებს ლევან ხაბეიშვილმა. კომისიის შენობასთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

მეტი...

„ქართული ოცნება“ მზად არის მეორე ტურში სამართლიან ბრძოლაში ჩაერთოს – არჩილ თალაკვაძე

“მათ იციან წინასწარ, რომ დიდი ალბათობით წააგებენ მეორე ტურებსაც, ამიტომ თავს იზღვევენ დღეს და ამბობენ, რომ მეორე ტურში არ მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის კაპიტულაცია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, არჩევნებში არალეგიტიმური ჩარევა სწორედ „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოხდა. „როდესაც ისინი საუბრობენ არალეგიტიმურ ჩარევაზე, რაიმე ტიპის დარღვევებზე, პირველ რიგში, არალეგიტიმური ჩარევა ამ არჩევნებში მოხდა სწორედ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. სააკაშვილი, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქე, ადამიანი, რომელიც პასუხისგებაში არის მიცემული, არის მსჯავრდებული და ძებნილი, ის ჩაერია, პრაქტიკულად, საქართველოს საარჩევნო პროცესში კანონის დარღვევით, შესაბამისად,…

მეტი...

ცესკო მხარეებს მიმართავს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო კომისიებს შემაჯამებელი ოქმების გადათვლის პროცესის მშვიდ გარემოში განხორციელებაში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზე, რაც საჩივრების განხილვას უკავშირდება. ცესკო-ს წევრის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ გუშინ გააკეთა განცხადება ჩართულ მხარეებთან შეხვედრაზე, რომ ნებისმიერ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება შეიცავდეს კითხვის ნიშნებს მონაცემებში არსებული შესაძლო სერიოზული შეცდომების შესახებ, იქნებოდა განხილული მაღალი პროფესიული სტანდარტით და ყველა უფლებამოსილი მხარის მონაწილეობით. „ცნობილია, რომ ცესკო-ს უფლებამოსილებას აღემატება საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებში და მათ დისკრეციულ უფლებამოსილებებში ჩარევა. თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მიაწოდა რეკომენდაცია და გააცნო ცესკო-ს ცალსახა პოზიცია საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ ის შემაჯამებელი…

მეტი...

“აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ შვიდ სოფელზე დაამყარა კონტროლი” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის კიდევ შვიდ სოფელზე დაამყარა კონტორლი. ეს სოფლები ჯაბრაილის, ზენგილანისა და გუბადლის რაიონებში მდებარეობს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

მეტი...

პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტში მერაბ ოქრიაშვილის დაჭრის ფაქტზე მისივე ნათესავი, ბონდო ოქრიაშვილი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ბ.ო. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი ნათესავი, დმანისის საკრებულოს თავმჯდომარე 1966 წელს დაბადებული მ.ო. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს – ქვეყანა არიოს” – მამუკა მდინარაძე

მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ეს ქვეყანა არისო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „როცა უნდა მიხეილ სააკაშვილს და მის თანაგუნდელებს კოვიდი არის უდიდესი პრობლემა, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება და როცა სჭირდებათ, კოვიდი პრობლემა აღარ არის, იმიტომ, რომ იქნება 500 კაცით მეტი მოვიდეს აქციაზე. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ხალხიც არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს და მათ რიგს ახლა მიხეილ სააკაშვილი შეუერთდა იმიტომ, რომ ოღონდ 300-600 ადამიანით მეტი მივიდეს მათ აქციაზე ქვეყნის ასარევად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. მიხეილ სააკაშვილის თქმით, კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ გადაიტანა და მოქალაქეებს ოპოზიციის აქციაზე…

მეტი...

“დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია – არჩევნების შედეგების მიუხედავად” – არჩილ თალაკვაძე

„დღეს ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია, არჩევნების შედეგების მიუხედავად და ამ ოპოზიციაში გვყავს ისეთი ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიული არის მხოლოდ ის არჩევნები, სადაც ისინი გაიმარჯვებენ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განცხადა. არჩილ თალაკვაძემ 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველოს ახალი პარლამენტი პლურალისტური, პოლიტიკურად უფრო სტაბილური და მრავალფეროვანი ყოფილიყო, მმართველმა გუნდმა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარა. „ეს რეფორმები გატარდა საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, შემდეგ ჩვენ შევცვალეთ საარჩევნო სისტემა – პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შეცვალა…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:04 საათზე მოხდა და 3.5 მაგნიტუდის სიდიდის იყო. მიწისძვრის ეპიცენტრი ონთან, სოფელ ხარისთვალთან იყო.

მეტი...

„თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები გამოიცვლება და აღნიშნული სამუშაოები 5 ნოემბერს, 00:00-დან 07:00 საათამდე პერიოდში იწარმოებს. მათივე ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მეტეხის გვირაბი ჩაიკეტება, რის გამოც, ავტომობილების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება.

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოს რამდენიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

“თბილისის საქალაქო სასამართლოში დასაქმებულ რამდენიმე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა”, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით, სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან. „ქვეყანაში კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით სასამართლო მომხმარებელს მიმართავს მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყველა სახის კორესპონდენციის წარმოდგენის მიზნით სასამართლოში ვიზიტისაგან. მოვუწოდებთ, სასამართლოს ვიზიტორებს და პროცესის მონაწილე მხარეებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გადაუდებელი აუცილებლობის გარდა შეზღუდონ ზემოთხსენებული მიზნით, სასამართლოში ვიზიტები“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ არჩევნები გააყალბა, “ფეიკია” – მამუკა მდინარაძე

“დღეს ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის გენერალურმა დირექტორმა იკადრა და სოციალურ ქსელში გაავრცელა ფეიკი იმის შესახებ, რომ თითქოს ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ ოპოზიციამ გააყალბა არჩევნები”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ნიკა გვარამიამ დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან კობახიძეს მსგავსი რამ არც უთქვამს. „მსგავსი არ ყოფილა და მსგავსი კი არ ყოფილა, მიმსგავსებული განცხადებაც, რომლიდანაც შეიძლებოდა ეს გვეგულისხმა, ასეთი განცხადებაც კი არ გაკეთებულა. ამიტომ უდიდესი სიბუნძურეა, როდესაც საზოგადოებას ატყუებ მარტივი ფეიკებით, ოღონდ საღამომდე შეიძლება ვიღაცას დააჯერო და ხვალ რა იქნება იმას აღარ ფიქრობ“, – განაცხადა მდინარაძემ.

მეტი...

„კოვიდ სასტუმროში“ 60 წლის ქალი გარდაიცვალა

ერთ-ერთ ე.წ. კოვიდ სასტიმროში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. ადგილზე სამართალდამცველები იყოფებიან. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს სათანადო ყურადღება არ მიაქციეს. მათივე თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დროულად არ მოახდინა პაციენტის გადაყვანა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილ პაციენტს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. “კოვიდ-სასტუმროში” ამ დრომდე განმარტებას არ აკეთებენ.

მეტი...

“სამედიცინო პერსონალში, დილის მონაცემით 209 შემთხვევა გვაქვს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღის მიმდინარეობა მძაფრდება. მისივე თქმით, საქართველოში შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებები ძლიერდება. „რაც შეეხება ევროპის რეგიონს, თითქმის ყველა ქვეყანაში სიტუაცია და მეორე ტალღის მიმდინარეობა უფრო და უფრო მძაფრდება. ამის გამო, მთელმა რიგმა ქვეყნებმა მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები შემოიღეს. საქართველოშიც ამ მხრივ, თანდათან ვაძლიერებთ სხვადასხვა შემზღუდავ ღონისძიებებს პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება. „მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომ მეტი სიფრთხილით იყვნენ. ისევ მოიმატა ინფიცირების შემთხვევებმა სამედიცინო პერსონალში. დღევანდელი დილის მონაცემით…

მეტი...

“კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრეფს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გლობალურად ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ დაძაბულია. სწორედ ამიტომ, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მეტი ყურადღებაა საჭირო, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე საზოგადოების მხრიდან. „გლობალურად და რეგიონალურად ვითარება კვლავ დაძაბულია, კორონავირუსული ინფექცია უკან არ იხევს. პირიქით, ძალებს იკრეფს. ამიტომ, მეტი ყურადღებაა საჭირო ყველას მხრიდან, როგორც სახელმწიფოს, სამედიცინო სფეროს, ისე მოსახლეობის მხრიდან, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ მეტად უჩვეულო გამოწვევას, რომლის წინაშეც არის მთელი გლობალური სამყარო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.

მეტი...

“უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა” – NDI

შედეგების ოქმებში ხარვეზებმა, საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ შესაძლო დაშინების თაობაზე გავრცელებულმა ინფორმაციამ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მუდმივმა განცდამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკანონმდებლო ბაზის და ადმინისტრაციული პროცედურების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები გადაფარა, – ამის შესახებ „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშშია ნათქვამი. მათივე თქმით, პირველი ტურის შედეგების შეჯამებისა და 21 ნოემბერს დაგეგმილი მეორე ტურისთვის მზადების ფონზე, არჩევნების პროცესში გაჩენილი ეჭვების საპასუხოდ, ასევე საარჩევნო პროცესისა და საბოლოო შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობის გასაზრდელად, მთავრობის ლიდერებსა და საარჩევნო ადმინისტრაციას საგანგებო ნაბიჯების გადადგმა დასჭირდებათ. „არჩევნების დღეს…

მეტი...

“ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე” – გუბაზ სანიკიძე

“ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ პარლამენტში და მე გარეთ დავრჩე, რადგან მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, განაცხადა. მან არ გამორიცხა, რომელიმე პარტია შევიდეს პარლამენტში, თუმცა ამასთანავე, გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში შეყვანის მიზნით მოლაპარაკებებს უფრო მეტად კონკრეტულ ინდივიდებთან აწარმოებდეს და არა პოლიტიკურ პარტიებთან. „მე იმ გადაცემაში ბოლოში მოვაწერე ხელი და ერთი წინადადება ვთქვი: „ამ ხელმოწერას დიდი გამოცდა ელის!“ ისე არ აღმოჩნდეს, რომ სხვები შევიდნენ და მე გარეთ დავრჩე იმიტომ, რომ მე შესვლას არც ერთ ვარიანტში არ ვაპირებ. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა და ვისაც…

მეტი...

„ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს“ – ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციამ გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტში არ შევა, ირაკლი კობახიძის განცხადებები და თავად კობახიძე კი ბოდვის რეჟიმში იმყოფება. “ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს, ბოდავს. ჩვენ ძალიან კონკრეტულად და ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში. ზოგადად, ოპოზიცია უარს ამბობს მეორე ტურში გასვლასა და საპარლამენტო მანდატებზე იმ არალეგიტიმურობის გამო, რომელიც მომავალ პარლამენტს ექნება. კაცი, რომელიც ამბობს რომ არჩევნები ოპოზიციამ გააყალბა იმ მოტივით რომ ეს ჩვენთვის დაებრალებინათ და მეორე ტურისთვის ჩუმად ემზადებიანო, ამას ვერაფერს დავარქმევ გარდა ბოდვისა” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.  შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის…

მეტი...

“დაკავებულია 20 პირი, რომლებიც კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ” – შსს

ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, უპრეცენდენტო საერთაშორისო საპოლიციო ოპერაცია- 2BaGoldMule ჩატარდა. ოპერაციაში ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დაკავებულ იქნა კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოპერაციას წინ უძღოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-ისა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით. „ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით…

მეტი...

„მონა ხარ მონა“ – ხმაური „ახმეტელის“ მეტროსთან

ხმაური იყო გლდანში, ახმეტელის მეტროსთან, სადაც ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მაშინ, როცა ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან ერთად მოსახლეობას ესაუბრებოდა იმის თაობაზე, რომ კვირას 15:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე უნდა მისულიყვნენ, მელიასთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ აღნიშნული პირი ადგილიდან გაიყვანა. თავად ნიკა მელიამ კი ადგილზე მყოფ პოლიციას მიმართა, სად იყვნენ მაშინ, როცა არჩევნების დღეს გლდანში ინციდენტი მოხდა, რასაც ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „მონა ხარ, მონა, დადექი ხალხის მხარეს,“ – ასე მიმართეს აქციის მონაწილეებმა სამართალდამცავებს. „ბატონი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვინმე მჟავია და კიდევ ვიღაც, რომლის…

მეტი...

„ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა“ – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე,  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება. „ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი არ ვარგა  და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, უკვე დარწმუნებული ვართ, რომ ეს ასე არ იქნება“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცესკოს თავმჯდომარე ჯილდოს იმსახურებს. შეგახსენებთ, რომ იმ პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებმაც არსებული ბარიერი გადალახეს და პარლამენტში მოხვდნენ, შეთანხება გააფორმეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში არ შევლენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.  

მეტი...

„ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის” – ნიკა მელია

“როგორც ჩანს, ბატონ კობახიძეს სუს-მა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიების შტაბებში და ოფისებში ხალხმრავლობაა და ჩათვალა, რომ ეს არჩევნების მეორე ტურისთვის მზადყოფნაა”,- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. მელია განმარტავს, თუ რატომაა ოპოზიციის შტაბებში ხალხმრავლობა. „ეს არის მზადება, მაგრამ ვემზადებით კვირა დღისთვის, რომ კვირას, 15:00 საათზე ვიყოთ ძალიან ბევრნი და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. ესაა, რაც ხდება ჩვენს შტაბებში“,- განაცხადა მელიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიციას კახეთში, ზუგდიდსა და თბილისის რამდენიმე ოლქში მეორე ტურისთვის…

მეტი...

სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე თავად დაწერა. სამადაშვილის თქმით, დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თვითიზოლაციაში იმყოფება.

მეტი...

“როდესაც მიხეილ სააკაშვილი და სანდრო ბრეგაძე ერთად იბრძვიან ხმების დაცვისთვის, ეს მიანიშნებს ყველაფერზე” – ირაკლი კობახიძე

“სანდრო ბრეგაძეებს, მიხეილ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ქართული მარშის“ განცხადებებთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, „სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყანა არ არის“. „როდესაც მიხეილ სააკაშვილი და სანდრო ბრეგაძე ერთად იბრძვიან ხმების დაცვისთვის, ეს მიანიშნებს ყველაფერზე. საიდან მომდინარეობს ასეთი სცენარები, ამაზე შეგიძლიათ იმსჯელოთ. სანდრო ბრეგაძის და მიხეილ სააკაშვილის ასარევი ეს ქვეყანა არ არის. აქ დგას ხელისუფლება და სანდრო ბრეგაძეებს, მიხეილ სააკაშვილებს მკაცრი პასუხი გაეცემათ“, – განაცხადა კობახიძემ. „ქართული მარში“ აცხადებს, რომ არჩევნებზე იმაზე მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე ცესკო-ს მონაცემებშია…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭოს ონლაინსხდომაზე საქართველოში არსებული ეპიდვითრება და მსოფლიოში ინფიცირების მზარდი სტატისტიკა განიხილეს

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დღეიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც; ასევე რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ხვალიდან მუნიციპალური საბავშვო ბაღები დროებით დაიხურება, თუმცა ისევე, როგორც მანამდე, ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა საკვებით უზრუნველყოფა გაგრძელდება. აღნიშნული…

მეტი...

„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები და ამტკიცებენ, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია” – ცესკო

მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ არ აყვნენ დეზინფორმაციას, ამასთან გვინდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივმართოთ, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროს დაეყრდნონ,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კალადარიშვილმა ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დეზინფორმაციის გავრცელებას აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი „გაყალბებული ოქმები“. „სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები და ამტკიცებენ, რომ კონკრეტული შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარების კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება. მაგალითისთვის მოგიყვანთ…

მეტი...