მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება

  •  

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს. არსებული ცნობით, COVID-19 მიხეილ ჩხენკელის ოჯახის წევრს დაუდასტურდა.

სამინისტროს ცნობითვე, მინისტრი თავს კარგად გრძნობს, არ აღენიშნება სიმპტომები და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს. 

მსგავსი თემები