„ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება“- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა არჩევნების მეორე ტურში უპირატესობა მოიპოვა.  კობახიძემ განცხადება საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გააკეთა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის ანალოგიურად, სამწუხაროდ, ოპოზიციამ ამჯერადაც უარი თქვა მეორე ტურში მონაწილეობაზე. თუმცა, მიუხედავად ოპოზიციის საბოტაჟისა, ნახევარ მილიონზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ დღეს გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და გამოცხადდა საარჩევნო უბნებზე. ჩვენ გვაქვს კენჭისყრის წინასწარი მონაცემები. როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ 17-ვე კანდიდატმა მოიპოვა სადეპუტატო მანდატები. შესაბამისად, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90  დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. ოპოზიციურ პარტიებსა და ბლოკებს შორის კი, მანდატები შემდეგი…

მეტი...

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 20.74% მივიდა

საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17:00 საათის მონაცემებით 20.74 % შეადგინა. მუნიციპალიტეტების მიხედვით კი აქტივობა შემდეგია: კახეთშია -26,2%, ყველაზე დაბალი – დედაქალაქში – 17.5%; შიდა ქართლში ფიქსირდება – 25.9%, მცხეთა-მთიანეთი – 24.7%, აჭარა – 24.1%, სამეგრელო – ზემო სვანეთი -22.7%, ქვემო ქართლი – 22.2%, იმერეთი 21.6%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს – მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ 17.8% შეადგინა, ვაკეში – 17.5%, საბურთალო – 17%, ისანი – 16.9%, სამგორი – 18.3%, დიდუბე, ჩუღურეთი – 20.2%. ნაძალადევი – 16%, გლდანი – 16.6%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი – 26.2%, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი – 24.7%, რუსთავი,…

მეტი...

ოკუპანტებმა ზარდიანთკარში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკართან  საქართველოს მოაქალაქე დააკავეს. ინფორმაციას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას“ – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა

მონაზონი შიო (სანიტაშვილი) „კოვიდ 19“-მს იმსხვერპლა. მონაზონი ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოში ადასტურებენ. სასულიერო პირი დღეს გარდაიცვალა. “კოვიდ 19”-მ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარეც იმსხვერპლა.

მეტი...

15:00 საათის მონაცემებით, უბნებზე აქტივობა საკმაოდ დაბალია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16,47%-ს შეადგენს.  ცესკოს ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა კახეთშია – 21%, შიდა ქართლში ფიქსირდება – 20. 6%, მცხეთა-მთიანეთში – 19.7%, აჭარაში – 18.8%, სამეგრელო – ზემო სვანეთში -18.6%, ქვემო ქართლში – 17.6%, იმერეთში – 17.2%, თბილისში – 13,9%. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს – მთაწმინდაზე ამომრჩეველთა აქტივობამ – 14.1% შეადგინა, ვაკეში – 13.7%, ისანში – 13.3%, საბურთალოზე – 13.3%, სამგორში – 14.7%, დიდუბე- ჩუღურეთში – 15.8%. ნაძალადევში – 12.6%, გლდანში – 13.5%, თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხში…

მეტი...

„როგორც კი წითელ ხაზს გადაკვეთენ“… მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაყენებული წინადადება და ულტიმატუმის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს. როგორც მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, ამ შემთხვევაში დიალოგი ვერ შედგება.     „თუ მათი რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია“ – აცხადებს მდინარაძე. მისი შეფასებით, როგორც კი დღის წესრიგიდან ულტიმატუმის თემა მოიხსნება, მმართველო გუნდის მხრიდან შემხვედრი წინადადებებიც გაჩნდება. „ყველა კარგად ხედავს, რომ „ფასილიტატორი“ ელჩები ძალისხმევას არ იშურებენ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მესამე ეტაპი უკვე იყოს შედეგიანი. ჩვენ ვხედავთ მათ შესაბამის მოქმედებებს, ისინი უკვე ცალ-ცალკე ხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს. მგონი, ყველასთვის ცხადია ამ…

მეტი...

„ოპოზიცია ფარულად მხარდამჭერების მობილიზებას აცხადებს“ – მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის ქმედება და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავებულია. მისი თქმით, ისინი აცხადებენ რომ არჩევნებში არ მონაწილეობენ, თუმცა, მხარდამჭერთა მობილიზებას მაინც ახდენენ. „ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად. შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლებიც. ასევე შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც. აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა მათ მაშინაც, საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით, მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ…

მეტი...

ბოლო 24 საათში 3 000-ზე მეტი „კოვიდ დადასტურებული“ გამოჯანმრთელდა

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც შენარჩუნებულია პოზიტიური დინამიკა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  81 783-მდე. რაც შეეხება  ინფიცირების 3 824 ახალი შემთხვევას, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 247 შემთხვევა, აჭარაში – 742, იმერეთში – 609, ქვემო ქართლში – 214, შიდა ქართლში – 197, გურიაში – 157, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 319, კახეთში – 150, მცხეთა-მთიანეთში – 96, სამცხე-ჯავახეთში – 63, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი – 30.

მეტი...

24 საათში „კოვიდ 19“-ის  3 824 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 851 პირი „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა“  – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მეტი...

„ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, მგონია, ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად “ – კახა კალაძე

თბილისის მერი აცხადებს, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. შესაბამისად, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მას იმედი აქვს რომ ოპოზიცია გონივრულად იმოქმედებს და სწორ ნაბიჯს გადადგამს. „იცით, მოლაპარაკებები დაწყებულია და პროცესში ჩართულები არიან „ფასილიტატორები“, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ოპოზიცია იმოქმედებს გონივრულად, შევლენ პარლამენტში და პარლამენტიდან გაგრძელდება მუშაობა, ხელახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ოპოზიციურ გუნდში არიან გარკვეული სუბიექტები, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე ფიქრობენ. „იმედი მაქვს, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნება, ოპოზიცია შევა პარლამენტში და იქიდან გააგრძელებენ მუშაობას. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება…

მეტი...

„ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და 2020-ის პარლამენტი მრავალპარტიული და ეფექტური იქნება. აღნიშნული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანთან გააკეთა. „მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი პარლამენტი,  მრავალპარტიული.  ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის კრიზისიდან და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, რომ…

მეტი...

„ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,“ – დავით სერგეენკო

„ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,“ – დავით სერგეენკო ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ნამდვილად არ იქნება კარგი, თუ პარამენტში ოპოზიცია არ შევა. მას იმედი აქვს, რომ მოლაპარაკების შედეგად გარკვეული პოზიციები შეიცვლება.    „ოპოზიციამ დაკარგა იმის შანსი, რომ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოეგო. თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციულით სიები თ და თუკი ამ დღეების განმავლობაში მოხერხდება ამ მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,“ – განაცხადა სერგეენკომ.

მეტი...

“უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, უნდა ვისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება” – გიორგი გახარია

„დასრულდეს საარჩევნო პროცესი და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში’ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საკუთარი არჩევანის გაკეთების შემდეგ გააკეთა. „მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი“ – აღნიშნა გახარიამ. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში, პარლამენტში. „მეორე ტურში, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს საარჩევნო პროცესი, ყველა პოლიტიკოსს, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პანდემიის დროს, როგორც პირველ, ასევე…

მეტი...

დავით სერგეენკომ არჩევნებში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა

“ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ, არჩევნებში საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.  მისი განცხადებით, მან არჩევანი იმ ქვეყნის სასარგებლოდ გააკეთა, რომელიც შეძლებს, რომ სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში, ქვეყნის განვითარებისთვის იმუშაოს.  დავით სერგეენკომ ოპოზიციის ბოიკოტზეც ისაუბრა. “თუ ისე მოხდა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ეს ნამდვილად არ იქნება ნორმალური ვითარება. დღეს ოპოზიციამ უკვე დაკარგა იმის შანსი, რომ მეორე ტურში მაჟორიტარული არჩევნები მოეგო. თუმცა, რჩება შესაძლებლობა პროპორციული სიებით და თუკი ამ დროის განმავლობაში მოლაპარაკებებში თანხმობის მიღწევა მოხდება, ოპოზიციას კიდევ აქვს შანსი, საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა,” – აცხადებს დავით სერგეენკო. 

მეტი...

საერთო ოპოზიციურ ფორმატში დღეს არც ერთი აქცია არ გაიმართება

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არც ერთი აქცია არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს. მათი თქმით, არჩევნების მეორე ტურს პროტესტს იგნორირებით გამოუცხადებენ. „ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ, საერთო აზრი წამოვიდა, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ამ დღის“, – განაცხადა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური…

მეტი...

ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. კენჭისყრის პროცესის დაწყებისა და არჩევნების მიმდინარეობის შესახებ მედიას ინფორმაცია ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა მიაწოდა. „17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება და ასევე ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება. დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის გადაეცემათ ერთი ბიულეტენი, ქუთაისში კი, სადაც ასევე ტარდება მერის რიგგარეშე არჩევნები, ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ. ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე უნდა იმყოფებოდეს…

მეტი...

დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

დღეს 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური იმართება ასევე ქუთაისში. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატებს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილი  და ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები უპირისპირდებიან. თუმცა ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს და იგივეს მოუწოდებს თავის ამომრჩეველსაც. მეორე ტურში გასული კანდიდატების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: №1 – მთაწმინდა, კრწანისის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქი – №2 – შალვა შავგულიძე და №41 – ბექა ოდიშარია ხვდებიან. №2 – ვაკე – №2 – ელენე ხოშტარია, №41 – ნოდარ ტურძელაძე. №3…

მეტი...