აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მკვდარმა სულებმა მიიღეს    

ტრამპი თუ ბაიდენი – ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. უკვე დადასტურდა რომ პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა ათასობით გარდაცვლილმა მიიღო.      აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, საპრეზიდენტო არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.   „მატულობს მტკიცებულებები, რომლებიც ამომრჩეველთა მონაცემებით თაღლითობას მოწმობს. მათ შორის, 20 000 მკვდარი სული აღმოჩნდა პენსილვანიის ამომრჩეველთა სიებში და კიდევ მრავალი ათასი ასეთი ფაქტი იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით.  ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ხმების ხელოვნური რაოდენობაა“ , – აცხადებს დონალდ ტრამპი. ცნობილია, რომ  ათასობით დაუთვლელი ბიულეტენი აღმოჩნდა ჯორჯიის შტატში.

მეტი...

თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობა გართულდა და კლინიკაში გადაიყვანეს

„პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის“ გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული ინფექციონისტი კლინიკაში გადაიყვანეს.   “თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია.ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა. აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ- ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია. იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს – იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა. მას გადაესხა ანტივირუსული…

მეტი...

საქართველოდან ევროკავშირში კატისა და ძაღლის საკვებს გაიტანენ

ევროკავშირმა საქართველოდან შინაური ცხოველების საკვების ექსპორტი დაუშვა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და   საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ცხოველების საკვების შეტანა ნებადართულია. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ  შეთანხმების  (DCFTA) ფარგლებში,   ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები,რომლებიც     ევროკომისიის სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, საქართველოში სპეციალური  ვიზიტისას დადებითად შეაფასა.  კანონმდებლობის ფარგლებში განისაზღვრა ექსპორტის განხორციელების ტექნიკური პროცედურები, იმის შესახებ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საწარმო. ევროკავშირის ბაზარზე ასევე ნებადართულია ქართული…

მეტი...

პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა – დაკავებულია 1 პირი

პოლიციამ რუსთავში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა, ცხელ კვალზე დაკავებულია 1 პირი. გამოძების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცმა 16 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილი 3 ავტომობილი გაქურდა, ამავე დღეს ბრალდებულმა ასევე რუსთავში ერთი-ერთი მოქალაქის ბინის აივნიდან ელექტროხელსაწყოები მოიპარა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

“ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში” – კახა კალაძე ოპოზიციას

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმგვარი ხარვეზები, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას ერთნაირად ეკისრება. კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ პარლამენტის ტრიბუნებიდან, ერთობლივად გაუმკლავდნენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.  “2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი. მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები.იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და…

მეტი...

„ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული“ – დავით ჭიჭინაძე

„ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ სულ აღარ დასჭირდება პოლიტიკური ძალები, ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. პოლიტიკოსი თვლის, რომ ეკონომიკური კრიზისი ხალხს ქუჩაში გაიყვანს: „ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ჭიჭინაძე აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს,  ელისაშვილი, ბოკერია, ან ბურჯანაძე. ხალხი არ აღიარებს იმ მოცემულობას რასაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს. ხალხი ვეღარ ხედავს „ ოცნებასთან“ ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზას და აღარ ენდობა მათ. ხალხშია ცვლილებების მოთხოვნა, ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ამიტომ, სწორედაც რომ,  ხალხს ვეღარ გააჩერებენ, თუ…

მეტი...

“მაიკ პომპეოს ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობისა” – კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვისას, აღნიშნა რომ პომპეოსა და მისი მეუღლის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, იმისა რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული ახლო, სტრატეგიული პარტნიორობაა. როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ამაყობს, რომ უმასპინძლა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს და ქალბატონ პომპეოს საქართველოში. “სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩამოვიდა საქართველოში, რათა გამოეხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს არჩევანის მტკიცე მხარდაჭერა, გაღრმავდეს ევროატლანტიკური კავშირები, და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის ფონზე. ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზი გაუსვა ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები-დამოუკიდებლობა, პატივისცემა, ტოლერანტობა და თავისუფლება ქმნის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის…

მეტი...

სვირში მამაკაცმა ინტერნეტის ანძები გადაწვა – მოტივად “დასხივებას” ასახელებს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ადგილობრივმა მამაკაცმა ინტერნეტის გადამცემ ე.წ. ანძა გადაწვა. ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა „სილქნეტის“ და „ბილაინის“ მოწყობილობები იყო განთავსებული. როგორც მამაკაცი აღნიშნავს, ანძები მის სახლთან ახლოს მდებარეობდა და გამოსხივება ჰქონდა: „ამბობდა, რომ მასხივებსო. არ ვიცით, რეალურად, რატომ გააკეთა. ახლა ინტერნეტი ცუდად მუშაობს“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. მომხდარის გამო მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიწოდება მინიმალურად შეიზღუდა, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და ხარვეზი მალე სრულად გამოსწორდება. 50 წლამდე მამაკაცი პოლიციამ დააკავა. შსს-ში აღნიშნეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას, ან…

მეტი...

ბათუმში “ლელოს” წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

ბათუმში, “ლელოს” წარმომადგენლებს ერთ-ერთ მშენებარე კორპუსთან თავს დაესხნენ. ისინი ახლდნენ მოქალაქეს, რომელსაც ამ სამშენებლო კომპანიასთან გარკვეული პრობლემა ჰქონდა. როგორც “ლელოს” წევრები აცხადებენ, სამშენებლო კომპანია “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანს, გიორგი მანველიძის ოჯახს ეკუთვნის, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია და, ამასთან, “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობს. მათივე თქმით, თავდამსხმელები გიორგი მანველიძის ოჯახის წევრები არიან. “ლელოს” წარმომადგენლები, ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. 

მეტი...

“ელჩი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრყვია, რომ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს პატივს არ სცემს” – გიგა ბოკერია

“ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს”,- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აშშ- ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებას, რომელიც ფილიპ რიკერისა და ოპოზიციის შეხვედრას ეხებოდა. ბოკერიას თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან დამატებითი შეხვედრა სურდათ. “ამ სისულელეზე სერიოზულ პასუხს ვერ გაგცემთ. ბატონი ბაქრაძე ისეთი უტიფარი და ბრიყვია, რომ ასეთ სისულელეს ამბობს და საკუთარ თავს არ სცემს პატივს. მათ უნდოდათ დამატებითი გასაუბრება საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, ამისთვის გაკეთდა ეს შეხვედრა. რაც მოხდა, იმისთვის იყო ეს შეხვედრა”,- განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, შეკითხვაზე,…

მეტი...

როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. მათივე ინფორმაციით, საქმე ეხება მომჩივან ციცინო შავაძის მეუღლის, ყოფილი სამხედრო მოსამსახურე როინ შავაძის, გარდაცვალების ფაქტს. მომჩივნის დავა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე შეეხებოდა მისი მეუღლის წამებით მოკვლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ 2008 წელს და აღნიშნული ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას. „კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა როინ შავაძე ბათუმში ნარკოტიკული დანაშაულის…

მეტი...

“დებატებზე უარი სრულ კაპიტულაციად აღიქმება” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას დებატებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ სთავაზობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მათ მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ სატელევიზიო დებატებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დებატებზე უარის თქმა, სრულ კაპიტულაციად აღიქმება.  “ჩვენ ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია “რუსთავი 2” დღესაც მზად არის ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. თუმცა, სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავ თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და სხვადასხვა საბაბს იგონებს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით. მათ, ასევე, სხვადასხვა საბაბით აარიდეს თავი უბნების გადათვლას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან სიმართლეს და მონაწილეობა მიიღონ ჯანსაღ სატელევიზიო დებატებში.…

მეტი...

“ოპოზიცია უარს ამბობს ყველა ცივილიზებული მეთოდის გამოყენებაზე” – ანრი ოხანაშვილი

​”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციამ უარი უნდა თქვას ჩაფიქრებულ რევოლუციურ სცენარზე და პოლიტიკური პაექრობისთვის საპარლამენტო ტრიბუნა უნდა გამოიყენოს.  მისივე თქმით, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 2003 წლის რევოლუციის გათამაშება უნდოდა, რაც არ გამოუვიდა.  “ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სცენარი წინასწარ იყო გაწერილი და გადიოდა რევოლუციაზე. მათ უნდოდათ 2003 წლის გათამაშება, ეს არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. არჩევნები ლეგიტიმურია, ამიტომ, ყველა უნდა მოემზადოს, ერთი მხრივ, მეორე ტურისთვის და მეორე მხრივ, პარლამენტში შესვლისთვის, რათა იქ პოლიტიკურად მოხდეს პაექრობა. მიიღონ მონაწილეობა, არავინ არ გაურბის არც დებატებს, არც პაექრობას, ამისთვის არის…

მეტი...

„იქნება „ცოცხალი ჯაჭვი“ და მშვიდობიანი აქცია – ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია 21 ნოემბრისთვის, 2020-ის არჩევნების მეორე ტურისთვის  განსაკუთრებულად ემზადება. როგორც ცნობილია, იგეგმება აქცია – „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელიც ყველა საარჩევნო უბანს მოიცავს. აქციის დასაგეგმად ოპოზიციის ლიდერები დღეს შეიკრიბნებ. მათი განცხადებით, „ცოცხალი ჯაჭვი“ მდუმარე და მშვიდობიანი იქნება. „ვიმსჯელეთ 21 ნოემბერს ჩასატარებელ აქციებზე. ამ ეტაპზე შევჯერდით, რომ ეს სავარაუდოდ იქნება „ცოცხალი ჯაჭვის“ სახით.  თუ სად გაიმართება აქცია, ამას  ხვალ გავივლით. კონკერტულად დეტალებზე და ლოკაციებზე სამსჯელოდ ხვალ შევიკრიბებით“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე.

მეტი...

გლდანში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები იწყება. სამუშაოების გამო, 21 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება. როგორც თბილისის მერიიდან „მედიაცენტრ მთავარს“ აცნობეს, კერძო ავტომობილებს გადაადგილება შეეძლებათ, როგორც ვეკუას, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩების მეშვეობით, ასევე, პირველ მიკრორაიონში, ბოჭორიშვილისა და ნანეიშვილის ქუჩებს შორის არსებული ქუჩით. სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, მიკროავტობუსი N210 გადაადგილდება კეცხოველის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც, სვლას დადგენილი მარშრუტით განაგრძობს.

მეტი...

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას“ – მამუკა მდინარაძის მიმართვა

უმრავლესობის ლიდერი  მამუკა მდინარაძე ოპოზიციას მიმართავს, გამბედაობა გამოიჩინოს. „მედიაცენტრი მთავარი“ მდინარაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ, ოპოზიციას ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე არაერთგზის შევთავაზეთ სატელევიზიო დებატებში მონაწილეობა, რათა საზოგადოებას მიეღო სრული ინფორმაცია საარჩევნო პროცესის შესახებ. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ დღესაც მზადაა ამგვარ დებატებს უმასპინძლოს. სამწუხაროდ, ოპოზიცია კვლავაც თავს იკავებს დებატებში მონაწილეობისგან და იგონებს სხვადასხვა საბაბს, რათა საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე არჩევნებთან დაკავშირებით.  შეგახსენებთ, რომ ანალოგიურად, სხვადასხვა საბაბით  მათ მანამდე თავი აარიდეს უბნების გადათვლას და უბნებზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერების გაცნობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციას, გამოიჩინონ მეტი გამბედაობა, ნუ შეუშინდებიან…

მეტი...

წერტილოვანი შეზღუდვები ზამთრის კურორტებსაც შეეხება

ამ ეტაპისთვის, მთავრობა ვერ აკონკრეტებს, ზამთრის კურორტებს რა ტიპის შეზღუდვები შეეხება, თუმცა, აცხადებს, რომ „წერტილოვანი შეზღუდვები“ დანამდვილებით იქნება. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა ე.წ. წერტილოვან შეზღუდვებზე მუშაობს. „ვმუშაობთ ამ საკითხზე. მასშტაბურ „ლოქდაუნს“ არ ვაპირებთ ქვეყანაში… უნდა მოვახერხოთ ადაპტაცია, ამავდროულად, ნაკლებად დავაზარალოთ ეკონომიკა და ბიზნესი. პირიქით, შევინარჩუნოთ და მხარი დავუჭიროთ გაჯანსაღების ტენდენციას, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები იქნება. თუ რა დოზით შეეხება ეს ზამთრის კურორტებს, ამაზე ვმსჯელობთ და თქვენთვის ცნობილი გახდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო“…

მეტი...

ზუგდიდში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე ერთმანეთს სამი მსუბქუი ავტომობილი დაეჯახა, შედეგად, სამი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ორ მათგანს ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება. ერთ-ერთ პაციენტს კი ტვინის შერყევა აქვს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მეტი...

„აშშ მოუწოდებს ოპოზიციას, თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს“ – ნათია თურნავა  

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები, გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში,“ – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა და ოპოზიციას მიმართა. „ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კეთილგონიერებას მოუხმობენ ჩვენი ოპოზიციონერები და პროტესტსა და ზოგადად, პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ფორმატში გადაიტანენ, რაც ერთადერთი ცივილიზებული გზაა. სწორედ აქეთკენ მოგვიწოდებენ ყველას და მათ, პირველ რიგში, მოუწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ცალსახად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ თავი დაანებოს დესტრუქციულ ბოიკოტს და ნებისმიერი პოლიტიკური ბრძოლა, დებატები, გადაიტანონ საპარლამენტო ფორმატში.…

მეტი...

„მოსამართლემ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რაც ექნება კლანს“ – კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„არჩევნებზე მოსამართლემ მხარი უნდა დაუჭიროს, იმ ჯგუფს რომელიც დღესაა წარმოდგენილი,“ – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში“ ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა. წიქარიშვილი თვლის, რომ დღემდე სასამართლოს „კლანები“ მართავენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი განმარტავს,  250 – მა მოსამართლემ მხარი დაუჭირა, ერთ კანდიდატს რომელიც არის „კლანის“ წევრი: „მოსამართლემ უნდა შეასრულოს ის მოთხოვნა, რაც ექნება კლანს. ვინ შეიძლება გახდეს მოსამართლე, ვისაც აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლა გავლილი ან აქვს სამოსამართლო სტაჟი, ეს ხალხი არის უკვე კარგად შემოწმებული ხალხი ძირითადად გატარებულები კლანის დაკვირვების ქვეშ და უკვე არიან გამოცლდილები,…

მეტი...

„კლანი“ მაიკ პომპეომ თვითონ ახსენა და ამ თემაზე 30 წუთი ვისაუბრეთ“ – კახა წიქარიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრული სერიოზულობით აღიქვამს სასამართლოს პრობლემას საქართველოში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ორგანიზაცია „უფლებები საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა განაცხადა. წიქარიშვილმა დეტალურად ისაუბრა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, მისი ინფორმაციით ამერიკის ხელისუფლების უმაღლესი რანგის პოლიტიკოსი დაახლოებით 35 წუთიან შეხვედრაზე, არასამათავრობო ორგანიზაციების წევრების მხრიდან იმ პრობელემბს ისმენდა, რაც მისივე განმარტებით დღეს სასამართლოში არსებობს: „ამ შეხვედრაზე ვიყავით ჩვენი სათქმელის მისატანად და არა რაიმეს მოსასმენად, ეს შეხვედრა არ იყო ხედვების გაცვლა, ეს იყო ჩვენი სატკივარის მიტანა ამერიკის მთავრობასთან. 30 წუთი ვისაუბრეთ მხოლოდ სასამართლოზე, ჩვენი მესიჯი…

მეტი...

“დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ” – გიორგი გახარია

“დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან დამატებითი ღირებულების გადასახადის ავტომატური დაბრუნების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს რეფორმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე. „კოვიდ 19-თან ბრძოლასთან ერთად გვაქვს უაღრესად მნიშვნელოვანი ამოცანა – ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ პირველივე ტალღის დაწყებისთანავე დავიწყეთ ისეთ სერიოზულ რეფორმაზე მუშაობა, როგორიც არის დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რომელიც ვერც ერთმა მთავრობამ ვერცერთ პერიოდში ვერ განახორციელა. დაახლოებით 150 000 კომპანიას შესაძლებლობა ექნება ავტომატურად დაიბრუნოს დღგ ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი…

მეტი...

ლანჩხუთში, ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლანჩხუთში, გვარჯალაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანამ უკვე გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქებას მოჰყვა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

მეტი...

კელი დეგნანი აშშ-ში საქართველოს ელჩს დავით ბაქრაძეს ხვდება

მაიკლ პომპეოს ვიზიტიდან მეორე დღეს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის გზავნილები ისევ მთავარი პოლიტიკური თემაა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ვრცელი მიმართვისა და ოპოზიციასთან პომპეოს მოადგილის შეხვედრის შემდეგ, ამ წუთებში, ამერიკის ელჩი, საქართველოს ელჩს, დავით ბაქრაძეს ხვდება. დავით ბაქრაძე კელი დეგნანთან რეზიდენციაში, დაახლოებით, ერთი საათის წინ მივიდა. 

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, თითოეული იაზრებს პასუხისმგებლობას და მოიქცევა ისე, როგორც ქართველ ამომრჩეველს ეკადრება” – გიორგი გახარია არჩევნების მე – 2 ტურზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში, 31 ოქტომბერს ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში, იმას, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად იზრუნონ ქვეყანაში არსებული გამოწვევების გადაჭრაში. მისივე თქმით, დარწმუნებულია, თითოეული პოლიტიკური გაერთიანება, თითოეული დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას და შესაბამისად მოიქცევა. „მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე, 31 ოქტომბერს, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, პანდემიის პირობებში როცა მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ერთხმად დაუჭირეს მხარი 9 პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმოდგენას პარლამენტში და იმას, რომ ამ პოლიტიკურმა პარტიებმა მათთვის მინიჭებული მანდატების, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ერთობლოვად…

მეტი...

“სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს ხალხს დაუდასტურა ურყევი მხარდაჭერა” – გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ვიზიტზე

“ამერკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომლის დროსაც გამოჩნდა სტრატეგიული პარტნიორისთვის საქართველოს მნიშვნელობა, საქართველოს შემდგომი განვითარების და ევროატლანტიკური კურსის მნიშვნელობა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ვიზიტი მნიშვნელოვან დროს შედგა. „დასრულდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტი, ასევე მნიშვნელოვან დროს. ძირითადი თემები, რომლებიც განხილული იყო, არის ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, რეგიონული უსაფრთხოების საკითხი და აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა ამ რეგიონალური პროცესების ჭრილში, ასევე საქართველოს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 256, აჭარაში 664, ხოლო იმერეთში 538

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 256 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 538, ქვემო ქართლში – 243, შიდა ქართლში – 175, გურიაში – 127, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 304, კახეთში – 238, მცხეთა-მთიანეთში – 91, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – ექვსი, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 93 092 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 38 პაციენტი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, 38 გარდაცვლილიდან 16 თბილისში მკურნალობდა. “სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა”-განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ამასთან, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

“24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებს და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. “დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე,” – გაანცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

გერმანიაში, კორონავირუსის გამო დაანონსებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 200 მომიტინგე დააკავეს

 კორონავირუსის გამო დაანონსებული შეზღუდვების წინააღმდეგ გერმანიის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. ათასობით დემონსტრანტი ბუნდესტაგის შენობასთან შეიკრიბა. ისინი ინფექციური დაცვის შესახებ კანონში შესწორების შეტანას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. დააკავეს 200-მდე მომიტინგე. გერმანული მედიის ინფორმაციით, შეტაკებების დროს 9 სამართალდამცველი დაშავდა.

მეტი...

“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კლანი არსებობს” – ნაზი ჯანეზაშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე დანიშნა. შერჩევა გუშინ გვიან ღამით დასრულდა. მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვთ, უვადოდ, ნაწილი კი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა. საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, საბჭოს წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული თუ რომელ მოსამართლეებს დანიშნავდნენ. “მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი მოსამართლე დაინიშნა, საკმარისი არ არის, რადგან ძალიან მცირე რაოდენობაა და ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ როგორც წინა კონკურსებში, ახლაც გამოიკვეთა ტენდენცია, რომ წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები და ისე აძლევდნენ ხმას კანდიდატებს, რის გამოც სამართლიან გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კლანი არსებობს,…

მეტი...

დაწესებულ შეზღუდვებზე საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაცია ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ14-კმ 32 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. უწყების ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა და ლიპყინული) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ34-კმ53 (ჩხაკაურა-ბახმაროს) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 250 ათასს გადააჭარბა. ქვეყანა ეპიდემიის გავრცელებისა და ლეტალობის მასშტაბით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. საერთო ჯამში ინფიცირებულთა ოდენობა აშშ-ში 11.5 მილიონს აღემატება. რეკორდულია საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების რიცხვიც, რომელიც 77 000-ს აჭარბებს. ქვეყანაში ვაქცინაციის დაწყებას დეკემბრის მიწურულიდან გეგმავენ. ორი ამერიკული კომპანია „მოდერნასა“ და „ფაიზერის“ მიერ წარმოებულმა ვაქცინებმა გამოცდის სამივე ფინალური ფაზა წარმატებით დაასრულეს. ახლა ორივე კომპანია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან ნებართვის გაცემას ელის, რის შემდეგაც სერიული წარმოება დაიწყება. წლის ბოლომდე „ფაიზერს“ 50 მილიონი, „მოდერნას“ კი – 20 მილიონი დოზა ვაქცინა ექნება მზად. 2021 წლისთვის, „მოდერნა“ ერთ მილიარდამდე, „​ფაიზერი“ კი 1.3 მილიარდამდე დოზას უზრუნველყოფს.

მეტი...

სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, სადაც სახელმწიფო მდივნის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის თაობაზე იუწყება. „მდივანმა პომპეომ და პრემიერ-მინისტრმა გახარიამ განიხილეს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებისა და დემოკრატიაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობა. მდივანმა მოუწოდა საქართველოს, განაგრძოს აქტიური ზომების მიღება „კოვიდ-19“ პანდემიის დასამარცხებლად და კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად. მდივანმა პომპეომ ასევე განაცხადა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერის შესახებ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსული ოკუპაციის წინაშე“, – ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში. მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 17 ნოემბერს ეწვია, ხოლო ოფიციალური შეხვედრები 18 ნოემბერს გამართა.…

მეტი...

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ერთ მილიონს გადააჭარბა და დღეისთვის უკვე 1 015 071 შეადგენს. ქვეყანაში ეპიდემიის შედეგად დაღუპულთა ოდენობა 100 ათასს უახლოვდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 3 918 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. ვირუსს ბოლო 24 საათში 502 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...