6 ოპოზიციური პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს

საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი საბიუჯეტო დაფინანსებას მაინც მიიღებს. ოპოზიციიდან პარტიულ დაფინანსებას “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლელო” და “ლეიბორისტული პარტია” აიღებს. პარტიებში ამბობენ, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ არა პარტიულ საქმიანობას, არამედ – საპარლამენტოს. კოლეგების არგუმენტები გაუგებარია არჩევნებში ბარიერგადალახული ორი პარტიისთვის. ცესკოს მონაცემების მიხედვით დაანგარიშებული თანხის აღებაზე უარი “გირჩმა” და ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეებმა” თქვა. სულ, ორივე პოლიტიკური პარტია ბიუჯეტში მილიონ 200 000 ლარს ტოვებს. რატომ იღებს ოპოზიციის ნაწილი დაფინანსებას გაუგებარია მმართველი გუნდისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ პარტიულ დაფინანსებაზე ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ…

მეტი...

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ყველასთვის ცნობილ და საყვარელ მსახიობ კახი კავსაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთლობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მსახიობი  ჰოსპიტალში გადაიყვანეს და ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ლევან რატიანის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, სუნთქვის უკმარისობა აქვს და მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

მეტი...

„ასე დაგვაშორა ამ კორონამ“ – პანდემიის გამო თბილისიდან სამეგრელოში „გადაბარგებული“ ტყუპები

გიორგი და დავით მაისურაძეები 12 წლის ტყუპები არიან. „კოვიდ პანდემიის“ გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ მოუწიათ თბილისის დატოვება და სამეგრელოში, ბებოსთან გადასახლება. როგორია ტყუპების ყოველდღიურ ცხოვრება დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში, როგორ ჩაერთვნენ „სოფლის ფერხულში“, როგორ შრომობენ და აგრძელებენ ცხოვრებას „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ. გიორგი მაისურაძე: „თბილისში კერძო სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან მომწონდა ჩემი სკოლა, ჩემი კლასელები, მეგობრები, წრეებზე დავდიოდი. ფიგურულ სრიალზე, „საერთაშორისო სახლში,“ ცურვაზე, მაგრამ კორონას გამო შეწყდა ეს ყველაფერი და მოგვიწია სახლში ყოფნა. „ონლაინ“ გაკვეთილებიც საერთოდ არ მომწონდა, მთელი დღე კომპიუტერთან მიწევდა ყოფნა.“ დავით მაისურაძე: „სოფელი ძალიან მომწონდა ყოველთვის, ზაფხულობით…

მეტი...

“ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ” – გია ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით “საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი” უწოდა. მისი შეფასებით, ვინც გაილაშქრებს იმის წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გამართულად იმუშაოს, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე ხდება.  “ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რასაკვირველია, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი საქმიანობს ოპოზიციის გარეშე. ყველას და, განსაკუთრებით, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერ ამომრჩეველს მინდა მოვაგონო, არსებობს უპირველესი ინტერესი – ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ინტერესი, რომ ჰქონდეს ბიუჯეტი და სტრუქტურები, რომელიც იმუშავებს 2021 წელს საგანგებო რეჟიმში. ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ საზოგადოების დიდი ნაწილი,…

მეტი...

„კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს რუსეთის ინტერპრეტაცია“ – ზურაბ აბაშიძე

„2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა. ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია“ – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელიც უწყებამ ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ-შეხვედრის შემდეგ გაავრცელა. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, აღნიშნულ თემაზე შეხვედრისას საუბარი საერთოდ არ ყოფილა. „კომენტარში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე დაიდო, არის ასეთი პასაჟი – „დადასტურდა ორმხრივი განწყობა, მზაობა, 2019 წლის ზაფხულში ქართველი ნაციონალისტების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების დასაძლევად“. ხაზგასმით ვაცხადებ, ასეთი რამ არ…

მეტი...

„ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები“ – ზურაბ აბაშიძე

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან შეხვედრის ერთ-ერთი სასაუბრო თემა ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხო. „რუსეთის მხარის დაინტერესებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის. იქ ადრე რუსი ექსპერტებიც არიან ნამყოფი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება საქართველოში, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია, ამიტომ სრულიად მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც მის წინააღმდეგ არის ატეხილი რუსეთში და ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – რუსეთის იმიჯს. ასე,…

მეტი...

“ბიძინა მონა”, „20%“ – წარწერა პარლამენტთან

“ბიძინა მონა”, „20%“ – ამ შინაარსის წარწერა საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასველთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ დატოვა. წარწერის დატოვებამდე ხოშტარისა და სამართალდამცავებს შორის შეხლა -შემოხლა რამდენჯერმე მოხდა. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე მობილიზებული პილიცია მას და სამოქალაქო აქტივისტებს უფლებას არ აძლევდნენ, რომ რკინის ბარიკადებზე დაეტოვებინათ წარწერა “ბიძინა მონა”, 20% -ნიშნად იმისა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპურებული. საბოლოოდ კი, აქტივისტებმა და ელენე ხოშტარიამ აღნიშნული წარწერის გაკეთება მაინც შეძლეს რკინის ბარიკადებზე. “რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ დავაწერთ. ვერ დაგვიშლიან კონსტიტუციიით გარანტირებუული უფლების განხორციელებას”, – განაცხადა ხოშტარიამ. აქცია საქართველოს პარლამენტთან დასრულდა. როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აპირებენ…

მეტი...

“რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ“

“რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. ჩვენი პასუხი იყო – ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან ონლაინ-შეხვედრასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს გუშინ ესაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე დღის წესრიგისგან გადახვევა მოუწიათ. „პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსი 101 წლის ქალმა დაამარცხა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექცია 101 წლის ქალმა დაამარცხა. ის ქუთაისის მკვიდრია, სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს მოხვდა.   კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

მეტი...

„კოვიდ 19“-ით ეპიდემიოლოგი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის  თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა. ლია შეყილაძე დაავადებათა კონტროლის იმერეთის ბიუროს თანამშრომელი იყო. მას „კოვიდ 19“ 6 დღის უკან დაუდასტურდა. გარდაცვლილი ქალბატონი იმერეთის მთავარი ეპიდემიოლოგი იყო.

მეტი...

კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ყოფილი დეპუტატის კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. როგორც დავითაშვილის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისი მეუღლე ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. „კობა ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და ხელოვნურ სუნთქვაზეა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დიაგნოზი არის სეფსისი“ –  განუცხადა კობა დავითაშვილის მეუღლემ „მედიაცენტრ მთავარს.“  

მეტი...

ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა  

დღეიდან, ავთანდილ თალაკვაძე ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი არ  იქნება. როგორც უწყებაში აცხადებენ, თალაკვაძემ გადაწყვეტილება თანამდებობიდან წასვლის შესახებ თავად მიიღო.   ერთ-ერთი ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, პანდემიის პერიოდში, სასწრაფო დახმარების ბრიგადების მუშაობას ეხება, რომლის მიმართაც უკმაყოფილება პრობლემები სერიოზულად გაიზარდა.      

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 784, აჭარაში 683, იმერეთში 662

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 472 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 127 942-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 4 058 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 106 328-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 34…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 195-ს შეადგენს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 პაციენტი. შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 127 942 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 106 328 გამოჯანმრთელდა, 1 195 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 2 076, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 286 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება  3 844. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი.

მეტი...

“პანდემიის შესაჩერებლად მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას” – ჯანმო

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, – „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება. შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა. AstraZeneca-ს, Moderna-სა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.

მეტი...

ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა არ დაკმაყოფილდა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საჩივარი, რომელიც პენსილვანიაში ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად დამტკიცების გაუქმებას ითხოვდა. მედიის ცნობით, სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა ფედერალური მოსამართლის დადგენილება, რომელმაც არ დააკმაყოფილა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის მოთხოვნა. აშშ-ის პრეზიდენტო დონალდ ტრამპი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. როგორც მან სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შესვლას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მილიონი ხმა უკანონო გზით არ იყო მოპოვებული.

მეტი...

დღეიდან გადაადგილება 21:00 საათიდან აიკრძალება

28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება. შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლუქსემბურგის მიერ ინტერპოლის არხებით ძებნილი და ევროპის მასშტაბით განსაკუთრებული სტატუსით ძებნილთა სიაში მყოფი პირი – 1972 წელს დაბადებული, უკრაინის მოქალაქე დ.კ. დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ დ. კ., თანამზრახველებთან ერთად, 2019 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ტერიტორიაზე, 17 ძვირადღირებულ ავტომობილს უკანონოდ დაეუფლა. შემდეგ კი, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფის წევრებთან ერთად უკანონოდ დაუფლებული ქონების – ავტომობილების ლეგალიზება მოახდინა. დაკავებულს ბრალი ედება ლუქსემბურგის სსკ-ის 51-ე, 322-ე, 324 – პრიმა 2, 461-ე, 467-ე…

მეტი...