ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა, – მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. „დამიდასტურდა Covid -19. კარგად ვარ, სახლში გავდივარ მკურნალობას და შეძლებისდაგვარად ვაგრძელებ მუშაობას. მადლობა ყველას მოკითხვისთვის“, – წერს მეზვრიშვილი.

მეტი...

საოლქო საარჩევნო კომისიაში 700-მდე საჩივარია შესული

ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რომ მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაახლოებით 700 საჩივარია შემოსული. მან ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც ატვირთულია საჩივრები. „მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში დაახლოებით 700 საჩივარია შემო ნებისმიერ მსურველს შეუძლია თვალი ადევნოს ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს, სადაც ატვირთულია საჩივრები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზოგიერთ საოლქო საარჩევნო კომისიაში ვადებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვის პროცესი. გარდა ამისა, იმ საჩივრებთან დაკავშირებით, როდესაც შედგა საუბნო შემაჯამებელი ოქმი 1-ელ ნოემბერს, არის კიდევ ვადები, რომ იყოს საოლქო საარჩევო კომისიაში შეტანილი საჩივრები. საჩივრებს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია, საოლქო…

მეტი...

გიორგი გახარიას კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. პრემიერის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა.

მეტი...

“ლაშა ჟვანიას ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიცია არ დაუტოვებია” – სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ლაშა ჟვანიას ელჩობიდან გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს. „ინფორმაცია თავად ლაშა ჟვანიასთან გადავამოწმეთ და მას ისრაელში საქართველოს ელჩის პოზიცია არ დაუტოვებია და არც მისი ამ თანამდებობიდან გადადგომა არ განიხილება“, – წერს ზურაბიშვილი. დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშა ჟვანიამ ისრაელში საქართველოს ელჩის თანამდებობა დატოვა.

მეტი...

გიორგი რურუასთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია – პენიტენციური სამსახური

პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი რურუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გიორგი რურუას, რომელიც ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ბრალდებულმა პ.ნ.-მ. მათივე ცნობით, ინციდენტი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ იქნა აღკვეთილი, თუმცა ფიზიკური დაპირსპირების შედეგად გიორგი რურუას აღენიშნება სისხლნაჟღენთები სახის არეში. „2020 წლის 2 ნოემბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მსჯავრდებულ გიორგი რურუაზე განხორციელდა თავდასხმა. ამასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, N8 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული გიორგი რურუა, ადვოკატთან ვიზიტის მიზნით გამოყვანილი იყო საკნიდან. დაახლოებით 15:25 სთ-ზე, 1-ლი სარეჟიმო კორპუსის E-6 ფლიგელში (სადაც…

მეტი...

„მრცხვენია იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში“ – ბელა ბერკემერ-მახარძის ემოციური განცხადება

გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ხელოვანი, მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ემოციურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მას რისხვის ეშინია. „ვადევნებ რა თვალყურს არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, სიმართლე გითხრათ, მრცხვენია. მრცხვენია არ იმის, რომ  მე გახლავთ ქართველი, პირიქით, მე ამით ვამაყობ, მრცხვენია იმის, რაც დღეს ხდება საქართველოში. ერთი ხმის გამო ნუ დავთხრით თვალებს ერთმანეთს, ნუ ვესვრით ქვას ერთმანეთს და ნუ ჩავქოლავთ. აქვე, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ჩემს ძვირფას მუსიკოს-შემსრულებლებს. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ბუმბერაზი ბუბა. როგორ შეიძლება ის ტალახში ამოსვარო, ამ კაცმა ეპოქა შექმნა. როგორ შეიძლება ამ საყვარელ და ბუმბერაზ ადამიანს ხაზი…

მეტი...

მიხეილ ქუმსიშვილი დააკავეს

 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან, სადაც „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მივიდნენ. ისინი საოლქო კომისიის სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. როგორც აქტივისტები აცხადებენ პარტიის ერთე-ერთი ლიდერი მიხეილ ქუმსიშვილი სამართალდამცველებმა დააკავეს. დაკავების ოფიციალურ მიზეზს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არ აკონკრეტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ჯგუფი. მანამდე მიხელ ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ საბურთალოს საოლქო კომისია მათ წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს.  „აქ მიმდინარეობს საოლქო კომისიის სხდომა. საბურთალოს საოლქო კომისია ჩვენს წარმომადგენელს არ აძლევს საშუალებას, რომ ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრების განხილვას დაესწროს. კარები აქვთ ჩაკეტილი, საოლქოს თავმჯდომარე ტელეფონს არ…

მეტი...

ირმა ინაშვილი მხარდამჭერებს აქციაზე იწვევს

“პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე ირმა ინაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს,  მხარდამჭერებს 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრიბონ. როგორც ინაშვილი აცხადებს, პარლამენტში არ შედიან და აქციებს იწყებენ. “7 ნოემბერს, საღამოს 5:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ველოდებით ყველა ჩვენს მხარდამჭერს და ჩვენს ამომრჩევლებს! ვხსნით საპროტესტო აქციებს და ეს აქციები არ დასრულდება მანამდე, სანამ ხელისუფლება არ დანიშნავს განმეორებით არჩევნებს. ვმოქმედებთ დამოუკიდებლად!!! იმედია, ყველას ესმის, რასაც ვგულისხმობ!“, – წერს ინაშვილი “ფეისბუქის“ გვერდზე.

მეტი...

„ქართული მარში“ აქციას „ქართული ოცნების“ ოფისთან მართავს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან „ქართული მარში“ აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და მათ ხმები მოპარა. „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ არჩევნებზე მათ, ჯამში, 15 000 ხმა მოპარეს და ისინი ამ ხმების დაცვას აპირებენ.  მისივე თქმით, ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ერის წინააღმდეგ „ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ერის წინააღმდეგ. ამიტომ, ხელისუფლება, რომელმაც ეს სამარცხვინო, გაყალბებული არჩევნები ჩაატარა, უნდა გააუქმოს მისი შედეგები და დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. დღეს მე მივმართე „ქართული ოცნების“ წევრებს, რა უხარიათ, რა შამპანურებს ხსნიან,…

მეტი...

ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი გახარიას საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ნიკოლ ფაშინიანისა და გიორგი გახარიას სატელეფონო საუბარი დღეს შედგა. „მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მეტი...

” ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის” – ირაკლი კობახიძე

“მოხარული ვართ, რომ არჩევნები მათ მიერ შეფასდა, როგორც კონკურენტული და აღინიშნა, რომ საარჩევნო პროცესში რეალიზებული იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოვლინება საარჩევნო უფლებაა”, – ირაკლი კობახიძე საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი თვლის, რომ ამგვარი შეფასებების ფონზე ოპოზიცის დესტრუქციული ქცევები თვისობრივად აცდენილია. რეალობის ობიექტურ აღქმას. „აშკარაა, რომ ძალაუფლების დაბრუნებისკენ ლტოლვა, რომლითაც ისინი თავის დროზე ბოროტად სარგებლობდნენ, არ აძლევს მათ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის ღირსეულად მიღების შესაძლებლობას. სრულიად ლოგიკურია, რომ ქართველმა ამომრჩეველმა უარი უთხრა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გამოირჩეოდა ზღვარგადასული თვითნებობით, კორუფციით, ადამიანების მკვლელობითა…

მეტი...

“საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან” – „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

პარლამენტში შესვლაზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელიც“ უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინზე განაცხადა. მისი თქმით, კვირას, 3 საათზე ყველა უნდა შეიკრიბოს რუსთაველზე აქციაზე და ოპოზიცია ასეთი ერთსულოვანი არასდროს არ ყოფილა. „ჩვენ ყველას კარგად გვაქვს გასიგრძეგანებული, რასთან გვაქვს ახლა საქმე. საქმე გვაქვს სახელმწიფოს მიტაცებასთან, ქართული დემოკრატიის დასამარებასთან, უმძიმეს სიტუაციასთან, რომელიც ხვალ და ზეგ გველის. მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა და ვიბრძოლოთ ბოლომდე“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

“არ შევალთ იქ, სადაც არაფერია საერთო პოლიტიკასთან” – “ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილება

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ – „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულ ოპოზიციას გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, მსგავსად სხვა ოპოზიცირი პოლიტიკური პარტიებისა, რომ არ შევალთ იქ, რასაც არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან, ანუ პარლამენტში, რომელსაც მხოლოდ ივანიშვილი ეძახის პარლამენტს. იქ არავის არაფერი გვესაქმება. ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იღებს იმ გადაწყვეტილებას, რა ნებაცაა დღეს საზოგადოებაში, ყური ვუგდეთ საზოგადოებას და არ შევდივართ, არ ვიღებთ ივანიშვილის თამაშის წესებს“, – განაცხადა…

მეტი...

„გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

„კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. „კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებაზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

მეტი...

ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ აქციას ლევან რატიანიც გამოეხმაურა

ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელ აქციას გამოეხმაურა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანიც და  კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველას სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ერთადერთი ჯაჭვი, რომელმაც შეიძლება, გადაარჩინოს სამყარო, არის ჯაჭვი, სადაც გადაცემის გზის დაბლოკვა ხორციელდება. „რაც შეეხება თავშეყრას, თუ ადამიანებს საჭიროდ მიაჩნიათ, რომ თავშეყრის ადგილზე უნდა იყვნენ, უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია. ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის გზა არის ფიზიკური დისტანცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩემი პირველი რეკომენდაცია იქნება, რაც შეიძლება დავიცვათ პირადი ჰიგიენა და  დისტანცია. ერთადერთი ჯაჭვი, რომელმაც შეიძლება, გადაარჩინოს სამყარო, არის ჯაჭვი, სადაც გადაცემის გზის დაბლოკვა ხორციელდება. ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი…

მეტი...

“ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, ის მალე გამოჩნდება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, საქართველოში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, საქართველოში გრიპის სეზონი ძირითადად დგება ნოემბრის მეორე ნახევარში ან ნოემბრის ბოლოს. „ჩვენ ოქტომბრიდან მონიტორინგს ვუწევთ ქვეყანაში გრიპის და სხვა რესპირატორული ვირუსების ცირკულაციას. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ის მალე გამოჩნდება და თანდათან გვექნება ზედდება გრიპის ვირუსისა და კორონავირუსის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობა დაცული იყოს გრიპის გამწვავებებისგან. განსხვავებით კორონავირუსული ინფექციისგან, არსებობს ეფექტური ვაქცინა გრიპის საწინააღმდეგოდ, რომელიც უფრო მძლავრი დაცვის საშუალებაა იმ პრევენციულ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ კორონავირუსული ინფექციის დროს“,-განაცხადა…

მეტი...

“ლელო” პარლამენტის მანდატებზე უარს ამბობს და აქციებს უერთდება

“ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად”, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტია გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომლის შედეგები ასახავს ქართველი ხალხის ნებას. „ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად, ის არის გაყალბებული, არა ასახავს ქართველი ხალხის ნებას, შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რადგან არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მეტი...

“იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს, ისე შემდგომ საპარლამენტო ცხოვრებას” – გიორგი კახიანი

“მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, ეს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და დაუბრუნდებიან საარჩევნო რეჟიმს, ეს არის ერთადერთი კონსტიტუციური, კანონისმიერი გზა,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, როცა საუბარია დარღვევებზე, ეს უნდა აისახებოდეს საჩივრებშიც, თუმცა, მთლიანობაში დაახლოებით 450 საჩივარია დაწერილი. „სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობამ ლეგიტიმურად სცნო არჩევნების პირველი ტური, ამ ფონზე მათი პოზიცია აბსურდული ჩანს. იმედი მაქვს, რომ გონს მოეგებიან და დაუბრუნდებიან როგორც საარჩევნო რეჟიმს და შემდგომ უკვე საპარლამენტო ცხოვრებაში მიიღებენ მონაწილეობას. თუ თეორიულად ვიმსჯელებთ, რა მოხდება სამართლებრივად იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა,…

მეტი...

„სამედიცინო სისტემა თუ გადაიტვირთა ამას მოჰყვება “ლოქდაუნი” და მოგვიწევს სპორტული დარბაზების სამედიცინო ცენტრებად გადაკეთება“ – თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„1000 პაციენტი რომ დაწვება იქ იქნება ერთი ექიმი, ჰიგიენური ნორმების დაცვით თავიდან უნდა ავიცილოთ კოლაფსი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. სპეციალისტი მთავარ რკომენდაციად, ისევ ჰიგიენური ნორმების დაცვას ასახელებს: „სამედიცინო სისტემა თუ გადაიტვირთა ამას მოჰყვება “ლოქდაუნი” და მოგვიწევს სპორტული დარბაზების საავადმყოფოებად გადაკეთება, სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ უნდა შევქმნათ, რადგან 100ო პაციენტი თუ დაწვება იქ იქნება მხოლოდ ორი ექიმი, ამიტომ მთავარი რეკომენდაცია ისევ ჰიგიენური ნორმების დაცვაა,“ – განაცხადა მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მანვე ისაუბრა კორონავირუსი და სხვა რესპირატორული ვირუსების თანხვედრაზე და აღნიშნა, რომ ამ…

მეტი...

ვირუსგადატანილი ადამიანი შესაძლოა, ხელმეორედ დაინფიცირდეს

იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრის,  პედიატრ თემურ მიქელაძის განცხადებით, კორონავირუსის ერთხელ გადატანა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ხელახლა არ დაინფიცირდება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ჯოგური იმუნიტეტი არაფრის მომცემია.    „არავინ იფიქროს, რომ „ჯოგური იმუნიტეტი“ შედეგს მოგვცემს. არავითარ შედეგს არ მოგვცემს ეს იმუნიტეტი, კაცმა არ იცის, ეს იმუნიტეტი რამდენ ხანს მიჰყვება ადამიანს – 4 თვე, თუ 5 წელი. ამიტომ, ვირუს გადატანილ ადამიანს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ მან კორონავირუსი დაამარცხა. შეიძლ,ება ისიც დაინფიცირდეს ხელმეორედ. სამწუხაროდ, ვართ პანდემიის პირობებში და უნდა დავიცვათ წესები. თუ არ დავიცავთ, მივიღებთ უფრო რთულ შედეგებს“ – განაცხადა თემურ…

მეტი...

„25 ლარიანი ვაქცინა 160 ლარი არ უნდა ღირდეს, ეს არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა“ – თემურ მიქელაძე

„გრიპის აცრაში 160 ლარს ბევრი პაციენტი ვერ გადაიხდის. ეს არის არაკეთილსინდისიერი მიდგომა და არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულება“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა,  პედიატრიული განყოფილების უფროსმა  თემურ მიქელაძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრიპის ვაქცინის დეფიციტია. „მძიმე გართულება ახასიათებს გრიპს როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებსა და ასაკოვნებში. სახელმწიფომ წელს გრიპის ვაქცინების ყველზე მეტი დოზა შემიტანა. განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფს პაციენტებისთვის. არც ერთი რისჯ-ჯგფებში მყოფი პაციენტი აუცრელი არ დარჩება. იყო 3 კომპონენტიანი ვაქცინა და ახლა შემოვიდა 4 კომპონენტიანი ვაქცინა. გეთანხმებით, რომ ვაქცინა ხელმიუწვდომელია, თუმცა ეს მხოლოდ საქართველოში არ არის. ხელმიუწვდომელია მთელ მსოფლიოში.…

მეტი...

“რიგგარეშე არჩევნები, – ან იქნება ეს, ან ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. გადაწყვეტილება გუნდის ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადეს.  საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ პარტია არ ენდობა ცესკოს მონაცემებს. დაანონსდა ბრძოლა საპროტესტო აქციებით. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ “ევროპული საქართველო” ბოიკოტს აცხადებს, რადგან პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. “პირველი რასაც ვითხოვთ, არის რიგგარეშე არჩევნები, ან იქნება ეს, ან – ეს ჯამახერია მაინც ჩამოიქცევა,”- განაცხადა გიგი უგულავამ. “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ პარტიას აქვს ნებისყოფა, მორალურად გატეხოს ივანიშვილი და მისი გარემოცვა. “ჩვენ გვაქვს ნებისყოფა და რწმენა, რომ მორალურად გავტეხოთ ეს…

მეტი...

„კლინიკები საქართველოში ამჯერად გადატვირთულია, სისტემა მძიმე პაციენტების მატებას ვერ აიტანს“ – თემურ მიქელაძე “მდიაცენტრ მთავარში“

„ბოლო პერიოდში სამედიცინო პერსონალიც ინფიცირდება, არ გვყავს ამდენი სამედიცინო პერსონალი, არ გვყავს დამხმარე სამედიცინო პერსონალი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა. მიქალაძის თქმით ერთ ექთანს, რამდენიმე კლინიკაში უწევს დღის განმავლობაში მისვლა, როგორც სპეციალისტი ამბობს, ინფიცირებულთა მატებას სისტემა ვერ გაუძლებს: „კლინიკები საქართველოში ამჯერად გადატვირთულია, სისტემა მძიმე პაციენტების მატებას ვერ აიტანს, ერთიდაიგივე ექთანი რამოდენიმე კლინიკაში მიდის, მაქსიმალურად უნდ გავუფრთხილდეთ პერსონალს, თუ იქნება ასეთი მატება და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რაც ახლა გვაქვს აიტანს ჩვენი სამედიცინო რესურსი, თუმცა დაგვაკლდება მედპერსონალი, გარდა კორონავირუსული ინფექციისა გყავს სხვა პაციენტებიც,“ –…

მეტი...

„ორ სამ კვირაში პიკში შევალთ, ეს პიკია თუ პლატო ექიმების გადასაწყვეტი არ არის“ – იმუნიზაციის ექსპერტი „მედიაცენტრ მთავარში“

„უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება, ექიმმა უნდა მოახდინოს დროული რეფერალი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა, თემურ მიქელაძემ განაცხადა. სპეციალისტი აცხადებს, რომ ქვეყანას პანდემიის პიკი 2 -3 კვირაში ელოდება. მისვე განმარტებით უნდა გაიმიჯნოს სახლში და სტაციონარში სამკურნალო პაციენტები: „ორ-სამ კვირაში პიკში შევალთ. ეს პიკია თუ პლატო, ექიმების გადასაწყვეტი არ არის. 7 თვის ბავშვთან მქონდა შემთხვევა, მას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი, მინდოდა პაციენტის ჰოსპიტალიზირება და ვერ მოვახერხე, თუმცა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, ეს პაციენტი ახლა ითვლება უკვე ინფიცირებულად” – განაცხადა თემურ მიქელაძემ „მედიაცენტრ…

მეტი...

“კოვიდის ეფექტიანად მართვის მიზნით მედიცინის ფაკულტეტის 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადდა” – განათლების სამინისტრო

“კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების 1844 მაღალკურსელი უკვე გადამზადებულია” – განცხადებას განათლების სამინისტრო ავრცელებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სპეციალურად შეიმუშავა გადამზადების სწრაფი ტრენინგ-კურსი COVID-19 ჰიბრიდული ფორმით -როგორც ონლაინ, ასევე არადისტანციურად. გადამზადების პროგრამის მთავარ მიზანს სამედიცინო პერსონალის სარეზერვო ბაზის შექმნა წარმოადგენს. გადამზადებულ სტუდენტებს კოვიდ-სიტუაციის მართვის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში, მედპერსონალის დახმარების მზაობა აქვთ. სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტთა გადამზადების პროგრამა სისტემურად გაგრძელდება.

მეტი...

კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს, წალკის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, კახა ოქრიაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ მისი “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული.  “კახა ოქრიაშვილს დაუდასტურდა Covid-19 , ის სახლის პირობებში მკურნალობს, თავს კარგად გრძნობს და გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას,” – აღნიშნულია “ფეისბუქზე”.

მეტი...

ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა.  “კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო, გადავედი თვითიზოლაციაში”, – წერს მეზვრიშვილი.  ინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვითიზოლაციაში უკვე გადავიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. 

მეტი...

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. სომხური მედიის ინფორმაციით, შეტაკებები ფრონტის ხაზის გასწვრივ სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სამხედროებმა მოწინააღმდეგის რამდენიმე კოლონა აღმოაჩინეს და გაანადგურეს. სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ოფიციალურ ბაქოში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ ზანგილანის მიმართულებაზე თავდასხმა სცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია და 30 ჯარისკაცი დაკარგა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის არმიის სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.

მეტი...

ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში კორონავირუსის დიაგნოზით 7 ადამიანი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, აჭარაში – 6 ადამიანი, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი გარდაიცვალა. ინფექციას 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში 342 პაციენტი ემსხვერპლა. საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 852 შემთხვევა გამოვლინდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 42 579. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 696…

მეტი...

“მიღებული შედეგების გამო გაბრაზება და მისი არაღიარება არის შეცდომა” – არჩილ თალაკვაძე

“როცა ხალხი, საარჩევნო ადმინისტრაცია და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს ეთანხმება, გაბრაზება მიღებული შედეგების გამო და მისი არაღიარება არის შეცდომა,” – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპარლამენტო მანდატებზე. „არჩევნების ჩატარებიდან 24 საათში, ის ოპოზიცია, რომელიც ამბობს, რომ არ ენდობა არჩევნების შედეგებს, აღმოჩნდა სრულიად მარტო, რადგან ხალხი, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შედეგებს აღიარებენ. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებმა, ჩვენმა მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა – აშშ-ის ხელისუფლებამ საელჩოს სახით, ევროკავშირმა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს როგორც კონკურენტული, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან…

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე დაწერა. „სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, –  წერს გიორგი გახარია.

მეტი...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორი თვითიზოლაციაში გადავიდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს გებრეიესუსი თვითიზოლაციაშია, ამის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა. “კონტაქტი მქონდა პირთან, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19. თავს კარგად ვგრძნობ, სიმპტომები არ მაქვს, თუმცა რამდენიმე დღის განმავლონაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლის თანახმად, კარანტინში ვიქნები და ვიმუშავებ სახლიდან,” – წერს “ტვიტერზე” გებრეიესუსი.

მეტი...

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არაუგვიანეს 20 დეკემბრისა უნდა გაიმართოს. მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს – 21 ნოემბერს უნდა ჩატარდეს, ცესკომ კი არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა (10 დეკემბერი) უნდა დაადგინოს. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა საპარლამენტო არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა გაიმართება, რა ვადაც მაქსიმუმ 20 დეკემბრამდეა. პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისთანავე, საკუთარ ვებ-გვერდზე შემაჯამებელ ოქმს გამოაქვეყნებს. შემაჯამებელ ოქმს ცესკო ასევე “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გადასცემს, რომელიც მას ორი დღის ვადაში გამოაქვეყნებს. კონსტიტუციის გათვალისწინებით,…

მეტი...