საავადმყოფოდან ინფიცირებული პაციენტი გადმოვარდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გადმოვარდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 73 წლის მამაკაცი რეანიმაციაში მოათავსეს. „დღეს დაახლოებით, 19:00 საათზე რესპუბლიკური საავადმყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდა 73 წლის კოვიდ დადებითი პაციენტი. მამაკაცი მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში გადიოდა. ის გახლავთ ამავე კლინიკის თანამშრომლის ოჯახის წევრი და პერიოდულად თავად მეთვალყურეობდა. შემთხვევის მიზეზი უცნობია, ამ დროს პალატაში სხვა პირი არ იმყოფებოდა. ამჟამად პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დადგინდა გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნის მოტეხილობა და მუცლის ღრუში მცირედი სისხლჩაქცევები. პაციენტს უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – ვკითხულობთ  განცხადებაში.

მეტი...

“საქართველომ „ლოქდაუნი“ რომ გამოაცხადოს, იოლად დაძლევს სიტუაციას“ – თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ ე.წ. “ლოქდაუნზე” იმიტომ თქვა უარი, რომ გაითვალისწინა მოსახლეობის ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემიის მართვა შედარებით მარტივი იქნებოდა.    მისივე თქმით, „ლოკდაუნი“ არის სწორედ ის მექანიზმი, რომლის გამოცხადების შემთხვევაში, შედარებით მარტივად მოხერხდებოდა  პანდემიასთან გამკლავება. „რამდენიმე დღის წინ, მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდი. ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი…

მეტი...

“გამოქვეყნდა სენატის საბიუჯეტო კანონი, რომელშიც კიდევ ერთხელ ვხედავთ არაღიარების პოლიტიკის ძლიერ გზავნილს” – დავით ბაქრაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დავით ბაქრაძე მაიკ პომპეოს ვიზიტსა ეხმაურება. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება საუბარი.  “რასაკვირველია, რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო კიდევ ერთხელ აჩვენებს და ამტკიცებს, რომ არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ერთგული პარტნიორი რეგიონში. ამ სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს  წლების განმავლობაში დაფუძნებული, გამყარებულ ეს ურთიერთობა, ტრაექტორია, რომელიც ყოველთვის აღმავალია და რომელიც გულისხმობს, მათ შორის, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით ამერიკის და საქართველოს ერთობლივ მოქმედებებს. ამერიკის შეერთებული შტატები, რასაკვირველია, ჩვენი ერთ-ერთ რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა განვიხილოთ, რა თქმა უნდა, ისიც, რომ…

მეტი...

“მამლის ყივილამდე ​ გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ სამჯერ მოასწრეს გალაშქრება” – გია ვოლსკი

“მამლის ყივილამდე სამჯერ მოასწრეს ჩატკეპნა და სერიოზული გალაშქრება გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ, შემდეგ მის მაგივრადაც კი გამოაქვეყნეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სააკაშვილმაც კი,”- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ განცხადებას, სადაც ის პროცესის ქუჩის პროტესტიდან მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანაზე საუბრობს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებობს ოპოზიციური პარტიების ნაწილი, რომელიც ვაშაძის მსგავსად ფიქრობენ. “რეალურად შიგნით რა დაძაბულობა და დაპირისპირებაა ამაზე ვერავინ ვერაფერს იტყვის. მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით მხოლოდ გრიგოლ ვაშაძეს არ აქვს. არის პარტიები და იმედია, საზოგადოების გარკვეული ნაწილიც, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ოპონენტებს და რომლებიც სწორედ ასე ფიქრობენ, თუმცა საბოლოოდ როგორ ინტერპრეტაციას მიიღებს გრიგოლ ვაშაძის ნათქვამი და როგორი…

მეტი...

“წყალტუბოს საოლქო კომისიის სხდომა კოვიდინფიცირებული წევრი ესწრება” – “ნაციონალური მოძრაობა”

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, წყალტუბოს საოლქო კომისიის სხდომას კოვიდინფიცირებული წევრი ესწრება. მარინა შალამბერიძეის თქმით, კომისის თავმჯდომარემ ოქმში ცვლილებების შესატანად  სხდომაზე  გამოიყვანა კომისიის წევრი, რომელსაც მათი ინფორმაციით, კორონავირუსი აქვს. “სხდომაზე ასევე იმყოფება ტემპერატურიანი ადამიანი, ის კორონავირუსის ტესტზე პასუხს ელოდება. ეს ადამიანები საფრთხეს უქმნიან სხვა წევრებს, თუმცა სხდომა გრძელდება,”-აცხადებს მარინა შალამბერიძე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს.

მეტი...

“დღეში 3 000 ინფიცირებულის მოლოდინი – ეს გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის სექტორს“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგების პროგნოზით, შესაძლოა ნოემბრის ბოლომდე კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება გაგრძელდეს. ცერცვაძე აცხადებს, რომ შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3000-ს გადააჭარბოს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ჯანდაცვის და პირველ რიგში, კლინიკურ სექტორს. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან ევროპაში პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ გამოაცხადა სრული „ლოკდაუნი“. „ხედავთ, რომ ფიქსირდება ინფიცირების ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებლები. ჯერჯერობით, ეს რიცხვი სულ იზრდება. როგორც ეპიდემიოლოგები და ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის…

მეტი...

“მიმართეთ ექიმს, სანამ უკიდურესად დამძიმდება პაციენტი და სარეანიმაციო გახდება” – თენგიზ ცერცვაძე

„მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია,“ – ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. ცერცვაძის განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს კოვიდინფექციის არ სჯერა. როგორც ის განმარტავს, ექიმისთვის დაგვიანებით მიმართვა სახიფათოა, რის გამოც, ის მოსახლეობას აფრთხილებს, პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე მედიკოსებს მიმართონ. „სამწუხარო რეალობაა საქართველოში, ახლაც კი, როცა ამდენი შემთხვევაა და გარდაცვალების რაოდენობამ მოიმატა, მოსახლეობის ძალიან სერიოზულ სეგმენტს არ სჯერა, რომ არსებობს კოვიდინფექცია და მიაჩნიათ, რომ ეს ვიღაცის გამოგონილია, ან რაღაც მიზნით ხდება ამით მანიპულირება. ვაფრთხილებ, ეს…

მეტი...

„თუ ის ოპოზიციას არ შეხვდება, დავდგებით ქუჩაში და მივაწვდენთ ხმას“ – გიგლა ბარამიძე პომპეოს ვიზიტზე

„დემოკრატიული მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ლიდერებსაც უნდა შეხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიციას ქუჩაში დგომა და იქ მისვლა მოუწევს, სადაც სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს. ეს განცხადება ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „სახელმწიფო მდივნის საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად საინტერესოა. ის ჩამოდის იმიტომ, რომ რუსეთმა კიდევ ერთი უზარმაზარი ბაზა გააჩინა ამიერკავკასიაში. მეორეა ბელორუსიის პრობლემა, მესამე – ყარაბაღის პრობლემები. რა თქმა უნდა, მისი მოკავშირე საქართველოა და ერთ-ერთი საკითხი საქართველოც იქნება“ – განაცხადა გიგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ პოლიტიკოსი გამორიცხავს, რომ სახელმწიფო მდივანი საქართველოში შექმნილი პოლიტიკური მოვლენების გამო ჩამოდის, თუმცა,…

მეტი...

„ერთხელ და სამუდამოდ, დავამთავროთ ქუჩაში დგომა, კარვების დაცემა და ასე შემდეგ“ – გიგლა ბარამიძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ სიის მეორე ნომერი, გიგლა ბარამიძე ბარამიძე არ უარყოფს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში არიან სუბიექტები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ. ამ საკითხზე, ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.   „სრულიად ბუნებრივია და არც გამოვრიცხავ რომ არიან პარტიები, რომლებსაც აქვთ პარლამენტის მანდატი და უნდათ შესვლა, არ უნდათ ქუჩაში დგომა და პროტესტი, სტრესი, ენერგიის ხარჯვა, ბრძოლა და ასე შემდეგ. შეიძლება, შინაგანად უნდათ პარლამენტში შესვლა, თუმცა, ამ ეტაპზე, ამ ეტაპისთვის ჩვენ ერთიანობას ვინარჩუნებთ“ – განაცხადა გოგლა ბარამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე თქმით, ამ ეტაპზე, მერე ტურში მონაწილეობა არ განიხილება. „ამ ეტაპზე, მეორე ტურს არ განვიხილავთ. მთავარია…

მეტი...

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე – ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. “საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად მზადებას განაგრძობს. საქართველოს ნაკრებმა უახლოესი მატჩებისთვის საწვრთნელი შეკრება 29 ფეხბურთელის შემადგენლობით თბილისში, 9 ნოემბრიდან დაიწყო. საწვრთნელ შეკრებამდე, ფეხბურთელებისთვის ჩატარებულმა COVID19-ის ტესტებმა უარყოფითი პასუხი აჩვენა და გუნდმა ვარჯიში პროტოკოლით გათვალისწინებული წესების…

მეტი...

“ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე, საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა” – ზურაბ აბაშიძე

“ერევანისა და ბაქოს თხოვნის საფუძველზე საქართველომ რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო დერეფანი გახსნა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ გამოცემა „ეხო კავკაზას“ განუცხადა. „რაც შეეხება საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო კონტინგენტის ლოგისტიკური (მხარდაჭერის) საკითხში, ამ პროცესში გადაწყვეტილება მიიღება სამშვიდობო კონფიგურაციის საფუძველზე, ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. ამ ეტაპზე საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, როგორც სომხური, ასევე აზერბაიჯანული მხარეების თხოვნით, მოხდება რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ნაწილის, გამონაკლისის სახით, გადაყვანა დაპირისპირების ზონაში საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, წინასწარ შეთანხმებულ და შეზღუდულ ვადებში. ამის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი პარტნიორები “, – განაცხადა აბაშიძემ.

მეტი...

„გვინდა, ქალაქის პარალიზება მოვახდინოთ“ – მაიკლ პომპეოს საქართველოში ვიზიტი

რატომ ჩამოდის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო და შესაძლებელია თუ არა, მისი ჩამოსვლის შემდეგ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან შეხვდნენ – ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავარში“ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი იმედი აქვს, რომ პომპეოს ვიზიტი პოლიტიკურ პროცესებზე დადებითად იმოქმედებს.     „მაიკლ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა, ჩემი აზრით, ორ რამეს უკავშირდება. პრინციპულად უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში შექმნილ მძიმე მდგომარეობას აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტს და მე0რე, საქართველო ამ კონფლიქტში არის ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონალური მოთამაშე, რომელშიც კატასტროფა ხდება. ამ კატასტროფას რა მოჰყვება რეგიონში, ძალიან მნშვნელოვანია და ეს პირდაპირ ამერიკული ინტერესია“ –…

მეტი...

“ხელისუფლება სიტყვა დიალოგს უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს” – გიგი უგულავა

ოპოზიციური სპექტრი სამოქმედო გეგმაზე შიდა კონსულტაციებს აგრძელებს. დაანონსებულ აქციამდე სამი დღით ადრ, სხვადასხვა პარტიების შეხვედრას “ლელო” მასპინძლობს. უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს მსჯელობა, თუ რა შედეგი შესაძლოა მოჰყვეს ოპოზიციის იმ პოლიტიკურ სვლას, რომელიც უკავშირდება მანდატებზე უარის თქმას და ქუჩის აქციებს. “შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლება სიტყვა დიალოგს, იცის რა, რომ ამ სიტყვას რაღაც მაგიური მნიშვნელობა აქვს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დადებითად რეაგირებენ, უბრალოდ კეკლუცობის მიზნით ხმარობს. დიალოგი, დიალოგი, მაგრამ ამის უკან, ჯერჯერობით, შინაარსი არაფერი არ დევს. ამის უკან დგას ძალადობა და დაჭერების, მუქარის და დაცინვის ენა. თუ რეალურია მათი ზრახვები, იციან ჩვენი…

მეტი...

„ამათი დედაც… შევიდეთ პარლამენტში და დავახიოთ თავზე….“

პოლიტიკური მოძრაობა გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში მოხვედრილი სიის წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რო პარლამენტში შესვლით პრობლემას ვერ ხედავს. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, თუ ოპოზიციის ერთიანობა დაირღვევა, ბრძოლას აზრი არ ექნება და არაფერი გამოვა.     „მთავარი ახლა ის არის, რომ ჩვენ ვართ ერთად და ერთიანობას ვინარჩუნებთ. როგორც კი ეს ერთიანობა დასრულდება, ჩვენ არ გვექნება არანაირი ინსტრუმენტი და ვერავინ ვერასდროს დაამტკიცებს, რომ ჩვენ გვქონდა ერთიანი განცდა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებამ ნამდვილად აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩვენ რომ ერთად გადაგვეწყვიტა, ამათი დედაც…. შევიდეთ პარლამენტში და დავახიოთ თავზე იმ…

მეტი...

ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხმაურია – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ხმაურია ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიიასთან. მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან სადაც საარჩევნო კომისია შემაჯამებელ ოქმს ადგენს საყვირებითა და ტრანსფარანტებით არიან შეკრებლნი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. “ჩვენ მოვუწოდებთ საოლქოს, ამხელა ტვირთს, ივანიშვილის სიბინძურის ტვირთს ნუ აიღებენ თავიანთ მხრებზე. გონიერებას მოუხმონ და საერთოდ არ შეადგინონ ეს შემაჯამებელი ოქმი, იმიტომ რომ ქართველი ხალხი ამ ოქმს არ ცნობს და ითხოვს ჟვანიას გადაყენებას, ხელახალ არჩევნებს. ჩვენ მოვუწოდებთ ნუ გააკეთებენ ამას, რაც გააკეთეს იკმარონ. ხალხის რისხვა არ აცდებათ, ამიტომ, კიდევ არ მემეტება ეს ადამიანები იმ რისხვისთვის, რაც მათ ელოდებათ. მოვუწოდებთ, ივანიშვილის მონებად ნუ იქცევიან და მთლად…

მეტი...

„ნაცმოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს

სამგორის მე-6 საოლქო საარჩევნო კომისიასთან, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრი ბესიკ გაზდელიანი დააკავეს. გაზდელიანი თანამოაზრეებთან ერთად კომისიის შენობასთან აქციას მართავდა, რა დროსაც შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერის დაკვრა სცადა. სამართალდამცველებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს. გაზდელიანმა დაკავებამდეც სცადა სტიკერის გაკვრა შენობასთან, რასთან მიმართებითაც გაფრთხილება მიიღო ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან. სტიკერის ხელმეორედ გაკვრის მცდელობისას კი ის პოლიციამ დააკავა. საოლქო კომისიასთან 15:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული.

მეტი...

„სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება“ – “საქმიანი ეზო” სამცხე-ჯავახეთში

იმერეთისა და კახეთის რეგიონების შემდეგ, „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები  სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც სრულდება.  ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, „საქმიანი ეზო“ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანში გახსნა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს, ეტაპობრივად, სოციალური ჭრები გაუქმდება.   „ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და…

მეტი...

“ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა” – ნათია თურნავა სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გამოეხმაურა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის თვალსაზრისით რეგიონალური ლიდერი ქვეყნის სტატუსს შეინარჩუნებს და განამტკიცებს “საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ ძალიან ეფექტურად განახორციელა როგორც ანტიპანდემიური, ასევე სოციალური და ანტიკრიზისული ღონისძიებები, რამაც საშუალება მოგვცა, ერთი მხრივ, გვემართა ეპიდემია და მეორე მხრივ, დავხმარებოდით მოსახლეობას. ჩვენი ეკონომიკა უკვე გაჯანსაღების გზას დაადგა სტრუქტურული რეფორმებისა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების წყალობით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამის შედეგია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველო შეინარჩუნებს და განამტკიცებს რეგიონალური ლიდერი ქვეყნის…

მეტი...

„ქუჩა არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავრში“ (ვიდეო)

„ჩვენ მთავარი, რაც პრობლემა გვაქვს არის ის, რომ არაფრის გარკვევა არ შეგვიძლია, არ არსებობს ისეთი ლეგიტიმური ორგანო, რომელსაც ორივე მხარე ვენდობით“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ გირჩის ერთ – ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. პოლიტიკოსი თვლის, რომ როცა საქმე ვერ გვარდება სასამართლოში პოლიტიკურ სახეს იღებს. „გირჩს“ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქუჩა დემოკრატიული პროცესის ნაწილია: “ყოველთვის მივდივარ სალაპარაკოდ, თუ არ მომეწონება მერე ვიტყვი, რომ ვერ გავიგე, ან არ მომეწონა, ისეთი რამე შემომთავაზეს რაც არ მომწონს, მაგრამ საერთოდ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება დიალოგზე უარის თქმა. შედეგი უნდა იყოს, რომ ეს პროცესი გადავიდეს…

მეტი...

„ვის უნდა პარლამენტში შესვლა? – გპასუხობთ, მე ვარ ასეთი პოლიტიკოსი“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავარში“

„ვაშაძის განცხადება ხელს უშლის ერთობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „გირჩის“ ერთ – ერთ – ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მეგრელიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუმცა აღნიშნავს, რომ შინაარსით ის ოპოზიციის ერთობას ბზარს გაუჩენდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრების საპირისპირო განცხადებები: „ვის უნდა პარლამენტში შესვლა? – გპასუხობთ, მე ვარ ასეთი პოლიტიკოსი, ვაშაძის განცხადებაში განსაკუთრებული ცუდი არ ეწერა, ვეთანხმებით იმას, რომ არის ჩიხი, ოღონდ არის ერთი პუნქტი, რაც ეხება სიმართლის დადგენას , მაგრამ სიმართლისა დადგენა ამ ქვეყანაში არის შეუძლებელი, ამ ქვეყანაში სისტემაა პრობლემა, რადგან სასამართლოს სამართალთან კავშირი არ…

მეტი...

“პანდემიის გამწვავების ფაზაში ოპოზიციის უსაფუძვლო მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე, შესაძლოა, „იტალიური სცენარის“ საფუძველი გახდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

“ოპოზიციის პოლიტიკური უპასუხისმგებლობა ქვეყანას ეპიდემიოლოგიურად ძვირი დაუჯდება და შესაძლოა, საქართველოში „იტალიური სცენარი“ მივიღოთ,” – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს, ხოლო უპასუხისმგებლო ოპოზიცია საკუთარ მომხრეებს სამსხვერპლოზე უშვებს. „ოპოზიცია საზოგადოებას ფინალურ აურზაურს სთავაზობს, თანაც იმ დროს, როცა საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად კორონავირუსს მისი გავრცელების მეორე ტალღის პიკურ ფაზაში ებრძვის. საკოორდინაციო საბჭო ცდილობს, მაქსიმალური დატვირთვა აარიდოს ჯანდაცვის სექტორს, რომელიც, პრაქტიკულად, ბრძოლის წინა ხაზს წარმოადგენს. მობილიზება უკეთდება სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებს, არა მომუშავე მედპერსონალს, რომ დაეხმარონ მოქმედ ექიმებს პაციენტების…

მეტი...

“დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის” – გიორგი გახარია

“დავუბრუნდი ჩვეულ სამუშაო რეჟიმს. მადლობა ექიმებს და თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს. „გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, – აღნიშნავს გიორგი გახარია. გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი 2 ნოემბერს დაუდასტურდა.

მეტი...

“ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის” პემიერი პრემიერი მაიკ პომპეოს ვიზიტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის და იმ დონის, რომელიც ისტორიულად ჯერ არ ყოფილა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პომპეოს ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ქვეყნის დემოკრატიზაციის შემდგომ პროცესს, ეკონომიკურ საკითხებსა და უსაფრთხოებას. „რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ამ შეხვედრის ფარგლებში ჩვენ განვიხილავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებულ საკითხებს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პირველ რიგში, განვიხილავთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში…

მეტი...

“განცხადებები, თითქოს მაიკ პომპეო „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია” – დავით ზალკანიანი

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეფასებით, ოპონენტების განცხადებები, თითქოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში „ქართული ოცნების“ გასაკრიტიკებლად ჩამოდის, ღიმილისმომგვრელი და არასერიოზულია. როგორც ზალკანიანი აღნიშნავს, ბოლო პერიოდში ოპოზიცია თარგმანსა და ლოგიკაშია დაკარგული. ის ოპონენტებს მოუწოდებს, აშშ-ს ელჩის განცხადებები კარგად წაიკითხონ და პოლიტიკურ პროცესებს დროულად დაუბრუნდნენ. „ღიმილისმომგვრელია და არასერიოზულია, არც კი ვაპირებ ამაზე ოპონენტებს სერიოზული პასუხი გავცე, რადგან ეს არის არცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების. მათ შორის არიან ადამიანები, ვისაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილება და ამას კვლავ იყენებენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის და მანიპულაციებისთვის. ვფიქრობ, ისინი ბოლო პერიოდში საერთოდ დაკარგული არიან თარგმანში, თანმიმდევრულობაში, განცხადებებში, ლოგიკაში. არანაირ ლოგიკაში…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა

“კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 056 თბილისში, 476 აჭარაში, 469 კი იმერეთში დაფიქსირდა”,  – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“ -ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი,…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 566-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 421 ადამიანი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 421 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 421 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 66 561 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 49 811 გამოჯანმრთელდა, 566 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევა არის  16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 181 ადამიანი არის კოვიდსასტუმროში, ხოლო 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2 656 პირი, თვითიზოლაციაში კი 39 721 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

მეტი...

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ჩამოდის

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17-18 ნოემბერს, საქართველოში  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი იგეგმება. “მივესალმებით საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს 17-18 ნოემბერს. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან. მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. საქართველოში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრებისას განხილული იქნება აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ვაჭრობისა და ეკონომიკის, დემოკრატიის, ხალხთა შორის კონტაქტების, განათლებისა და…

მეტი...