“ევროკავშირი ელოდება, უმრავლესობამ და ოპოზიციამ კომპრომისის პოვნა შეძლონ” – ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კომპრომისის მიღწევის აუცილებლობის შესახებ ტვიტერში ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების პრესსპიკერი პიტერ სტანო წერს. “არჩევნების შემდეგ ევროკავშირი მოუთმენლად ელოდება, უმრავლესობამ და ოპოზიციამ შეძლონ იმ აუცილებელი კომპრომისის პოვნა, რაც შესაძლებელს გახდის თანამშრომლობას პარლამენტში, იმისთვის რომ მოხდეს რეფორმების განვითარება, ასევე გადაუდებელი სამედიცინო და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების გადაჭრა,” – დაწერა სტანომ.

მეტი...

“ბიუროკრატიული ხარჯები არ იზრდება, ეს ტყუილია” – კახა კალაძე

“ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების ზრდის შესახებ ტყუილია,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, ჯერ მხოლოდ ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა წარმოდგენილი, ხოლო ბიუჯეტის საბოლოო ვერსია რადიკალურად განსხვავებული და გაცილებით მეტი იქნება. „ჩემი თხოვნაა, ბიუჯეტზე ნაადრევად არ ვიმსჯელოთ. როგორც ყოველ წელს, ჯერ ხდება პირველადი ბიუჯეტის წარდგენა, რომელიც შემდეგ დაკორექტირდება. მოგვიანებით გახდება ცნობილი ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს არის წარმოდგენილი. ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ის პროექტები, რაზეც პანდემიამდე ვსაუბრობდით, განხორციელდეს ინფრასტრუქტურის, ასევე, სოციალური და ჯანდაცვის…

მეტი...

“მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება” – კახა კალაძე

“როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ შეთანხმება აუცილებელია,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებია. “ამ დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის, რომ მგონი ყველა აცნობიერებს – როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა. მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა, კარგი იქნებოდა მეგობარი…

მეტი...

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან მომავალი წლის მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილა

პანდემიით გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენა საქართველოზე, მთავრობის ეკონომიკური გეგმა და ნაბიჯები, რომელთა გადადგმა ბიზნესისა და მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით იგეგმება, – ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საშუალოვადიან ეკონომიკურ პარამეტრებს, ასევე, მთავრობის ეკონომიკურ გეგმას მომდევნო წლების განმავლობაში, მათ შორის მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებს. ბიზნესისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლებმა ის ეკონომიკური გამოწვევები დაასახელეს, რომელთა ასახვა ეკონომიკური განვითარების საშუალოვადიან გეგმაში მათი აზრით მნიშვნელოვანია. აღინიშნა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს…

მეტი...

მამას 6 შვილი მძევლად ჰყავდა აყვანილი და მათი მოკვლით იმუქრებოდა

სანკტ პეტერბურგში რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია დასრულდა. მამა, რომელსაც 6 შვილი მძევლად ჰყავდა აყვანილი და მათი მოკვლით იმუქრებოდა, დაკავებულია. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, მეუღლესთან კონფლიქტი ყოფილიყო. დამნაშავეს მოთხოვნები არ წამოუყენებია.

მეტი...

“ნუ მოწევთ, ნუ დალევთ…” – დავით გადელია

“ჩვენ გირჩევთ, რომ იყოს გადაკეტილი ბევრი რამ. ნუ მოწევთ, ნუ დალევთ. ეს სიტყვა – “ლოკდაუნი” მაინცდამაინც არ მომწონს“, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელიამ განაცხადა. გადელია მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის შესაბამისად, გარკვეული შეზღუდვების დაწესება აუცილებელია, ის მოსახლეობას ურჩევს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის წევრებსაც კი მოერიდონ: „თუ თქვენ ამ სიტყვაში დებთ იმას, რომ უნდა შეჩერდეს რესტორნების, ბაზრობების და ა.შ მუშაობა, მაშინ გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად უნდა შეჩერდეს. თვითონ თქვენი ოჯახის წევრებსაც კი უნდა მოერიდოთ, რადგან ყველაზე დიდი აფეთქება არის შიგნით. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, მაშინ არანაირი…

მეტი...

“მანდარინის ექსპორტი ძირითადად სომხეთსა და რუსეთში განხორციელდა” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 1 928 ტონა მანდარინის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 941 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა სომხეთში (883 ტონა) და რუსეთის ფედერაციაში (899 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე უკრაინაში, მოლდოვასა და ყაზახეთში. უწყებაში განმარტავენ, რომ მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, მუშაობს შესაბამისი შტაბი. „არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო ჩაიბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს ქობულეთის საკონსერვო ქარხანა…

მეტი...

ზამთრის მოახლოების გამო, დედაქალაქში მოქმედი შადრევნები გაითიშება

ტემპერატურის ცვლილების გამო, 25 ნოემბრიდან დედაქალაქში მოქმედი ყველა შადრევანი გაითიშება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ზამთრის დადგომისას, შადრევნების გამორთვა და მომავალი წლისთვის მომზადება ყოველწლიურად ხორციელდება. „დედაქალაქში არსებული 50-მდე შადრევნის მოვლა-პატრონობას შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს. შადრევნების ნაწილი კი რაიონული გამგეობების დაქვემდებარებაშია. ყველა მათგანი გაზაფხულზე, ტემპერატურის მატების შემდეგ ჩაირთვება“, – აცხადებენ მერიაში.

მეტი...

“შედეგი სახეზეა, იმაზე უარესია მდგომარეობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო” – დიმტრი ხუნდაძე ინფექციის მატებას აქციებს უკავშირებს

კორონავირუსის მეორე ტალღა პროგნოზირებადი იყო და რეალობად იქცა. მაგრამ ასევე მოსალოდნელი იყო გართულება იმის გამო, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ოპოზიცია და მათი მომხრეები ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ამასთან, ხუნდაძე განურჩევლად ყველას, მთავარი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „ქვეყანაში ეპიდვითარება უარესდება. შესაძლო მეორე ტალღა პროგნოზირებადი იყო და რეალობად იქცა. მაგრამ ასევე მოსალოდნელი იყო გართულება იმის გამო, რომ ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე ოპოზიცია და მათი მომხრეები ქუჩაში აურზაურს აწყობდნენ. შედეგი სახეზეა, იმაზე უარესია მდგომარეობა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მაგრამ შედეგი არის…

მეტი...

“ვერ მივედი, მეძინა” – იაგო ხვიჩია ოპოზიციის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა

“სხვა შეხვედრები, რომლებიც დაგვაინტერესებს, მივალთ. არაფერი მანდ ძაღლის თავი არ არის დამარხული,” – ასე უპასუხა „გირჩის“ ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ რატო არ ესწრებოდა ოპოზიციის შეხვედრას.  ხვიჩიას თქმით, შეხვედრაზე რაღაც ტექნიკური საკითხები განიხილებოდა და მონაწილეობა საჭიროდ არ ჩათვალეს. „ვერ მივედი, მეძინა, რაღაც ტექნიკური საკითხები იხილებოდა, რომელზეც მეტყვიან ჩემი კოლეგები, თუმცა არა იმის გამო, რომ ვინმეზე გაბუტული ვარ ან რაღაცა. ზოგი შეხვედრები არის, სადაც ჩვენ ისედაც არ ვმონაწილეობდით. იმ წუთას მისვლა არ მიგვაჩნდა აუცილებელად, რადგან ამბავს გავიგებდით, კომუნიკაცია გვქონდა სხვა წევრებთან, თუ რამე საინტერესო მოხდებოდა.…

მეტი...

“გვექნება სიკვდილიანობის და ასევე, ახალ შემთხვევათა ზრდა” – ამირან გამყრელიძე

“დღევანდელი ახალი შემთხვევათა რაოდენობა 3128 გთხოვთ ნუ დაგვამშვიდებს იმიტომ, რომ კლება ჯერ არ არის, პირიქით, მატებაა და მატება კიდევ გაგრძელდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, რამოდენიმე ინსტიტუციაა, რომელიც პროგნოზირებაზე მუშაობს და მათზე დაყრდნობით, დეკემბრის პირველ კვირაში იქნება ახალ შემთხვევათა ზრდა და ასევე სიკვდილიანობის ზრდა, შესაბამისად, აუცილებელია საქართველომ გაამკაცროს არსებული რეგულაციების აღსრულება და დაამატოს და გააფართოოს ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები. „ბოლო პერიოდში ჩვენ გადავცილდით 4000 ახალ მაჩვენებელს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევედით პიკში. დღევანდელი შემთხვევების რაოდენობა ეს დამოკიდებული იყო სამ…

მეტი...

„სტრატეგია აღმაშენებელს”, “გირჩს”, “ლელოსა” და „ევროპულ საქართველოს“ შორის ბლოკის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს” – ბადრი ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ რაიმე სახის ბლოკის შექმნაზე საუბარი ნაადრევია. ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა „ლელოს“, „გირჩის“, „ევროპული საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ შერწყმა, ჯაფარიძე პასუხობს, რომ „მსგავსი ტიპის მსჯელობა არ მიმდინარეობს“. „ამაზე სუაბარი არის ნაადრევი, ახლა ჩვენი მთავარი საზრუნავია, მივაღწიოთ პოლიტიკურ შეთანხმებას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, პოლიტიკური პროცესები გადავიდეს ნორმალურ კალაპოტში და გამოვიხეთ პოლიტიკური კრიზისიდან. ჯერ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ვადამდელ არჩევნებზე. იმაზე საუბარი, ვინ როგორი ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილებას, ნაადრევია. პირველი რიგის ამოცანა არის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. მსგავსი ტიპის მსჯელობა არ მიმდინარეობს”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. ამასთან მისივე…

მეტი...

ქვეყნის ათ ქალაქში სასწავლო პროცესი პირველი სემესტრის დასრულებამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპანდემიის პრევენციისთვის ყველაზე დიდი იმედია დღეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ამირან გამყრელიძის თქმით, ფართომასშტაბიანი ხელმისაწვდომობა კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინაზე მსოფლიოში მომავალი წლის გაზაფხულიდან იქნება მოსალოდნელი. “ყველაზე დიდი იმედი დღეს არის, რომ რაც უფრო მალე იქნება ხელმისაწვდომი კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოში და რაც მალე იქნება ასევე ხელმისაწვდომი რამდენიმე წამალი, რომლებიც არის დღეს ე.წ. პაიპლაინებში, ანუ ე.წ. ანტივირუსული წამლები. ალბათ იყო ინფორმაციები, რომ ე.წ. კოქტეილებმა მიიღო გადაუდებელი დასტური, რომელიც იქნა გამოყენებული ამერიკის პრეზიდენტის სამკურნალოდ, მაგრამ მას აქვს თავისი ჩვენებები როგორ და რანაირად, ეს მაინც ვიწრო და მცირე გამოყენების იქნება. უფრო დიდი იმედია, რომ შეიქმნება…

მეტი...

“პოლიტიკოსებს ხშირად მოვუწოდებდი, ჩაეტარებინათ კამპანია ძირითადად გარე სივრცეებში, ყოფილიყვნენ ნიღბით” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ კორონავირუსული ინფექცია დაამარცხა. გამყრელიძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ცალკე აღებული საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს. ამასთან, გამყრელიძე განმარტავს, თუ რამ განაპირობა საქართველოში ინფიცირების შემთხვევების გაზრდა. ამირან გამყრელიძის თქმით, ეს უკავშირდება ზაფხულში მობილობის სერიოზულ გაზრდას და შემდეგ უკვე დიდ თავშეყრებს, მათ შორის საარჩევნო კამპანიასა და არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს. „მე ზაფხულში ან მანამდე არასდროს მითვქამს, რომ ჩვენ კოვიდინფექცია დავამარცხეთ, პირიქით, სულ მოვუწოდებდი მოსახლეობას, მოგიწოდებდით ყველას, რომ ნუ შევიქმნით ილუზიას, თითქოს კოვიდი დავამარცხეთ, კოვიდს საქართველო ვერ დაამარცხებს, კოვიდი უნდა დაამარცხოს მთელმა გლობალურმა…

მეტი...

„საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო საველე ჰოსპიტლების მოწყობას არ განიხილავს, რადგან, ამ ეტაპზე მსგავსი საჭიროება არ არსებობს. „საველე ჰოსპიტლებს არ განვიხილავთ, ვინაიდან გვაქვს მრავალი ქვეყნის მაგალითი, სადაც საველე ჰოსპიტლების მობილიზაცია მოხდა, მაგრამ, შემდეგ, იქ არც ერთი პაციენტის მკურნალობა არ მოხდა. არის მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა, სადაც საველე ჰოსპიტლები საუკეთესოდ გამოიყენეს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ქვეყნის რესურსი. ჩვენ გვაქვს ჰოსპიტლები, სასტუმროები და კიდევ ვამატებთ დამატებით ჰოსპიტლებს, რომ ეს ყველაფერი საჭირო არ გახდეს“,- განაცხადა მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია საველე ჰოსპიტლების მოწყობასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ეპიდემიოლოგები არ ამართლებენ,…

მეტი...

„აქციები ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი“ – მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილი აქციები ვირუსის გამავრცელებელი აღმოჩნდა და ეს კარგად გამოჩნდა არსებულ სტატისტიკაში. “აქციებთან მიმართებით ვხედავთ ფაქტებს, ეს გვაძლევს მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო ვირუსის გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება. ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრს ქვეყანას, გაცილებით უფრო ძლიერს, ვიდრე საქართველოა, ჰქონდა პოსტ არჩევნების ეფექტი. ჩვენც გვაქვს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიასთან.

მეტი...

ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ისეთ იქნება, რომელიც ვირუსის გადაცემას შეანელებს

საკოორდინაციო საბჭომ იმ ახალ შეზღუდვებზე იმსჯელა რომელმაც ვირუსის მატების კატასტროფული მაჩვენებელი უნდა შეამციროს. მართალია, ამ ეტაპისთვის ახალი რეგულაციების შესახებ გადაწყვეტილება რ მიუღიათ, თუმცა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ის ვარიანტები ჩამოთვალა, რაზეც ეპიდემიოლოგებთან მსჯელობენ.        „ყველაზე აქტიური და ყველაზე ქმედითი ზომაა მობილობის შემცირება. სწორედ, მობილობის შემცირებისკენაა მიმართული დამატებითი შესაძლო შეზღუდვები, როლებიც ერთის მხრივ, შესაძლოა იყოს გადაადგილების შეზღუდვის საათების გაზრდა; მეორეს მხრივ, შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვები კონკრეტული სამუშაო ან არასამუშაო დღეების განმავლობაში გარკვეული სავაჭრო ობიექტების სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, ან ისევ მათი საათების რეგულირების თვალსაზრისით. ამ ზომების კომბინაციაც არის შესაძლებელი. ეს არის სწორედ ის,…

მეტი...

ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა უპასუხისმგებლო პოლიტიკური აქციების შედეგია  

„უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს“ – ეს განცხადება მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.   „როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მობილობის შემცირებაზე და როდესაც ჩვენ ვხედავთ ასეთ აქციებს, აქტივობებს ქუჩებში, განსაკუთრებით იქ, სადაც ვხედავ, რომ მათ შორის, არავითარი წესების დაცვა არ ხდება და პირიქით, მოწოდებაც კი ხდება, რომ წესების დაცვა არ მოხდეს, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ეს ყველაფერი არ აისახოს იმ რიცხვებში“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მაია ცქიტიშვილის თქმით, სწორედ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ აქციებს უკავშირდება ის დინამიკა, რომელიც დღეს,…

მეტი...

„განვიხილავთ ისეთი ტიპის შეზღუდვებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში გამოიყენება“ – ვიცე პრემიერი

„შესაძლებელია, ეს იყოს შაბათ-კვირა. შესაძლებელია, ეს იყოს კვირის კიდევ რომელიმე დღე, ან შესაძლებელია ეს იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცოტა უფრო ხანგრძლივი შეზღუდვა, მაგრამ. ისევ და ისევ ჩვენ ვრჩებით წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, რაც გულისხმობს იმას, რომ შეზღუდვები იქნება იქ, სადაც ეს არის მეტად საჭირო,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ. მისივე განცხადებით, მთავრობა ისეთ შეზღუდვებს გამოიყენებს, რომელსაც სხვა ქვეყნები იყენებენ. „ჩვენ აქტიურად ვისმენთ ინფორმაციას, მათ შორის, თქვენი მედიასაშუალებებითაც, იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეზღუდვები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყნებში და ვინაიდან ერთ დაავადებაზე ვსაუბრობთ, მსოფლიოში ერთი და იგივე პრინციპებია და ჩვენც ამ…

მეტი...

„თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ“ – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს, ამის შესახებ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ისაუბრა.   „მე თავდაჯერებულობა და ქედმაღლობა არ მჩვევია და გამოვრიცხავ რომ ლევან რატიანი მე მგულისხმობდა. თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ვინაიდან, ვთვლი, რომ სწორედ ახლა არის ის დრო, როცა მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და შესაბამისად ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს“ – განაცხადა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ერთ-ერთ პრობლემას მართვაშია და  ვისაც სიტუაციის მართვა არ შეუძლია, უნდა წავიდეს.   

მეტი...

„ვფიქრობთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებაზე“ – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით,  უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს, ამ ეტაპისთვის კონკრეტულ შეზღუდვებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, ეს საკითხი აქტიურად განიხილება. “სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს, გუშინაც ან დღესაც მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოკდაუნის“ შესახებ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. ეს გადაწყვეტილება არის ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით“ – განაცხადა ცქიტიშვილმა. მისივე თქმით,  საკოორდინაციო საბჭო წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოვებას გეგმავს. ეს შეიძლება იყოს სამუშაო საათების შემცირება, 22:00 საათიდან არსებული გადაადგილების შეზღუდვის დროის შემცირება, დასვენების დღეებში ბაზრობებისა თუ სავაჭრო ქსელების შეზღუდვა და…

მეტი...

კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

55 წლის ექიმი ბენო ჭელიძე „კოვიდ 19“-ით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოში მუშაობდა. დაინფიცირების შემდეგ ის ამავე კლინიკაში მკურნალობდა. როგორც კლინიკის მენეჯერი აცხადებს, კოლეგას ვირუსი 19 ნოემბერს დაუდასტურდა. “ექიმი ბენო ჭელიძეს ვირუსი 19 ნოემბერს  დაუდასტურდა. გარდაცვალება კი დღეს დაფიქსირდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა, მას თანმდევი დაავადება ჰქონდა“, – აცხადებს გია კიკაბიძე. ამ ეტაპისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით  რეანიმაციულ განყოფილებაში 48 პაციენტი იმყოფება და აქედან 10 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მეტი...

„რაც შეიძლება მეტი ხალხი უნდა გადავარჩინოთ, დაივიწყეთ ყველაფერი, ან წადით სახლში“ – ექიმის  მძიმე განცხადება  

„კოვიდ პანდემიის“ გამოწვევის ერთ ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი,   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ყველას მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება მეტი ინფიცირებულის გადარჩენა უნდა იყოს. შესაბამისად, მისი თხოვნაა, ყველა კლინიკა, რაც ქვეყანაშ არსებობს, „კოვიდ კლინიკებად“ გადაკეთდეს. „ყველა საავადმყოფო, რომელიც ამ ეტაპზეა ქვეყანაში ფუნქციონირებს, მინიმუმ, საწოლ ფონდის 80% უნდა გადაკეთდეს კოვოდ კლინიკებად. დღეს დაავადება მძვინვარებს. ერი იქნება, ბერი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს, ვირუსი არავის არჩევს. ყველა ექიმი იქით უნდა იყოს მომართული, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩენილი სიცოცხლე მიიღოთ. მე ვარ სულით და ხორცით ექიმი დ…

მეტი...

„გავიარეთ მეორე ტური, შევედით მეორე ტალღის პიკში და ველოდებით მოლაპარაკების მესამე ეტაპს“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განაცხადებით, არჩევნების მეორე ტური გადავლილია,  შევედით მეორე ტალღის პიკში და მოლაპარაკების მესამე ეტაპს ელოდებიან.   მისი შეფასებით, პოლიტიკურად პოლარიზებულ გარემოში არჩევნების მეორე ტური საზოგადოებამ მშვიდ გარემოში ჩაატარა და ქვეყნის მართვის სადავეები „ქართულ ოცნებას“ დაუტოვა, თუმცა ოპოზიციური სპექტრი უფრო მრავალფეროვანი გახადა. „ეპიდემიოლოგიურად ვითარება რთულია. ვიმყოფებით მეორე ტალღის, მაღალი გავრცელების ფაზაში, რაც პროგნოზირებადი იყო, მაგრამ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ქუჩის აქციებმა და რეკომენდაციების შეუსრულებლობამ. თუ სასწრაფოდ არ მოხდა ვითარების სტაბილიზაცია, შესაძლოა ქვეყანამ და საზოგადოებამ გამოუსწორებელი ზიანი მიიღოს. ამისათვის, გარდა ეპიდკონტროლისა, საჭიროა საზოგადოების…

მეტი...

როგორია „კოვიდ ინფიცირებულთა“ მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება შემდეგია: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა; აჭარაში – 576; იმერეთში – 212; ქვემო ქართლი – 129; შიდა ქართლში – 101; გურიაში – 87; სამეგრელოში – ზემო სვანეთი – 189; კახეთში – 116; მცხეთა-მთიანეთში – 105; სამცხე-ჯავახეთში – 97; რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

მეტი...

„კოვიდ 19“- ით 39 ადამიანი გარდაიცვალა

​კორონავირუსით, საქართველოში 39 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა,  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 051 გარდაცვალების შემთხვევა. შეგახსენებთ, რომ დღეს ინფიცირებულთა ახალი მაჩვენებელი 3 128 შემთხვევაა.

მეტი...

24 საათში 3 128 ინფიცირებული

„კოვიდ 19“-ის  ახალი შემთხვევები უკან არ იხევს. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 045 პირი „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა“  –  ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით  არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  111 818-ს. ბოლო…

მეტი...

ახალ რეგულაციებზე მთავრობა დღეს იმსჯელებს

11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება. დღეს გადაწყდება, რა ახალი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში. საუბარია არსებული შეზღუდვების გამკაცრებაზე, რომ „კოვიდ 19“- ის გავრცელების მაჩვენებელი მაქსიმალურად არ გაიზარდოს. ერთ-ერთი რეგულაცია, რომელზეც მთავრობა ეპიდემიოლოგებთან ერთად ფიქრობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვაა.     უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები განცხადებებს გააკეთებენ.

მეტი...

„ვემიჯნებით პოლიტიკურ პროცესებს“ – „ქსოვრელების“ საგანგებო განცხადება

,,ქსოვრელები” პოლიტიკურ შოუში მონაწილეობასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებას ავრცელებენ, რომელიც მათ „მედიაცენტრ მთავარს“ გაუგზავნეს.   „23 ნოემბერს ანსამბლი ,,ქსოვრელები” მიწვეული იყო TV პირველ-ში მუსიკალური ნომრების შესასრულებლად. აღმოჩნდა, რომ ანსამბლი მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ თოქშოუში, რომელიც გავიდა პირდაპირ ეთერში. ხაზგასმით აღვნიშნავთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ანსამბლი ,,ქსოვრელები” სრულად ემიჯნება პოლიტიკას და არავითარი ინტერესი განვითარებულ პროცესებში არ გააჩნია. ანსაბლის არცერთი წევრი, როგორც უფროსი, ასევე უმცროსი თაობიდან არასოდეს ყოფილა დაკავშირებული პოლიტიკასთან. 23 ნოემბრის გადაცემაში მონაწილეობის საკითხი არ იყო შეთანხმებული არც ანსამბლის “პროდიუსინგთან” და არც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. ტელევიზიიდან კონტაქტი განხორციელდა მუსიკალურ ხელმძღვანელთან, რომელმაც ჩათვალა,…

მეტი...

ტრამპი ხელისუფლების გადაბარებას იწყებს, თუმცა, არჩევნების ოფიციალური შედეგების დასამტკიცებლად ბრძოლას აგრძელებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზადაა, ჯო ბაიდენს ხელისუფლება გადააბაროს, თუმცა, ამავდროულად აგრძელებს ბრძოლას, რომ არჩევნების ოფიციალურად გამოცხადებული შედეგების წინააღმდეგ. როგორც დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ გვერდზე წერს, ბრძოლას გააგრძელებს: „მაგრამ, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე ვურჩევ ემილისა (ადმინისტრატორი) და მის გუნდს, რომ გააკეთონ ის, რაც უნდა გაკეთდეს პროტოკოლთან დაკავშირებით.  ჩემს გუნდსაც იგივე  მოვუწოდე,“- წერს დონალდ ტრამპი. ამავდროულად, ჯო ბაიდენმა საკუთარი გუნდის შერჩევად დაიწყო და რამდენიმე წევრიც დაასახელა. მან სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე მან ტონი ბლინკენი წარადგინა. ასევე, პრეზიდენტის კაბინეტში ადგილს დაიკავებს ჯონ კერი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი იქნება.…

მეტი...