სახელმწიფო მდივანი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზეც ისაუბრებს

აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც შეეხება, რადგან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამერიკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა.     „სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას. სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, – ვკითხულობთ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

მაიკ პომპეო თბილისშია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოშია – მისი თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე დახვდნენ.  ელჩი “შერატონში” დაბინავდება და დღეს ოფიციალური შეხვედრები არ ექნება. ოფიციალური შეხვედრები ხვალ დილიდან დაიწყება და სახელმწიფო მდივანი პრემიერ მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორს შეხვდება.

მეტი...

“ჩვენ გვინდა აშშ-ის მუდმივი ყოფნა საქართველოში და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი” – დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ქვეყანაში ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.  დავით ზალკალიანის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანა ამ ურთიერთობის გაღრმავებაა ყველა მიმართულებით.  “ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია დროის თვალსაზრისით, ასევე, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია შექმნილი. მხედველობაში მაქვს ის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება და გამოწვევები, რომლის წინაშე დგას არამხოლოდ საქართველო, არამედ რეგიონი.  ამ ვიზიტზე დიდი ხანია ვმუშაობდით, მაგრამ ძალიან კარგია, რომ ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა. თავად ის ფაქტი, რომ ვიზიტი შედგა, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის და კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ…

მეტი...

“პუტინს საქართველოში შეჭრა შერჩა” – ბარაკ ობამა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა თავის მემუარებში რუსეთ – საქართველოს ომს იხსენებს. “პუტინს საქართველოში შეჭრა შერჩა” – ასე ეხმაურება აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა აგვისტოს ომის ქრონიკას. მემუარებში, სახელწოდებით “აღთქმული მიწა”, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს ჩიკაგოს მაფიის ბოსს ადარებს. დიმიტრი მედვედევზე კი წერს, რომ მას რეალური ძალაუფლება არასდროს ჰქონია. 768-გვერდიან წიგნში ბარაკ ობამა შეფასებას აძლევს პოლიტიკოსებს და სხვა ქვეყნების ლიდერებს, რომლებსაც თავისი პრეზიდენტობის 8 წლის განმავლობაში შეხვედრია. ექვსი მილიონი ტირაჟით გამოსული და 19 ენაზე თარგმნილი “აღთქმული ქვეყანა”, ბარაკ ობამას პირველი მემუარებია მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას ჩამოშორდა.

მეტი...

“ეს ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს ურთიერთობებს” – დავით ბაქარაძე მაიკ პომპეოს ვიზიტზე

“აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,” – განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ. ბაქრაძის თქმით, ვიზიტი იქნება ძალიან შედეგიანი და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, რომელიც არის უმაღლეს ნიშნულზე. „რასაკვირველია, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მხარდასაჭერად, საქართველოს როლის ხაზგასმა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. აშშ არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, შტატებმა დაამტკიცა წლების განმავლობაში, რომ ის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საქართველო ახორციელებს, ამერიკის…

მეტი...

მაიკ პომპეოს ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აეროპორტში აქციით ხვდებიან

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლას აქციით “ლეიბორისტული პარტიი” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ხვდებიან. აქტივისტები თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე შეიკრიბნენ. მათ ხელში უჭირავთ ტრანსპარანტები ინგლისურენოვანი გზავნილებით. როგორც ისინი აცხადებენ, ამ ფორმით, ერთის მხრივ, ისინი მიესალმებიან სახელმწიფო მდივნის საქართველოში ვიზიტს და, მეორე მხრივ, ამ გზავნილებით მათ სურთ მიაწვდინონ ხმა უმაღლესი რანგის სტუმარს იმის შესახებ, თუ როგორ გაყალბდა საქართველოში არჩევნები.  “ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქართველოში აუცილებლად გაიხსნას ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები და ჩვენი მიმართვა გახლავთ ის, რომ საქართველო დღეს არის ერთი კაცის, ერთი დიქტატორის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ხელში, რომელიც…

მეტი...

“გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია” – კარლ ჰარცელი

“გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც გლდანში, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შტაბის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა. ელჩის მოწოდებაა, ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. ”გლდანში საარჩევნო შტაბის დაწვა საშიში სისხლის სამართლის დანაშაულია. დაწყებულია გამოძიება და მოვუწოდებ ყველა საჭირო რესურსის მობილიზებისკენ სწრაფი და სანდო გამოძიების უზრუნველსაყოფად. იმედი მაქვს და მჯერა, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან,” – აცხადებს კარლ ჰარცელი.

მეტი...

“წლიდან წლამდე, პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება” – ნათია თურნავა პომპეოს ვიზიტზე

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის  შეფასებისას განაცხადა. მინისტრის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა დღეს, როგორც არასდროს, ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა. „განსაკუთრებით მინდა, შევეხო ჩვენს თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და ამ პროცესში ორმხრივად ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რაოდენ მიმზიდველი და მომგებიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სა და საქართველოს შორის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან პრეფერენციული სისტემით…

მეტი...

ამირან გამყრელიძეც თვითიზოლაციაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც ეპიდემიოლოგმა „მდიაცენტრ  მთავარს“ განუცხადა, ის ტესტირებას ყოველდღიურ რეჟიმში იტარებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც თენგიზ ცერცვაძეს ვირუსი დაუდასტურდა, მისი იზოლირებაც აუცილებელი გახდა.    „ბოლო 2 დღის განმავლობაში არაერთ ადამიანთან მქონდა აქტიური კონტაქტი, რომელთაც „კოვიდ 19“ დაუდასტურდათ. შესაბამისად, აუცილებელი გახდა ჩემი თვითიზოლაციაში გადასვლა. ეს მხოლოდ თენგიზ ცერცვაძესთან კონტაქტს არ უკავშირდება.  ყოველთვის ვიცავ რეგულაციებს და ამ შემთხვევაშიც დაცული ვიყავი, თუმცა, სახლში ვაგრძელებ ყოფნას. ამჟამად სიმპტომები არ მაქვს“ – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“. შეგახსენებთ, რომ დრეს, „კოვიდ 19“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს,…

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაურია. დაპირისპირება მოძრაობა “არ დათმოს” წევრებსა და სამართალდამცავებს შორის მიმდინარებს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის შენობაზე სტიკერების “არ დათმოს” გაკვრას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცავები არ აძლევენ. დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. აქციაზე ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა. “თითოეულ ხმას დავიცავთ და მოგიწოდებთ, რომ არ დათმოთ. სტიკერების გაკვრას ვცდილობთ, რის საშუალებასაც არ გვაძლევენ. არ დავთმობთ ტერიტორიებს, ჩვენ ანტისაოკუპაციო მოძრაობა ვართ”,- აცხადებენ აქციის მონაწილეები. აქციაზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც იმყოფებიან, რომლებსაც 24 საათიან პროტესტი აქვთ და მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ გაშლილი.

მეტი...

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის მანქანას ცეცხლი მეორედ გაუჩნდა

ახალციხის საკრებულოს დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანას ცეცხლი უკვე მეორედ გაუჩნდა. მას მანქანა შემთხვევის დროს სახლთან ჰყავდა. “არ ვიცი ვინ იყო, მანქანას ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. დავრეკე 112-ზე და პატრული და სახანძრო მოვიდა. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება იყოს, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი, აღარ გამოდგება,” – ამბობს ამბარცუმ ბაბოიანი. პირველად ამბარცუმ ბაბოიანის მანქანა 2017 წელს აფეთქდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო და მოგვიანებით ახალციხის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან დაზარალებულად ცნეს. ამბარცუმ ბაბოიანი ამბობს, რომ გამოძიების პასუხს ამ დრომდე ელოდება. 15 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე შსს-მ ამჯერად ძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას, ცეცხლის…

მეტი...

National Geographic-მა საქართველო 2021 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დაასახელა

მსოფლიოში ერთ-ერთმა გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic-მა საქართველო, სვანეთის რეგიონი, 2021 წელს მსოფლიოს 25 საუკეთესო მიმართულებებს შორის დაასახელა, რომელსაც ტურისტი პოსტპანდემიურ პერიოდში უნდა ეწვიოს.    National Geographic საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ყოველი წლის ნოემბერში ასახელებს. პანდემიის გამო წლევანდელი კონკურსის სლოგანია “Dream Now, Go Later.”25 საუკეთესო ტურისტული მიმართულების შერჩევაში  National Geographic-ის გლობალური რედაქტორები იღებდნენ მონაწილეობას. მიმართულებები 5 კატეგორიად  არის დაყოფილი: ბუნება, თავგადასავალი, კულტურა, მდგრადობა და ოჯახი.   National Geographic  პორტალზე წარმოდგენილია სვანეთის ფოტოები და დეტალურად მოთხრობილია რეგიონის შესახებ. “შორეულ, მაგრამ სტუმართმოყვარე სვანეთს  15 ათასი ფუტი სიმაღლის მწვერვალები დაჰყურებს. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე რეგიონი შუასაუკუნოვანი ქვის კოშკებით…

მეტი...

“ოპტიმისტური სცენარით, 2021 წელს ლარი 5 პროცენტით გამყარდება, ხოლო პესიმისტურით 20 პროცენტით გაუფასურდება” – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური სცენარები გამოაქვეყნა. საბაზისო სცენარის მიხედვით, 2020 წელს, ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება. ეს გამოწვეულია ახალი კორონავირუსის გლობალური გავრცელების პირობებში როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის მკვეთრი დაცემით. თუმცა, როგორც სებ-ის საბაზისო სცენარშია აღნიშნული, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაფიქსირებული პიკური ვარდნის შემდეგ, ეკონომიკურ აქტივობაში გაჯანსაღების დაწყების ნიშნების გამოიკვეთა. ამასთან, საბაზისო სცენარის მიხედვით, ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყნების ეკონომიკური ვარდნა სოლიდური იქნება. სწორედ ამიტომ მომდევნო წლების განმავლობაში ლარის ნომინალური გაცვილითი კურსი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურების სტაბილურ ნიშნულზე დარჩება. თუმცა, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა ოპტიმისტური სცენარიც, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან საბაზოსთან შედარებით უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს. ასევე სებ-ში აცხადებენ, რომ…

მეტი...

“ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის” – ზაალ უდუმაშვილი

“ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. არც ერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ის, რომ „ქართული ოცნება” მეორე ტურში მარტო არის დარჩენილი, ნათელია. „თვითონ იციან თავისი საქმე. ყველა ის პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, არც ერთი მათგანი არ გეგმავს პარლამენტში შესვლას და ეს არის მყარი პოზიცია თითოეული პარტიის”- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მეტი...

“მეორე ტურზე მისვლა იქნება ილიას შუბლში ტყვიის სროლა” – შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, შალვა ნათელაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურის დღეს სახლში დარჩნენ და არ მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტს უცხადებენ. ნათელაშვილი მიმართავს „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, არჩევნების მეორე ტურზე, საარჩევნო უბნებზე არ მივიდნენ. „მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას ე.წ. მეორე ტურიდან, რომელიც კვირას უნდა ჩატარდეს ნაძალადევის რაიონში. მინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადო ჩემს ნაძალადეველებს ასეთი აქტიური, მასობრივი მხარდაჭერისთვის და განვუცხადო, რომ, როგორც დავპირდი, მე კვლავ ვიქნები მათი ოჯახის წევრი, დავრჩები ასეთად, მათი დეპუტატი ვიქნები, მათ გვერდით ვიქნები და ჩვენ ერთად მივაღწევთ სამართლიან, დემოკრატიულ, ადამიანურ არჩევნებს, სადაც ივანიშვილისნაირი აგენტები ვეღარ…

მეტი...

“ჰოსპიტალიზაცია უნდა გაეწიოს მძიმე პაციენტებს” – პრემიერი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შეხვდა

საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19 – ი ს მართვის პროცესში არსებული გამოწვევები, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრის დროს განიხილა. პრემიერმა დეტალურად მისმინა, სფეროს ექსპერტების მოსაზრებები ეპიდ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალურ სექტორის მზაობაზე. საუბარი შეეხო თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა, აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე, ოჯახის ექიმთან კონსულტაციით.  აღინიშნა ასევე, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი…

მეტი...

„სამწუხაროდ, 10 დღეა პაციენტების მიღებაზე უარს ვამბობ“ – ლევან რატიანის მძიმე განცხადება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი იმ მძიმე რეალობაზე საუბრობს, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს და ტკივილით აღიარებს, რომ პაციენტებს მიღებაზე უარს ეუბნება. „ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს. შემიძლია თამამად გითხრათ, იმაზე მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვედგინა და ვვარაუდობდით. რადგანაც პირველ ეტაპზე არ გვყავდა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა, ყველა ხვდებოდა საავადმყოფოში და სამედიცინო მომსახურება იყო ჰუმანური.  მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მთავარია არ დაგვიდგეს ის მომენტი, როცა ექიმებმა ჰუმანურობა დავივიწყოთ ან გადავხედოთ. სამწუხაროდ, ეს რეალობა დღეს დაგვიდგა“ – განუცხადა ლევან რატიანმა „მედიაცენტრ მთავარს“. მისივე განცხადებით, იმ რეალობაც, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაშია, ევროპული ქვეყნებიც…

მეტი...

„ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა რეალური პრობლემაა“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ჩვენი, ექიმების ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სახლში მშვიდად იგრძნონ თავი“ – აცხადებს ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი და ფიქრობს, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად უნდა იგრძნონ თავი.     „ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა რეალური პრობლემაა, თუმცა ეს პრობლემაა არა სახელმწიფოს, არამედ სამედიცინო ნაწილში; ამიტომ, თითოეული ჩვენგანის, ყველა ექიმის ვალია, პაციენტებს ავუხსნათ, რასაც ახლაც ვაკეთებთ, რომ მათ უმეტესობას არ სჭირდება სტაციონარიზაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებმა სახლში მშვიდად იგრძნონ თავი“ – ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.…

მეტი...

„მინიმალური დანაკარგებით უნდა გამოვიდეთ ამ ომიდან“ – პაატა იმნაძე

„არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში „ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერგაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, რათა მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.   პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყანაში არსებული ყველა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება, მათ შორის სამედიცინო სფეროს იმ წარმომადგენლების, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.  „შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროდ, თავიდანვე იყო პროგნოზები, რომ ყველა იმ აქტივობას, რაც იყო ქვეყანაში, მოჰყვებოდა შემთხვევების ასეთი მატება. რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა ისინტელექტუალური რესურსი, რაც ქვეყანაშია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენი საზღვარგარეთ მყოფი კოლეგები. ყველა ერთმანეთთან შეთანხმებული ვართ, რომ ის შეზღუდვები, რაც არის ქვეყანაში, საკმარისი აღარ არის ამ სიტუაციაში, საჭიროა, ასე ვთქვათ, მეტი წერტილოვანი შეზღუდვის გაკეთება ქვეყანაში. ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ახლა, რომ ქვეყანაში„ლოქდაუნი“ გამოცხადდეს, ჩვენი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს, მაგრამ წერტილოვანი შეზღუდვები უნდა გაფართოვდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მინიმალური დანაკარგებით გამოვიდეთ ამ ომიდან,“- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მეტი...

„უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება“ – მაია ბუწაშვილი

„მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები, უნდა დავზოგოთ საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდება“ – აცხადებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. „მსჯელობა იყო არასაჭირო ჰოსპიტალიზაციებზე და მართლაც, რეალურად ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ. გზებია გამოსანახი, როგორ მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნდეს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები,…

მეტი...

„მეორე ტური შედგება, ისინი ჩუმად მუშაობენ, რომ მიიყვანონ და ხმა მიაცემინონ“ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ოპოზიციის ყველა განცხადება მეორე ტურის ჩაშლასთან დაკავშირებით ბლეფია და ისინი არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. „მეორე ტურზე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ ამომრჩეველს ავუხსნათ, რომ ოპოზიციის განცხადება, რომ ისინი არ მონაწილეობენ მეორე ტურში, არის როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი ბლეფი.  ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რომ მეორე ტურში ვინმემ არ მიიღოს მონაწილეობა. როცა მიბრძანდებით საარჩევნო ურნასთან, იქ, რა თქმა უნდა, იქნება ხუთიანი – ხუთოსანი პარტია, იქნება 41 ის კანდიდატიც და  სხვა კანდიდატიც. ამიტომ, არჩევანის საშუალებას ხელისუფლება უზრუნველჰყოფს მეორე ტურზეც“ – განაცხადა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე. მისივე ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნების მეორე…

მეტი...

საქართველოში შემოტანილ კარტოფილში კობო აღმოჩნდა

თურქეთიდან საქართველოში შემოტანილ კარტოფილში კიბო აღმოაჩინეს. 23 450 კილოგრამი დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. როგორს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს არსებობა დადასტურდა. ,,ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა. საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას, კვლევისთვის აღებულ ნიმუშში, კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ვკითხულობთ  შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

„პოლიტიკურმა დაპირისპირებამ პანდემიასთან ბრძოლა დააზარალა და შემთხვევები კატასტროფულად გაზარდა“ – აკაკი ზოიძე

„ასე არ შეიძლება, ვირუსი გვიტევს და ის არ ასხვავებს პოლიტიკოსსა არაპოლიტიკოსს, მიტინგსა თუ სხვა ღონისძიებას“ –  აცხადებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „მედიაცენტრ მთავართან“ და პოლიტიკურ სუბიექტებს მოუწოდებს, ინფიცირებულთა რაოდენობის კატასტროფულ მატებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა გაითავისონ. „მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და გარჩევებმა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლა საკმაოდ დააზარალა. ყველამ უნდა გაიგოს, რომ შემთხვევების ასეთი მატება დაკავშირებულია იმ  პოლიტიკურ პროცესებთან, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. სერიოზული საფრთხის წინაშე დავდექით. დაპირისპირების დრო ახლა არ არის, პანდემია გვიტევს, რასაც ყველა პოლიტიკური ძალა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს. ეჭვგარეშეა, რომ ის, შედეგი, რაც დრეს…

მეტი...

“ქვეყანას დრამატული პერიოდი დაუდგება“ – ექსპერტების საგანგებო განცხადება

„ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა უფრო მეტია ქვეყანაში, ვიდრე ეს დადასტურებულია ლაბორატორიული კვლევით და ოფიციალურად აღირიცხება“ – აცხადებენ სამედიცინო სფეროს ექსპერტები, რომლებიც  სახელმწიფოს მხრიდან პანდემიასთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებს არაეფექტურად აფასებენ და თუ ასე გაგრძლდა, ქვეყანაში დრამატულად რთულ პერიოდზე საუბრობენ.   მათივე განცხადებით, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა ეროვნული უსაფრთხოებისთვს პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს და ის პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან და პარტიული ინტერესებიდან უნდა გავიდეს. “14 ნოემბრის მდგომარეობით, კოვიდ-ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 3500-ს გასცდა, 100,000 მოსახლეზე 14 დღის მაჩვენებელი კი – 944-ს; ბოლო 7 დღეში საქართველო მე-16 ადგილზეა მსოფლიოში – 100 ათას მოსახლესთან შეფარდებით გარდაცვლილთა საშუალო რაოდენობით.…

მეტი...

მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება. „გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენს მიერ არჩეულ პროფესიაში! სტუდენტობა ცოდნის შეძენის საუკეთესო და დაუვიწყარი წლებია. თავდაუზოგავი შრომა დღეს თქვენივე მომავალს განაპირობებს. ამიტომ ისწავლეთ და იშრომეთ წარმატებისთვის, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა! მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პანდემიის პირობებში, ახალ, განსხვავებულ რეალობაში გიწევთ სწავლა, განათლება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება. კიდევ…

მეტი...

კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა მიმდინარეობს

“ჩვენი კლინიკის მედპერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო,” – განუცხადა ჟურნალისტებს იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ კორონავირუსით 12 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, 12 წლის გოგონა მძიმე მდგომარეობაში მათთან გუშინ, ღამის საათებში შეიყვანეს. „კლინიკაში ჩატარებული ტესტირების შედეგად მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მას საკუთარი ქრონიკული, მძიმე დაავადების გამო ესაჭიროებოდა დიალიზის ჩატარება. ასევე, უნდა ითქვას, რომ დარღვეული იყო კლინიკო-ლაბორატორიული პარამეტრები. პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ გამოიძახეს კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და მოხდა რეფერირება თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, ტრანსპორტირების განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, კოპიტნართან დაფიქსირდა გარდაცვალება.…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 202, აჭარაში – 469, 302 იმერეთში გამოვლინდა

“კორონავირუსის  3 117 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლინდა 1202, აჭარაში – 469, იმერეთში – 302,” – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში გამოვლენილი „კოვიდ 19“-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს. რაც შეეხება გამოჯანმრთელების კუთხით არსებულ პოზიტიურ დინამიკას, როგორც ბოლო რამდენიმე დღის მონაცემებით, ასევე დღესაც გამოჯანმრთელებული…

მეტი...

ბესიკის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

“ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა” – ამის შესახებ ინფორმაციას,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბესიკის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა. მისამართზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია, შედეგად ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი. ადგილზე ხანძრის კვალი არ ფიქსირდება. ამ დროისთვის მიმდინარეობს შენობის დათვალიერება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე, ბესიკის ქუჩაზე მობილიზებულია 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 პაციენტი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 45 პაციენტიდან 18 თბილისში მკურნალობდა. „სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 68 929 გამოჯანმრთელდა, 778 კი, გარდაიცვალა. სტაციონარში მეთვალყურეობას 5662 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 2 879 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. “ლაბორატორიული კვლევის თანახმად, თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს”, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

მეტი...

ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის პროგრამას იწყებს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ი აშშ-ის 4 შტატში იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს. მედიის ინფორმაციით, ოთხი შტატი – როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი – პროგრამისთვის ზომის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო შეირჩა. კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს. შეგახსენებთ, გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა და გერმანულმა კომპანია BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა. Pfizer-ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის…

მეტი...

თანამშრომელთა ინფიცირების გამო, „საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა

თანამშრომელთა ინფიცირების გამო, კომპანია „საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი ორი კვირით შეაჩერა. როგორც „საქნახშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „პისიარ“ ტესტირების შედეგად, კორონავირუსი 144 თანამშრომელს დაუდგინდა. მათივე ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულების ძირითადი ნაწილი იზოლაციაში გადავა. „საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „საქნახშირი“ პერმანენტულად ატარებს თანამშრომლების ტესტირებას და აქტიურად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს. 13 ნოემბერს, „პისიარ ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1 114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი ორი კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში. მათ კოვიდსასტუმროებში გადაყვანას სახელმწიფო…

მეტი...

პოლიცია მამაკაცის მიმართ, სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს

სექსუალური შევიწროების და ძალადობის ფაქტი მამაკაცის მიმართ – სავარაუდო დანაშაულს ზესტაფონის პოლიცია იძიებს. 35 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ მას მეგობარი ქალი აშანტაჟებს და სექსუალურად ავიწროებს. გამოძიება ამ ეტაპზე იძულების მუხლით დაიწყო. ბრალდებას უარყოფს მამაკაცის მეგობარი ქალი და მომჩივან მხარეს უკანონო ქმედებაში აქეთ ადანაშაულებს. “ნამდვილად არ ვეთანხმები, ცილისწამებაა. მეგობარი მამაკაცი იყო, რომელსაც ვუვლიდი, ვუსუფთავებდი, საჭმელს ვუმზადებდი. მოტივი ალბათ ეჭვიანობა. ფიზიკურ ძალას ჰქონდა ადგილი. ნასამართლევი არ არის, როგორც ვიცი სიმამრის მკვლელობაში იყო ბრალდებული.  ჯერ დაკითხული არ ვარ პოლიციაში, ოთხშაბათს/ხუთშაბათს უნდა დამკითხონ,” – აცხადებს ქალი. ბრალდებულის ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი არ გამორიცხავს უახლოეს დღეებში პოლიციაში საპასუხო სარჩელიც ოფიციალურად შეიტანოს.…

მეტი...

“აშშ-ში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, თუ დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებას გააგრძელებს” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, თუ დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის გაჭიანურებას ისევ გააგრძელებს. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ამ დრომდე არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიდენსა და მისი გუნდის წევრებს წვდომა არ აქვთ დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. „თუ კოორდინაცია არ იქნება, უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება. თუ გეგმის მოსამზადებლად 20 იანვრამდე მოგვიწევს ლოდინი, გამოდის რომ თითქმის თვე-ნახევრით ჩამოვრჩებით. ასე რომ, ახლა კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს ჯო ბაიდენი.

მეტი...

ჩინეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩინეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით რვა შემთხვევით მეტია. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის განცხადებით, ყველა ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. რაც შეეხება უსიმპტომო პაციენტებს, რომლებსაც ჩინეთი ოფიციალურ მონაცემებში არ აღრიცხავს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ასეთი 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩინეთში „კოვიდ-19“-ის 86 361 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 634 ადამიანი.

მეტი...