დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ პირველ გახსნილ საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ პირველ გახსნილ საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვა. ნიუ-ჰემფშირის შტატში ტრამპს მხარი 16-მა, “დემოკრატების” საპრეზიდენტო კანდიდატს, ჯო ბაიდენს კი 5 ამომრჩეველმა დაუჭირა.

ცნობილია, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ადრეული ხმის მიცემის პროცედურით 93-მა მილიონმა ადამიანმა უკვე ისარგებლა.

პრეზიდენტთან ერთად რამდენიმე შტატში 35 ახალ სენატორსაც აირჩევენ. შტატებში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მიცემული ხმების რაოდენობა არჩევნების დასრულებისას გახდება ცნობილი, თუმცა პრეზიდენტს საბოლოოდ 538 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

პრეზიდენტობისთვის კანდიდატმა კოლეგიიდან მინიმუმ 270 ხმა უნდა დააგროვოს.

მსგავსი თემები