,,უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია” – ნეთანიაჰუ

,,უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია”. ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ის ესაუბრა იმ ოჯახებს, რომლებმაც ერთი კვირის წინ მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად, საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

,,არასდროს დავივიწყებთ იმ სისასტიკეს, რომელიც ჩვენმა მტრებმა ჩაიდინეს და არასდროს ვაპატიებთ. არ მივცემთ უფლებას მსოფლიოს ან ვინმეს, დაივიწყოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ჩაუდენია ებრაელ ხალხს მრავალი ათწლეულის განმავლობაში. მტრებს უპრეცედენტო ძალით ვუტევთ, მაგრამ ხაზს ვუსვამ: ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენმა მტრებმა ახლახან დაიწყეს ფასის გადახდა. არ დავაკონკრეტებ, რა იქნება შემდეგ. მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს და გავიმარჯვებთ. ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ დავასრულებთ ამ ომს უფრო ძლიერები”, – ამბობს ნეთანიაჰუ.

მსგავსი თემები