“მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა” – ნიკა მელია

  •  

„პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ნებისმიერი შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა, რადგან მე მეკრძალებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა.” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ  განაცხადა. 

მისივე თქმით, სასამართლომ მასზე დაკისრებული ყველა სახის შეზღუდვა მოხსნა.

„პრაქტიკულად აღიარეს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში სამაჯურიც ტყუილად მეკეთა, ნებისმიერი შეზღუდვაც ტყუილად მქონდა დაწესებული, როგორიც არის, მაგალითად, პასპორტის ჩამორთმევა, რადგან მე მეკრძალებოდა წელიწადნახევრის განმავლობაში საზღვარგარეთ გასვლა. გარდა ამისა, სახლში რაღაც დანადგარი მიყენია, რომელიც აკონტროლებს ჩემს შესვლა- გამოსვლას სახლში და ამასთანავე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალული მქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სიტყვით გამოსვლა ანუ მიტინგზე გამოსვლის უფლება არ მქონდა. მაგრამ უკანასკნელი თვეების განმავლობაში ამ ყველაფერს, გარდა საზღვარგარეთ გასვლისა, ვაკეთებდი და როგორც ჩანს, დარწმუნდნენ საკუთარ უსუსურობაში და ეს ყველაფერი გააუქმეს ანუ პასპორტსაც კი მიბრუნებენ, ის დანადგარი სახლიდან მიაქვთ. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა და მომეშორებინა. ხელისუფლება ნამდვილად ჩამოშლილია, ამაში დავრწმუნდი. ასევე, გავიმარჯვებთ ძალიან ცოტა ხანში, ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქესთან ერთად და ივანიშვილს დავანიშნინებთ ახალ არჩევნებს -ან მოუწევს მას აღიარება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარებულა და ამას მოჰყვება ახალი არჩევნები, ან უბრალოდ, მოუწევს შედეგების გასწორება, რასაც არ გააკეთებს საზოგადოების ზეწოლის გარეშე, მაგრამ საზოგადოება განახორციელებს პოლიტიკურად მომაკვდინებელ მშვიდობიან ზეწოლას ივანიშვილის ხელისუფლებაზე და ასე, ერთ მშვენიერ დღეს, ყველა პროკურორი გახდება კანონმორჩილი, ყველა მოსამართლე გახდება კანონმორჩილი და ბიძინა ივანიშვილიც დაკარგავს ხელისუფლებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს სამაჯური ადრე უნდა მომეწყვიტა” – ნიკა მელია”

  1. ანონიმური

    შენ საერთოდ არ იყავი გამოსაშვები რა ჯერ

  2. ანონიმური

    ხოდა მიიღებ საკადრისს მაგისთვის

Comments are closed.