ეგზიტპოლით, დიდუბეში „გირჩი“ ლიდერობს

ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით,  ipsos საფრანგეთის მიერ ჩატარებული კვლევით, დიდუბეში „გირჩი“ – ზურაბ ჯაფარიძე ლიდერობს. ამ ეტაპისთვის გამოქვეყნებული ეგზიტპოლის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძემ ამომრჩეველთა ხმების 35% მოიპოვა მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ კი 33%. შეგახსენებთ რომ ეს არ არის ოფიციალურ მონაცემები. საუბარია წინასწარ კვლევაზე. აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ბევრ უბანზე მეორე ტური შედგება, რადგან, კანდიდატებმა 50% ვერ გადალახეს.  

მეტი...

რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატის ეგზიტპოლი ცნობილია

ამ ეტაპისთვის, ცნობილია რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით  ipsos საფრანგეთმა ჩაატარა. კვლევის მიხედვით,  მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ამომრჩეველთა ხმების 35% მოიპოვა, ალეკო ელისაშვილმა – 21%; ბადრი ჯაფარიძემ კი 19%, ეს არ არის ოფიციალურ მონაცემები. შეგახსენებთ, რომ საუბარია ეგზიტპოლებზე. რაც შეეხება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხმების დათვლა და შესაბამისად, მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ.  

მეტი...

“რომ გაემარჯვა დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და დარეკვა ვერ გაბედა” – ირაკლი კობახიძე ნიკა მელიაზე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რეგიონებში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატები ლიდერობენ.  მისი თქმით, ამ ეტაპზე, 24 უბნის მონაცემებია შემოსული.  “როგორც ხედავთ, ოთხივე შემთხვევაში დამაჯერებლად იგებენ ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში. ეს არის პირველი მონაცემები, რომელიც არის შემოსული 24 უბნიდან. ჯერჯერობით, 24 უბნის მონაცემებია შემოსული. ტენდენცია გამოკვეთილია, რომ რეგიონებში დამაჯერებლად, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები. თბილისის არცერთი უბანი, ჯერ ჯერობით დათვლილი არ არის და, შესაბამისად, მონაცემები არ არის შემოსული,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ნიკა მელიასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ ნიკა მელიას მისთვის არ დაურეკავს, რადგან საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული არ…

მეტი...

არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლების 56,11%-მა მიიღო

საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პირველი ბრიფინგი გაიმართა, სადაც დაფიქსირებულ  დარღვევებზე ისაუბრეს  და არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა აქტივობა შეაჯამეს. როგორც ცესკოში განაცხადეს, ამ ეტაპისთვის, ცესკოში შევიდა 289 საჩივარი და უმეტესობა საპროცედურო საკითხებს შეეხება. „საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა. ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში – 51%” , – განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა

გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა მოხსნა.  მისი თქმით, არ აინტერესებს არცერთი თანამდებობა და არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში. “მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის, არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საქართველოში, მაგრამ მე სად ვიქნები ფიზიკურად, ჩემი ქვეყნის სამსახურში, ამას გამოვაცხადებ უახლოეს დღეებში,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მეტი...

“ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა” – კახა კალაძე

“წინასწარი მონაცემები უკვე დაფიქსირებულია და ცხადია, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. „პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა. ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა. მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც საკმაოდ უჩვეულო, პანდემიის პირობებში წარმატებით…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ” – კახა კალაძე

“მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მაქვს ინფორმაცია, რომ მას გამოგდებას უპირებენ,” – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების გადაბარებას სთავაზობს. „მიხეილ სააკაშვილს შეუძლია იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში“, – განაცხადა კალაძემ. მიხეილ სააკაშვილა ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ განცხადება გააკეთა. „თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი, თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, ვართ მზად, ბოლომდე…

მეტი...

“ჩვენ გავიმარჯვეთ, მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა” – გიორგი გახარია

“ჩვენ გავიმარჯვეთ!” – ამის შესახებ საქართველოს-პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთეს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანაში, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. „ჩვენ გავიმარჯვეთ! მადლობა საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც დღეს საკუთარი არჩევანი გააკეთა! ყველამ ერთად, პანდემიის ფონზეც , სანიმუშო, თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნები ჩავატარეთ. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი ვართ და ვიმსახურებთ დიდ ევროპულ ოჯახში ღირსეულ ადგილს, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად დავიკავებთ. მადლობა ყველას – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც…

მეტი...

„ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს“ – ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას გამარჯვებას ულოცავს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის ცენტრალური ოფისის წინ დამონტაჟებული ტრიბუნიდან განცხადება გააკეთა და ამომრჩევლებს გამარჯვება მიულოცა. „გილოცავთ, აი რა მაგარი ხალხი ვართ ქართველები. მოდი, მადლობა გადავუხადოთ „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, ლიდერებს, თქვენ ახალგაზრდებს. თქვენ მოიტანეთ ეს გამარჯვება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, მესამედ იმარჯვებს არჩევნებში. ის, რაც უნდოდა ჩვენს ქვეყანას, ჩამოყალიბებული სოლიდური გუნდი, ჩვენ ეს მივიღეთ. ქართველმა ამომრჩეველმა ძალიან სწრაფად, სხარტი გონებით ისწავლა გარჩევა და ანალიზი, რასაც ევროპელებმა გაცილებით მეტი დრო მოანდომეს. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, თქვენ გამჭრიახი გონებისთვის. დიდი მადლობა „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს, მთელ გუნდს.…

მეტი...

Edison Research-ის კვლევით, მმართველი გუნდი 46%-ით ლიდერობს

კიდევ ერთი ეგზიტპოლი, რომელიც ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research -მა ჩაატარა, „ქართული ოცნება“ 46%-ით ლიდრობს. დეტალირად, ეგზიტპოლის შედეგი კი ასეთია: „ქართული ოცნება“ – 46%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია“ – 28%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლელო“ – 3%; „გირჩი“ – 3%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 2%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2%;

მეტი...

„მთავარის“ ეგზიტპოლით 41% მიიღო, ოპოზიციამ – 42%

საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარდა. ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 41%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა;  მეორე ადგილი დაიკავა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ -33%-ით, „ევროპულმა საქართველომ“ ხმების 5-% მიიღო, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ 4%. აღნიშნული კვლევა ipsos საფრანგეთმა ჩაატარა.

მეტი...

„რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 25,33 %-იანი

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მოქალაქეების 52.26 %-იანი მხარდაჭერა მიიღო. ეგზიტპოლების მიხედვით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ამომრჩეველთა 25,33 %-მა დაუჭირა მხარი. „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო 4,20 %. რაც შეეხება სხვა პარტიებს, „ლელო“ აქვს 2,61 %-იანი მხარდაჭერა, „გირჩმა“ მიიღო 3,52%, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ კი 2,37%.

მეტი...

ოპოზიცია გამარჯვებას პარლამენტთან აღნიშნავს, „ოცნება“ პარტიის ოფისთან

წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციაც და ხელისუფლებაც გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებიან. პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან, მომზადებულია ასევე სცენა გამარჯვების აღსანიშნავად „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთანაც. ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები 8 საათზე წინასწარი შედეგების მოსასმენად ემზადებიან. პარლამენტის წინ, მობილიზებულია სამართალდამცავების მცირე რაოდენობაც.

მეტი...

“ჭიქაში ქარიშხალს საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენა ვერ ექნება” – ირაკლი კობახიძე

“ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, რასაც მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენა ვერ ექნება”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, არჩევნების შედეგებზე რამდენად იქონიებს გავლენას დარღვევები. მისივე განცხადებით, 2016-2019 წლებშიც იგივე ხდებოდა, რასაც მმართველი გუნდი მიჩვეულია. „გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წლებს.  ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ქარიშხალი ტელევიზორში. 2016-ში იგივე იყო, 2017-ში იგივე იყო, 2018-ში იგივე იყო, 2019 -ში იგივე იყო, 2020-შიც ველოდებით იგივეს. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ქარიშხალი ტელევიზორში, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ და რასაც ვერავითარი გავლენა ვერ ექნება მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე. სადაც არის…

მეტი...

“ყველას ვურჩევ, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება” – ადამ კინზინგერი

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი “ტვიტერზე” საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ თვალს ადევნებს ამერიკის მოკავშირე საქართველოში არჩევნებზე განვითარებულ პროცესებს.  “თვალს ვადევნებ ჩვენს მოკავშირე საქართველოში მიმდინარე არჩევნებს. ყველას ვურჩევ, შეინარჩუნოს სიმშვიდე და მისცეს პროცესს მუშაობის საშუალება. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში თაღლითობას, დაშინებასა და ხმების მოსყიდვას ადგილი არ აქვს. ჩვენი ერები ძლიერი და ერთიანია და ამერიკას საქართველოს იმედი აქვს,” – წერს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

მეტი...

“5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა” – ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის განცხადებით, 5 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა. “ამ დროის, 5 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 45.77% შეადგინა, რაც რაოდენობრივად არის 1 607530 ამომრჩეველი. ყველაზე მაღალი აქტივობა, ისევ მე-19 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. კერძოდ, რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთში, სადაც აქტივობა იყო 57.3%, ყველაზე დაბალი აქტივობა კი ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც არის 41.9%,” – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა. 

მეტი...

“ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, მშვიდად უნდა მიიღონ ოფიციალური შედეგები” – კელი დეგნანი

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში. “დღეს ჩვენ შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ხმის მიცემა და გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველომ აიღო ვალდებულება,…

მეტი...

“ქსნის ციხის აგრესიული პატიმრები ომბუდსმენის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებს აგრესიულმა პატიმრებმა ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების საშუალება არ მისცეს. განცხადებას ომბუდსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს და ასევე ციხეებში კრიმინალური სამყაროს გავლენებზე ამახვილებს ყურადღებას. “ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს რამდენიმე აგრესიულმა პატიმარმა პატიმრებთან გასაუბრების და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების საშუალება არ მისცეს – “საქართველოს სახალხო დამცველი არაერთი წელია აღნიშნავს, რომ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებობს კრიმინალური სუბკულტურის პრობლემა, რაც ხშირად პატიმართა ჩაგვრისა და მათი უფლებებით სარგებლობის შეზღუდვის მიზეზია. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურის განსაკუთრებული უარყოფითი მოვლენაა ის, რომ გარკვეული მცირე რაოდენობის გავლენიანი პატიმრები – ე.წ. “მაყურებლები” – უზრუნველყოფენ მოჩვენებით წესრიგს დაწესებულებაში სხვა პატიმრების დაშინებითა და ფსიქოლოგიური…

მეტი...

“არჩევნებში დაფიქსირდება „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვება და პარტია პარლამენტში 100 მანდატს მიიღებს” – კახა კალაძე

“მინდა მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ ქმედებებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში დასრულებულია და აღარ არის”, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. იგი გლდანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. მისივე თქმით, გარკვეული პირები პისტოლეტებით შეიარაღებული დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას იმ მძიმე პრაქტიკას ახსენებენ, რომელიც მატი ხელისუფლებასი ყოფნის პირობებსი იყო ჩამოყალიბებული. კალაძემ აღნიშნა, რომ მათ გააფრთხილეს საზოგადოება, მედია და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ოპოზიცია 16:00 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. მისივე თქმით, პროვოკაციების ეპიცენტრად ბოლნისი, დმანისი, მარნეული და…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ოფისთან გამარჯვების აღსანიშნავად ემზადებიან

,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“  ოფისთან, ამ წუთებში, სცენასა და დიდ ეკრანს ამონტაჟებენ. როგორც პარტიაში განმარტავენ, ეს მათი ტრადიციაა და არჩევნების დასრულების შემდეგ სწორედ ოფისის წინ, მოედანზე შეიკრიბებიან.

მეტი...

79-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, გლდანში, 79-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე ხუთი ადამიანია დაკავებული. მისივე თქმით, პოლიციამ ეს ადამიანები პოლიციის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა. „როგორც მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან საარჩევნო უბნებთან. ადგილზე მოხდა ინციდენტი, მხარეებს შორის იყო დაპირისპირება. გავერკვევით სიტუაციაში. ამ ეტაპისთვის, პირველადი ინფორმაციით, ფაქტზე შსს-ს წარმომადგენლებმა დავაკავეთ ხუთი პიროვნება. ეს პირები არიან ადმინისტრაციული წესით დაკავებულები, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

მეტი...

გლდანში, საარჩევნო უბანთან რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს

გლდანში, 84-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება და დაკავებები გრძელდება. ამ ეტაპისთვის, დაკავებულია ნიკა მელიას შტაბის წარმომადგენელი ირაკლი ეძგვერაძე. ადგილზე მობილიზებულები არიან  სამართალდამცველები. დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა, რომლებიც საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ. დაპირისპირება ამ წუთებშიც გრძელდება. ეძგვერაძის გარდა, კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს. ვითარება საკმაოდ დაძაბულია.  

მეტი...

აჰმედ იმამკულიევი მარნეულის მესამე საარჩევნო უბნის გაუქმებასა და ხმების ბათილად ცნობას მოითხოვს

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატი მარნეულში, აჰმედ იმამკულიევი მარნეულის მესამე საარჩევნო უბნის გაუქმებასა და ხმების ბათილად ცნობას მოითხოვს. როგორც იმამკულიევმა ჟურნალისტებს უთხრა, მესამე უბანზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა ე.წ. სომხური კარუსელი. რაც შეეხება ზოგადად არჩევნების მიმდინარეობის პროცესს, იმამკულიევის განცხადებით, დღის განმავლობაში რამდენიმე ადგილას ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა “ევროპული საქართველოს” კანდიდატი ამომრჩევლებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

მეტი...

“გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წელს – ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საარჩევნო დაძაბულობას “ქარიშხალს ჭიქაში” უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ მთლიანი საარჩევნო გარემოს შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.  “გაგახსენებთ 2016, 2017, 2018 წელს – ყოველთვის ხდებოდა ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ეს არის ქარიშხალი ტელევიზორში, მეტი არაფერი. წინა წლებში იგივე იყო, ახლა ცდილობენ იმავეს. ეს არის ქარიშხალი ჭიქაში, ამ შემთხვევაში ტელევიზორში, რასაც ჩვენ მიჩვეული ვართ, თუმცა ბუნებრივია ამას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება მთლიანობაში საარჩევნო გარემოს შეფასებაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

„ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა

გლდანში, 179-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ რამდენიმე ათეული აქტივისტი უპირისპირდება. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცავია მობილიზებული. შეხლა-შემოხლაა პოლიციასთანაც. ცოტა ხნის წინ სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანეს.

მეტი...

“15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა ჩვენ პარტიას და ჩვენს კანდიდატებს” – ირაკლი კობახიძე

“არჩევნები წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში, არსებითი ხარვეზების გარეშე”, – ამის შესახებ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ფიქსირდება გარკვეული მღელვარება და მცირე ინციდენტები, რამდენიმე საარჩევნო უბანთან. „საინტერესოა, რომ ამ უბნებთან მღელვარებასა და მცირე ინციდენტებს ძირითადად წინ უსწრებს ხოლმე ადგილზე პარტიული ტელევიზიების მისვლა – შეიძლება დამთხვევაა. დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია. აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება მაღალი აქტივობა, რისთვისაც თითოეულ ამომრჩეველს მადლობა გვინდა გადავუხადოთ. ჩვენი ადგილობრივი საარჩევნო შტაბებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს არჩევნებს. უკვე 15:00 საათისთვის სულ მცირე 700 ათასზე მეტმა ჩვენმა მხარდამჭერმა მისცა ხმა…

მეტი...

„ბადრი ესებუა – თავისუფალი კრედიტორები“ და სუფრა საარჩევნო უბანზე – საარჩევნო კურიოზები  

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ამომრჩევლებმა რამდენიმე კურიოზული ფოტოები გადაიღეს. მათ შორის, ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ცესკოს წარმომადგენელი ქალბატონი ვისკით ხელში; მეორე ფოტოზე – გაშლილი სუფრა და მოქეიფეები საარჩევნო უბანზე; ძაღლები ბიულეტენების მოლოდინში და ასევე, წლის ძარცვის გახმაურებულ საქმეზე, ტერორიზმში ბრალდებულის გვარ-სახელი. კერძოდ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა, საარჩევნო ბიულეტენზე 41 ნომრად ბადრო ესებუას გვარი ჩაამატა შემდეგი წარწერით: „ბადრი ესებუა – თავისუფალი კრედიტორები“.

მეტი...

“მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ” – პატრიარქი

“მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს,” – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ხმის მიცემის განაცხადა. პატრიარქმა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცა. “მივმართავ სრულიად საქართველოს, რომ ყველა მივიდეს არჩევნებზე. იმედია, რომ ეს არჩევნები სიკეთეს მოიტანს. მე მინდა მივმართო მომავალ ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ ითანამშრომლონ, მოუსმინონ ერთმანეთს. მე იმედით ვუყურებ მომავალს, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა ილია მეორემ.

მეტი...

პოლიციამ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე დაიწყო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ცაციაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. როგორც ცაციაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შსს მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს. მისივე თქმით, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილდებიან, მყისიერი რეაგირება ხდება პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფაქტებზე. „მედიასაშუალებებით გავრცელებულ და სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოწოდებულ ყველა ინფორმაციაზე, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, მყისიერად იქნა გამოძიება დაწყებული. ამ ეტაპზე ამ დროისთვის პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე. მათ შორის, გამოძიება დავიწყეთ, თბილისში, დიდ დიღომში მე-40 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური…

მეტი...

“გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ზონდერჯგუფების ორგანიზება ხდება” – კახა კალაძე

“მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ზონდერჯგუფების ორგანიზება ხდება,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე სახელმწიფოს უმკაცრესი რეაგირება ექნება. „რაც შეეხება რეალურად მოსალოდნელ პროვოკაციებს და ოპონენტების მხრიდან მოსალოდნელ დარღვევებს. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში არეულობის შექმნის მიზნით ხდება ზონდერჯგუფების ორგანიზება. ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას. ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, ნებისმიერ დანაშაულებრივ ქმედებაზე სახელმწიფოს ექნება…

მეტი...

“შაშკინი გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა” – მამუკა მდინარაძე

“დიმიტრი შაშკინი დემონსტაციულად და გოიმურად პისტოლეტით შეიარაღებული გადაადგილდებოდა – წარმოუდგენელი გოიმობაა”, ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძეს მიაჩნია, რომ ოპოზიციაში “სასოწარკვეთილების პიკია” “დიდი კაბურით, წინ გამოსაჩენად პისტოლეტი დაიკიდო და მენტორული მიხვრა-მოხვრით გადაადგილდებოდე, .კახა ოქრიაშვილის შემდეგ ადასტურებს, რომ დიახ, ისიც იარაღით დადის. ეს სასოწარკვეთილების პიკია და გასაგებია, მაგრამ ეს არის მტკიცებულება იმისა, რაზეც ჩვენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვლაპარაკობდით“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ მისივე თქმით, ბოლნისში დიმიტრი შაშკინთან ერთად, აღნიშნულ ქალაქში არარეგისტრირებული, არამცხოვრებელი ადამიანები გადაადგილდებიან.

მეტი...

“ეს ჯგუფები საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწევენ” – კახა კალაძე რადიკალურ ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. კალაძის თქმით,  გარკვეული პირების მხრიდან დაძაბულობის კერების შექმნის და საარჩევნო პროცესის შეფერხების მცდელობა დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო. “ქვეყნის მასშტაბით, ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია თავისუფალი საარჩევნო გარემო და ამომრჩევლებს აქვთ დააფიქსირონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, რიგ მედიასაშუალებებს აქვთ საერთო სურათის დამახინჯების და საზოგადოებაში დაძაბულობის განცდის დანერგვის სურვილი და მცდელობა. ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ 14:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო პროცესი წარიმართა და მიმდინარეობს სრულიად მშვიდ და თავისუფალ გარემოში. დილიდან სულ რამდენიმე უბანზე იყო გარკვეული…

მეტი...

“არავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღოს” – კელი დეგნანი

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები მარნეულში როგორც არჩევნების დამკვირვებელი. კარგია იმის ნახვა, რომ მოსახლეობა ხმის მისაცემად მოდის და ატარებს ნიღბებს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,“ – ამის შესახებ  საქართველოში ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის განცხადებით ამ დრომდე საარჩევნო უბნებზე მშვიიდ ატმოსფეროა: „მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. ხმის მიცემის თავისუფლება, რომ აირჩიონ ლიდერები და შემდეგ მათთვის ანგარიშვალდებულების დაწესება, ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. სამართლიან არჩევნებში ადგილი არ აქვს ხმების მოსყიდვას, ამომრჩევლის დაშინებას, არავინ უნდა აიძულოს ამომრჩეველი, რომ ბიულეტენს ფოტო გადაუღოს. აშშ-ის საელჩოს საქართველოში 75-ზე მეტი ადამიანი ჰყავს, რომლებიც აკვირდებიან…

მეტი...

მარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ

მარნეულში ნომერ მეორე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გადასატანი ყუთის ანულირებას ითხოვენ. მათი თქმით, გადასატან ყუთებში ბიულეტენები გაყალბებულია, რადგან ყუთის სარეგისტრაციo ნომრები არ ემთხვევა. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარის ანა ილურიძის განმარტებით, ყუთი და ლუქების ნომრები დაზიანებული არ არის და მისი შედეგების ანულირება კანონის შესაბამისად არ არის საჭირო.

მეტი...

“ხმა მივეცი ქვეყნის გაძლიერებას” – დავით სერგეენკო

“ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ საკუთარი არჩევანი საბურთალოს რაიონის მე-7 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.  “ხმა მივეცი ქვეყნის გაძლიერებას, ხმა მივეცი იმას, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობის დაცვის უფლება იყოს პრიორიტეტი და ადამიანებმა შეძლონ, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი, ვიდრე დღევანდელი,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მეტი...

კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა

“კორონავირუსით ინფიცირებული 15 წლის მოზარდი, რომელიც თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა,” – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძე აცხადებს. შეგახსენებთ, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფექცირებული 15 წლის გოგონა 2 კვირაზე მეტი მკურნალობდა. 15 წლის გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მისი გადარჩენა მაშინ შეძლეს. “დიახ, სამწუხაროდ დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი გახლავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა…

მეტი...