„ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება“ – პირველ ჩოგანს შვილს არ ანახებენ

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი საკუთარ შვილს, რომლის ნახვაც აკრძალული აქვს, ახალ წელს ულოცავს და ამბობს, რომ ეს დისტანცია დროებითია. „მამიკო, გილოცავ დამდეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა განსხვავებულია, იმიტომ რომ ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება. ჩვენ არასდროს შევხვერდილვართ ერთად წელიწადის ამ დროს, ჩემი საქმიდან გამომდინარე, ყოველთვის ვფიქრობდი როდის გაიზრდებოდი რომ თან წამეყვანე და ერთად აღგვენიშნა ახალი წლის მოსვლა. მაგრამ არაუშავს, მე ყოველთვის შენთან ვარ ჩემი ფიქრებით და ეს მხოლოდ დროებითია. რაც მთავარია, თოვლის ბაბუს საჩუქრებს კარგად შეგინახავ“ – ასე ულოცავს ბასილაშვილი საკუთარ შვილს დაბადების დღეს.…

მეტი...

“იმედი მაქვს, მომავალი წელი პანდემიის დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი იქნება” – – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ეს ახალი წელი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, განსხვავებულად აღნიშნონ და მოერიდონ ხალხმრავალ შეკრებებს. პაატა იმნაძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ 2021 წელი იქნება ის წელი, როდესაც კაცობრიობა შეძლებს პანდემია დაამარცხოს და 2022 წლიდან მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება: “წინ გველის ახალი წელი. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი არ იქნება ჩვეულებრივი ახალი წელი. ჯერ ერთი ქვეყანას ჰქონდა ასეთი დიდი მსხვერპლი და ალბათ, ძალიან დიდი საზეიმო განწყობა არ შეიძლება იყოს. ძალიან ბევრ ოჯახს დღეს პრობლემები აქვს ყველანაირად. აქედან გამომდინარე, ვთხოვ ჩემ თანამოქალაქეებს მაქსიმალურად ვიწრო წრეში…

მეტი...

გორის ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხეს ცეცხლი უკიდია

გორში, ცენტრალურ მოედანზე მდებარე ნაძვის ხეს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლი ოპერატიულად ჩააქრო. ხანძრის სავარაუდო მიზეზად ფოიერვერკი სახელდება. 

მეტი...

ამირან გამყრელიძე მოგვიწოდებს, ოჯახში 4-5 ადამიანზე მეტი არ შევიკრიბოთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალ წელს, სუფრასთან  მხოლოდ ოჯახის წევრები უნდა შევიკრიბოთ და ისიც მაქსიმუმ 4-5 ადამიანი. „ამჟამად, კორონავირუსით ინფიცირების მრუდი მოდის ქვემოთ. ქვეყანაში ახალი შემთხვევები იკლებს. ეს, ერთი მხრივ, შედეგია შემზღუდავი ღონისძიებების, მეორე მხრივ, კი ადრეული გამოვლენის და იზოლირების. ეს თვითდამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, განსაკუთრებით წინასაახალწლო დღეებში, როდესაც მობილობა ძალიან იზრდება. წელს უნდა იყოს ისეთი ახალი წელი, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ძალიან მოკრძალებულად, მხოლოდ ოჯახის წევრების შეკრება, მაქსიმუმ 4-5 ადამიანი ოჯახში. არა დიდი სუფრები, ამაზე უნდა ვთქვათ უარი. არა დიდი თავშეყრები და ბახუსი,…

მეტი...

პაპი ფრანცისკე ღვთისმსახურებას ვერ გაუძღვება

რომის პაპს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა. მას გადაადგილება უჭირს და შესაბამისად, ვერც ღვთისმსახურებას გაუძღვება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, პაპს რადიკულიტი აწუხებდა, რომელიც გაურთულდა. პაპის ნაცვლად, მწუხრის ღვთისმსახურებას კარდინალი ჯოვანი ბატისტა რე გაუძღვება.

მეტი...

“შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო” – გიორგი გახარია

შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო, ეს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიასა და თურქეთზე გამავალი მიწოდების მარშრუტების განვითარებას რეგიონიდან ევროპაში ბუნებრივი გაზის მიწოდებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამხრეთის დერეფანი ხელს უწყობს ევროპაში ადგილობრივი გაზის წარმოების შემცირების კომპენსირებას. „გაზის სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვანი დანიშნულებაა, აგრეთვე, კონკურენციის გაძლიერება საერთო ევროპულ ბაზარზე. ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება ბალკანეთის იმ ქვეყნების მომარაგება კომერციულად მიმზიდველი და ეკოლოგიურად მინიმალური ზიანის მომტანი ბუნებრივი გაზით, რომლებიც დღემდე არ იყენებდნენ მას, ან კრიტიკულად არიან დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე.…

მეტი...

ვირუსის ახალი შტამი ჩინეთშიც დადასტურდა

„კოვოდ 19“-ს ახალი, შტამის არსებობა  ჩინეთშიც დადასტურდა.  ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი, მუტაციაგავლილი შტამი ახალგაზრდა ქალს დაუფიქსირდა. ახალი შტამის მატარებელ ქალს დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება.    შეგახსენებთ, რომ ვირუსის ახალი შტამი პირველად სწორედ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა და ის მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში გადავიდა. ახალი შტამი არსებულ ვირუსზე უფრო სწრაფად ვრცელდება.

მეტი...

საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს, 23:00 საათიდან თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალაკონცერტი გაიმართება. წლევანდელი გალაკონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება – შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან,  რომელიც  რამდენიმესართულიან,  აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს.  არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი  პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალაკონცერტის მიმდინარეობისას მაქსიმალურად იქნება დაცული დაწესებული რეგულაციები. ~ „სპეციალურად  მოწყობილ სცენაზე მუსიკალურ ნომრებს ახალგაზრდები  შეასრულებენ, მაღალი რისკის მქონე შემსრულებლები კი საკუთარი,  საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან…

მეტი...

შსს-მ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 368 ფაქტი გამოავლინა

სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 368 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. “პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 87 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 281 ფიზიკური პირი…

მეტი...

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გორში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.მათივე ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეებმა გასაყიდად გამზადებული პროდუქციის ხანძრისგან გადარჩენა მოახერხეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა. შეტყობინებაზე რეაგირება სწრაფად მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მოხდა 15 სახანძრო-სამაშველო ჯგუფის დროული მობილიზება და დაიწყო ქრობის სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, ბაზრის ტერიტორიიდან, მოვაჭრეებმა მოახერხეს გასაყიდად გამზადებული პროდუქციის უსაფრთხო ადგილას გამოტანა და ხანძრისგან გადარჩენა. არსებობდა, ცეცხლის გვერდით მდგარ შენობებზე გავრცელების…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში, 239 იმერეთში, 78 კი აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 710 თბილისში, 239 იმერეთში, 78 კი აჭარაში გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 „პისიარ“ ტესტით. ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა…

მეტი...

საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა. მისივე თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის, 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით. ქვეყანაში ბოლო-დღე ღამეში 1 282 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ინფიცირებული გარდაიცვალა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 227 420 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 211 727 გამოჯანმრთელდა, 2 505 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 13 162 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგან 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, ხოლო 6 891 პირი მკურნალობის…

მეტი...

“მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს” – კარლ ჰარცელი

“დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც ის საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს. ელჩის განცხადებით, 2020 წელი განსხვავებული წელი იყო, რომელმაც საზოგადოება თანამშრომლობითა და სოლიდარობით ერთმანეთთან დააახლოვა. “2020 წელი ძალიან განსხვავებული წელი იყო. ამ წელს ჩვენ ახალი სიტყვა ვისწავლეთ: COVID-19. ეს წელი რთული აღმოჩნდა ბევრი ადამიანისათვის. მძიმე წელი იყო მათთვის, ვინც პანდემიის გამო ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა, ასევე მათთვის, ვისაც თვითიზოლაციასა ან ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავება მოუხდა. მაგრამ ეს ასევე…

მეტი...

21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იხსენება

დღეს 21:00-დან პირველი იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა იხსენება. ახალი წლის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით. ამასთან, როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრები განმარტავენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვა კვლავ ძალაშია, ახალი წლისა და შობის ღამეები კი, გამონაკლისს წარმოადგენს. ამ გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.

მეტი...

გორში ტანსაცმლის ბაზრობა იწვის

გორში ხანძარია, ცეცხლი ბაზრობაზე განთავსებულ ტანსაცმლის მაღაზიას მოედო. შემთხვევის ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო ეკიპაჟია მობილიზებული.

მეტი...

ბოლო წლებში პირველად, დეკემბრის მეორე ნახევარში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დადასტურებულა

ეპიდემიოლოგების მოლოდინის მიუხედავად, დეკემბერის ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში სეზონური გრიპის ვირუსი არ დაფიქსირებულა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ასეთი შემთხვევა ბოლო წლებში პირველად დაფიქსირდა. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, ბე ტიპის ვირუსის შემთხვევა ლაბორატორიულად მხოლოდ დეკემბრის პირველ კვირაში დადასტურდა. მათივე ცნობით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ცირკულირებს რინოვირუსი, კორონავირუსის ცნობილი შტამები და „კოვიდ-19“. გასული კვირის განმავლობაში არ გამოვლენილა არც ადენოვირუსი, რომელიც წინა კვირების განმავლობაში ფიქსირდებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ასეთი პოზიტიური სურათი ერთი მხრივ, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაზრდილი მაჩვენებლის და მეორე მხრივ, უსაფრთხოების რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგია, რომელიც…

მეტი...

დეპუტატი ნაკაიძე ხელფასს მათ ჩაურიცხავს, ვინც არსებულ რეჟიმს ებრძვის

საქართველოს პარლამენტში “ევროპული საქართველოს” დეპუტატი  ტარიელ ნაკაიძე საპარლამენტო ხელფასის მიღებაზე თანხმობას აცხადებს, თუმცა, იმასაც განმარტავს, თუ რა მიმართულება ექნება მის სადეპუტატო ხელფასს. “რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან. მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ჩემი საბანკო ანგარიშები იმისთვის, რომ ჩამრიცხოდა ჩემი კუთვნილი ხელფასი, რომელიც ვთვლი, რომ წესით არ უნდა გვეკუთვნოდეს იმიტომ, რომ ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით გავაკეთეთ განცხადება და მივმართეთ წერილობით პარლამენტს, რომ შეგვიწყვიტოს უფლებამოსილებები. ვინაიდან და რადგანაც არ მოხდა პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღება გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ იმიტომ, რომ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა. ჩემი…

მეტი...

“2021 წელს ვუთხრათ “არა მტრობას” – დავით ოქიტაშვილი

„ხომ ხედავთ, ბატონებო, რომ ჩვენ, ყველანი, მხოლოდ აწმყოში ვცხოვრობთ და ისიც ისე სწრაფად გადის. საბედნიეროდ, არც ადამიანობას გასდის ვადა და არც ქართველობას… ჩვენს ამქვეყნიურ ყოფას კი, სამწუხაროდ, ეწურება ვადა“ – აცხადებს „საქართველოს კულტურის პალატის“ თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი და საზოგადოებას დამდეგ ახალ წელს ულოცავს.   „ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. უამრავი სიკეთე მოეტანოს მას ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ქართველისათვის… რა ვქნათ, ბატონებო, სამშობლოს არავინ შეგვიცვლის (უფალმა არც ქნას) და მოდით შევცვალოთ მისდამი დამოკიდებულება. ვაჟა ფშაველამ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბრძანა: „ღმერთო შეაყვარე ქართველებს საქართველო”. ილიამ კი ღვთისმშობელს შესთხოვა: “მოჰმადლე ქართველს…

მეტი...

60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მცხოვრებ 60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, – ამის შესახებ აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში. დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, დაკანონების პროცედურები უკვე დაიწყო და 2021 წლის დასაწყისში დევნილი ოჯახები ბინების მესაკუთრეები გახდებიან. „დევნილები ამ შენობაში წლებია ცხოვრობენ, თუმცა, ამ დრომდე, მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი დევნილებს შესაძლებლობას მისცემს საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ. მინდა მივულოცო დევნილებს დამდეგი შობა და ახალი წელი და საკუთარ სახლებში ბედნიერი ცხოვრება ვუსურვო“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ჯამში, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 1…

მეტი...

“კობახიძე არის მატყუარა, ელაპარაკებიან ელისაშვილის და “გირჩის” მეორე ფრთას” – გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, ირაკლი კობახიძე იტყუება, როდესაც აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის უმრავლესობასთან სხვადასხვა ტიპის მოლაპარაკებები იმართება. უგულავამ ის პოლიტიკური პარტიები დაასახელა, ვისთანაც მსგავსი კონსულტაციები იმართება. “კობახიძე არის მატყუარა, იტუყება. მარტივად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ და მე პირდაპირ გეტყვით, ვისაც ელაპარაკებიან. ელაპარაკებიან – ელისაშვილის და  “გირჩის” მეორე ფრთას, ანუ გირჩი 2-ს. შესაბამისად, ეს ხალხი დადის რაღაცა წინადადებით, ოღონდ ყველასგან მიიღო პასუხი, რომ თუ გინდა ოპოზიციის ერთობაში, ოპოზიციის ერთობას აქვს ძალიან მკაფიო, გამოკვეთილი, პირველი დღიდან საზოგადოებასთან შეჯერებული პოზიცია, ეს პოზიცია არის რიიგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო რეფორმა,” –…

მეტი...

მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა – მათ შორის არის ბაჩუქი ქარდავაც

მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ახალმა დეპუტატმა მიმართა. არსებული ინფორმაციით, ხელფასის დარიცხვა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უკვე განცხადება გააკეთა. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ხელფასის დარიცხვის მიზნით უწყებას მიმართა, ბაჩუკი ქარდავაა (ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია), ასევე, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნა ტარიელ ნაკაიძემ (ევროპული საქართველო).

მეტი...

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დღეს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს და მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებების შედეგად, ამნისტია სისხლის სამართლის დანაშაულის 44 მუხლს შეეხება, თუმცა, როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადა, წრის გაფართოება იგეგმება და ის დამატებით 15-20 მუხლს შეეხება. შემდეგი სხდომა 4 იანვარს გაიმართება.

მეტი...

“მთელი ოპოზიციური სპექტრი ბოკერიასა და “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა, რომ მოღალატეები არ დაუძახონ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის,  მამუკა მდინაარძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებები “დამოკიდებულია კონკრეტული პარტიული სუბიექტების მხრიდან კომპლექსების მოხსნაზე”. მდინარაძის თქმით, დღეს ოპოზიციური სპექტრი გიგა ბოკერიასა  და “მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა”. “ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება იყო ბოკერიას მიერ დალაგებული ნარატივის კომპლექსის ქვეშ და ის გაკომპლექსებდეს მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგი, ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა მას თავის პარტიაში. მან პარტიული და პოლიტიკური მენეჯმენტი ისე დაალაგა “ევროპულ საქართველოში”, რომ კატასტროფული შედეგი მიიღო? დღეს უკვე მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ ადამიანის და მასთან ინტერესთა თანხვედრაში მყოფი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არიან და კომპლექსით, რომ მათ არ დაუძახონ მოღალატეები,…

მეტი...

“სასურველია ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს” – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ ამნისტია ოჯახური დანაშაულის გარკვეულ კატეგორიას შეეხოს. “ბევრი პრობლემაა, არის ოჯახები, რომელთაც ეკონომიკურად უჭირთ და უფრო ხშირად ოჯახის უფროსები სამწუხაროდ, რომლებიც არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთად აწვებიან და მათი მორალური და ეკონომიური მხარე, ასე ვთქვათ, მძიმე და შეუსაბამო ხდება.  თუ ადამიანმა დანაშაული ჩაიდინა ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათებაც იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები იქნას აღქმული მინიმალური, ამ სოციალურ ვითარებაში ეს იქნებოდა არამხოლოდ კარგი, არამედ ძალიან კარგი,” – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  ამ წუთებში რიგგარეშე სესიაზე, ამნისტიის…

მეტი...

“ხელფასის ჩარიცხვის მოთხოვნით საფინანსო დეპარტამენტს მიმართეს იმ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც თითქოს ამბობენ, რომ არ უნდათ პარლამენტში შემოსვლა” – ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ანაზღაურებასთან დაკავშირებით პარლამენტში განცხადება შეიტანა. ამასთან, კობახიძე კითხვაზე, გაქვთ რამე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მანდატების გაუქმებაზე ოპოზიციას განცხადებები ხარვეზებით და შეცდომით აქვს დაწერილი, კობახიძე პასუხობს, რომ „შეიძლება, ასეც იყოს“. „გარდა ამისა, საინტერესო ინფორმაციაა თქვენთვის, ზოგიერთმა დეპუტატმა განცხადება შემოიტანა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მე მაგიტომ გეუბნებით, რომ დეპუტატებს პარლამენტში შემოსვლის სურვილი აქვთ. ერთადერთი არის შანტაჟი და ბულინგი. საბოლოო ჯამში ამ შანტაჟისგან და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის განმარტებით, საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით მიმართავს ზოგიერთი ის დეპუტატი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტის წევრი არ…

მეტი...

რა პირობას დებს ჩინეთი მსოფლიოსთან – ელჩის ექსკლუზიური ინტერვიუ „მედიაცენტრ მთავართან“

რა შედეგებს მიაღწია ჩინეთმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე? როგორ მოხერხდა ჩვეულ, აქტიურ რეჟიმში დაბრუნება, როგორ აგრძელებენ მუშაობას რესტორნები, კაფე-ბარები, კინო-თეატრები;  როგორია ჩინეთის პოლიტიკა „კოვიდ-ვაქცინებთან“ დაკავშირებით; რა პირობას დებს ჩინეთი; როგორ გადავიდა ჩინეთი ეკონომიკური კლებიდან ეკონომიკურ ზრდაზე – ამ და სხვა საკითხებზე ჩინეთის ელჩი საქართველოში ლი იენი “მედიაცენტრ მთავარს“ ესაუბრა.     „მედიაცენტრი მთავარი:“ რა ვითარებაა ამ ეტაპზე, „კოვიდ 19“-თან დაკავშირებით ჩინეთში? როგორ მოახერხა ჩინეთმა, რომ პანდემია შეკავებულია? ლი იენი: მადლობას გიხდით ჩინეთის ეპიდსიტუაციით დაინტერესებისთვის. კოვიდ-19-ის ეპიდემია ბოლო  ასი წლის განმავლობაში ყველაზე სერიოზული ინფექციური დაავადებაა, რომელიც გლობალურ პანდემიად იქცა. გამოწვევების წინაშე, ჩინეთის მთავრობა უპირველეს…

მეტი...

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა

რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. არჩევნები დასრულებულია. ის რაგბის კავშირს მომდევნო 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ირაკლი აბუსერიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანია. ის იყო მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი “ქართული ოცნების” სიით. მის გარდა, არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი იყო, ლაშა ხურციძე და გოჩა სვანიძე. 

მეტი...

„უნდათ – უნდათ; არ უნდათ – კარგად იყვნენ“ – უმრავლესობა ვაჭრობას არ აპირებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი, პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” ვაჭრობას არ აპირებს.    „მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ? –  უნდათ; არ უნდათ – კარგად იყვნენ“, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე  “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან” ულტიმატუმს და დასძინა, რომ კარგი იქნება, თუ ისინი პარლამენტში არც შევლენ. „იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან…

მეტი...

ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, ხელფასს ითხოვენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეპუტატების ნაწილი, რომლებიც პარლამენტში არ შედის, ხელფასის ჩარიცხვას მაინც ითხოვს. მისი შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპუტატები პარლამენტში შესასვლელად მზად არიან. „ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შემოიტანა განცხადება ანაზღაურებასთან დაკავშირებით. მათ აქვთ შემოსვლის სურვილი და ერთადერთი არის შანტაჟი და ბულიგინი და საბოლოო ჯამში, ამ შანტაჟისა და ბულინგისგანაც გათავისუფლდებიან. იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევაშიც, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა. არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები. მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს და ასეთი ზოგიერთი დეპუტატი ახლა…

მეტი...

ენგურჰესისთვის რუსებს დიდი ბრძოლა ექნებათ – აფხაზეთის მორიგი ოკუპაცია

„ენგურჰესის ხელში ჩაგდება დიდი ხანია რუსებს უნდათ. ამიტომ, ცხადია, რომ მისთვის დიდ ბრძოლა ექნებათ. მისი ხელში ჩაგდება უნდათ“ – ეს განცხადება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულება, რომელიც რუსეთმა აფხაზეთს გაუფორმა, სწორედ მორიგი ოკუპაციისა და მარწუხებში მოქცევას ემსახურება. „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება“ – ასე ჰქვია ე.წ. ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვმა მარწუხებში აფხაზეთს გაუფორმა. „ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ამ ე.წ. ხელშეკრულებაშია ჩადებული, ეხება რუსეთის ელექტროქსელების კომპანიის მიერ აფხაზეთის ელექტრო ქსელების მოდერნიზაციას და ენერგეტიკული უსაფრთხოების შექმნას. ანუ,…

მეტი...

ამოღებულია 40 კილო „ჰეროინი“ 

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის – მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა 40 კილო „ჰეროინი“ ამოიღეს და 71 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნარკოტიკებისა და ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა უწყების მთავარი გამოწვევაა. „2020 წლის განმავლობაში დაკავებულია  71 ნარკორეალიზატორი.  გამოვლენილია ნარკოტრანზიტის სქემა და მხოლოდ ამ საქმის ფარგლებში ამოღებულია 40 კგ „ჰეროინი“. პასუხისგებაში მიცემულია ნარკოტიკებით „ონლაინვაჭრობაში“ ჩართული 16 პირი, დაიხურა 13 ინტერნეტ ნარკოსარეალიზაციო მაღაზია; გამოვლენილია ფსიქოაქტიური ნივთიერების დამამზადებელი ნარკოლაბორატორია; უკანონო ბრუნვიდან სულ ამოღებულია: 89 კილოგრამი „ჰეროინი“; 1 კილოგრამი „კოკაინი“; 7 000 აბი „სუბუტექსი“ და “სუბოქსინი“; 6 კილო და 500 გრამი ახალი…

მეტი...

ტაქსის მძღოლებს კორონავირუსზე ტესტირება უფასოდ ჩაუტარდებათ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მძღოლები კორონავირუსზე ტესტირებას უფასოდ გაივლიან. ამის შესახებ კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, რადგან ტაქსის მძღოლები უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით ცალკე რისკჯგუფად განისაზღვრა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ისინი დაექვემდებარებიან ტესტირებას. „დაახლოებით, 18 ათასი ტაქსის მძღოლი ესემესის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ სად შეეძლება ტესტების ჩატარება. რა თქმა უნდა ტესტირება მათთვის იქნება უფასო, ყოველგვარი გადასახადების გარეშე. მნიშვნელოვანია ყველანაირად დაზღვეული ვიყოთ, თვითონაც დაზღვეული იყვნენ ტაქსის მძღოლები და ასევე ის კონკრეტული ადამიანები, ვინც ტაქსის სერვისით სარგებლობს“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“ყველა თავმოყვარე სახელმწიფო და ერი ასეთ მოღალატეობრივ საქციელს სახელს დაარქმევს” – ირაკლი ღარიბაშვილი დავით გარეჯის საქმეზე

მიყალიბდება შინაგანი რწმენა, რომ ძალიან დიდ ღალატთან გვქონდა საქმე. საუბრობდნენ ძალიან ბევრს, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ გამოგდებული ფანტი, როგორ გავთვლიდი მაგალითად მე, ან ნებისმიერი ადამიანი იმას, რომ 2020 წლის არჩევნებზე გამოვიყენებდით ამ თემას? 2014 წელს ვმუშაობდი ამ საკითხზე და აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართვლოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საქმეზე „იმედის“ ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქმეზე მუშაობა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. ღარიბაშვილის განმარტებით, არსებობს ძალიან მძიმე ფაქტები და არა სპეკულაციები. „მე ვსაუბრობ ფაქტებზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ის კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა აზერბაიჯანსა და…

მეტი...

ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება

თბილისის მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, ქალაქში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო მიმდინარეობს. ყველა მიმართულებით, სადაც პროექტების განხორციელება დაწყებული იყო, მუშაობა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამისთვის კომპანიებს მადლობას ვუხდი. იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, მათ შორისაა საქალაქთაშორისო გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ, ხვალიდან სამუშაოები შეჩერდება და შემსრულებელი კომპანიების პერსონალი რაიონებში წასვლას შეძლებენ. ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამთვიანი ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში ცხრა ნარკორეალიზატორი დააკავეს. „მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ., 1992 წელს დაბადებული ე.კ., 1987 წელს დაბადებული მ.მ., 1985 წელს დაბადებული ლ.ვ., 1986 წელს დაბადებული ი.ი.,1988 წელს დაბადებული ლ.გ., 1994 წელს დაბადებული ნ.ა., 1998 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1973 წელს დაბადებული ლ.კ. დაკავებულებს ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20…

მეტი...