“პოლიციას ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით” – ზურაბ ჯაფარიძე

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, სამართალდამცველებს მოუწოდებს, “რეფორმერი ფიტნესის” ტერიტორია დატოვონ. როგორც ჯაფარიძემ პოლიციელებს განუცხადა, ბინა მან იქირავა და პოლიციას იქ ყოფნის უფლება არ აქვს. „ეს არის ჩემი საცხოვრებელი სახლი, აქ ვცხოვრობ, შუადღისას გავაფორმე ზეპირი ხელშეკრულება, შემიძლია გაჩვენოთ. თუ რამე დავარღვიე, მითხარით , რა დავარღვიე, თუ მე არაფერი დამირღვევია და პრეტენზია რომელიმე შპს-სთან გაქვთ, მიბრძანდით, იპოვეთ იმ შპს-ს სათაო ოფისი და რაც გინდათ გააკეთეთ. ჩემს ბინაში ყოფნის უფლება არ გაქვთ, მიბრძანდით“, – მიმართა ჯაფარიძე სამართალდამცველებს. ცნობისთვის, ბათუმში, “რეფორმერი ფიტნესში”, რომელიც „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლად იქირავა, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს…

მეტი...

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მინსკის აქციების ფონზე დაკეტილია რამდენიმე მეტროსადგური, ხოლო ადგილობრივები მობილურ ინტერნეტთან დაკავშირებული ხარვეზების შესახებ იუწყებიან. ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელში გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.

მეტი...

ახალშობილს კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა

სინგაპურში დაიბადა ბავშვი, რომელსაც ორგანიზმში კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდა. Reuter-ის ინფორმაციით, სინგაპურში მცხოვრები ქალი ვირუსით მარტში ორსულობის დროს დაინფიცირდა. მას ვირუსის შედარებით მარტივი ფორმა ჰქონდა და დაახლოებით 2 კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს. ექიმების ვარაუდით, კორონავირუსის ანტისხეულები ბავშვზე ორსულობის დროს გადავიდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჯერჯერობით დაუდგენელია შესაძლებელია თუ არა მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფმა კორონავირუსი გადაიტანოს.

მეტი...

აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სამარშრუტო მიკროავტობუსების და ტაქსის მძღოლებმაც გამოუცხადეს, მათ პროტესტის ნიშნად ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ. “აქ ყველაზე მებრძოლი და პატრიოტი ადამიანები იმყოფებიან. ჩვენ არჩევნები, სახელმწიფო წაგვართვეს, მიიტაცეს ჩვენი ქვეყანა. ერთადერთი გზა გვაქვს ვიბრძოლოთ და ხელისუფლება გავუშვათ სახლში. დღევანდელმა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები წაგვართვა და ამიტომ, ქუჩაში ვართ და ვიბრძვით”,- აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

მეტი...

“ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ – შეგიძლიათ, მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ” – ზურაბ ჯაფარიძე

„ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ. იურისტებიც გვყავს თბილისიდან ჩამოყვანილი. მთელ ამ დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ. სანამ ეს რეგულაციები არსებობს,“ – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურან ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი “რეფორმერი ფიტნესი” საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. როგორც გირჩის ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, ის ფიტნეს დარბაზთან ზეპირ ხელშეკრულებას დებს და ვისაც ვარჯიშის სურვილი აქვთ, შეუძლიათ სახლში ესტუმრონ. „ბათუმში საცხოვრებელი სახლი მექნება. აქ ვაპირებ, რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც ფართთან ერთად აქირავებენ. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბათუმში, კვარიათში, გონიოში, სარფში…

მეტი...

ქვის საამქროში ახალგაზრდა მამაკაცი მძიმედ დაშავდა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა

უბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. ახალგაზრდა მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით, ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

მეტი...

შრომის ინსპექციამ 1 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

პანდემიის გამო აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე, შრომის ინსპექციამ 2 ობიექტი – ბათუმში შპს “ონლაინ მეჯიქ” ე.წ.”რეფორმერი ფიტნესი” და რესტორანი შპს “დიანა” – ე.წ. “კიდობანი” დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა. “შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ” ე.წ. “რეფორმერი ფიტნესი” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322 დადგენილებით დამტკიცებული “იზოლაციისა და კარანტინის წესების” მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა…

მეტი...

მოქალაქეები, მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას ვერ შეძლებენ

ორშაბათიდან, მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების მიწოდებას აჩერებს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო 30 ნოემბრიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას შეაჩერებს. შსს-ს ინფორმაცით, მოქალაქეები დროებით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას ვერ შეძლებენ. “ვისაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის დღე, ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე, ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით, გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე. დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის…

მეტი...

როგორია დაინფიცირებულთა მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 426 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 802 შემთხვევა, აჭარა-554, იმერეთი-637, ქვემო ქართლი-268, შიდა ქართლი-258, გურია-119, სამეგრელო-ზემო სვანეთი-400, კახეთი-219, მცხეთა-მთიანეთი-108, სამცხე-ჯავახეთი-50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11.

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში 35 ადამიანი გარდაიცვალა

„კოვიდ 19“-ით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა.  2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 230 გარდაცვალების შემთხვევა.

მეტი...

ბოლო დღე-ღამეში 5 000 მდე ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 721 პირი დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 426 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  132 368-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 721 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა-110 049-მდე.

მეტი...

ვის უნდა დავუკავშირდეთ საჭიროების შემთხვევაში – სასარგებლო ინფორმაცია

შექმნილი კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, შექმნილია რამდენიმე საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც საჭიროების მიხედვით უნდა დაუკავშირდეთ. კერძოდ: „კოვიდ 19“ –  ცხელი ხაზი 112 – სასწრაფო ს/დ, ოჯახის ექიმი 15-05 – ონლაინ კლინიკა 144 – შეზღუდვები 144 (1) – დროებითი საშვი 116-001 – ტესტები, აცრები 0 32 2) 501 105 – ფსიქოლოგის კონსულტაცია.

მეტი...