“გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა” – ტრამპი ბაიდენზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე 3 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ არჩევნები გაყალბდა. „მან გაიმარჯვა, რადგან არჩევნები გაყალბდა. არ დაუშვეს დამკვირვებლები კენჭისყრისას და ხმების დათვლის დროს. ხმები ითვლებოდა მემარცხენე რადიკალების კუთვნილი ცუდი რეპუტაციისა და აჭურვილობის მქონე კომპანია Dominion-ის მიერ, ასევე „ფეიკ“ მედიის “ , – წერს ტრამპი. შეგახსენებთ, ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.

მეტი...

„აუცილებლად დავასრულებთ “რუსულ ოცნებას“ – ხმაურიანი აქცია ბათუმში

ამ წუთებში, ბათუმში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აწარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია და მათი მომხრეები, როგორც თავად ამბობენ, გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. მოთხოვნები უცვლელი და თბილისის აქციების იდენტურია, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა და ახალი არჩევნები.  “ეს არის სტანდარტული შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფალი საქართველოს მოქალაქეს ართმევს უმთავრესს, ხალხი გამოდის სიმართლის დასაცავად, რომ მისი დაკარგული ხმა მოიპოვოს,”- აცხადებს პარტია “ემსახურე საქართველოს” დამფუძნებელი, საარჩევნო ბლოკის “ენმ – ძალა ერთობაშია” წევრი მურმან დუმბაძე. “ჩვენ დავიცავთ თითოეული მოქალაქის ხმას, ვიბრძოლებთ და აუცილებლად დავასრულებთ “რუსულ ოცნებას,”- აცხადებს გაერთიანება “იმოქმედეს” აქტივისტი ბექა მექვაბიშვილი.

მეტი...

საქართველომ “კოვიდ ვაქცინისთვის“ 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა 

მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის, „კოვიდ 19“-ის ვაქცინის მისაღებად, რიგი საქართველომაც დაიკავა. მსოფლიოს ქვეყნებმა დაახლოებით 8-მილიარდ-ნახევარი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინა ყველაზე დიდი იმედია, თუმცა, მისი მიღების პერსპექტივა საკმაოდ შორეულია.   “covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ მიერ არის შექმნილი. მასთან ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია. მისი დახმარებით ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ ჯერჯერობით  არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლისა და…

მეტი...

დღეს, ოპოზიცია ცეცხლის დანთებას ბათუმში გეგმავს

ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები დედაქალაქიდან რეგიონებში ინაცვლებენ. დღეს, ცეცხლის დანთება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით, დაგეგმილია ბათუმში. ადგილზე უკვე გაშლილია კარვები, მობილიზებულია კასრები, სადაც ცეცხლის დანთებას აპირებენ და იმარაგებენ შეშას. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, პერმენენტული აქციები რეგიონებშიც გაგრძელდება და მმართველი გუნდი დისკომფორტს ყველგან იგრძნობს. შეგახსენებთ, რომ 9 პოლიტიკური სუბიექტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ბათუმში, საპროტესტო აქცია დაგეგმილია 17:00 საათზე, სადაც ლიდერები და მხარდამჭერები თბილისიდანაც ჩავლენ.    

მეტი...

დონალდ ტრამპის სარჩელების დაკმაყოფილებაზე სასამართლომ თანხმობა განაცხადა

პენსილვანიის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სარჩლების ნაწილი დააკმაყოფილა, რომელიც გარკვეული ბიულეტენების გაუქმებას ითვალისწინებს. პრეზიდენტ ტრამპის ჯგუფი იმ ბიულეტენების გაუქმებას ითხოვდა, რომელთა დამოწმების ვადა 9 ნოემბრამდე იყო და პენსილვანიის შტატის სახელმწიფო მდივან ქეთრინ ბოკვარის ბრძანებით 12 ნოემბრამდე გაგრძელდა. ამ დროისთვის არ არის ცნობილი, გაყალბებული  ბიულეტენების რა ნაწილი გაუქმდება პენსილვანიის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად. ამ ეტაპისთვის, პენსილვანიაში ჯო ბაიდენს 3394707 ხმა აქვს მღებული, დონალდ ტრამპს კი – 3340282. პენსილვანიას საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმა აქვს და ამ შტატში არჩევნების მოგება კანდიდატს მთლიანად ქვეყანაში არჩევნების მოგების შანს აძლევს. პენსილვანიის გარდახმების დათვლის პროცესი დასრულებულად…

მეტი...

თვითიზოლაციაში 47 548 ადამიანი იმყოფება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, „კოვიდ 19“-ით  აქტიური ინფიცირებული შემთხვევათა მაჩვენებელი 16 888 შემთხვევაა, აქედა, 5 592 ადამიანი  საავადმყოფოში მკურნალობს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, მონაცემები შემდეგია:  თბილისის საავადმყოფოებში მკურნალობს  2 629 ინფიცირებული, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 –…

მეტი...

როგორია ინფიცირების მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით?!

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან პირველ ადგილზე ისევ თბილისი რჩება, შემდეგ კი აჭარა მოდის. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით, ინფიცირების შემტხვევები შემდეგია:     დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა, აჭარა – 410, იმერეთი – 398, ქვემო ქართლი – 198, შიდა ქართლი – 153, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248, კახეთი – 126, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.

მეტი...

„კოვიდ ინფექციით“ კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, „კოვიდ 19-ით“  34 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში – 18,  აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 703 გარდაცვალების შემთხვევა. ინფორმაციას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბი ავრცელებს.   

მეტი...

„კოვიდ 19“-ს 3020 ახალი შემთხვევა 24 საათში

დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 020 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 387 პირი.  პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 79 678-ს. „გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით  დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე“ – ვკითხულობთ  ინფორმაციაში, რომელსაც „მედიაცენტრ მთავარს“ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბიდან აცნობეს.  

მეტი...

დონალდ ტრამპი წაგებას არ აღიარებს და საკუთარი ინაუგურაციისთვის ემზადება

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკის  საპრეზიდენტო არჩევნებზე თაღლითობასა და დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რის წინააღმდეგაც პრეზიდენტობის კანდიდატი ბრძოლას აპირებს. როგორც „თეთრ სახლში“ აცხადებენ, დონალდ ტრამპი მხოლოდ საკუთარ ინაუგურაციას დაესწრება.      „პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს და მეორე საპრეზიდენტო ვადა ექნება. სასამართლოში სარჩელების შეტანა პირველი ნაბიჯია და შემდეგ მას ბევრი სხვა ნაბიჯიც მოჰყვება სიმართლის დასამტკიცებლად“ – აცხადებენ „თეთრ სახლში“. კითხვაზე, აპირებს თუ არა დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს გამარჯვება მიულოცოს და ინაუგურაციას დაესწროს, „თეთრი სახლის“ პასუხი შემდეგია: „ტრამპი მხოლოდ საკუტარ ინაუგურაციას დაესწრება“. ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს. დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით…

მეტი...

„მათთვის მოსაწონი შედეგი დიდხანს არ დადგება, უნდა შევიდნენ პარლამენტში“ – სიმონ ნოზაძე

მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის საუკეთესო გამოსავალი პარლამენტში შესვლა და მიღებული მანდატების გამოყენებაა. „ის, რაც ახლა ქუჩაში ოპოზიციის მხრიდან ხდება, კონტრპროდუქტიულია და არავითარი შედეგების მომტანი არ იქნება.  მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. შესაძლოა, იყო ხარვეზები, თუმცა ეს ცალკეულ უბნებზე გამოუცდელი კომისიის წევრების შეცდომების ბრალი იყო, ვიდრე შეგნებულად დაშვებული შეცდომები. რომც აღმოაჩინონ ასეთი შეცდომები, არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს“ – განაცხადა ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავართან“. მისივე შეფასებით, ხელახალი არჩევნები ვერ…

მეტი...