“ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკული მედიის მიერ გამოცხადებული ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების პროგნოზი არ აღიარა. „ყველამ ვიცით, თუ რატომ ჩქარობს ჯო ბაიდენი გამარჯვებულად თავის წარმოჩენას, რატომ ცდილობენ მისი მოკავშირე მედიასაშუალებები მისთვის დახმარების გაწევას: მათ არ სურთ სიმართლის გამჟღავნება. ჯო ბაიდენი ოფიციალურად გამარჯვებულად არც ერთ შტატში არ გამოცხადებულა. უბრალო ფაქტი ის არის, რომ ეს არჩევნები ჯერ არ დასრულებულა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press-ი გამოდიან. მედიის პროგნოზით, ჯო ბაიდენმა პენსილვანიის შტატში…

მეტი...

” ეპიდემიოლოგიური პროგნოზი სახარბიელო არ არის” – პაატა იმნაძე

“პოლიტიკური პროცესები და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა არაფრით არ შეიძლება, აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან შეზღუდულები ვიყავით იმ რეკომენდაციებში, რაც შეიძლებოდა მიგვეცა საკოორდინაციო საბჭოსთვის, გავითვალისწინეთ ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, დღეს მსოფლიოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ 600 000- ს გადააჭარბა. „სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მატულობს შემთხვევების რაოდენობა. მთელ მსოფლიოში სიტუაცია უარესდება, განგაში არის ატეხილი როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ისე უმრავლესი ევროპის ქვეყნების მიერ. თქვენ იცით, რომ გაცილებით მკაცრი შეზღუდვები არის დაწესებული ევროპის…

მეტი...

სანაგვე ურნა და თამარ ჟვანიას “ფიტული” ცესკოსთან

ამ წუთებში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციური პარტიის აქტივისტები იმყოფებიან. მათ ადგილზე კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას “ფიტული” მიიტანეს და ღობეზე დაკიდეს. აქციის მიმდინარეობისას კი, ნაგვის ბუნკერიც მიაგორეს და თამარ ჟვანიას “ფიტული” ურნაში მოისროლეს.    აქციის მონაწილეები, რკინის ღობეს ქვებს ურტყამენ და პოტესტს ამ ფორმით გამოხატავენ.

მეტი...

ტრამპი დამარცხდა, ბაიდენი პრეზიდენტია

აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატში, პენსილვანიაში ხმების უმრავლესობა დააგროვა. შედეგად ბაიდენს ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა აქვს.

მეტი...

შსს-მ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული ადამიანები თედო გობეჯიშვილისგან კონკრეტული განცხადებების გაკეთებას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი რეპრესიებით ემუქრებოდნენ. თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებას „ნაცმოძრაობის“ წევრების ზეწოლას უკავშირებს ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძეც. „ქართული ოცნება“ სამართალდამცველებს თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

მეტი...

მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან დაკავშირებით მეუფე ვიდეომიმართვას ავრცელებს. მიტროპოლიტი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ კორონავირუსის სიმპტომებიდან ძირითადად ყნოსვისა და გემოს დაკარგვა აქვს. “თავს ვგრძნობ ჩვეულებრივად. არავითარი ნიშნები იმისა, რომ დავსუსტდი, ძალა არ მაქვს, მოტივაცია აღარ მაქვს ცხოვრების, თუ საქმის კეთების, ეს ასე არ არის. ზუსტად ისე ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც აქამდე. მე სანამ დამიდასტურდებოდა დაავადება, ზუსტად ვიცოდი, რომ ავად ვიყავი. ჩემს შემთხვევაში პირველი სიმპტომი იყო ის, რომ გაციება დამეწყო, შემდეგ გემო დავკარგე და ყნოსვა,” – აცხადებს მიტროპოლიტი. მეუფე ნიკოლზი საზოგადოებას ურჩევს, რომ სისხლის შედედების თავიდან ასაცილებლად…

მეტი...

“იგეგმება, გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ ამბოლატორიული კვლევებზე” – თამარ გაბუნია

“როგორც კი აჭარაში შემთხვევების მატება დაიწყო, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სამედიცინო ჯგუფები მაქსიმალურად გაძლიერებულიყვნენ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, იგეგმება გაფართოვდეს ხელმისაწვდომობა აუცილებელ ამბოლატორიულ კვლევებზე, რაც მედიკოსებს საშუალებას მისცემს, ნახონ, პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა თუ არა. „სექტემბრის ბოლოს, როგორც კი აჭარაში შემთხვევების მატება დაიწყო და პაციენტების პირველი ჯგუფი დარჩა ბინებსა და სასტუმროებში, დავიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ სამედიცინო ჯგუფები მაქსიმალურად გაძლიერებული ყოფილიყვნენ. ჯგუფებში დაემატნენ ადამიანები, რომლებსაც ჰოსპიტალების მიმართულებით დიდი გამოცდილება ჰქონდათ, რათა პაციენტს, რომელსაც მკურნალობა ჰოსპიტალში ჰქონდა დაწყებული და გადადიოდა სასტუმროში, მიეღო საჭირო მედიკამენდი და დანიშნულება.…

მეტი...

„ჩვენ წლიდან წლამდე ვაძლიერებთ და ვავითარებთ სავაჭრო ურთიერთობებს საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის” – ნათია თურნავა

„ძალიან სასიხარულოა, რომ აშშ – ის სავაჭრო წარმომადგენლობამ თავის ბოლო ანგარიშში აღნიშნა ის დიდი პროგრესი, რასაც საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიაღწია,“ – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისის (USTR) მიერ მომზადებული წლის შემაჯამებელ ანგარიშს, რომლის თანახმად, საქართველომ დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით გაწეული საქმიანობის შედეგად აშშ-სთან არსებული ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი შეინარჩუნა. ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, დასაქმებულთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების კუთხით მიღწეული შედეგების საფუძველზე, წარმატებით გაიარა GSP-ის (Generalized System of Preferences – პრეფერენციების განზოგადებული სისტემა) პროგრამის კრიტერიუმებთან შესაბამისობის განხილვის პროცედურა და ქვეყანა შეინარჩუნებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა სარგებელს. „აშშ…

მეტი...

ზუგდიდში, საოლქო კომისიასთან ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

ამ წუთებში, საოლქო კომისიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც საოლქო კომისიის შენობის მიმდებარედ დგანან. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მათი აქტივისტები კომისიის თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. „მივალთ მირანდა მესხის კაბინეტთან და მოვთხოვთ მას პასუხს იმ გაყალბებებზე, რაც მან ჩაიდინა და რამაც ძირეულად შეცვალა შედეგები. ჩვენ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს მირანდა მესხს და ამ ხელისუფლებას იმ გაყალბებისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს“ – აცხადებს  “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ბათლომე შელია.

მეტი...

ჭავჭავაძის გამზირზე „აქსის თაუერის“ შენობასთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ვაკეში, „აქსის თაუერის” შენობასთან ხანძარი იყო. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი აბულაძის ქუჩაზე მდებარე, 50 კვ მეტრი ფართობის სამშენებლო ღობეს ეკიდა. ადგილზე 2 სამაშველო ეკიპაჟი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებთ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც 8 ნოემბერს შეკრების უფლების გამოყენებას აპირებს, მოვუწოდებთ განახორციელონ ეს მშვიდობიანად და კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომების დაცვით; ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეუწყოს სათანადო გარემოს შექმნას“ – ამ განცხადებას აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომდგენლობა საქართველოში, ერთობლივად ავრცელებს. ისინი პოლიტიკურ პარტიებს მიმართავენ სამართლებრივი გზებით იბრძოლონ.   ერთობლივ განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც შეეხება მიმდინარე საარჩევნო პროცესს, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, განაგრძონ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების განხილვა სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით, იმ დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, რომელიც საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში შექმნა. დასაბუთებული საარჩევნო დარღვევების გამოსასწორებლად აუცილებელია სანდო და ინკლუზიური…

მეტი...

“კახა კალაძეს, ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში” – ბექა დავითულიანი

“კახა კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ბექა დავითულიანმა განცხადა და საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოთქმას – „ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთ“ – კახა კალაძე ამართლებს. „ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში, იმიტომ რომ კახა კალაძის ფეხებმა ორი ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ალეკო ელისაშვილის თავში იბადება ასეთი მდარე კომენტარები, რომლითაც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს ღვაწმოსილ სპორტსმენებს – ფეხბურთელებს“, – განაცხადა დავითულიანმა.

მეტი...

“ხალხმრავალი აქციები, ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას” – თამარ გაბუნია

“ხალხმრავალი აქციები არის დიდი რისკი და ამგვარი შეკრებები ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალურად მობილიზებულია, რომ თავი გაართვას კორონავირუსის სერიოზულ გამოწვევას. „შემთხვევების მატება იწვევს დიდ ზეწოლას როგორც ჰოსპიტალურ, ასევე ამბულატორიულ ქსელზე. არ უნდა დაგვავიწყდეს პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც ძალიან შესუსტებულია ბოლო პერიოდში, მითუმეტეს ხალხმრავალი აქციების ფონზე. ამგვარი შეკრებები არის დიდი რისკი, პირდაპირ ხელს უწყობს ეპიდემიის გავრცელებას. ასე, რომ პირბადე ერთადერთი საშუალებაა, რომელიც გაგვაჩნია ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის და ამდენად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ფონი არის დაძაბული და…

მეტი...

საქართველოს პროკურატურის განცხადება ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალების ფაქტზე

საქართველოს პროკურატურა მწუხარებას გამოთქვამს ოზურგეთის რაიონული პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის გარდაცვალების გამო. „ფრიდონ ქარცივაძე იყო სამაგალითო კოლეგა, პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური პროკურორი და ღირსეული ადამიანი. იგი მრავალი წლის მანძილზე მასზე დაკისრებულ მოვალეობას სანიმუშოდ ასრულებდა. პროკურატურაში საქმიანობის პერიოდში ფრიდონ ქარცივაძე წარმატებული მუშაობისთვის მრავალჯერ დაჯილდოვდა. 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისა და კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღირსების ორდენი გადაეცა. საქართველოს პროკურატურა ამ უდიდესი დანაკარგის გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში. არსებული ინფორმაციით, ქარცივაძეს კორონავირუსი რამდენიმე კვირის წინ დაუდასტურდა, ის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა…

მეტი...

“შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, შესაძლოა წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდეს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძე ისაუბრა. მისი განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდეემის შეკავება ვერ მოხდება.  “ეპიდსიტუაციისდა მიხედვით, შესაძლებელია წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდეს. იმიტომ რომ სხვანაირად, სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება ვერ ხორციელდება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები, ვინც უკვე გაიარეს პირველი ტალღა და გარკვეულად არიან მეორე ტალღის პიკებში და ამ გამოცდილების გათვალისწინებით, უნდა შევეცადოთ, რომ საქართველო გამოვიდეს მინიმალური დაზიანებით ამ პანდემიიდან,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“პიკში შევდივართ” – ამირან გამყრელიძე

შევდივართ პიკში, სადაც რესპირაციული ვირუსების მოზღვავება იქნება“,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრილეძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, ნოემბრის მეორე ნახევარში კორონავირუსის ინფექციის პიკი იქნება. „პანდემია კიდევ უფრო და უფრო ფართოვდება. ის უკან არ იხევს და ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. იგივე ჩანს ჩვენი ქვეყნის მაჩველებელზეც, რასაც ვსაუბრობდით, დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და პიკის პლატო რამდენი ხანი გაგრძელდება რთულია ამის პროგნოზირება. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება…

მეტი...

პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ბათუმელი პროკურორი 46 წლის ფრიდონ ქარცივაძე კორონავირუსზე კლინიკაში, 26 ოქტომბრიდან მკურნალობდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.ის წლების განმავლობაში ბათუმის პროკურატურაში მუშაობდა.

მეტი...

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე გარდაცვლილი ნახეს

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედორე გობეჯიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, კომისიის თავმჯდომარემ ბოლო დღეებში სტრესი გადაიტანა: „თქვეს, რომ ინერვიულა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ის, რაც ქვეყანაში მოხდა. არ არის ადვილი ამხელა ზეწოლის და სტრესის გაძლება,“ – განაცხადა პოლიტიკური მოძრაობდა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ. 43 წლის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ცესკომაც: “ცენტრალური საარჩევნო კომისია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების გამო. თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ის საარჩევნო ადმინისტრაციაში 2006…

მეტი...

მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

ცესკო მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს და შემდგომ დღეებში დაახლოებით 1 800 საჩივარი შევიდა. კენჭისყრის დღესთან დაკავშირებული საჩივრები ძირითადად პროცედურულ საკითხებს შეეხებოდა, ხოლო კენჭისყრის დღის შემდგომი საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგებსა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების კანონიერებას. ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ საჩივრების უმეტესობა საოლქო კომისიებში პროცედურების დარღვევით იყო წარდგენილი. განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მუშავდება და შემდგომში იქნება წარმოდგენილი. „შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ყველა ოქმიდან განსხვავებული აზრი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ოთხ შემთხვევაში. მცირე გამონაკლისის გარდა,…

მეტი...

9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, 9 ნოემბრიდან გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000 ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000 ლარიანი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა. „სანქციები გვაქვს განსაზღვრული იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა და ამ შეზღუდვის დარღვევისთვის იმოქმედებს ის სანქცია, რომელიც არის დაწესებული – 2 000 ლარი ფიზიკური პირისთვის, იურიდიულისთვის 10 ათასი ლარი“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

მეტი...

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და  საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ორშაბათიდან შეჩერებული იქნება როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება. იმავე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ აქტიურად იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში ნაკლები…

მეტი...

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე შეზღუდული იქნება გადაადგილება

ორშაბათიდან, 9 ნომებრიდან დიდი ქალაქებში თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე იქნება შეზღუდული გადაადგილება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე. „ეს შეზღუდვა არ გავრცელდება საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და, რა თქმა უნდა, საოპერაციო შტაბთან შეთანხმებით იმ პირებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისთვის სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული, ასევე მედია დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“, – განახცადა ცქიტიშვილმა.

მეტი...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები 9 ნოემბრიდან ამოქმედდება. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:  9 ნოემბრიდან, დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით. –   ეს შეზღუდვა არ გავრცელდება შემდეგი მიმართულებით: –  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; –  ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება…

მეტი...

“გუბაზას მოწყობილ რევოლუციაში მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ” – ზურაბ ჯაფარიძე

“აპაპაპა, გუბაზას მოწყობილ რევოლუციაში მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ,” – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. აღნიშნული სტატუსი „გირჩის“ ლიდერმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით გაავრცელა ჩანაწერები, რომელშიც სავარაუდოდ თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.

მეტი...

„კრიმინალმა თამარ ჟვანიამ უნდა იცოდეს, რომ სამართალი პურს აუცილებლად ჭამს“ – ანა დოლიძე სასამართლოში, პურით მივიდა

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შოთის პური მიიტანა. როგორც დოლიძემ განმარტა, „სამართლი პურს აუცილებლად შეჭამს“. „მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც სიმბოლო იმისა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, თამარ ჟვანია კრმინალმაც, რომ საბოლო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ აქ გავასაჩვრეთ საოლქოს ყველა ოქმი და გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერცერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა, მაგრამ ამ ბრძოლას არ მოვეშვებით“, – განაცხადა დოლიძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლო ანა დოლიძის სარჩელს…

მეტი...

“მოლაპარაკებები, პოლიტიკური კრიზისის პირობებში არის აუცილებელი” – პრემიერი ოპოზიციაზე

 ქუჩაში გასულ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრი მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. როგორც გიორგი გახარიას თქმით, ამომრჩეველმა ამ პარტიებს მისცა მანდატი, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მმართველ გუნდთან ერთად იმსჯელოს. “ნებისმიერ სახის მოლაპარაკებები, განსაკუთრებით დღეს პანდემიის პირობებში, ეკონომიკური კრიზისის პირობებში და შესაძლო პოლიტიკური კრიზისის პირობებში, არის აუცილებელი და ჩვენ ყოველთვის ღია და მზად ვართ მსგავსი საუბრებისთვის,”- აცხადებს მთავრობის მეთაური.

მეტი...

ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოს, მის შვილს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ალექსანდრე ლუკაშენკოსა და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. სანქციების სამიზნეთა ჩამონათვალში მოხვდა პრეზიდენტის ვაჟიც. სანქციები ანგარიშების გაყინვასა და მოგზაურობაზე აკრძალვას ითვალისწინებს. ევროპულ გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამოდ გაიმართა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ დამოუკიდებელი კანდიდატების დევნა და აქციების ძალადობრივი გზით დარბევა დაიწყო.

მეტი...

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაასრულა

საოლქო საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვა დაასრულა. კომისიის თავმჯდომარეები ოლქებში შემოსულ საჩივრებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი დიდი უმეტესობა არაუფლებამოსილი პირებისგან იყო. სამგორში დაკმაყოფილდა “სამართლიანი არჩევნების” საჩივარი რომელიც უბნების მონაცემების თავიდან გადათვლას ითხოვდა. კომისიამ ხელახალ გადათვლაზეც იმსჯელა. “სამგორი საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა დაახლოებით 71 საჩივარი, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ საჩივრების დიდი უმეტესობა იყო შემოტანილი არაუფლებამოსილი პირების მხრიდან, შესაბამისად მივიღეთ განკარგულება საჩივრების განუხილველობასთან დაკავშირებით. ერთი საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად ეს ეხებოდა 97-ე უბანს, სადაც სამართლიანი არჩევნები გვთხოვდა უბნის მონაცემების თავიდან გადათვლას,”- აცხადებს სამგორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ეკატერინე მოდებაძე.

მეტი...

ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს მოწმეებს დაკითხავენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელისუფლების დამხობის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს ექვსი მოწმის გამოკითხვა იგეგმება. მოწმეები უწყებაში 14:00 საათიდან არიან დაბარებულები. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძიება 2020 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყების განცხადებით, საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს. სუს-ის ცნობით, გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები…

მეტი...

კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევიდან 1 197 – თბილისში, 620 -აჭარაში, 438 -იმერეთში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, 1 197 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა, ხოლო იმერეთში 438. “დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 109, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 63, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 138, კახეთში – 94, მცხეთა-მთიანეთში – 38, სამცხე-ჯავახეთში – 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28”,-განაცხადა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 441-ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2754 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39773-მდე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2859 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 2859 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2859 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველიინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 54852 -ს შეადგენს. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2754 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 39773-მდე გაიზარდა. 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს გარდაცვალების 441 შემთხვევა. ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 3015 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4670 პირი, კოვიდ სასტუმროში იმყოფება 2599 მოქალაქე, ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

“აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მეტი ხმა მივიღე” – ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, მას 74 მილიონმა ამერიკელმა მისცა ხმა და ეს აშშ-ის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. ამის შესახებ განცხადება დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა საგანგებო მიმართვის დროს გააკეთა. „ჩვენ ვიგებთ არიზონაში, ნევადაში. იმედი გვაქვს, რომ საარჩევნო კოლეგიის 300 ხმას მივიღებთ. ჩვენ ხმა 74 მილიონმა ამომრჩეველმა ხმა მოგვცა, ეს იმაზე მეტია, ვიდრე აშშ-ის იტორიაში პრეზიდენტს ოდესმე მიუღია“- განაცხადა ბაიდენმა. თავის გამოსვლაში ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან საბრძოლველად ზომებს მიიღებს. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდა. „უკან მოვიტოვოთ ბრაზი და დემონიზაცია. ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს და პოლიტიკური დაპირისპირების დრო აღარ გვაქვს.…

მეტი...

“ჯო ბაიდენმა არასწორად არ უნდა განაცხადოს გამარჯვების შესახებ” – დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ განცხადება არ უნდა გააკეთოს. ამის შესახებ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა. „ჯო ბაიდენმა არასწორად არ უნდა განაცხადოს გამარჯვების შესახებ. მეც შემიძლია იგივე გავაკეთო. სასამართლო პროცესები მხოლოდ ახლა იწყება“, – წერს დონალდ ტრამპი. ტრამპი ასევე წერს, რომ არჩევნების პირველ ღამეს ის ბევრ შტატში იმარჯვებდა და იმედი აქვს, რომ სასამართლო პროცესების შედეგად, დაკარგულ პოზიციებს დაიბრუნებს. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ამ დრომდე უცნობია. ხმების დათვლა ექვს შტატში გრძელდება. ამ ეტაპზე, ლიდერობს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი ჯო ბაიდენი, თუმცა გამარჯვების შანსი აქვს დონალდ ტრამპსაც.

მეტი...