“მელიამ სამაჯურის მოხსნით აღკვეთი ღონისძიების პირობები დაარღვია” – პროკურორი

“სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას” – ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.

“პირველ ნოემბერს ბრალდებულმა საჯაროდ მოახდინა სამაჯურის მოხსნა და მოშორება. ეს სამაჯური იყო ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების საშუალება, მას ეს სამაჯური დამაგრებული ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში, შესაბამისად, ეს მოცემულობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევას. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, ბრალდებულ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი ღონისძიების შეცვლით,“ – განაცხადა პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““მელიამ სამაჯურის მოხსნით აღკვეთი ღონისძიების პირობები დაარღვია” – პროკურორი”

  1. ანონიმური

    ხოდა გაეცით საკადრისი პასუხი მაგ უნამუსოსს

  2. ანონიმური

    მელია უკან უნდა შეაბრუნონ მე თუ მკითხავთ რა

Comments are closed.