ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ავსტრიელმა სამართალდამცველებმა ვენაში განხორციელებულ ტერორისტულ აქტში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სპეცდანიშნულების რაზმმა ქალაქ ლინცში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აიყვანა.

მასთან ერთად განყოფილებაში გადაიყვანეს, სავარაუდოდ, ორი ქალიც, რომლებიც მოწმის სახით დაიკითხებიან.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. 

მსგავსი თემები