ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ცესკო-ს შესასვლელთან გაკეთებულ რკინის ღობეს ქვებს ურტყამენ.
ისინი აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ცესკო თავმჯდომარე თამარ ჟვანია სისხლის სამართლის დამნაშავეა. “თამარ ჟვანია ციხეში” – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
ოპოზიცია ცესკოსთან მისვლამდე დედაქალაქში, ავტომანქანების კოლონით და დროშებით მოძრაობდა.