“ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები” – გიორგი კახიანი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა, რომ საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, თუმცა ამას ოპოზიცია არ აღიარებს. მისივე თქმით, ქვეყანაში ხელმეორედ არჩევნების ჩატარების საკითხი არ დგას, კენჭისყრა უკვე შედგა და წინ მხოლოდ მეორე ტურები იქნება. 

გიორგი კახიანი აქვე აცხადებს, რომ ოპოზიცია ახლა ქვეყანაში დაძაბული სურათის შექმნას ცდილობს და ამტკიცებს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. 

“ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები. ისე როგორც ეს ხდება ნებისმიერ ევროპულ დემოკრატიაში, როდესაც დამარცხებული გუნდი თავის მარცხს აღიარებს და ეს აუცილებელია. ეს არის სახელმწიფოებრივი მიდგომა და ესე ვითარდება სახელმწიფოები და ქვეყნები. მაგრამ, ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ იმას, რაზეც ჩვენ აქამდეც ვსაუბრობდით. ოპოზიციის მცდელობა დაძაბული სურათი შექმნის, თითქოს არჩევნები გაყალბდა, მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ აქვთ და უბრალოდ ჰაერში დემაგოგიურ, უსუსურ არგუმენტებს ვისმენ მათგან.

რეალურად, ხდება ის, რომ მაშინ, როდესაც მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ არჩევნები იყო კონკურენტიანი, არჩევნები ჩატარდა ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ სრულიად დესტრუქციულ  ოპოზიციას. ერთი მხრივ, ამ რადიკალური ძალის, ნაციონალური მოძრაობის სახით და დანარჩენი ეს პატარა პარტიები, რომლებიც აყოლილები არიან ამ თამაშს.

ბუნებრივია, ჩვენ ვერ ავყვებით ამ დესტრუქციულ ძალას, მათ სრულიად უსუსურ მოსაზრებებს და პოზიციებს, თითქოს ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. არჩევნები ჩატარდა საქართველოში, მეორე ტურის არჩევნები ჩატარდება და ისე როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული, ჩვენ გვექნება არჩევნების საბოლოო შედეგები და სამართლებრივ რეჟიმში გავაგრძელებთ ყოფნას, ისე როგორც კონსტიტუციური რეჟიმი ამას მოითხოვს. ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობა დაეკისრება საზოგადოების წინაშე, იმიტომ რომ ისინი პატივს არ სცემენ თუნდაც იმ მოქალაქეების მოსაზრებას და პოზიციას, რომლებმაც მათ მხარი დაუჭირა,“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ჩვენ არ გვყავს ისეთი ოპოზიცია, რომელსაც აქვს ძალა, აღიაროს არჩევნების შედეგები” – გიორგი კახიანი”

  1. ანონიმური

    ადრე თუ გვიან მოუწევთ აღიარონ მარცხი

  2. ანონიმური

    ბოლოსს სხვა გზა არ ენქებათ ურბალდ ყველა ვარიანტში თვითონ იქნებიანწაგებულები

Comments are closed.