„ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ” – დავით ჭიჭინაძე

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ორი ინიციატივით გამოდის:

„ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ და ერთობლივად ავიღოთ ის ფინანსური ტვირთი, რასაც მათ „ოცნების“ ხელისუფლება, „ოცნების“ პროკურატურა დააკისრებს.

დავიწყოთ ბიძინა ივანიშვილის გასაშვებად ფულის შეგროვების კამპანია.

ანუ, როგორც ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის დროს აგროვებდა ხალხი ფულს, როდესაც „ქართუ ბანკის“ ანგარიშების დაყადაღება ხდებოდა, ახლა მის გაშვებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ბოლოს და ბოლოს, მოვუგროვოთ ის თანხა, რომელიც მისთვის საკმარისი იქნება, იქნებ დატოვოს ეს ქვეყანა და ქარვასლად აღარ აქციოს. რადგან, რასაც ბოლო წლებია, ვუყურებთ, ღირსება მათთვის არაფერს წარმოადგენს, მხოლოდ ფინანსური ინტერესები.

ეს კი იმის დასტურია, რომ საკუთარ ხალხს ეს ადამიანი არ იცნობს“, – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნას“ ლიდერი.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„ნიკა მელიას და ყველა იმ ადამიანს, ახალგაზრდებს, ვინც ამ აქციების დროს იქნება დაჯარიმებული, დავეხმაროთ ყველას უკლებლივ” – დავით ჭიჭინაძე”

  1. ანონიმური

    გამომოვიდა ეხლა ეს ხელგაშლილი ვააიი

  2. ანონიმური

    რამდენი გაკლია შე უებურო შენა

Comments are closed.