„მაშინ, როცა ადამიანები იღუპებიან, ზოგისთვის “კოვიდ 19” ფანტაზიაა“ – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა სოციალურ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ, როცა სახეზეა კატასტროფული ვითარება, ჩვენი დაუდევრობით პოტენციური „მკვლელებივით“ ვიქცევით.   „გადავსებული კლინიკები და „კოვიდ სასტუმროები;“ დაინფიცირებული მედ. პერსონალი; ინფიცირებულთა კატასტროფული მატება და დაინფიცირებულები, რომლებიც ეკიპაჟის მოლოდინში არიან, თუმცა ვერ აღწევენ მათთან. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ინფიცირებულები კლინიკაში ვერ გადაჰყავთ და გადარჩევა უწევთ, ვინ წაიყვანონ და და ვინ სახლში დატოვონ, რადგან ყველაფერს აქვს გარკვეული ზღვარი. სისტემა უკვე ვერ უძლებს და ეს აშკარაა. ამის მიუხედავად, გვყავს საზოგადოება, რომლისთვისაც „კოვიდ 19“ ფანტაზიაა და თავიანთი ქმედებებით პოტენციური…

მეტი...

“ჩვენ ამ კრიზისს რა თქმა უნდა გავუმკლავდებით” – გიორგი გახარია

“არჩევნების მეორე რაუნდისთვის მზადების პროცესში აუცილებლად ვიქნები ჩართული; ექიმების შეფასებით, სრულ გამოჯანმრთელებამდე კიდევ რამდენიმე დღე დამრჩა; ახლაც ისეთ მდგომარეობაში ვარ, დარწმუნებული ვარ, შემიძლია აქტიური მუშაობა თუმცა მოგეხსენებათ, კოვიდის ყველაზე დიდი რისკი მისი გადამდებობაა და უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, თვითიზოლაცია ამ ჯაჭვის გაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობაა, რის გამოც, სამწუხაროდ სახლიდან მუშაობა უწევს. „მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ჯანმრთელობა ვუსურვო. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ კრიზისს, რა თქმა უნდა, გავუმკლავდებით, ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა – მთავრობის, ოპოზიციის,…

მეტი...

„წელი იქნება საკმაოდ რთული“ – მთავრობა დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს

„ვამზადებთ დამატებით ღონისძიებებს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით“ – აცხადებს გიორგი გახარია და ამბობს, რომ საკმაოდ რთული წელი გვექნება. „ჩვენი ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იყო გლობალური პანდემია, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, თუმცა ჩვენ აღდგენის პროცესი დაწყებული გვქონდა და საკმაოდ კარგად მივდიოდით, ამას დაემატა რამდენიმე ახალი მდგენელი, ეს ცნობილია, რეგიონში კონფლიქტი, რომელიც გაურკვევლობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდის და რა თქმა უნდა, ახლა ეს პოლიტიკური ტურბულენტობა, რომელიც ჩვენი ყველას ერთობლივი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, რომ ეკონომიკაში მეტი სტაბილურობა შემოვიტანოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის მეთაურის…

მეტი...

„იქნება წერტილოვანი ჩაკეტვები იმისთვის, რომ სწრაფად მოვერიოთ აფეთქების კერებს“ – პრემიერი

„ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, რომ მინიმალური ზიანი უნდა მივაყენოთ ჩვენს ეკონომიკას, იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეკონომიკის მომენტ იქსში სწრაფი აღდგენის შესაძლებლობა მაშინ, როდესაც მსოფლიო პოსტ ეკონომიკური კრიზისის აღდგენას დაიწყებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მან ხაზი გაუსვა, რომ სისტემური „ლოკდაუნები“ ქვეყანაში არ იქნება. „ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის ღონისძიებები, ნაბიჯები, ბიზნესის და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის, რომელიც მთავრობამ უკვე გადადგა, დღეს ნათელია უკვე, რომ საკმარისი არ არის და ჩვენ ვამზადებთ ახალ ღონისძიებებს. აქვე მინდა ბიზნესი დავამშვიდო და ვთქვა, რომ სისტემური, საერთო ქვეყნის მასშტაბით, „ლოკდაუნები“ ქვეყანაში…

მეტი...

“სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ცესკო-ს შვიდმა წევრმა თანამდებობა დატოვა” – ცესკო

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ცესკო-ს შვიდმა წევრმა დაკავებული პოზიცია დატოვა. „სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შვიდმა წევრმა დატოვა დაკავებული პოზიცია. აღნიშნული არ შეესაბამება სიმართლეს. მივმართავთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს – თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას და არ შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით“, – აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

მეტი...

“სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს” – გიორგი გახარია

“სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს. ჩვენ ეს არ გვჭირდება. გვესმის რა ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პროცესი, გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის. თუმცა ეს ვერ იქნება ვერ იქნება და არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. გახარიას თქმითვე, ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავშია უკვე აქცია – როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია – როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა. „ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავშია უკვე აქცია – როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია – როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა.…

მეტი...

„ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია, ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით“ – გიორგი გახარია

„ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. სამწუხაროდ, და მე აქ არ ვგულისხმობ ყველას, სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, – აცხადებს საქართველოს პრემიერ -მინისტრი გიორგი გახარია. მისი თქმით, რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში პოლიცია იქნება ეს, სამედიცინო სიტემა იქნება, ჯარი იქნება – უკეთესია ოპოზიციისთვის. „ეს ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ადგილია და მძიმე გამოწვევა.…

მეტი...

საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა – პენსიონერი, სისტემიდან გასული თუ სტუდენტი, ყველა გამოძახებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოცხადებულია საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო პერსონალის, რომელიც სისტემიდან გასულია ან პენსიაზეა, ასევე, ახალგაზრდების, მაღალი კურსის სტუდენტების, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები უკვე გაიარეს. „ეს სწორედ კლინიკური მართვის ახალი მექანიზმია, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე თუმცა მანდ არსებობს რამდენიმე სუსტი წერტილი. პირველი რიგში რა თქმა უნდა ეს არის არა საწოლების რაოდენობა, არამედ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და მათი ინფიცირების ხარისხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც იზრდება, ეს გამოწვევაა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ. „ჩვენ დღეს უკვე გამოვაცხადეთ საყოველთაო მობილიზება იმ სამედიცინო…

მეტი...

სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე სუს-ში გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, 2020 წლის 1-ელ ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. „საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის…

მეტი...

“ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, რომ ქვეყნის მომავალზე ეზრუნათ და თუ არ გვეხმარებიან, ხელს მაინც ნუ გვიშლიან” – გიორგი გახარია

“პანდემიის პირობებში მსოფლიოში ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით საქართველოში არჩევნებზე დასწრება და მონაწილეობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი”, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დღეს მთავრობის ძირითადი ამოცანაა მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკის გადარჩენა და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ არავის გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს. „არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო უფრო მეტმა მოქალაქემ, ვიდრე 2016 წლის არჩევნებში და არავის დაავიწყდეს, რომ ამ არჩევნებში პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენმა მოქალაქეებმა 9 პარტიას მისცეს მანდატი, შესულიყვნენ პარლამენტში და პარლამენტის პლატფორმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, ქვეყნის მომავალზე და ქვეყნის კრიზისიდან…

მეტი...

“ვიცავდი ყველა წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა” – გიორგი გახარია

“ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიმყოფები სახლში, ვმკურნალობ სახლის პირობებში, სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დაიცვა თავი ვირუსისგან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ გემოვნებას. „რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც…

მეტი...

“პანდემიის დროს, უცხოეთში მივლინებებზე 9 თვის განმავლობაში დაიხარჯა 21 000 ლარი” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პანდემიის დროს, უცხოეთში მივლინებებზე 9 თვის განმავლობაში დაიხარჯა 21,000 ლარი, რადგან სხვა ყველა დანარჩენი ხარჯი ანაზღაურებული იყო პრეზიდენტის პირადი სახსრებით, – ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „გვსურს, კონკრეტული ფაქტებით გამოვეხმაუროთ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯების შესახებ, მისი დისკრედიტაციის მცდელობის მიზნით გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოებამ თავად შეადაროს ციფრები და გააკეთოს დასკვნები. საქართველოს პრეზიდენტების 9 თვის სამივლინებო ხარჯები: მიხეილ სააკაშვილი (2012 წელი) – 2,558,799 ₾ იმდროინდელი გაცვლითი კურსით (კურსი1.6) – $1,599,249; გიორგი მარგველაშვილი (2016 წელი) – 1,991,954₾ (კურსი 2.1) – $948,549; სალომე ზურაბიშვილი (2019 წელი) – 1,335,569 ₾ (კურსი 2.6) $513,680. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტ…

მეტი...

“პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში” – ლევან რატიანი

„საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე – მეოთხე დონე “ემერჯენსის” ლიცენზირების, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე კოვიდით” – ამის შესახებ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. „საქართველოში ყველა კლინიკა, რომელსაც გააჩნია მესამე – მეოთხე დონე “ემერჯენსის” ლიცენზირების, მიიღებს ყველა პაციენტს, რომელიც იქნება ცხელებით და მიმდინარე “კოვიდით”, რეგიონული პრინციპის მიხედვით. ეს შვებას მისცემს როგორც 112-ს, ისე “კოვიდ კლინიკებს” და თავად მოსახლეობას. პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ, აუცილებლად მოთავსდებიან კლინიკაში. ვისაც არ სჭირდება, გადანაწილდებიან “კოვიდ სასტუმროებში” ან ბინაზე. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პაციენტი, რომელიც არის კოვიდ…

მეტი...

„სომხეთმა, უბრალოდ, ხელიდან გაუშვა დროული მოლაპარაკებისა და ომის თავიდან აცილების  ყველა შანსი“ – ფუად ახუნდოვი

“არსებობს ცნობილი გამოთქმა: მოვლენა მხოლოდ პირველი 45 წუთის განმავლობაში არის სიახლე და შემდეგ ის უკვე ისტორიაა. დღეს ამგვარი ისტორია სწორედ ჩვენს თვალწინ იწერება, ისევე, როგორც ისტორიული ფალსიფიკაციის შექმნის ტექნოლოგიაც აი, ცინცხალი მაგალითი – სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს: მილიონზე მეტმა სომეხმა დატოვა აზერბაიჯანი! საინტერესოა, როგორ არის ეს შესაძლებელი, თუ აზერბაიჯანში, ყარაბაღის ჩათვლით, მხოლოდ 400 ათასზე ნაკლები სომეხი ცხოვრობდა?” – წერს პროფესორი ფუად ახუნდოვი ანალიტიკურ სტატიაში და აცხადებს, რომ სომხეთმა მოლაპარაკებისა და ომის თავიდან აცილების შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა. მისივე შეფასებით, ვინაიდან გამოთქმას “რაც ერია, ის ბერია” აქტუალობა დღესაც არ დაუკარგავს, დანარჩენი,…

მეტი...

„გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაცით, საქართველოში პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი თანდათან გაძლიერდება. მისივე თქმით, პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ცოდნით, უნარ-ჩვევებით, რათა ბინაზე მოთავსებული კოვიდპაციენტების მართვა შეძლოს. „გაძლიერდება პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლი. ეს ბრძანებით და ერთ დღეში ვერ მოხდება. ამას სჭირდება დრო, ეს არის პროცესი. ოჯახის ექიმების რიცხვი, რომლებიც „კოვიდთან“ ბრძოლაში არიან ჩართული, თანდათან იზრდება და მომავალში გათვალისწინებულია, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა ექიმი აღჭურვილი იყოს სათანადო ცოდნით,  უნარ-ჩვევებით, რათა ბინაზე მოთავსებული კოვიდპაციენტების მართვა შეძლონ. სულ ახლახან ჩაეშვა ხმარებაში ახალი გაიდლაინი, რომელშიც…

მეტი...

ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი. „ბელარუშში სიტუაციის სერიოზულობისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის აქტივისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გათვალისწინებით, ალექსანდრე ლუკაშენკოსა და კიდევ 14 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესდება“, – ნათქვამია განცხადებაში. ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა, სანქციები ასევე დაუწესდა შემდეგ პირებს: ბელარუსის პრეზიდენტის პრესმდივანს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბელარუსის პრეზიდენტის მრჩეველს, ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელს, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელს, საგამოძიები კომიტეტის ხელმძღვანელს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და ძალოვანი სტრუქტურების კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანს. სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ, ხოლო მათი აქტივები გაყინვას…

მეტი...

ქუთაისში დაგეგმილი აქცია „პატრიოტთა ალიანსმა“ გააუქმა

“ჩვენმა პარტიამ, პოლიტსაბჭომ იმსჯელა და მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე გავაუქმოთ ქუთაისის აქცია” – ეს განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა გააკეთა. ირმა ინაშვილის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსმა“ გადაწყვეტილება მიმდინარე პროცესებიდან და მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღო. „ეს არ ნიშნავს, რომ არ იქნება საპროტესტო აქციები და ჩვენ უარს ვამბობთ მიტინგებზე. ჩვენ ვიღებთ რამდენიმე კვირიან პაუზას რათა თავიდან ავიცილოთ პროვოკაციები და ბრალდებები რუსულ კვალთან ან რაიმე შეთქმულებასთან დაკავშირებით. ჩვენ კვლავ ვადასტურებთ, რომ უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე და ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, – განაცხადა ინაშვილმა.

მეტი...

“იარაღით გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნებთან ეს იყო ამ გეგმის ნაწილი” – ირაკლი კობახიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. სუს-მა გამოკითხა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე, რომელმაც უწყებას ყველა დოკუმენტი მიაწოდა, სადაც ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაცის წყარო დაასახელა. მანამდე ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ არჩევნებს შემდეგ ქვეყანაში პროვოკაციები იყო მოსალოდნელი. „საბოლოო ჯამში გამოძიება ამაზე გავა, იმიტომ რომ იყო ძალიან მკაფიო გეგმა შედგენილი და ამ გეგმის აღსრულების ნიშნები საზოგადოებამაც ნახა თუნდაც არჩევნების დღეს. როდესაც ადამიანები ელექტროშოკებით და იარაღით გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნებთან ეს იყო ამ გეგმის ნაწილი. ჩვენ საჯარო განცხადება გავაკეთეთ არჩევნების დღეს და მათ ეს გეგმა ვერ განახორციელეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და სხვები…

მეტი...

“სასტუმროში მოთავსებულ ყველა კოვიდინფიცირებულსა და ბინაზე მყოფთა ნაწილს, სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფი პაციენტების ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ცერცვაძემ კლინკურ ჯგუფთან შეხევედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ცერცვაძის თქმით, აღნიშნული გამოკვლევებით ბინაზე და სასტუროში დატოვებული პაციენტების მოვლა გააუმჯობესდება. „ბინაზე და სასტუმროში დატოვეული პაციენტები, ვინც არ საჭიროებს ჰოსპიტალიზებას, ჩვენი გათვლით არის 75 პროცენტი, დღეისთვის 25 პროცენტის ჰოსპიტალიზება ხდება, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მხოლოდ 15 პროცენტის ჰოსპიტალიზებას ახრეხებენ- 85 რჩება ბინაზე, 15-ის ჰოსპიტალიზება ხდება. ჩვენთან, ჰოსპიტალიზებული არის 25 პროცენტი, 15 პროცენტი რჩება ბინაზე და სასტუმროში. მაგრამ დღევანდელი…

მეტი...

” ვაჩვენოთ სოლიდარობის ძალა, ვატაროთ პირბადეები” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა. მან მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვისკენ მოუწოდა. „თქვენ იცით, რომ ხელისუფლებამ, საზოგადოებასთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა ვირუსის მეორე ტალღის ეტაპს, მაქსიმალურად მომზადებულები შევხვედროდით და ქვეყანას ე.წ. ლოქდაუნის დაწესება არ დასჭირვებოდა. მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, პანდემიის და ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე, საქართველომ შეძლო ჩაეტარებინა უსაფრთხო არჩევნები, რომელიც მსოფლიომ აღიარა. ახლა მთავარია, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ დადგეს კიდევ უფრო მომატებული რისკის ქვეშ. კიდევ უფრო არ დაზარალდეს კერძო სექტორი, არ დაზარალდნენ დამსაქმებლები და დასაქმებულები. სამწუხაროდ, ეს რისკი ყოველდღიურად და უფრო მეტიც, ყოველწუთიერად იზრდება“, – განაცხადა კალაძემ.…

მეტი...

გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე სამ ადამიანს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე პატიმრებს – პ.ნ-ს, ნ.ო.-ს და გ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ნოემბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში, პატიმრებმა – ბრალდებულმა პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ.-მ და ბრალდებულმა ნ.ო.-მ. ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ გ.რ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი…

მეტი...

გიორგი გახარია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არჩევნების დადებითი შეფასებისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას რეინსალუს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დადებითი შეფასებისთვის მადლობას უხდის. ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის შეფასებას გიორგი გახარია Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. „საქართველოს დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფის ერთგულნი ვართ და ამის დასტური იქნება არჩევნების მეორე რაუნდი”, – წერს გიორგი გახარია.

მეტი...

“ისინი რომ მართლები იყვნენ, არ დასჭირდებოდათ, ტყუილებით და მანიპულაციებით ხალხის გაბრაზება” – მამუკა მდინარაძე

“კარგი იქნება, თუ პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან და სიცრუეში არ ჩაჰყვებიან”,  – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ნარატივის გაჟღერება დაიწყო, რომ ხმების გადათვლას აზრი აღარ აქვს. „ძალიან კარგი იქნება, თუ პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ბულინგს არ დაექვემდებარებიან და სიცრუეში არ ჩაჰყვებიან. ისინი რომ მართლები იყვნენ, არ დასჭირდებოდათ, ტყუილებით და მანიპულაციებით ხალხის გაბრაზება. მაგალითად, გუშინ ისე გვაუწყეს, რომ 80 ათასი ბიულეტენი გაბათილდა, თითქოს, ქვეყანა დაინგრა და ეს იყო უტყუარი მტკიცებულება, რომ…

მეტი...

საკოორდინაციო საბჭო წერტილოვან შეზღუდვებზე მუშაობს

“წერტილოვან შეზღუდვებს საქართველო თანდათან აწესებს და კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვის დაწესებისა. ამაზე დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელა საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები”, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა. „ეპიდემიის განვითარების ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი წერტილოვანი შეზღუდვები დააწესა. ჩვენც მივდევთ ამ სტრატეგიას განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ლოკდაუნები. წერტილოვან შეზღუდვებს ქვეყანა თანდათან აწესებს და…

მეტი...

“ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მოცულობის გაზრდაზე მუშაობას განაგრძობს” – ეკატერინე ტიკარაძე

“დღეისთვის, კლინიკებში განთავსებულია 4 223 კოვიდინფიცირებული ადამიანი. 359 ადამიანი ტრიაჟში იმყოფება. ამ ეტაპისთვის, 68 კლინიკაში, კოვიდისთვის 5 116 საწოლია მობილიზებული”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „68 კლინიკის ბაზაზე, დამატების გარეშე, გვაქვს 7 268 საწოლის მობილიზების რესურსი, ჯანდაცვის სამინისტრო საწოლფონდის მოცულობის გაზრდაზე მუშაობას განაგრძობს. ამასთან, გრძელდება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, კლინიკების ჩართულობის გასაზრდელად, მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვნად კვლავ ადამიანური რესურსი რჩება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 51 993 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 019-ს შეადგენს. გარდაიცვალა 423 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია…

მეტი...

„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის ანძაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტი თბილისის ანძაზე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოები, რომლის ფარგლებში, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული პროჟექტორები შეიცვლება, ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მაღალი ხარისხის პროჟექტორებით 40-მდე დაზიანებული სანათი ჩანაცვლდება.

მეტი...

საზღვარზე, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტები გამოვლინდა

“მებაჟე ოფიცრებმა, საზღვარზე, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღკვეთეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა მკაცრად აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში კვლავ გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები, როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ასევე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და ქვეყანაში შემავალი საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიმართ. აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა მკაცრად აკრძალული…

მეტი...

“მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენიან ადამიანს თამაშობს” – მამუკა მდინარაძე

“მიხეილ სააკაშვილი როლშია შესული და გავლენიან ადამიანს თამაშობს”, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „ეს არის ერთადერთი არალეგიტიმური ადამიანი ამ არჩევნებზე, რომელიც კამპანიაში იყო ჩართული და ლიდერად გვევლინებოდა. ის არც საქართველოს მოქალაქეა, მას თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული თავისივე დანაშაულებისთვის. ამიტომ, ეს ადამიანი უბრალოდ თავის მომხრეებს აქეზებს და ცდილობს, ვიღაცას მოაჩვენოს თავი, მოდის, ამ ქვეყნის ხელმძღვანელი ხდება. თამაშობს და ჰგონია, რომ საპროტესტო ტალღას ააზვირთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

მთავრობამ პარლამენტში 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი პირველი ვერსიის სახით წარადგინა

„საბიუჯეტო კოდექსის“ 39-ე მუხლის, მე-4 პუნქტის მიხედვით, მთავრობა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს მეორედ წარუდგინა. დოკუმენტი პირველი წარდგენისგან არ განსხვავდება. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დოკუმენტის გადამუშავებისთვის საკანონმდებლო ორგანოს ჩართულობა მნიშვნელოვანია. შესაბამისად, მთავრობამ მეორე წარდგენისათვის საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის პირველი ვერსია შეიტანა. „2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და შემთხვევათა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა კვლავ აგრძელებს მუშაობას ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზსა და პროგნოზების განახლებაზე. მუშაობა მიმდინარეობს COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკური ზრდის შენელებიდან…

მეტი...

“არჩევნებით ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა დემოკრატიისადმი გულმხურვალე ერთგულება” – ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

„საერთაშორისო დამკვირვებლებმა, მათ შორის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასა როგორც კონკურენტული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ძირითადი თავისუფლებები, საერთო ჯამში, დაცული იყო, როგორც კამპანიის პერიოდში, ისე არჩევნების დღეს. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, რომ, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რისკებისა, მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს დემოკრატიისადმი თავიანთი გულმხურვალე ერთგულება“, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ატილა მესტერჰაზის განცხადებაში, რომელიც მან საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. თავის განცხადებაში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ გამოვლენილ ხარვეზებზეც გამოთქვამს შეშფოთებას. მისი თქმით,…

მეტი...

„125 ადამიანიდან, ვინც საქართველში ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპა“ – პაატა იმნაძე  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კიდევ უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე დაიღუპა, თუ სწორად არ ვიმოქმედებთ. „კიდევ უფრო მეტი დაიღუპება, მე გითხარით ციფრები. ეს ციფრები, სამწუხაროდ, ასეთია მთელ მსოფლიოში. თუ, ჩვენ, რამენაირად არ შევაჩერებთ ამ დაავადების ფართო გავრცელებას, უარესი შედეგი გვექნება. 125 ადამიანიდან, ვინც საქართველოში ავად გახდა, ყოველი 125-ე დაიღუპა“ – ეს განცხადება პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.       მისივე თქით, შეზღუდვები პოლიტიკასთან არ უნდა იგივდებოდეს.   „ჩვენ ვართ ისეთ პერიოდში, როდესაც ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვად. ამ დროს ყველაფერი ისე კეთდება, რომ…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული შვიდი პირის პროცესი იმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ისნის საოლქო კომისიასთან დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გრძელდება. როგორც ერთ-ერთი დაკავებული ნიკა ბურჭულაძე აცხადებს, მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება უსაფუძვლოა. „ჩვენ ვმართავდით მშვიდობიან აქციას და მოვითხოვდით ჩვენი მოპარული ხმების დაბრუნებას, სრულიად მშვიდობიანად და არავის არ ვეწინააღმდეგებოდით. ოქმში ყველას გვიწერია, რომ ვიგინებოდით და კანონიერ მოთხოვნას არ ვემორჩილებოდით, თუმცა იქ არც არავის მოუწოდებია არაფერი, რადგან არც ვარღვევდით არაფერს. შესაბამისად, არც გინებას არ ჰქონდა ადგილი. სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებია. გუშინაც სამართალდამცველები იყვნენ დაბნეულები და ვერ წარმოადგინეს მტკიცებულებები. რა მოლოდინები უნდა მქონდეს ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებილი სასამართლოსგან, ნამდვილად არ ვიცი“, – განაცხადა ნიკა ბურჭულაძემ.

მეტი...

„ტრაგიკული შემთხვევები გაცილებით მეტი იქნება, თუ…“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, „კოვიდ 19“-ს არაფერი გააჩერებს. შესაბამისად, იმნაძე მოსახლეობას მიმართავ და კიდევ ერთხელ აფრთხილებს. „პრობლემა მთელ დედამიწაზეა  არსებობს და არის ჩვენთანაც. თუ თითოეული ჩვენგანი არ შევიტანთ საკუთარ პატარა წვლილს იმით, რომ პირბადით ვივლით ყველგან, ერთმანთისგან დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, არაფერი გააჩერებს „კორონას“. ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც თითო-ოროლა გვაქვს, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება. სხვა არაფერი არ მოუგონებია კაცობრიობას დისტანციის და ნიღბის გარდა.თუ ამას დავიცავთ, “კორონას” გავრცელება იქნება იმდენი, რომ მისი მოვლა სისტემას შეეძლება, თუ არადა ვერც ერთი სისტემა გაუძლებს ერთად ბევრ ავადმყოფს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ…

მეტი...

“ხმების გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა კიდეც” – მამუკა მდინარაძე

„ხმების გადათვლის შედეგად გაყალბების კვალი არ დაფიქსირებულა“, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, 20-მდე უბნის გადათვლის შედეგად მმართველი პარტიის შედეგები გაუმჯობესდა კიდეც. ამის მაგალითად მან ბათუმი მოიყვანა, სადაც მამუკა მდინარაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ხმები დაკლებული, საუბარია 13 ხმაზე. „ამ ყველაფერს ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არც პრეტენზიცები გამოუთქვამთ. შესაბამისად, ფაქტებით დადასტურდა, რომ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და უმრავლეს შემთხვევაში ტექნიკურ ხარვეზებთან გვქონდა საქმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ 

მეტი...

“ოქტომბერში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.79-ს აღემატებოდა” – ეკატერინე ტიკარაძე

“ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს, ეფექტური მუშაობით შევძელით მისი დასტაბილურება, რასაც აქციები რისკის ქვეშ აყენებს”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აქტიური მუშაობის შედეგად, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი 1.26 გახდა. „ოქტომბრის თვეში ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი აღემატებოდა 1.79-ს. მას შემდეგ, რაც რიგ ადგილებში სავალდებულო გავხადეთ პირბადის გამოყენება, ასევე დისტანციური მუშაობა, ჩვენმა კოეფიციენტმა მნიშვნელოვნად დაიკლო. შევძელით და დავასტაბილურეთ კოეფიციენტის მაჩვენებელი და ის გახდა 1.26. ეს არის ძალიან კარგი შედეგი იმ მინიმალური აქტივობით და ეფექტური მუშაობით, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ. აქციები ამ დასტაბილურებულ სიტუაციას…

მეტი...

სტომატოლოგებისა და ნებისმიერი დაუსაქმებელი მედ-პერსონალის მობილიზება ცხადდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, იმ ადამიანის მობილიზება ცხადდება, რომელსაც ელემენტარული სამედიცინო განათლება გააჩნია. ჩამონათვალში ის ადამიანებიც მოიაზრებიან, რომლებიც დაუსაქმებლები ან პენსიონრები არიან. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პენსიონრები შესაძლოა რეანიმაციაში ვერ გამოდგნენ, თუმცა პირველად რგოლში მათი ჩართვა აუცილებელია.     „მთლიანად, ქვეყანაში არსებულ სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით, ჩვენს კოლეგებს, რომლებიც დღეს დასაქმებულები არ არიან, ან პენსიაზე არიან, შეეძლებათ მოეძებნოთ დანიშნულება, გასაგებია, რომ ასაკოვან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ რეანიმაციაში და ჰოსპტლებში, მაგრამ, ისინი „ქოლცენტრებსა“ და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, იგივე, „კოვიდ სასტუმროებში“ შესაძლოა გამოვიყენოთ. მაქსიმალურად უნდა იყოს…

მეტი...