გიორგი რურუა გამოიკითხა

გლდანის მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში იარაღის უკანონო ტარებაში მსჯავრდებული გიორგი რურუა გამოიკითხა. მის გამოკითხვას გენერალური ინსპექციის გამომძიებელი და მისი უფლებადამცველები ესწრებოდნენ.

როგორც პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რურუამ გამოძიებას მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

„კონკრეტული გამომძიებელი, რომელიც დღეს იმყოფებოდა საგამოძიებო მოქმედებაზე, სრულიად ადეკვატურად მოქმედებდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სამწუხაროდ, ასეთ შემთხვევებში რიგითი გამომძიებლები არ იღებენ გადაწყვეტილებას და სხვა დონეზე ხდება გადაწყვეტილების მიღება. ბუნებრივია, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული თავდასხმა და არ მგონია ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში რაიმე ეფექტური ზომების მიღების სურვილი ჰქონდეს. ის თავდამსხმელები მოქმედებდბენ უბრალოდ ხელისუფლების დავალების შესასრულებლად, შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. მათ ჯერ უკანონოდ დააპატიმრეს გიორგი რურუა და ახლა უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. თავად გიორგი რურუას პოზიციაც იყო, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორება მოახდინა ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა“, – განაცხადა საძაგლიშვილმა

მსგავსი თემები