“გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები” – ნიკა მელია

  •  

გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა.

სასამართლო პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

“გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები, – პროკურატურას ნიკა მელიამ ასე უპასუხა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო.

„ის, რომ ივანიშვილი გედავება ელექტროსამაჯური ხელზე რატომ არ გიკეთია, ეს ყოფილა მისი გადმოსახედიდან უმძიმესი დანაშაული. მინდა დავამშვიდო, რომ მე ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია, რომ შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის ერთი სიმბოლოა და ჩემთვის ნებისმიერი ნაბიჯი, რასაც ბიძინა ივანიშვილი გადადგმას, არ იქნება გონივრული და ჭკვიანური და საზიანო იქნება მისივე გუნდისთვის.

ბიძინა ივანიშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, ფიქრობდეს, ვის გაუკეთოს სამაჯური ან ვინ დააპატიმროს სამაჯურის მოხსნის გამო. ივანიშვილი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები ჩანიშნოს და ეს ახალი არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები“, – აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიმართა. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული სამაჯური ეკეთა, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური 1-ელ ნოემბერს, საჯაროდ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოიხსნა.

მსგავსი თემები