დიეგო მარადონა გულის შეტევით გარდაიცვალა

“ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა,” – ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „კლარინმა“. წყაროს ცნობით, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გახდა გულის მოულოდნელი შეტევა. ყოფილი ფეხბურთელი ბუენოს აირესის გარეუბანში საკუთარ სახლში იმყოფებოდა თავის ტვინზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. დიეგო მარადონა მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონია.

მეტი...

“სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა” – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში სამოქალაქო კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს COVID-19 აღმოაჩნდა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად პენიტენციური სამსახური ავრცელებს.  “COVID-19 აღმოაჩნდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში (N10 დაწესებულების ბაზაზე არსებული საკარანტინო სივრცე) სამოქალაქო სექტორის კლინიკიდან დაბრუნებულ ხუთ მსჯავრდებულს.მოცემული პირები პენიტენციური დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში სტაციონარული მომსახურების (ოპერაცია, კონსერვატიული მკურნალობა და ა.შ.) მიღების მიზნით იყვნენ გადაყვანილები. პენიტენციურ სისტემაში მოქმედი სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, სტაციონარული წესით კლინიკაში გადაყვანის და შესაბამისი სამედიცინო სერვისების მიღების შემდეგ პატიმრები გადიან PCR ტესტირებას და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში თავსდებიან N10 დაწესებულების ბაზაზე არსებულ საკარანტინო სივრცეში, სადაც ატარებენ 12-დღიან საკარანტინო პერიოდს.…

მეტი...

„საჭირო და აუცილებელია, წერტილოვანი ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრება“ – მორიგი შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი, ასევე მოქალაქეებისა და ბიზნესის იმ ნაწილის მხარდაჭერის პაკეტები, რომელზეც შეზღუდვები გავრცელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს კერძო სექტორისა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთობლივად განიხილა. შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა წერტილოვანი შეზღუდვების რამდენიმე ვარიანტი, რომელთა მიზანია, ერთის მხრივ ნაკლები ზიანი მიადგეს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იყოს ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. დისკუსიისას შეზღუდვების ფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტებთან მიმართებაში საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და არსებული პროგნოზები მიმოიხილა დაავადებათა კონტროლის…

მეტი...

„ეპიდემიის ტრაექტორია დრამატულად აღმავალია“ – ბიძინა კულუმბეგოვი

„ეს იქნება ის აუცილებელი, რაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემს, ჯანდაცვის სისტემას ამოსუნთქვის შესაძლებლობას, დაავადებულ ექიმებს კი გამოჯანმრთელების საშუალებას მისცემს,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ – იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა, შეზღუდვებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შესაძლო შეზღუდვებს ჰქონდეს მინიმალური ზეგავლენა ყოველდღიურ ეკონომიკურ აქტივობაზე. „ახლა საზოგადოების ყველა ნაწილი კმაყოფილი ბუნებრივია ვერ იქნება, მაგრამ მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ ახლა ჩვენ ადამიანები, რომ მაქსიმალურად გავიაზროთ ის, რომ ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რაც მოვისმინეთ ბუნებრივია დღეს და მერე გაცხადდება ეს ოფიციალური უფლებამოსილი ორგანოების მიერ, რომ პრაქტიკულად მინიმალური იქნება…

მეტი...

“ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება ნებისმიერი შეზღუდვით, თუმცა  მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება“ – ბიზნესმენები

მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრა დასრულებელია.  ბიზნესი ხვალიდან „ლოკდაუნს“ ელოდება. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც დაწესებული შეზღუდვებით გადარჩება. „ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია თითოეული სიცოცხლე, რომელიც გადარჩება იმ შეზღუდვებით, რომელსაც დააწესებენ, – ამის შესახებ „ლილო მოლის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ მთავრობის წევრებს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესსექტორს შორის დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ბიზნესის წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „ეს დღეები აქტიურ კომუნიკაციაში ვართ მთავრობასთან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესი რთულ პირობებში ჩავარდება…

მეტი...

ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული, სავარაუდოდ, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხება. კალანდაძე ადასტურებს, რომ პროკურატურიდან დაუკავშირდნენ, თუმცა სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ცნობისთვის, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი საგამოძიებო უწყებისთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებს, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის დამაზიანებელ პოზიციას იმჟამინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოხატავდა. კირიონის თქმითვე, ნინო კალანდაძემ 2012 წლის მაისის მოვლენების დროს ოფიციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უდაბნოს მონასტერი საბჭოთა კავშირის დროიდან საქართველოს არ ეკუთვნოდა და წარმოადგენდა აზერბაიჯანის ტერიტორიალურ კუთვნილებას.

მეტი...

„სამწუხაროდ, ეპიდემიოლოგები უფრო მეტს წყვეტენ, ვიდრე კომპეტენტური ადამიანები“ – ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა

მთავრობის კანცელარიაში ბიზნესმენებთან შეხვედრა დასრულდა. როგორც პრემერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენები აცხადებენ, ნახევარი საათით გაჩერებაც კი ბიზნესისთვის „ლოკდაუნია,“ რაც დამღუპველი იქნება. „გადაწყვეტილებები დღეს არ მიგვიღია. განხილული იყო ის ვითარება, რაც კოვიდსიტუაციას წარმოადგენს ქვეყანაში, ასევე ბიზნესის მდგომარეობა.  იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, რა შეიძლება იყოს ყველაზე ცუდ ვარიანტში, რა შეიძლება მოხდეს კარგ ვარიანტში გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. გადაწყვეტილებები ხვალ იქნება მთავრობის მიერ გაჟღერებული. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ სარესტორნო სფეროს ნებისმიერი შეზღუდვა წარმოადგენს სრულ „ლოკდაუნს.“  არსებული მდგომარეობის შენარჩუნება მისაღებია იმ შემთხვევიდან გამომდინარე, რომ დღეს ვინც ცოცხლობს და შესაძლებლობა აქვს ოპერირებდეს, ოპერირების სიტუაციაშია. ნახევარი საათითაც რომ შეგვზღუდონ,…

მეტი...

„მეტრო რ გაჩერდება“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით მეტრო არ გაჩერდება და შეუფერხებლად მოემსახურება მგზავრებს. კალაძის თქმით, მეტროსადგურებში მგზავრთა ნაკადის კონტროლი ყველა წესის დაცვით ხორციელდება. „ჩვენ ბელარუსთან, კონკრეტულად მინსკთან, გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება დადებული, რომლის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა გვექნება მემანქანეები ჩამოვიყვანოთ ბელარუსიდან. მეტრო არ გაჩერდება, მოემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განმარტებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენში დარგის სპეციალისტების ყველა რეკომენდაცია სრულდება და მემანქანეების კორონავირუსზე ტესტირების პროცესიც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. „დღეს რომ მეტრო გამართულად მუშაობს და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, რის ხარჯზეა? ჩვეულებრივ ციდან ჩამოვარდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, მენეჯმენტის და…

მეტი...

დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში მონადირეს იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა

მეხანძრე-მაშველებს ტყიდან დაჭრილი მონადირე გამოჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის მიმდებარე ტყეში, მონადირეს იარაღი გაუვარდა, თვითდაზიანება მიიყენა და დახმარება სჭირდებოდა. “შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ მეხანძრე-მაშველები. პარალელურად, სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უამინდობისა და რთული რელიეფის გამო, დაჭრილი მამაკაცის ვერტმფრენში აყვანა ვერ მოხერხდა. შესაბამისად, მონადირე ქვეითად წასულ მეხანძრე-მაშველებს საკაცის დახმარებით, ფეხით მოჰყავთ საავტომობილო გზამდე, სადაც მათ სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდებიან, დაჭრილს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ და სათანადო დახმარებას აღმოუჩენენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე” – საპატრიარქო

კორონავირუსის მეორე ტალღის გავრცელების გამო, საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს და მრევლს მიმართავს, ტაძარში ყოფნის დროს დაიცვან დისტანცია და გამოიყენონ პირბადე.  “COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს. ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული,”- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს…

მეტი...

ბათუმელი მედიკოსები, კორონავირუსით გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებს უსამძიმრებენ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილი თანამშრომლების გამო მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს: „მწუხარებით სავსე დღეები გვიდგას რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს. ჩვენს რიგებს გამოაკლდა ორი ღირსეული და სახელოვანი ექიმი, თერაპევტი – ბენიამინ ჭელიძე და რეანიმატოლოგი – ისლამ საფაროვი. უდიდესია მათი წვლილი აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,“ – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტი...

„იმედი მაქვს, ამ დაუღალავ ბრძოლას, ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლას რაიმე აზრი ექნება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა, ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული. მალხაზ მაჩალაკიშვილი თვლის, რომ ევროპული სასამართლო საბოლოოდ სიმართლეს დაადგენს. როგორც მაჩალიკაშვილმა „მედიაცენრ მთავართან“ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ: „ევროპის სასამართლოს მიუხედავად იმის, რომ უამრავი საქმე აქვს თემირლანის საქმის განხილვა ნაჩქარევი წესით დაიწყო, რაც იმედის მომცემია. სახელმწიფოსგან მიწოდებული მტკიცებულებები აღმოჩნდა სიყალბე. შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ადამიანები დაისაჯონ, ვისაც თემირლანის სისხლში ხელები აქვს გასვრილი.…

მეტი...

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა

ბათუმში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული ექიმი გარდაიცვალა. 56 წლის ქალი ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გადიოდა მკურნალობის კურსს. ის სტაციონარში 17 ოქტომბერს მოათავსეს. პაციენტს თანმდევი დაავადებები არ ჰქონია, თუმცა ფილტვის დიდი ნაწილი ჰქონდა დაზიანებული.  აჭარის რეგიონში ეს უკვე მედპერსონალის გარდაცვალების მე-6 შემთხვევაა. 

მეტი...

„დღეს, ყველა გაციება კოვიდია“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, თითქმის ყველა ვირუსული ინფექცია, რომელიც დღეს ფიქსირდება, „კოვიდ 19“-ია. „ყველა გაციებით მიმდინარე დაავადებები და მწვავე რესპირატორულად მიმდინარე დაავადებები, დღეს რაც ფიქსირდება ქვეყანაში,  მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია ძალიან ცოტა ძველი კორონავირუსი, არის ცოტა რინოვირუსებიც. პრაქტიკულად, დღეს ყველა გაციება არის კოვოდი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.    მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც არსებული რეგულაციები გამკაცრდება, ინფიცირებულთა არსებული ოდენობა არ შემცირდება, თუმცა, არც გაიზრდება. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ მთავრობა გადაწვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

მეტი...

დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდება

მთავრობა ახალ, გამკაცრებული რეგულაციების შესახებ განცხადებას ხვალ გააკეთებს. შეზღუდვის ერთი მიმართულება საზოგადოებრივი ტრანსპორტს შეეხება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ამის შესახებ განცხადება ხვალ გაკეთდება. „არ დაგიმალავთ, მიდის ამაზე მსჯელობა. ვადასტურებ რომ არის მსჯელობა რომ დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეიზღუდოს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.    

მეტი...

საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. „მთავრობის მიზანია, ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების…

მეტი...

“ვეცდებით, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ, თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი” – ეკატერინე ტიკარაძე

“დავაკვირდებით პროცესს და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშვნა შეძლონ,” – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვითვალისწინებთ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმართელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება მიადგეს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, როდესაც ყველა ახალ წელსა და შობას ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ ფაზას ვითვალისწინებთ, რომელიც არის დეკემბერში. ჩვენ მიზანი არ არის, იმგვარი და იმ ვადით შეზღუდვები მოხდეს, რომ ყველა ეს კომპონენტი ზარალში მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით პროცესს იმ…

მეტი...

„პიკში შევედით და ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები“ – ამირან გამყრელიძე

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დაწესებული გამკაცრებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებას ხალ გამოაცხადებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, გამკაცრება აუცილებელია, რომ დავამუხრუჭოთ. „საჭიროა არა მხოლოდ ღონისძიებების გამკაცრება, არამედ მრავალმხრივი მიდგომა. მათ შორის, ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა; უფრო მეტი  მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და ინფიცირებულების 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორში ოჯახის ექიმების მიერ. ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება, მძიმე პაციენტები, მათი მხარდაჭერა და დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა.  ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ალბათ, ვფიქრობთ, რომ ხვალ გამოცხადდება ამის…

მეტი...

“კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით თავისუფალია 364 საწოლი” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში თავისუფალია 364 საწოლი. ამასთან, როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 322 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. „დღეის მდგომარეობით გვყავს 3 071 ინფიცირებული. დღეს ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია 14 000-მდე ტესტი ჩატარდა გუშინ და ეს გამოვლენა არის სწორედ ამ ტესტირების შედეგი. ბოლო 24 საათის განმავლობაში გვყავს 3 346 გამოჯანმრთელებული და ლეტალობის მაჩვენებელი არის 34. სტაციონარში განთავსებულია 5 644 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება 225 პირი, 1 121 პაციენტი არის ჟანგბადდამოკიდებული და 322 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. დილის მონაცემებით, 364 ადგილი არის თავისუფალი,…

მეტი...

კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი

“კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

„სისტემა ჩამოინგრევა და მოგვიწევს არჩევით მკურნალობა“ – ლევან რატიანი  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით თუ ადამიანების ქცევა და ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა, ექიმებს პაციენტების გადარჩევა მოუწევთ. „თუ ადამიანები არ შეიცვალნენ და სახელმწიფომ კონსერვატიული მიდგომა თუ არ აირჩია, ჯანდაცვის სისტემა ძალიან მალე ჩამოინგრევა. თუ ასე გაგრძელდა, გარდუვალია ეს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს მკურნალობა არჩევითად. ადამიანები, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალიზაცია, მას ამ დახმარებას სამედიცინო დაწესებულებები ვერ გაუწევენ. იზრდება დაავადებულთა რაოდენობა და ამავდროულად, იზრდება ლეტალობის მაჩვენებელი. შესაცვლელია ჯანდაცვის პოლიტიკა და სახელმწიფო სტრატეგია“ – აცხადებს ლევან რატიანი. შეგახსენებთ რომ ბოლო 24 საათში 3 071 დაინფიცირდა.    

მეტი...

“შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი აღიგვება პირისგან მიწისა” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ის ელჩის რეზიდენცია ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა უკვე დატოვა. როგორც ელჩებთან შეხვედრის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებების შედეგს ელოდება. “როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა შინაარსის გამოტანა გარეთ დაუშვებელია. მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი, კარგად ცნობილი გახლავთ. ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა. ევროპამ მიაღწია დიდი ბრძოლების შედეგად იმას, რასაც…

მეტი...

„სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ყველას სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ“ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით,  საზოგადოებამ დაავადების მოვა უნდა ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ვერც ერთ სისტემა ამდენ დაინფიცირებულ და მძიმე პაციენტს ვერ გაუძლებს.   „ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და იზრდება. ფაქტია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში“ – ამბობს ლევან რატიანი, რომელიც ყველას მოუწოდებს პოლიტიკას და პანდემიის პოლიტიკაში გადატანას თავი დაანებონ. „არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი. დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ.  თუ დავინფიცირდით, ჩვენ ვართ…

მეტი...

“კრიზისიდან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია” – მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გაცხადებით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და ხელახალი არჩევნებია. ამის შესახებ ხაზარაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ელჩებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. „მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და კიდევ ერთხელ განვმარტო, სად ვიმყოფებით ჩვენ, როგორც ქვეყანა, სახელმწიფო და რა პერსპექტივაა, როგორ გამოვიდეთ ყველა ერთად იმ შექმნილი მდგომარეობიდან, პოლიტიკური კრიზისული, პანდემიური და საერთოდ კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობიდან. მოცემულობა არის შემდეგი, რომ არჩევნები გაყალბდა, ეს ფაქტია. მოსახლეობის და ამომრჩევლის ნახევარზე მეტმა დაადასტურა, რომ ოპოზიციური პარტიების ხმები იქნა მოპარული. არის პოლიტიკური კრიზისი შექმილი, ამიტომ აქედან გამოსავალი, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არის…

მეტი...

მეტროპოლიტენის 25 თანამშრომელი კოვიდინფიცირებულია

თბილისის მეტროპოლიტენში Сovid-19-ით ამ დროისთვის 25 თანამშრომელია ინფიცირებული, 50 კი ტესტის პასუხის მოლოდინის რეჟიმშია. მემანქანეები სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ, რომ თანამშრომლებმა გრაფიკით იმუშაონ. მათი თქმით, მეტროში ვირუსის გავრცელების საფრთხე იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მეტროპოლიტინმა მუშაობა შეაჩეროს. “20-დან 25 კაცამდე არის ინფიცირებული, 50 პასუხის მოლოდინშია და 30-მდე თვითიზოლაციაში იმყოფება. გამოსავალი ერთადერთია, უნდა მოხდეს მეტროპოლიტენის ნაწილობრივ შეზღუდვა საათობრივად. ვგულისხმობ დილის 07:00-დან -21:00 საათამდე მოძრაობის შენარჩუნებას, მემანქანეთა რაოდენობა რამდენიმე ჯგუფად უნდა დაიყოს, რათა მომავალში შევინარჩუნოთ მატარებლების მოძრაობა. შესაძლოა მთავრობამ არა, მაგრამ ვირუსმა მოახერხოს მეტროპოლიტენის შეფერხება. ბევრმა საკუთარი სახსრებით ჩაიტარა კვლევა და რომ აღმოჩნდა ინფიცირების შემთხვევები, კომპანიამ დაიწყო…

მეტი...

„ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა პერსონალი არ გვეყოფა“ – აკაკი ზოიძე

“სამწუხაროდ პესიმისტური სცენარით მივდივართ… ზომების გამკაცრება გარდაუვალია”- ამბობს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე „კოვიდ პანდემიასთან“ დაკავშირებით და  მწვავე განცხადებას აკეთებს.     „რაც არ უნდა ბევრი საავადმყოფო საწოლი დავამატოთ ან განვტვირთოთ, ვერ გაუძლებს სისტემა ვერანაირად, პირველ ყოვლისა პერსონალი არ გვეყოფა. ინფექციის გავრცელების სიჩქარე თუ არ შევანელეთ, გველოდება ძალიან მძიმე დეკემბერი და სიკვდილობის მკვეთრი მატება, ინფექციის სწრაფი აღმავალი ტენდენციის შეჩერება შეიძლება 3 მიმართულებით ერთდროულად ზომების მიღებით: 1. უკვე არსებული რეგულაციების უმკაცრესი შესრულებით და ამის დემონსტრაციული გაკონტროლებით; 2. ტესტირების შემდგომი გაფართოებით და დადასტურებულ ინფიცირებულთა კონტაქტების დროულ მოძიებაში დამატებითი…

მეტი...

“არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, სადაც პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან, “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი მივიდა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომ ის მოთხოვნები შესრულდეს, რაც ოპოზიციას აქვს.  “შეთანხმების რესურსი, რა თქმა უნდა, არის და ეს გახლავთ ივანიშვილის მილიარდები ჩვენგან მოპარული, დაბანდებული ევროპა-ამერიკის ბანკებში. არ დაავიწყდეს სად ინახება მისი სიმდიდრე. ველოდებით ივანიშვილის წარმომადგენლებს უკვე წინადადებით, რომ უკვე ამა და ამ დროს, ინიშნება ახალია არჩევნები და არსებული საარჩევნო კომისიების ბუნდღა არ იქნება ქართულ რეალობაში,“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი. მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად იგივე ფორმატში იწყება…

მეტი...

ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში, ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში პაციენტი ექთანს თავს დაესხა და დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ექთანი ასმათ ვარშალომიძე ამბობს, რომ პაციენტი მეტადონის პროგრამით სარგებლობს და იგი დამატებით ითხოვდა ძლიერმოქმედ მედიკამენტებს. ამჟამად დაზარალებული ექთანი პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება. „ექთანი მას აძლევდა მეტადონს, ღამით არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინს და ვალერიანს, თუმც ის არ კმაყოფილდებოდა და უფრო ძლიერ მედიკამენტს ითხოვდა. არ მეგონა, რომ თავს დამესხმებოდა. ერთ-ერთ პაციენტს გვერდით ოთახში წნევას ვუზომავდი, მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე მომაბჯინა ბრიტვა, დასერილი მაქვს ხელები. პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა, თორემ არ ვიცი, რით დამთავრდებოდა ეს…

მეტი...

კარლ ჰარცელი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკურ ლიდერებთან შესახვედრად მივიდა

პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მრგვალი მაგიდის შეკრებამდე ფასილიტატორ ელჩები პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრებს განაგრძობენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში უკვე მივიდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. “რა თქმა უნდა, არსებობს მოლაპარაკებების პერსპექტივა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს. ვეძებთ გზებს დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები რომელიც მოლაპარაკებებს წინ წაწევს,”- განაცხადა კარლ ჰარცელმა. აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ელოდებიან. როგორც “კურიერისთვის” გახდა ცნობილი დღესვე ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრაზე მივა პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილიც.  შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია კვლავ უცვლელია და ისინი ამბობენ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ბერკეტი მმართველი გუნდის ხელშია, უმრავლესობის წევრები კი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ.

მეტი...

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული, – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ავრცელებს. მათივე ცნობით, 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან და მთავრობის პოზიციაში წარმოდგენილია აშკარა ფაქტობრივი უზუსტობები თემირლანის უკანონო კავშირებთან დაკავშირებით. „EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21…

მეტი...

წყალტუბოში ნანგრევებში მოყოლილი მუშა მაშველებმა უვნებლად ამოიყვანეს

მაშველებმა წყალტუბოში ადამიანი ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს, რომელიც საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების დროს მიწისა და ქვების მასაში მოყვა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ წყალტუბოში, საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მუშა მიწისა და ქვების მასაში მოყვა და მაშველების დახმარება სჭირდებოდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, რომლებმაც კონტაქტურ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცი მიწის მასიდან ამოიყვანეს”- ნათქვამია საგანგებო სიტუაციის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ნანგრევებიდან ამოყვანილი მუშა ადგილზე შეამოწმა, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა. 

მეტი...

პარლამენტთან თეთრ ყელსახვევიანი გოჭი მიიყვანეს

პარლამენტთან „ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია – პერფორმანსს მართავენ. მათ ადგილზე გოჭი მიიყვანეს და ჯორჯ ორუელის ნაწარმოების – „ცხოველების ფერმასთან“ გაავლეს პარალელი. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, პარლამენტი სამწუხაროდ, გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. „დღევანდელი ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანს დავანახოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც იქნება საბჭოთა. ის პირდაპირ ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და გაცოცხლებას ამ ქვეყანაში, რაც უბრალოდ არ გამოუვა. მოტანილი გვაქვს ცნობილი წიგნი, „ცხოველების ფერმა“ და სწორედ ამის ანალოგიას ცდილობენ, ეს პარლამენტი სამწუხაროდ გადაიქცა ცხოველების ფერმად და…

მეტი...

მთავრობა სოციალური დახმარების ახალ პაკეტზე მუშაობს

საქართველოს მთავრობა, Covid-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ყურადღება გამახვილდა დახმარებების მიზნობრიობის აუცილებლობაზე და ამ თვალსაზრისით აღინიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურ შეხვედრებს მართავს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, რათა სწორედ მათთან მჭიდრო კომუნიკაციით დაიგეგმოს ის მხარდასაჭერი ღონისძიებები, რომლის შესახებაც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. აგრეთვე, აღინიშნა, რომ მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ის წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც უახლოეს პერიოდში გამკაცრდება…

მეტი...

მძიმე პაციენტების რაოდენობა 1000-სს აღწევს

საქართველოში, ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  18 197-ია. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.  როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა, თბილისის საავადმყოფოებში  2 712 ინფიცირებული მკურნალობს, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 241. „ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42. 3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში,  2 047 –…

მეტი...

ვაკეში მაცხოვრებლებმა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანები დროულად უნდა დაარეგისტრირონ

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვაკის რაიონში 20 ნოემბრიდან ამოქმედებული ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან  დაკავშირებით, მოსახლეობას მიმართა და სთხოვა, რომ სატრანსპორტო საშუალებების უფასოდ დარეგისტრირების მიზნით პარკირების ზონებზე განთავსებულ  მუნიციპალურ პავილიონებს დროულად მიმართონ. მისივე თქმით, საათობრივი პარკირების ზონებზე განაწილებული ინსპექტორები სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აპლიკაციის ჩამოტვირთვისა და საფასურის გადახდასთან დაკავშირებით უფასო კონსულტაციას ადგილზე უწევენ. „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ზონალურ-საათობრივი პარკირებაა, რომლის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული უკვე ამოქმედდა კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე, პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. შემდეგი ეტაპი უკვე 20 ნოემბრიდან ამოქმედდა ვაკის რაიონში. კონკრეტულად ეს არის ჭავჭავაძის გამზირი, ფალიაშვილი…

მეტი...

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზეც ამოქმედდება

საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე ამოქმედდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა,  აღნიშნული პროექტის დაწყების თარიღს საზოგადოება მომდევნო მთავრობის სხდომაზე შეიტყობს. „შემდეგი ტერიტორია, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, იქნება ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირები. პრინციპი და წესები იგივე იქნება – მოსახლეობამ უნდა დაარეგისტრიროს თავისი ავტომობილები და მათთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო იქნება. სხვა მოქალაქეებისთვის, მომსვლელებისთვის პირველი 15 წუთი იქნება უფასო, შემდეგ კი უკვე ჩაირთვება ღირებულება. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილების მფლობელებისთვის პარკირება…

მეტი...