მმართველი პარტიის წევრები, სავარაუდოდ, ხვალ ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს შეხვდებიან

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და საარჩევნო პროცესის შესახებ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებას გეგმავენ.

„არ მგონია, რომ რომელიმე პარტია, მათ შორის, ჩვენც, უნდა აძლევდეს თავს უფლებას, რომ ილაპარაკოს ეუთო/ოდირის წარმომადგენელთა ნაცვლად. ეს არ უნდა ვკადროთ არც საკუთარ თავს, არც – ქვეყანას, არც სადამკვირვებლო მისიებს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, თუ როგორი იქნება მათი ხვალინდელი განცხადებები და „ვორდინგი“ წინასწარ არ უნდა დავუანონსოთ, ეს მიუღებელია, მაგრამ ჩვენ უნდა გავიხსენოთ მათი ის განცხადებებიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დემოკრატიული, კონკურენტული არჩევნები ჩატარდა და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, კითხვები არ არსებობს. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით და გავაგრძელებთ ინფორმაციის მიწოდებას თითოეულ ასეთ დეტალთან დაკავშირებით. სავარაუდოდ ხვალ, ჩვენი წარმომადგენლები ეუთო/ოდირის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ და მათ მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მედიასა და საზოგადოებას უკვე წარვუდგინეთ და შევეცდებით, რომ დეტალურად, პუნქტობრივი სიზუსტით, ისინი საქმის კურსში ჩავაყენოთ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები