ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა

64 წლის ასაკში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბიძინა გუჯაბიძე გარდაიცვალა. ბიძინა გუჯაბიძე იყო საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი. ის დეპუტატი 2004 და 2012 წლებში გახდა. „მედიცენტრი მთავარი“  უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

მეტი...

ცესკომ ყველა სარჩელზე უარი თქვა   

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურით დასრულდა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები სხდომიდან დაცვის დახმარებით გაიყვანეს. ცესკომ კი არც ერთი სარჩელი დააკმაყოფილა. სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს.  მათ შორის იყო  საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ მიღებულ შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა სარჩელზე უარი თქვა, რასაც ოპოზიციური პარტიების პროტესტი მოჰყვა. დაპირისპირება ისე გამწვავდა, ცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან დეპუტატ ხათუნა გოგორიშვილის გაძევების გადაწვეტილება მიიღო. ოპოზიციის განცხადებით ეს სხდომა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო და სხვა დატვირთვა არც ჰქონია. დღევანდელ სხდომაზე ცესკომ შემდეგი საკითხები განიხილა:  პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი…

მეტი...

ხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ახალი მარშრუტები ემატება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელს ხვალიდან ახალი მარშრუტები ემატება. 12-მეტრიანი ავტობუსები და მიკროავტობუსები კრწანისის რაიონის მოსახლეობას მოემსახურება. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, N345 ავტობუსი იმოძრავებს შემდეგ მარშრუტზე: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსი – კ. აფხაზის ქუჩა – რუსთაველის გამზირი – ი. ჭავჭავაძის გამზირი – ბაგებში არსებული სტუდქალაქი; საქალაქო საავტობუსე მარშრუტი N346 გადაადგილდება: ქვემო ფონიჭალა, რუსთავის გზატკეცილი მე-19 კორპუსიდან – ვარკეთილის მიმართულებით, „ჰუალინგის“ დასახლებამდე. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ქვემო ფონიჭალაში ისინი შემდეგ მარშრუტებზე იმოძრავებენ: საუბნო მარშრუტი N409 მოძრაობას ფონიჭალიდან დაიწყებს და რუსთავის გზატკეცილის მე-19 კორპუსთან დაასრულებს; N410 მიკროავტობუსი გადაადგილდება თავისუფლების ქუჩიდან რუსთავის…

მეტი...

“გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ არ იცის” – გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი ცესკოში საჩივრების განხილვის დროს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით  მბობს, რომ ლევან თარხნიშვილმა და ხათუნა გოგორიშვილმა გაყალბების მექანიზმები უკეთ იციან.  “გასაჩივრების ვადები 19-ში მთავრდება, ამასთან დაკავშირებით არის სასამართლო, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, სერიოზული პოლიტიკური ფორმატია შექმილი მოლაპარაკებების. როგორ გგონიათ, რომ დღეს თუ შეაჯამებს და ვადებს დაიცავს ცესკო, ამით დამთავრდება ყველაფერი, წერტილი დაესმება და კრება დარჩება მხიარული? არის სასამართლო, სასამართლოს გადაწყვეტილებები…  თან ვინ აპროტესტებს შეხედეთ რა, გაყალბების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ტარდებოდეს, თარხნიშვილი აჯობებდა თუ გოგორიშვილი, არავინ არ იცის. ყოველ შემთხვევაში, პირველ-მეორე ადგილზე ესენი გავიდნენ. ესენი გაყალბებაზე საუბრობენ, მაგრამ რეალურად…

მეტი...

“რისთვის მოხვედით აქ, საჩივრებზე გისმენთ, არგუმენტები თუ გაქვთ ისაუბრეთ” – თამარ ჟვანია ლევან თარხნიშვილს

ცესკოს სხდომაზე “ევროპული საქართველოს” წევრი ლევან თარხნიშვილი თამარ ჟვანიას სიტყვიერად დაუპირისპირდა და სთხოვდა აეხსნა, რითი აჯამებდნენ ოქმებს- უბნების შედეგებით, თუ ოლქების შედეგებით. რაზეც, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია პასუხობდა, რომ უნდა ეხელმძღვანელა ოლქებით, რადგან მათი საჩივარი იყო ოლქზე და არა უბანზე. თამარ ჟვანია ლევან თარხნიშვილის რამდენიმე წუთის მანძილზე მოუწოდებდა ესაუბრა იმ არგუმენტებზე, რაც საჩივრებთან დაკავშირებით ჰქონდა. “ოლქები გაქვთ ბატონო ლევან გასაჩივრებული და მე მეკითხებით რაზე ისაუბროთ? რისთვის მოხვედით აქ.  საჩივრებზე გისმენთ, არგუმენტები თუ გაქვთ ისაუბრეთ,”- აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

მეტი...

ცესკოს სხდომაზე 10 წუთიანი შესვენება გამოცხადდა

დაცვის თანამშრომლებმა ხათუნა გოგორიშვილის შენობიდან გაყვანას  შეეცადნენ, თუმცა პროცესში ლევან თარხნიშვილი  ჩაერია. ადგილზე სიტუაციის განმუხტვას დაცვის პოლიცია ცდილობდა. დაძაბულობის განსამუხტად, ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შესვენება გამოაცხადა. სხდომის შეჩერების გადაწყეტილება თამარ ჟვანიამ მას შემდეგ მიიღო რაც, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ხათუნა გოგორიშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოწოდებებს არ დაემორჩილა და დარბაზი არ დატოვა. დაცვის პოლიციამ ხათუნა გოგორიშვილის გაყვანას დარბაზიდან შეეცადა, რისი საშუალებაც მათ გოგორიშვილის თანაპარტიელებმა არ მისცეს. შეგახსენებთ, თამარ ჟვანიამ სხდომაზე სადაც ოპოზიციის საჩივრებს განიხილავენ.  საარჩევნო კომისიაში ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე ხათუნა გოგორიშვილი შევიდა და თამარ ჟვანიას მათი პარტიის მიერ მომზადებული 30 საჩივრის განხილვა მოსთხოვა,…

მეტი...

ცესკოში სხდომაზე თამარ ჟვანიასა და ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც შემაჯამებელი ოქმების განხილვა მიმდინარეობს, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიასა და “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელ, ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ხათუნა გოგორიშვილმა თამარ ჟვანიას მიმართა, რომ მას საერთოდ არ უნახავს საჩივრები და არ იცის, რომელ ოქმებს აჯამებს. საპასუხოდ, თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილს განუცხადა, რომ ის საჩხუბრად არის მისული და რეალურად, ოპოზიციას არგუმენტები არ გააჩნია. “ქალბატონო ხათუნა, თქვენ აქ სხდომის წამყვანი ხომ არ გგონიათ თავი, თუ არ დაწყნარდებით სხდომის დატოვება მოგიწევთ. უკვე რამდენჯერმე მოგეცით გაფრთხილება”,- ასე მიმართა ჟვანიამ გოგორიშვილს. მან კენჭისყრაზე ხათუნა გოგორიშვილის გაძევების საკითხი დააყენა.

მეტი...

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სადაც ოპოზციის საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც ოპოზციის საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია. “ევროპული საქართველოს” წევრი ხათუნა გოგორიშვილი სხდომაზე შევიდა და ცესკოს თავმჯდომარეს მათ მიერ მომზადებული საჩივრების განხილვა მოსთხოვა. თამარ ჟვანიამ კი, მათ 30 საჩივრის განხილვისთვის 20 წუთი მისცა, რაც “ევროპული საქართველოს” წევრებისთვის საკმარისი არ აღმოჩნა. 

მეტი...

“ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური” – მირიან ნიკოლაძე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური. მან სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე გააკეთა კომენტარი. „ოჯახის პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია პირველივე დღეებიდანვე. მოგეხსენებათ, ოჯახი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული პირები დამნაშავეები იყვნენ სხვადასხვა კვალიფიკაციით მომხდარ ქმედებაში. ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური. იმედი გვაქვს, სასჯელის ნაწილშიც იქნება რეალური და ისეთი ობიექტური, როგორიც დღეს. ასეთივე განწყობა გვაქვს სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვაშია და რომელზეც ასევე…

მეტი...

“კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა” – ამირან გამყრელიძე

ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილი პირის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72 საათიანი ვადა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში. რამდენად უსაფრთხოა გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა –  კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უპასუხა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსული ინფექციით გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და  ოჯახს ამისთვის 72 საათი ეძლევა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი დიდი თავშეყრებია, რისგანაც თავი უნდა შევიკავოთ. “გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა და ყველა რიტუალი უნდა გაკეთდეს და ასეც არის, რომ სასურველია ეს მოხდეს 72 საათის…

მეტი...

ცესკო გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვას იწყებს – სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან

ცესკო გასაჩივრებული შემაჯამებელი ოქმების განხილვას იწყებს. სხდომაზე პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების, მათ შორის, საზღვარგარეთის უბნების შედეგებს შეაჯამებენ. დღესვე მიიღებენ განკარგულებას, რომელიც დაკავშირებულია მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაზე. ასობით საჩივრის განხილვას ოპოზიციური პარტიების წევრებიც დაესწრებიან. ამ სხდომის პარალელურად დაანონსებულია აქცია საარჩევნო ადმინისტრაციასთან.

მეტი...

„კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული არიან რეზიდენტებიც” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით 1 800-მდე სამედიცინო მიმართულების სტუდენტი გადამზადდა. მისივე ინფორმაციით, 700-მდე სტუდენტი პრაქტიკულ საქმიანობაში უკვე ჩაერთო. „კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული არიან რეზიდენტებიც. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროცესში ჩაერთვნენ მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების 1 800-მდე სტუდენტმა გაიარა მოკლეხნიანი გადამზადება. როგორც ვიცი, აქედან დაახლოებით 700 უკვე პრაქტიკულ საქმეშია ჩართული, როგორც ექიმების ასისტენტებად, ისე ექთნებად და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ, სრული მობილიზაციაა გამოცხადებული სამედიცინო პერსონალის: ექიმების, ექთნების, ასევე არასამკურნალო პროფილის ექიმების, იგივე სტომატოლოგები შეიძლება ფართოდ იყვნენ გამოყენებული სხვადასხვა ქოლცენტრში ნიმუშების ამღებებად და ასე…

მეტი...

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ზ.დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.  “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, ნაცნობს– ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1971 წელს დაბადებულ ტ.ჩ.-ს, ქალაქბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში,ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენადა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ტ.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითმიმდინარეობს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

“ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი უნებური შეცდომისთვის” – კახა კალაძე

“ვინც გულწრფელად გამაკრიტიკა და გულისწყვეტა გამოხატა, თითოეულ მათგანს ბოდიშს ვუხდი უნებური შეცდომისთვის,” – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს. კალაძე საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. „სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის თვალზე ვიხილეთ ცრემლი და ეს ემოცია ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებს,” – ამბობს კახა კალაძე.

მეტი...

“გულშემატკივარს, რომელიც დაჯარიმდა, პრობლემა არ შეექმნება და კანონის სრული დაცვით მოხერხდება პრობლემის გადაჭრა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე გუშინდელ ფეხბურთის მატჩს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან საქართველოს ნაკრების დამარცხების გამო, მწუხარება გამოთქვა. თბილისის მერმა იმ გულშემატკივარზეც გაამახვილა ყურადღება, ვინც გუშინ საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში დაჯარიმდა და აღნიშნა, რომ დასაფასებელია საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობა, ამიტომ მან პირობა დადო, რომ ამ ადამიანს პრობლემა არ შეექმნება და კანონის მოთხოვნების სრული დაცვით მოხერხდება ამ პრობლემის გადაჭრა.  “გუშინ ძალიან ახლოს ვიდექით ჩვენი 30-წლიანი საფეხბურთო ოცნების ახდენასთან, ევროპის ჩემპიონატზე თამაშთან. სამწუხაროდ, ვერ მოვიგეთ, რამაც თითოეულ ჩვენგანს გული გვატკინა. გუშინდელმა დღემ გული დაწყვიტა ჩვენი ნაკრების ყველა გულშემატკივარს, რომლებიც ფეხბურთის და ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა, ჩვენი გამარჯვების ჟინმა გააერთიანა. გუშინ ბევრი მათგანის…

მეტი...

“დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას” – შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების ადვოკატები

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს, ბრალდებულების ადვოკატები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის წნეხის გათვალისწინებით მიიღო.  “სასამართლომ ყველა ბრალდებული გაამტყუნა წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლო გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი, ეს არ გამომდინარეობდა მტკიცებულებებიდან, დღეს აღსრულდა სცენარი, რომელიც დაიწერა ბრალის წარდგენის დროს. დღეს სასამართლომ მოუსპო მომავალი 6 ახალგაზრდას განზრახ, როდესაც არ არსებობს მტკიცებულებები არც ერთი ბრალდებულის მიმართ, არც ერთ ეპიზოდში. მოსამართლე მოექცა საზოგადოებრივი აზრის მარწუხებში, რაც შექმნა პროკურატურამ, ეს იყო სამარცხვინო გადაწყვეტილება, რაც მიიღო სასამართლომ,”-  აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

მეტი...

“ღია ვართ იმისთვის, ჩავრთოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და გადავითვალოთ უბნები” – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მმართველი გუნდს ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში პოზიციების დაახლოების იმედი აქვს. მისი თქმით, ცესკო მზადაა გადათვალოს ყველა საეჭვო უბანი, ხოლო “ქართული ოცნება” მზადაა პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩართოს.  “ძალიან დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს. რეალურად, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო. არის კითხვები რომელიმე უბანზე საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ცესკო ისედაც ითვლის ამ უბნებს და მზად არის, რომ სხვებიც გადაითვალოს. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ჩავრთოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ერთად გადავითვალოთ ეს უბნები, სადაც ასეთი დარღვევები შეიძლება არსებობდეს. ვფიქრობ, კონსტრუქციული მიდგომა თუ შენარჩუნდება, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას და ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. უბრალოდ,…

მეტი...

გიორგი შაქარშვილის გარდაცვალების საქმეზე სასამართლომ 6 პირი დამნაშავედ სცნო

სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და მოსამართლის ვერდიქტით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნები – ზ.ხ. აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი დამნაშავეები არიან. გადაწყვეტილება მცხეთის რაიონულმა სასამართლო სულ რამდენიმე წუთია გამოაცხადა. ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული პირებიდან  ლაშა შერმადინს, ნიკოლოზ ცუცქირიძესა და გიორგი მერაბიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობა და ძალადობის ორგანიზება;  აკაკი ქვრივიშვილს, ნიკოლოზ ქანაშვილს და ზ.ხ.-ს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;  ზ.ხ.-ს და აკაკი ქვრივიშვილს ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდნენ. რაც შეეხება სასჯელის ზომას, ის 20 ნოემბრის სასამართლო პროცესზე გამოცხადდება.

მეტი...

ფეხბურთის ფედერაცია მომხდარ დაპირისპირებაში ნიკა მელიას და ნაკრების ყოფილ მცველს ადანაშაულებს

ფეხბურთის ფედერაციასთან ამ წუთებშიც სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. დაშავებულია ერთი გულშემატკივარი, რომელსაც ტავი აქვს გატეხილი. ფედერაცია მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ნიკანორ მელიასა და ნაკრების ყოფილი მცველს კახაბერ ალადაშვილს ადანაშაულებს. როგორც ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი აცხადებს,  ფედერაციასთან გამართული აქცია სწორედ მათი ორგანიზებულია. „დღეს, როდესაც ქართულ ფეხბურთს მძიმე წუთები აქვს და ნამდვილი გულშემატკივარი სინანულით არის განწყობილი, ფედერაციასთან მოვიდა პროვოკატორთა ჯგუფი. მელიას და ალადაშვილის დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან არაფერ შუაში არ არის. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები შესაძლოა, დაუპირისპირდნენ მათ ვინც პროვოკატორები არიან და არასახელმწიფოებრივად მოქმედებენ, თუმცა ნამდვილი ქართველი გულშემატკივარი დიდი სინანულით არის განწყობილი… ორ დღეში…

მეტი...

„გირჩს“ რუსთაველზე სამიტინგოდ ხალხი არ ჩამოჰყავს“ – იაგო ხვიჩია

„გირჩი“ პარლამენტის წინ ხვალ, 14 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდება, თუმცა, საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას არ აპირებს. როგორც იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ეს „გირჩს“ არასდროს გაუკეთებია და არც მომავალში გააკეთებს. „ხვალინდელ აქციაზე ვაპირებთ მისვლას. „გირჩი“ არ ვართ ის პარტია, რომელსაც ხალხი ჩამოჰყავს რამე საქმეზე ან სამიტინგოდ რუსთაველზე. ეს არასდროს გაგვიკეთებია და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვითხოვთ, რომ მოვიდნენ. მხოლოდ ვთხოვთ, ჩვენ თავად არ ვაორგანიზებთ“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“. შეგახსენებთ, რომ 9 პოლიტიკური სუბიექტი, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ხვალ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას გეგმავენ.   

მეტი...

ფიზიკური დაპირისპირება ფეხბურთის ფედერაციასთან

ფეხბურთის ფედერაციასთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. შეხლა-შემოხლის მიზეზი გუშინ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის  საფეხბურთო მატჩი გახდა, სადაც გულშემატკივრებს დასწრების საშუალება არ მისცეს, ხოლო  მმართველი გუნდის წარმომადგნლები „ლიჟაში“ იყვნენ წარმოდგენილები. აქტივისტები საპროტესტოდ სწორედ ფედერაციასთან შეიკრიბნენ და ფედერაციის შენობასი ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ შეგზავნას აპრებდნენ. აღნიშნულს ფედერაციის მხრიდან გაოხმაურება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებასი გადაიზარდა და ერთ-ერთ აქტივისტს თავიც კი გაუტეხეს. ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებია, რომლებიც ვითარების განმუხტვას ცდილობენ. ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა, რითაც  ჩრდილოეთ მაკედონიამ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მეტი...

„საქმიანი ეზოს“ მოწყობა 13 ობიექტზე დასრულდა

„წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა“ – აღნიშნულის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს. ამ ეტაპისთვის კი, სულ „საქმიანი ეზო“ 13 ობიექტზე მოეწყო.    „საქართველოს ყველა რეგიონში,  თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში,  სრულდება სამუშაოები „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით „საზქმიანი ეზო“ უკვე მოეწყო იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთის რეგიონებში. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კი, „საქმიანი ეზოები“ ვიდეო სამეთვალყურეო აპარატურით აღიჭურვება, რაც ხელს შეუწყობს ობიექტებზე კონტროლის და უსაფრთხოების წესების გაძლიერებას. როგორც ცნობილია, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად…

მეტი...

„შედეგები გაასწორონ ისე, რომ არჩევნების მეორე ტური იყოს გადამწყვეტი“ – რა შემთხვევაში შევა „გირჩი“ პარლამენტში (ვიდეო)   

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მფლობელი იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტავს, რა რჩება მისი პოლიტიკური გუნდისთვის პრინციპულ საკითხად. როგორც ხვიჩია აცხადებს, პირველი ტურის შედეგები ისე უნდა ჩასწორდეს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ჰქონდეს. „დღემდე, „გირჩი“ საერთო შეთანხმების ერთგული რჩება და ყველა ჩვენი მოქმედება ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ამ ერთობას ვცემთ პატივს. მხარეები აღიარებენ, რომ არიან კრიზისში და ამიტომ დაიწყო მოლაპარაკება. ჩვენი შეთავაზება უცვლელია – პირველი ტურის შედეგები უნდა გასწორდეს, რომ მეორე ტურზე მივიდეთ. როცა მოლაპარაკებაზე  ჯდები,  ყველა მხარე მზადაა რაღაც დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ულტიმატუმი“ –…

მეტი...

საპენსიო დანაზოგებს 102 მილიონ ლარამდე სარგებელი უკვე დაერიცხა

2020 წლის 13 ნოემბრის მონაცემებით, საპენსიო ფონდის ღირებულებამ მილიარდ 77 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ მოქალაქეთა რაოდენობამ მილიონ 86 ათასს გადააჭარბა. სააგენტოს ცნობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 560-მა ადამიანმა, მათ შორის, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით – 244-მა მონაწილემ, საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო – ერთმა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით – 241-მა, ხოლო მემკვიდრის უფლებით ისარგებლა – 74-მა პირმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ, ბოლო სამი თვის განმავლობაში 12 500-ზე მეტია. საპენსიო დანაზოგებს უკვე დაერიცხა 102 მილიონ ლარამდე სარგებელი. საპენსიო აქტივები განთავსებულია ეფექტურ წლიურ 11.1%-ში.

მეტი...

“ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო”- გიგი უგულავა ხელისუფლებასთან დიალოგის შესახებ

“ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი” – ასე უწოდა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებას, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა გუშინ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ჩატარდა. გიგი უგულავას პროგნოზის გაკეთება უჭირს, თუმცა იმედოვნებს, რომ ხელისუფლება, საბოლოო ჯამში, კომპრომისზე წავა.  “გუშინ საზოგადოებამ ნახა, რომ ჭირვეულის მორჯულების პირველი ეტაპი დაიწყო. მე ვანგა არ ვარ ვიწინასწარმეტყველო ივანიშვილის ქცევა, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ, შარშან, გადაგდების შემდეგ, ვნახეთ ზუსტად ასე ჭირვეულობდა, იქცეოდა ველურად, იჭერდა ხალხს, არბევდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც მოუწია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და კომპრომისის გამონახვას საკუთარ ხალხთან. არანაირი წინაპირობა არ ყოფილა და ვერც იქნება, არ მგონია, რომ…

მეტი...

“მადლობას ვუხდი კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერისთვის” – არჩილ თალაკვაძე

“პოლიტიკური დიალოგი დაიწყო, იმედი მაქვს, ის ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებშია,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს. „მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს – პანდემიის მიუხედავად ორ მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა საქართველოს წინსვლას, მშვიდობას და სტაბილურობას. უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი! მადლობას ვუხდი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს დიალოგის მხარდაჭერისთვის! #არჩევნები2020“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქში“

მეტი...

“გრძელდება წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია, სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება” – საკოორდინაციო საბჭო

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.  საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, რომელმაც უკვე 53 მილიონს გადააჭარბა და მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.  საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. ამ კუთხით, დადგენილი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრდება.  საბჭოს წევრებმა განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებიც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.  ჯანდაცვის მინისტრმა…

მეტი...

„ვფიქრობ მოლაპარაკების მეორე რაუნდი კვირის ბოლოს შედგება“ – „გირჩი“ „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დისკუსია დაიწყო პრობლემაზე საუბრით და მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი გზებია საძებნელი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, „გირჩის ერთ – ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიასთვის უცნობია, რა კომპრომისებზე წავლენ მხარეები, თუმცა აღნიშნავს, რომ პოზიციებში,  ოპოზიცია ერთობას ინარჩუნებს: „ამ შეხვედრაზე თვისობრივად ახალი არაფერი იქნებოდა, გარდა იმის,  რაც მედიაში ჟღერდება. ვფიქრობ ამ კვირის ბოლომდე იქნება მეორე რაუნდიც, მე რა განცდაც დამრჩა იმ ადამიანებისგან, ვისთანაც კომუნიკაცია მქონდა,  ზოგადად დ ეს არის ის, რომ ხალხი უყურებენ ფრთხილი ოპტიმიზმით, რადგან იქ საუბრის ტონალობა იყო ისეთი, რომ ფასილიტატორები ამჟღავნებდნენ კეთილგანწყობას. მოლაპარაკებაზე, როცა ჯდები ყველა მხარე…

მეტი...

ნათია თურნავა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით აგრძელებს. ექიმების რეკომენდაციით, ნათია თურნავა მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა.

მეტი...

„ხელისუფლებას ესმის მხოლოდ მაშინ თუ უკან ელოდება კუნთები და მუშტები“- ანა დოლიძე  „მედიაცენტრ მთავარში“

„ძალიან მნიშვნელოვანია თუ სჭირდება ოპოზიციას ზურგი, ამ ზურგს განუმარტოს რა არის მისი წითელი ხაზი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძე ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკების დაწყებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, თუმცა თვლის, რომ პარტიებმა უთანხმოებები დახურულ კარს მიღმა უნდა მოაგვარონ: „მოლაპარაკებებზე, ვინც იყო მათ პოზიციებში იყო თანხვედრა, მანამდე იყო გაუგებრობები და ეს გაუგებრობები აღიკვეთა, ჯობია მსგავსი საკითხები გადაწყდეს პარტიის შიგნით, იგივე ეხება „გირჩსაც“ , ერთი ლიდერი ერთს ამბობს, მეორე სხვას. შეხვედრას , რაც შეეხება ეს იყო პირველი შეხვედრა და ძალიან თანმიმდევრული იყო განცხადებები. თალაკვაძეს არ დაუკონკრეტებია,…

მეტი...

„რძალ-დედამთილი, დედა-შვილი, ცოლ- ქმარი საარჩევნო კომისიებში“ – ანა დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ, “მედიაცენტრ მთავარში“ ის ოჯახური ჯგუფები დაასახელა, რომლებიც 2020 – ის ის არჩევნებზე, საარჩევნო კომისიებში იყნენ წარმომადგენლები. მან არა მხოლოდ ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გათავისუფლება, არამედ ცესკოში სისტემური რეფორმა მოითხოვა: „პრობლემა არის კლანურ – ნათესაური კავშირები საუბნო და საოლქო კომისიებში, ჩვენს მიერ მოძიებული მაგალითების მიხედვით, საუბნო კომისიები საარჩევნო კომისიები არჩევნების დღეს ჰგავდა ჩვეულებრივ საქორწინო სუფრას, სადაც თავს იყრიან ოჯახის წევრები და ნათესავები. დიდუბის პირველ უბანში, ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი რძალ – დედამთილი,  – ლალი ყურავადა თამარ ქობალია, ასევე ჩუღურეთის უბანში დედა – შვილი,  ლია კვიკველია და მისი…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 1493 თბილისში, 448 აჭარაში და 513 იმერეთში გამოვლინდა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. “დღეის მდგომარეობით,  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  73 154-ს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 342 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  55 511- მდე. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი, მათ შორის   თბილისში –  13,  აჭარაში – 10, იმერეთში…

მეტი...

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის   თბილისში –  13,  აჭარაში – 10, იმერეთში – 8, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში -2, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი სულ, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსით გარდაცვალების 636 შემთხვევა ფიქსირდება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3473 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა.

მეტი...