“რაც პანდემიაა, ხუთ მთავარ პრევენციულ ღონისძიებაზე უკეთესი, ჯერჯერობით, კაცობრიობამ ვერ მოიგონა” – ამირან გამყრელიძე

  •  

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე და ხაზი გაუსვა პირბადის მნიშვნელობას. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მსოფლიოში ხუთ პრევენციულ ღონისძიებაზე მეტად ეფექტური ჯერჯერობით არაფერი არსებობს:

“5 მთავარი პრევენციული ღონისძიება, ამაზე უკეთესი კაცობრიობამ ჯერჯერობით ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც პანდემიაა ჯერ ვერ მოიგონა, ესაა: პირბადე, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, არა დიდი შეკრებები ამას ძალიან ხაზს ვუსვამ და ღონისძიებები გარე სივრცეებში. პირბადეს აქვს ძალიან დიდი დამცველობითი უნარი და ძალიან ბევრ შემთხვევაში ამან ეს გვაჩვენა,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები