„მეტროს შეჩერების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო და  მემანქანეების ინფიცირებასთან კავშირში არ არის“ – მერია

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროპოლიტენი, მგზავრთა მომსახურებას დროებით შეწყვეტს. „აღნიშნული გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის თბილისის მეტროს მემანქანეების ინფიცირების ფაქტთან და შეზღუდვა დედაქალაქის გარდა, საქართველოს შვიდ დიდ ქალაქს თანაბრად შეეხება“ – აცხადებენ თბილისის მერიაში. განცხადების სრულ ტექსტს, რომელიც „მედიაცენტრ მთავარს“ თბილისის მერიიდან გაუგზავნეს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.    „გვინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იღებს. შესაბამისად, რიგი მედიასაშუალებების მიერ, მისი დაკავშირება მეტროს რამდენიმე მემანქანის ინფიცირების ფაქტთან, დეზინფორმაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. ხაზგასმით…

მეტი...

„პირდაპირ  ვადგევართ  გზას შიმშილისკენ და სოციალური აფეთქებისკენ“ – დავით ჭიჭინაძე

„ოცნების“ მთავრობას, ყველა ნაწილში, რასაც კი აკეთებენ, კორუფციული ელემენტი თუ არ მონაწილეობს,  საერთოდ სურვილი არ აქვთ რამის კეთების. და სწორედ ამ რეალობის შედეგია ის, რაც ახლა ხდება ქვეყანაში“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე და  ჯანდაცვაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. „ჯანდაცვის სისტემის სრული ჩამოქცევაც, მხოლოდ იმიტომ მივიღეთ, რომ საავადმყოფოები და ჯანდაცვა ინფრასტრუქტურის შემადგენლობიდან მომსახურების სფეროში გადაიყვანეს.  ხელისუფლებას კი,  არაფერი ეტყობა, რომ ათვითცნობიერებს, ან საერთოდ ხვდება რა ხდება გარშემო. ვერც კი წარმოუდგენიათ იმ პროცესების განვითარება, რაც მოჰყვება მათ ამ ნაბიჯებს“ – აცხადებს ჭიჭინაძე და იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რაც გასატარებელია. „ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი…

მეტი...

კლინიკა „გული“ დაიკეტა, ექიმები და დირექტორი ინფიცირებულია

კარდიოლოგიურმა კლინიკამ – „გული“ პაციენტების მიღება უკვე შეწყვიტა. მისი ხელმძღვანელი ანზორ მელიაც ინფიცირებულია და თანამშრომელთა 90%-იც. „კოვიდ 19“ 30-ზე მეტ ექიმს  და 50-მდე სანიტარს დაუდასტურდა.                               „კორონავირუსი დამიდასტურდა. ჩემს გარდა, ყველა ექიმს დაუდასტურდა „კოვიდ 19“ და ექთნების უმეტესობას“ – აცხადებს კლინიკის ხელმძღვანელი ანზორ მელია.      მისივე ინფორმაციით, ექიმების 90% დაინფიცირებულია.  

მეტი...

“თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება არჩევნებით მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი” – ანრი ოხანაშვილი

“პირველი ნაბიჯი გადადგმულია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს დაფინანსება, ანუ მათ არჩევნები ცნეს, რადგან გაურკვეველია თუ არჩევნებს არ ცნობ, როგორ შეიძლება ამ არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებაზე შეგქონდეს განაცხადი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ პარტია, რომელიც გადალახავს შესაბამის ბარიერს, აქვს უფლება დაფინანსებაზე შეიტანოს განაცხადი. „ეს არის დემოკრატიული სტანდარტია, რადგან ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა კონკრეტულ პარტიას, ამ კონკრეტულმა პარტიამ უნდა იმოქმედოს დემოკრატიის სტანდარტის შესაბამისად. პატივი სცეს ამომრჩევლის ნებას, დაფინანსება მიიღოს და მისი მხარდამჭერების ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი და პარტიის…

მეტი...

“იანვრის ბოლოს ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ და მეტჯერ ნაკლები იქნება” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების შესრულების შემთხვევაში, იანვრის ბოლოსკენ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი სავარაუდოდ განახევრდება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ჩვენ შევაჩეროთ ინფექციის ასეთი სწრაფი ზრდა ანუ მთავარი სამიზნე არის სწრაფი ზრდის შეჩერება. ამის შედეგი უნდა გამოჩნდეს დაახლოებით მომავალი ათი დღის, ორი კვირის განმავლობაში, დაწესება ერთია და მისი აღსრულება -მეორე. თუ ჩვენ ერთად, სახელწიფო, ექიმები, საზოგადოება ისევ ისე მოვიქცევით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით ერთიანი და სოლიდარული, მივაღწევთ შედეგს. სოლიდარობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, სახელმწიფო, საზოგადოება და სამედიცინო პერსონალს შორის.…

მეტი...

“14 პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს 1%_იანი ბარიერი დაფინანსებაზე თანხმობა წარადგინა 10-მა პარტიამ” – ცესკო

ცესკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტიებიდან, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს,საბიუჯეტო დაფინანსებაზე თანხმობა მხოლოდ 10-მა განაცხადა. ცესკოს სპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ აუდიტი ვალდებულია გააფრთხილოს ის პარტიები, რომლებსაც საბიუჯეტო დაფინანსებაზე წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია. ნათია იოსელიანის თქმით, თუ აღნიშნულ ვადებში პარტიები თანხმობას არ განაცხადებენ, საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას დაკარგავენ. “14 პარტიიდან, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი, დაფინანსებაზე თანხმობა წარადგინა 10-მა პარტიამ, მათგან ორი საარჩევნო ბლოკია, ორი ბლოკი ერთად 7 პოლიტიკურ პარტიას აერთიანებს, პარტიებს, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ შესაბამისი თანხმობები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, აუდიტის სამსახური ვალდებულია გააფრთხილოს აღნიშნული პარტიები საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე, ხოლო პარტიებს აქვთ 3-დღიანი ვადა…

მეტი...

“ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ, რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან” – გიგა ბოკერია

“ამ უთანასწორო ბრძოლაში ყველა რესურსის გამოყენებას ვაპირებთ, რაც დაკავშირებულია პარტიულ დაფინანსებასთან. ბუნებრივია, საპარლამენტო დაფინანსების კომპონენტს არ და ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ საპარლამენტო საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრებიდან წასვლას არ ვაპირებთ,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დაფინანსების სახით იმაზე ნაკლებს იღებს, ვიდრე ეკუთვნის. „მე პატივს ვცემ მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. თუ უნდა კობახიძეს და ივანიშვილის რეჟიმს ამ მუქარის შესრულება, თვითონ გააკეთონ ეს და არა ჩვენ, თვითონ გადადგან ნაბიჯი ამ ვითარებაში, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო ცვლიან თამაშის წესებს. მეტი…

მეტი...

“სილამაზის სალონები რომ დაიკეტოს, შემდეგ ეს ადამიანები ივლიან სახლებში და შესაძლოა, ინფექციის გავრცელების მეტი რისკი იყოს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში პრევენციული ღონისძიებები საკმაოდ კარგად არის დაცული. მისივე თქმით, არსებობდა რისკი იმისა, რომ სილამაზის სალონების დაკეტვის შემთხვევაში, საქმიანობა სახლებში გაეგრძელებინათ, რაც გაცილებით რისკის შემცველი იქმებოდა. „რისკი ყველგან არის, მაგრამ ფასდება ეგრეთ წოდებული შედარებითი რისკი. როდესაც შეფასდა შედარებითი რისკი, აღმოჩნდა, რომ სილამაზის სალონებში საკმაოდ კარგად არის დაცული პრევენციული ღონისძიებები. არის მეორე რისკი, რომ დაიკეტოს დღეს და შეიზღუდოს სილამაზის სალონები, ეს ბიზნესი ინაცვლებს შემდეგ ჩრდილში, ანუ შემდეგ ეს ადამიანები დადიან სახლებში და შესაძლებელია, რომ უფრონ მეტი იყოს გავრცელების რისკი. ამიტომ, ეს…

მეტი...

“მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია” – ივანე მაჭავარიანი

“მოვუწოდებ კომპანიებს, რომლებსაც ეზღუდებათ საქმიანობა, დასაქმებულების შესახებ მაქსიმალურად სწრაფად მოგვაწოდონ ზუსტი ინფორმაცია,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი განცხადებით, იმ სფეროებში, სადაც შეიზღუდა საქმიანობა მთავრობა დასაქმებულებს 300-ლარიან კომპენსაციას გადაუხდის. „ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ – იქნება ეს ღია თუ დახურული ტიპის ბაზრობებზე, სხავადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანები. შემოსავლების სამსახურის ბაზებით ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით გადამხდელებს, რომ რაც შეიძლება მარტივად მოხდეს ამ ინფორმაციის შეგროვება და…

მეტი...

“ჰოსპიტალში განთავსებული გვყავს 5 705 პაციენტი, საიდანაც 1 044 ინტენსიურ, ხოლო 319 რეანიმაციულ საწოლზეა მოთავსებული” – ეკატერინე ტიკარაძე

“დღესდღეობით ჩვენ გვყავს 5 705 პაციენტი ჰოსპიტალში განთავსებული, საიდანაც 1 044 არის ინტენსიურ საწოლზე მოთავსებული, ხოლო 319 პაციენტი არის რეანიმაციულ საწოლზე,” – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, ამ ეტაპისთვის 331 საწოლი არის თავისუფალი და ბოლო 24 საათში გაეწერა 633 ადამიანი. „მნიშვნელოვანია, რას ემყარებოდა გადაწყვეტილებები, რაც ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან იქნა შეთავაზებული. ჩვენ გამოვიყენეთ მრავალი ცვლადი, რათა სწორად განგვესაზღვრა, რომელ ქალაქებზე უნდა გავრცელებულიყო შეზღუდვები. აქ მნიშვნლოევანი იყო ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი თითოეული რეგიონისა და ქალაქთან მიმართებაში, ასევე კლინიკების საწოლფონდი და სასტუმროების საწოლფონდი, რომელსაც ჩვენ ასევე პაციენტების…

მეტი...

“დახმარების პაკეტის დაწყებას ბევრი დრო არ დასჭირდება” – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დახმარებების პაკეტის დაწყებას მოკლე დრო დასჭირდება, ვინაიდან, ეს უკვე აპრობირებული მეთოდია და არსებითად ახალს არაფერს აკეთებს მთავრობა.  “დახმარების პაკეტის დაწყებას ბევრი დრო არ დასჭირდება. რა თქმა უნდა ამისთვის საჭიროა მოსამზადებელი პერიოდი, მაგრამ ვინაიდან ჩვენ უკვე აპრობირებულ მეთოდებზე ვსაუბრობთ, ამიტომ ეს ძალიან მოკლე ვადაში დაიწყება. ჩვენ დეტალებს სულ მალე გამოვაცხადებთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ახალი შეზღუდვები დაწესდება. 

მეტი...

“არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო” – გიორგი გახარია

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც მთავრობა საუბრობდა ივნისშიც, ივლისშიც, აგვისტოშიც და ამისთვის ემზადებოდა. „არავინ არ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებდით აბსოლუტურ ციფრებში იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისშიც, ივლისშიც,…

მეტი...

ახალ წელს შეზღუდვები იხსნება, თუმცა, 3 იანვრიდან ისევ ვიკეტებით

გიორგი გახარიას განცხადებით, ახალი წლის დღეებში არსებული შეზღუდვები მოიხსნება, შემდეგ კი ისევ დაწესდება. „სრული შეზღუდვა ეხება პირველ რიგში რესტორნების, თუმცა დისტანციური მომსახურება რესტორნებში, მიტანის სერვისები დარჩება, ასევე, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები. უმკაცრესი რეკომენდაციაა მთავრობის მხრიდან კომპანიებში მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, ხოლო ჩვენ, ჩვენს საჯარო მოხელეებს სავალდებულოდ გადავიყვანთ დისტანციურ რეჟიმზე. ეს არის ის კომპრომისი, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს, მინიმალური შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას, მაგრამ 2 თვის განმავლობაში უნდა მოგვცეს მაქსიმალური ეპიდემიოლოგიური შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ეს ბლოკებად და ეტაპობრივად გითხრათ – 28 ნოემბრიდან 24-დეკემბრამდე ჩვენ გვაქვს წერტილოვანი შეზღუდვების მაქსიმალური რაოდენობა, 24 დეკემბრიდან…

მეტი...

ახალ წელს ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალ წელსა და შობის ღამეს, ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. „გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იქნება მთელი ამ 2 თვის განმავლობაში, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ ახალი წლის ღამეს მოვხსნით, ისევე, როგორც მოვხსნით შობის ღამეს. ამ ორ დღეს, გადაადგილებაზე შეზღუდვა, ქვეყნის მასშტაბით, არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ შეზღუდვა, რომელიც ეხება დროს, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით და არა ქალაქების მასშტაბით. მინდა, რომ ეს ხაზგასმით აღვნიშნო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები, ამ ყველაფერს დეტალურად კიდევ განმარტავენ, ისევე, როგორც ეს ყველაფერი მთავრობის დადგენილებაში იქნება…

მეტი...

24 დეკემბრიდან, ერთი კვირით შეზღუდვები მოიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით, მოსახლეობას შეეძლება, ჩვეულ რეჟიმში იმოქმედოს. „გვერდს ვერ ავუვლიდით და დავივიწყებით საახალწლო დღესასწაულებს, ჩვენი მოქალაქეების და ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც; დიდ ქალაქში, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, იხსნება ყველა სახის შეზღუდვა. მიუხედავად პანდემიისა ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ვერც ერთ შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლიდით და ვერ დავივიწყებთ საახალწლო დღესასწაულებს, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ეკონომიკის ინტერესებიდან გამომდინარეც“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 24…

მეტი...

ვაწესებთ იმავე სახის დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს არის 300 ლარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებბს სესხის გადავადებაში დაეხმარება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულებi და ამ პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს. „ჩვენ ვაწესებთ იმავე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის დროს, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. ჩვენ უკვე დაწყებული გვყავს ამ ხალხის აღრიცხვა და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა ვიღებთ ვალდებულებას, რომ თითოეულ ადამიანს ამ სფეროდან, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიზნობრივად დაეხმარება სესხის გადავადებაში. 300 – ლარიანი დახმარებით არაფორმალურად დასაქმებულებისათვის პირველი…

მეტი...

ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც

მთავრობის გადაწყვეტილებით, სრული ჩაკეტვა ყველა სახის მუნიციპალურ ტრანსპორტს შეეხება. „ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება“  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება მეტროს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, როდესაც საუბარია მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე, აქ მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერებაც იგულისხმება. „როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

ვინც სამსახური დაკარგა, 200 ლარიან დახმარებას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური და მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით. „მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება და შესაბამისად, ეკონომიკური კრიზისის ეფექტი გადანაწილებულია ფაქტობრივად ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესა და სოციალური ჯგუფების უმრავლესობაზე, ამიტომ ჩვენ ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის, დაიფარება“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა ამისა, სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც…

მეტი...

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება

“სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვყავს 65 000 და 100 000 ქულას შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა. ეს მოსახლეობის ის ჯგუფია, რომელიც ყველაზე მოწყვლადია დღევანდელი და მსგავსი კრიზისების პირობებში, რომლებიც ეხება არაფორმალურად დასაქმებულების სამსახურის დაკარგვის, ან მოკლევადიანი შემოსავლების მქონე პირების შემოსავლის დაკარგვის რისკს, ამიტომ ჩვენ ვაახლებთ ამ პროგრამას და 65 000-დან 100 000 ქულამდე მქონე ყველა ოჯახს…

მეტი...

“საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დარჩნენ სახლში” – გიორგი გახარია

“ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება პირველ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, ითვალისწინებს მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება. „28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია…

მეტი...

„ეს არის გლობალური კრიზისი, რომელსაც ვერც ერთი ქვეყანა დანაკარგების გარეშე ვერ გაივლის“

„ჩვენი ღონისძიებების მთავარი მიზანია, ის, რომ ჩვენ შევაჩეროთ ეპიდემიის ზრდის სისწრაფე. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ორ თვიანი გეგმით ეპიდემიის გავრცელების ციფრებს დავიყვანთ ასეულებამდე ან ათეულებამდე,“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღონისძიებების მთავარი მიზანია, რომ ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შემცირდეს, რამაც უნდა შეამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე და ამან თავის მხრივ უნდა შეამციროს სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდა. „დღეს ქვეყანაში კეთდება 15-16 თასი ტესტი, ყველაფერთან ერთად შემუშავებულია აბსოლუტურად ახალი კლინიკური მართვის გეგმა. რამდენიმე ახალი კლინიკა არის ჩართული კოვიდის მართვაში, რომელიც შეიქმნა…

მეტი...

3 იანვარიდან 15 იანვრამდე პერიოდი ქვეყნის მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

საქართველოს მთავრობა 3 იანვარიდან – 15 იანვრის პერიოდს უქმე დღეებად აცხადებს.  ქვეყნის მასშტაბით: · ცხადდება უქმე/დასვენების დღეები: · აღდგება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე პერიოდში. · არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

მეტი...

28 ნოემბრიდან გადაადგილება 21:00 სააათიდან აიკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან, ყვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება.  ერთ-ერთი რეგულაცია გადაადგილებას შეეხება. კერძოდ,  28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით. 21:00 საათიდან გადაადგილება იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება.

მეტი...

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს

28 ნოემბრიდან მაღაზიები, რესტორნები, ფიტნეს ცენტრები და საცურაო აუზები იხურება, საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი კი მუშაობას აჩერებს. გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ უკვე მიიღო. შეზღუდვები 2 თვეს – 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს. „საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით: ქვეყნის მასშტაბით იზღუდება: 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე…

მეტი...

28 ნოემბრიდან, გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 სააათიდან აიკრძალება. შესაბამისი აკრძალვა მობილობის შემცირების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმით წესდება. 21:00 საათის შემდეგ გადაადგილება პირველ ეტაპზე, 28 ნოემბრიდან 23 დეკემბრის ჩათვლით იქნება აკრძალული. 24 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უქმე დღეებში იმოქმედებს, 31 დეკემბერის 21:00 საათიდან 1-ელი იანვრის 05:00 საათამდე კი აღნიშნული შეზღუდვა იხსნება. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით 21:00 საათიდან გადაადგილება ყველა დღეს იკრძალება.

მეტი...

ოპოზიციის ნაწილი დაფიქსირებული შედეგით საბიუჯეტო დაფინანსებას ითხოვს

ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს, თუმცა დაფიქსირებული შედეგით დაფინანსებას მაინც ითხოვს. ეს სურვილი კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე სულ პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფიქსირა. მათ შორის არიან ის ბლოკები, რომელთა ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი ციფრებში არ ასახავს რეალობას. თუმცა, ცესკოს ეს ხმები რეალურია იმისთვის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ, “ძალა ერთობაშიას” და “სტრატეგია აღმაშენებლის” შემადგენლობაში მყოფმა პარტიებმა.   “ერთადერთი წყარო, განსაკუთრებით არასაარჩევნო პერიოდში ეს არის დაფინანსება. მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების თემა, პარტიები ვალდებულები არიან, ყოველ წელს, 25 ნოემბრამდე განახორციელონ მიმართვა შესაბამის უწყებებში. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ყველა ბიზნესმენს ეკრძალება ოპოზიციასთან და…

მეტი...

ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა. კოსტავას თქმით, პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს. „ბებოს ხვალ, ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები”, – ამბობს მაგდა კოსტავა.

მეტი...

„ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა განახევრების ნაცვლად 20% – ით გაიზარდა“ – დავით მესხიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ევრო დირექტივის რეკომენდაციის მიხედვით, მიმდინარე წელს ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობა უნდა განახევრებულიყო, ამის ნაცვლად კი მივიღეთ 20% – იანი ზრდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა განაცხადა. მესხიშვილის ინფორმაციით ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ ჩატარდა კვლევა, სადაც გამოვლინდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა შემცირების მიზნით საქართველოში არაფერი გაკეთებულა, როგორც მესხიშვილი განმარტავს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში ევროპის ქვეყნებთან შედარებით 6 – ჯერ მეტია: „დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა 20 % – ით, ეს არის ევროპის ქვეყნებზე 6 – ჯერ მეტი, ევრო დირექტივებით იყო რეკომენდაცია, რომ მიმდინარე წელს…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 293, აჭარაში 475, იმერეთში 793

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 801 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 118 690-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 98 781-მდე. სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს…

მეტი...

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 124-ს შეადგენს. მათივე ცნობით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 პაციენტი.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 200 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 118 690 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 98 781 გამოჯანმრთელდა, 1 124 კი, გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 2 037, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 165 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 3 920 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი

საქართველოში კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვები დღეს გახდება ცნობილი. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გუშინ განაცხადა,  მთავრობა გადის კონსულტაციას შეზღუდვებთან დაკავშირებით. „ჩვენი მიზანი არის, არ დაველოდოთ პიკს, არამედ მოვახდინოთ პიკის დროული შეჩერება, რათა ამან საშუალება მისცეს სამედიცინო სექტორს, განაგრძოს მუშაობა მის ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არის ორი ვერსია, თუ რომელ ფორმატში შეიძლება, განხორციელდეს შეზღუდვები და ისინი 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. „ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან. გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და 26 ნოემბერს საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი არის,…

მეტი...

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის ის პარტიებიც არიან, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან. “ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს, რომ ვაპირებთ ამ თანხის მოთხოვნის გაგზავნას. ეს ხმები ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეცვალა “ქართული ოცნება”, შეგვეცვალა დღევანდელი რელობა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” წაართვა ეს შესაძლებლობა ამ არჩევნებით. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ დავუბრუნოთ ამ ხალხს თავისი არჩევანი და სწორედ ამას მოხმარდება ეს თანხები,“ – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა. დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ…

მეტი...

ხანძარს ხორავას ქუჩაზე 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ლოკალიზებულია. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დამწვარია 3 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია 7 სახანძრო სამაშველო ჯგუფი. გამომწვევი მიზეზი და მომხდარის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

მეტი...