მელიას სამაჯური არ ექნება, სასამართლომ მას 70 000 ლარიანი გირაო დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დალი მეტრეველმა პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა; ნიკა მელიას საქალაქო სასამართლომ ყველა შემზღუდავი ღონისძიება გაუუქმა, თუმცა 70 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

მელიას გირაოს გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მაგრამ იგი აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ნიკა მელიას დამატებითი ვალდებულება დაეკისრა – მას ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, შეეზღუდა საქართველოს საზღვრის კვეთაც.

ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული და სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური დაუმაგრეს, თუმცა მან სამაჯური სამაჯური 1-ელ ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, საჯაროდ, მოიხსნა. გენერალურმა პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “მელიას სამაჯური არ ექნება, სასამართლომ მას 70 000 ლარიანი გირაო დააკისრა”

  1. ანონიმური

    ეგრე მოუხდება მაგას იქნება ისწავლოს ჭკუა აწი

  2. ანონიმური

    არაფრისთვის არ მეცოდება მელია რა

Comments are closed.