“რაც მიუღებელი იყო ჩემთვის 2004-2011 წლებში, ახლა აკეთებს “ქართული ოცნება” – ირმა ინაშვილი

  •  

“იმას, რაც არ მომწონდა და რაც მიუღებელი იყო ჩემთვის 2004-2011 წლებში, ახლა აკეთებს “ქართული ოცნება”, ირაკლი კობახიძის დირიჟორობით” – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილის თქმითვე, მმართველი პარტიის აქტივი ერთი და იგივე ცრუ და ცილისმწამებლურ მესიჯებს ავრცელებს.

“იმას, რაც არ მომწონდა და რაც მიუღებელი იყო ჩემთვის 2004-2011 წლებში, ახლა აკეთებს “ქართული ოცნება”, ირაკლი კობახიძის დირიჟორობით. დააკვირდით “ქართული ოცნების” საინფორმაციო “პოლიტიკას” სოციალურ ქსელში. მმართველი პარტიის აქტივი ერთი და იგივე ცრუ და ცილისმწამებლურ მესიჯებს ავრცელებს. გულმოდგინედ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ თითქოსდა უნაკლო არჩევნები ჩატარდა და მეტიც, საზოგადოების იმ ნაწილის დიკრედიტაციას ეწევიან, რომელიც არჩევნების გაყალბებას ეწინააღმდეგება! მსგავსი საინფორმაციო “პოლიტიკა” ჰქონდა სააკაშვილის პარტიას 2004-2011 წლებში. მისი მგზნებარე კოორდონატორებიც ასე წერდნენ “ფეისბუქში”. ცილს სწამებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველას, ვინც მიუღებელი იყო იმდროინდელი მმართველი ელიტისთვის და ვინც ტყუილს და ძალადობას აპროტესტებდა. ზუსტად იგივე კოორდინატორები პატრიოტთა ალიანსს ახლა “ქართული ოცნების” დროშის ქვეშ ებრძვიან. უნდა გესმოდეთ, ქალბატონო და ბატონო კოორდინატორებო და ოცნების მხარდამჭერებო (ცხადია, ანგაჟირებულ ნაწილს ვგულისხმობ), რომ ყველას მოეთხოვება პასუხი, არჩევნების გამყალბებლებზე ხელის დაფარების გამო.” – გნაცხადა ირმა ინაშვილმა

მისივე თქმით, ხმა ყველამ უნდა აღიმაღლოს, რადგან ეს ყოველი მოქალაქის ვალია დღეს.

“რა ქვეყანაში გინდათ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ, ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ, თქვენ რომ პატრიოტთა ალიანსზე საერთოდ ხმას იღებთ.?! თქვენნაირი ხალხი, სამწუხაროდ, ყველა ხელისუფლებისთვის სახიფათოა: სიმართლეზე, უკანონობაზე თვალის დამხუჭველი ხალხი. ახლა რაც შეეხება დეპუტატის მანდატს და ხელფასების თემას. ქვეყანა ჩიხშია, პარლამენტში მარტო ერთი პარტია რჩება და თქვენ ხელფასზე დარდობთ? ვინც პარლამენტში არ შევალთ, ხელფასსაც არ მივიღებთ, რა დიდი აღმოჩენაა ეს? იმის მაგივრად, რომ დანაშაულის გაცნობიერება მოხდეს, ხალხს სიმართლე უთხრან და ქვეყნისთვის სასიკეთო ნაბიჯი გადადგან ( გამოაცხადონ ხელახალი არჩევნები), აქეთ შეტევაზე გადმოდიან და ცდილობენ, რომ საზოგადოება აქციონ მორჩილ ინსტრუმენტად, რომელიც თითქოსდა ვერაფერს ვერ ხედავს და რომელსაც თითქოსდა არჩევნების გაყალბება არც კი დაუნახავს. ხმა ყველამ უნდა აღიმაღლოს, ეს ყოველი მოქალაქის ვალია დღეს” – განაცხადა ინაშვილმა

მსგავსი თემები