არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

პოლიციამ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამის შესახებ პარტია „ხმის“ სახალხო დეპუტატი ნატალია პიპა საკუთარ ფეისბუქზე იტყობინება. “მოქალაქე არესტოვიჩის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამის შესახებ უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ შემატყობინა და მე გაცნობებთ. ველოდებით დაზვერვის ოფიცრის სწრაფ (თუმცა საეჭვო) დაბრუნებას უკრაინაში”, – წერს პიპა. უკრაინის პოლიციაში განაცხადეს, რომ დეპუტატთა ჯგუფის მიმართვის საფუძველზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება დანაშაულის შესახებ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით. ეროვნული პოლიციის წყაროებმა დაადასტურა, რომ საქმე ეხება პიპას და არესტოვიჩს. ზაფხულის დასაწყისში ლვოვში კონფლიქტი მოხდა ნატალია პიპასა და ოდესელ მოზარდს შორის, რომელიც…

მეტი...

რუსეთმა ხერსონის ოლქზე – დაიღუპა ექვსი ადამიანი

ხერსონის რაიონზე რუსეთის იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაშავდა. ოლქის ხელმძღვანელის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებიტ, რუსეთის ძალებს მიზანში ამოღებული ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები, ადმინისტრაციული შენობები, მაღაზიები, ბენზინგასამართი სადგურები და სამედიცინო დაწესებულება. ,,ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 58 შეტევა, გასროლა 347 ჭურვი ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, უპილოტო საფრენი აპარატებიდან და თვითმფრინავებიდან. მტერმა ქალაქ ხერსონში 43 ჭურვი ისროლა. რუსული აგრესიის გამო 6 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი”, – განაცხადა პროკუდინმა.  

მეტი...

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა

ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. ჯანდაცვის სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

„ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში”- ანრი ოხანაშვილი

„ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის ნდობა და ეს გამოხატულია კონკრეტულ შედეგებში,”– ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ”ქართულ ოცნებას“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს განპირობებულია  ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით. „ქართულ ოცნებას“ აქვს მზარდი რეიტინგი და ეს განპირობებულია ჩვენი ხელისუფლების, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ამ პოლიტიკისადმი. ჩვენ ხალხთან ერთად შევძელით, რომ ეს რთული პერიოდი გადაგველახა, ჩვენმა ხალხმა ირწმუნა და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“ იმ სტრატეგიულ პოლიტიკაში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ. ჩვენ ერთად შევძელით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ხალხის…

მეტი...

ოსლო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსეთთან საზღვარი დაუყოვნებლივ დახუროს – ნორვეგიის იუსტიციის მინისტრი

ნორვეგიის იუსტიციის მინისტრის ემილი ენგერის განცხადებით,  ოსლო მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაკეტოს საზღვარი რუსეთთან. მისი თქმით, რუსეთთან ერთადერთ სახმელეთო სასაზღვრო პუნქტში, სტურსკუგში, ამჟამად მიგრანტთა გაზრდილი აქტივობა არ შეინიშნება. „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სიტუაციას და შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს საზღვრის დაუყოვნებლივ დახურვა, საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა მინისტრმა. ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს  

მეტი...

გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნებად აცხადებს

გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეტანას. კანონპროექტი ხმათა უმრვალესობით დამტკიცდა. ,,ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვისკენ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა. გერმანიას სურს საქართველოსა და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმება. ,,დასაქმებულთა კვალიფიციური იმიგრაციის უზრუნველყოფა და ამით სტიმულის შექმნა, რათა მომავალში საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებმა არ წარადგინონ უიმედო თავშესაფრის განაცხადი გერმანიაში”, – განაცხადა მინიტრმა.

მეტი...

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებიტ, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით,  ღაზის სექტორში, ალ-შიფას საავადმყოფოს შენობაში „ჰამასის“ ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. მათივე ცნობით, აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო. მოძრაობა „ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს.

მეტი...

თოვის გამო უშგული-ლასდილისა და მესტია-უშგულის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მესტია-უშგულის (კმ140-185) მონაკვეთზე კი აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია უწყების ცნობით, საავტომობილო გზის კმ30-კმ140 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მეტი...

მუქარა მუდმივადაა, მაგრამ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა  Le Monde-სთან ინტერვიუში იმპიჩმენტის პროცესზე ისაუბრა.  კითხვაზე, მას შემდეგ, რაც იმპიჩმენტის მცდელობა მარცხით დასრულდა, შეუძლია თუ არა პრეზიდენტს თავისუფლად მოგზაურობა, პრეზიდენტი აცხადებს, რომ “მუქარა მუდმივად არის”. “მე საკონსტიტუციო სასამართლოში შევეწინააღმდეგე ამ ბრალდებას, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის სხვა ინსიტიტუციების მსგავსად, ნაკლებად დამოუკიდებელია. დღეს ეს დახურული საქმეა. მუქარა მუდმივად არის. შესაძლოა, სხვა რამ იპოვონ, მაგრამ კითხვაც არ უნდა იმას, რომ მე არ შევწყვეტ მოგზაურობას”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დავიკავეთ, გადავედით ოპერაციის მომდევნო ეტაპზე – გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოვ გალანტის განცხადებით, ქალაქ ღაზის დასავლეთი  სრულად დაიკავეს. მისი თქმით, თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდა. “ოპერაცია გრძელდება და ძალიან მკაფიოდ, შერჩევითად და მიზანდასახულად გრძელდება. თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის დასავლეთის ნაწილი დაიკავა, გაწმინდა ტერორისტებისგან და ჰამასის ობიექტებისგან. სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი დაწყებულია”, – განაცხადა გალანტმა.

მეტი...

ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს

მედიის ინფორმაციით, ფინეთი რუსეთის საზღვართან ოთხ გამშვებ პუნქტს ხურავს. მედიის ცნობით, გადაწყვეტილების მიზეზი მესამე ქვეყნებიდან მიგრანტების შედინებაა. 18 ნოემბრიდან დაიხურება იმატრას, ნიირალას, ნუიიამასაა და ვალიიმაას სასზვღვრო გამშვები პუნქტები და ეს შეზღუდვა 2024 წლის 18 თებერვლამდე დარჩება ძალაში. ფინეთსა და რუსეთს შორის სახმელეთო საზღვარზე სულ ცხრა გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს, დარჩენილი საგუშაგოები ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას. ფინეთის სასაზღვრო დაცვის მეთაურის მოადგილემ, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ჯუკა ლუკარიმ ფინურ მედიას განუმარტა, რომ პუნქტები დაიხურება საზღვრის კვეთის მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის გამო.

მეტი...

რუსეთში მუსიკოსს, რომელმაც პროდუქტის ფასების ეტიკეტები ანტისაომარი მესიჯებით ჩაანაცვლა 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

რუსეთში მუსიკოსს, რომელმაც სუპერმარკეტში პროდუქტებს ფასების ეტიკეტები მოაშორა და ანტისაომარი შეტყობინებებით ჩაანაცვლა, 7-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სანქტ-პეტერბურგის სასამართლომ 33 წლის საშა სკოჩილენკოს ბრალი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისთვის დასდო. ,,მე არ მეშინია და შეიძლება სწორედ ამიტომ ეშინია ჩემს მთავრობას ჩემი,” – განაცხადა სკოჩილენკომ. “რუს წვევამდელებს უკრაინაში აგზავნიან. ჩვენი ბავშვების სიცოცხლე ამ ომის ფასია,” – ნათქვამია ერთ-ერთ შეტყობინებაში, რომელსაც მუსიკოსმა პროდუქტს ფასის ეტიკეტის ნაცვლად დააკრა

მეტი...

საქართველოს ევროპულ გზაზე უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება, ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას, „ჩვენი ხმა ევროპას“ შეუერთდნენ. პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ევროინტეგრაციის [პროცესი] არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა. შეიძლება, ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს, უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება. ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. პირველ რიგში, თქვენ მიდიხართ წინ და ჩვენ, ყველანი თქვენ მოგყვებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  

მეტი...