,,ღაზის ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია”. ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მალე 3 კვირა შესრულდება, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო და ისრაელის შეიარაღებული ძალები უკვე ქალაქ ღაზას ცენტრში ოპერირებენ. უკვე ათასობით ტერორისტია მოკლული, მათ შორის “ჰამასის” ხელმძღვანელობის წევრები.
,,უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერმინისტრმა თქვა, ეს მხოლოდ დასაწყისია… ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს “ჰამასის“ დასასრულიც იქნება… არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე “ჰამასისა” და “პალესტინის ისლამური ჯიჰადის” სამხედრო და ხელმძღვანელობის შესაძლებლობები განადგურებული არ იქნება”, – განაცხადა ჰანეგბიმ.