ჩვენი კარი დაიკეტება ენჯეოებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევენ – არძინბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ  სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.

ე.წ. სამინისტროს მედიაცენტრის ინფორმცაიით, შეხვედრაზე ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები და საერთაშორისო სტრუქტურების პროექტების კოორდინაციის ახალი მიდგომები განიხილეს.

არძინბას თქმით, გაეროს სააგენტოებმა უარი განაცხადეს შეხვედრაში მონაწილეობაზე, რაც აღიქმება, როგორც არაგამჭვირვალე საქმიანობის დადასტურება და ინფორმაციის დამალვის მცდელობა. მისი თქმით, გაეროს სააგენტოები დეზინფორმაციას აწვდიან აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ პროექტების რეალური მიზნებისა და ამოცანების შესახებ, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.

,,მათთვის, ვისაც სურს გაანადგუროს აფხაზურ-რუსული ურთიერთობები და აფხაზეთის რესპუბლიკა „ოკუპირებულ ტერიტორიად“ განიხილოს, უახლოეს მომავალში ჩვენი კარი დაიკეტება”, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს “კრემლის მავნე გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას”, ასევე “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.

 

მსგავსი თემები