ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში – ვითარება იმ დროს დაიძაბა, როდესაც იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობდა.

ამ დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ რატი ბრეგაძეს მატყუარა უწოდა.

,,ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რის გამოც ბოკუჩავამ სხდომის მგალობლიშვილისთვის სხდომის დატოვება მოსთხოვა.

თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე ლევან მგალობლიშვილის მაგიდასთან მივიდნენ, რა დროსაც ანა წითლიძემ მგალობლიშვილის მისამართით ფურცლები ისროლა.

მგალობლიშვილმა მიკროფონი მოხსნა და ანა წითლიძის მისამართით სროლას ცდილობდა, თუმცა მანდატური ჩაერია.

სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, საბოლოოდ კი ლევან მგალობლიშვილს დარბაზი დაატოვებინეს.

მსგავსი თემები