პესკოვის განცხადებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი “ისეთივე უნდა იყოს, როგორიც პუტინია”

კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი “ისეთივე უნდა იყოს, როგორიც ვლადიმერ პუტინია”. ამის შესახებ პესკოვმა ტელეკომპანია “МГИМО 360”-თან ინტერვიუში განაცხადა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ეს კი უპასუხა – “ან სხვა, მაგრამ ასეთივე”.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტშია დაგეგმილი. ფედერაციის საბჭო არჩევნების თარიღზე ოფიციალურ გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში მიიღებს, რის შემდეგაც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ წინასაარჩევნო ყრილობები და ოფიციალურად დაასახელონ კანდიდატები.

მსგავსი თემები